Jump to content
Planeta.Ge

Marta1

პლანეტელი
  • პოსტები

    2.044
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    7

ყველა პოსტი Marta1

  1. + თუ სხვა არჩევანი არ არსებობს, ტერიტორიების დათმობას ეს უტვინო დამოუკიდებლობის დათმობა მირჩევნია, დამოუკიდებლობა გვაქვს ახლა ჩვენ? არც ვიქნებით არასდროს ბოლომდე დამოუკიდებლები, ყოველთვის რომელიღაც იმპერიის ჭკუაზე უნდა ვიცანცაროთ. ტერიტორიები კი ძნელად დასაბრუნებელია და თუ დააბრუნეს კიდევ თავი მიწამდე უნდა დავხაროთ, რადგან მაგაზე ფასეულს ვერაფერს შევიძენთ. ტერიტორიები არის მატერიალური და დანარჩენი ყველაფერი მოდელირებულია და ვირტუალური, რომლის ნამდვილი მნიშვნელობა ყველა დღოში იცვლება. ერთი ევროკავშირის ქვეყნებია კიდევ დამოუკიდებლები რა...
  2. Siknadmo არ იშოვებოდა კი და დღეისთვისაც დეფიციტია მე მგონი
  3. Siknadmo ეგრევე იმპერიებზე იწევენ, პატარა ქვეყნებზე არ იხარჯებიან
  4. Siknadmo ზოგჯერ მეზობელი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე შორს მცხოვრები ბიძაშვილი, არ უნდა გადაგვეკიდა თავის დროზე ეს ვეშაპი. იმ გიჟ 80-იანელ ,,ეროვნულებს" რა ვუთხარი...
  5. Siknadmo რა ვი, ეგრე ეძახიან და :beach: როგორც არის, ხო მიმიხვდი კითხვას
  6. DonCaredo :beach: კი, ბაქოსთვისაც ალალია, მილსადენი იქედან მოდის... ერთადერთი შანსი ტერიტორიების დაბრუნების მხოლოდ რუსებისგან გვაქვს, ისინიც გადავიკიდეთ, დანარჩენები არაფერს დაგვიბრუნებენ, არც იოცნებოთ, ახლა მე გეკითხებით, ტერიტორიების დაკარგვა გვირჩევნია, თუ ჩვენი ესესერის დროინდელი ტერიტორიებით დროებით ვიღაცის გუბერნიად ყოფნა?
  7. ერთი თურქეთის წართმეულს რად არ იხსენებთ და არ ლანძღავთ, იმიტომ ხომ არა დაბრუნების შანსი რომ საერთოდ არ არსებობს? დაიშლება ტურცია? :beach: ისე აზერებიც რომ დაიშალოს არც ეგ მეწყინება ეუF, რამდენი ყოფილა დასაშლელი
  8. გილოცავ და გისურვებ ყოველივე კარგს ))
  9. kisa -ს ვაძლევ ჩემს ძვირფას ხმას მიღებულია
  10. ვეფხვი მეზობელ ფორუმზე ფორუმ გეზე, ყველა მასალა დევს და სხვადასხვა ვერსიებიც განხილულია, ისე, გუგლიც მუშაობს მე მგონი ჯერჯერობით :018:
  11. asds მიშიკო წასულია ტრენინგებზე, აბა მარტო საბავშვო ბაღებში კი არ დადის შეხვედრებზე, ახალ გეგმას ჩამოიტანს და მერე იქნებ მივხვდეთ რა გველის
  12. asds ეგრეა, მილიარდები დაკარგეს ავიარეისების შეზღუდვით, წარმომიდგენია იმ საწყალი კაჩინსკის და მისი გუნდის მოშორება რა ძვირი დაუჯდათ, ალბათ უღირთ მაგ დამპლებს
  13. +++ ვულკანის ამოფრქვევა რა შეთანხმებულად გააპიარეს, სატირალშიც არ ჩავიდნენ, რაც მთავარია პოლიტიკური პოზიცია ხომ კარგად დააფიქსირეს, არ ჭირდებათ მაგათ პატრიოტი, ქლესა გლობალისტი უნდათ ყველგან. სასაცილო ის არის, ევროპაში პვო-ს დადგმაზე ვითომ რომ ვენებს იჭრიან ზოგიერთები
  14. დუუმს? კიარადა უკვე ეჭვიც მეპარება, რომ საერთოდ მაგრა აწყობდათ კაჩინსკის მოცილება, თან რუსის ხელით, რა გაუხდა მაშ ნატოს თავის ექსპერტების გაგზავნა გამოძიებაში მონაწილეობის მისაღებად, აკი ვითომ მტრები არიან და პოლონეთი ნატოშია გაერთიანებული, საერთოდ დასაფლავებაზეც არ ჩავიდნენ.... რად მინდა ეგეთი სამხედრო ბლოკი მაშინ, თუ არ დამიცვა მტრისგან და არ გამოიძია მიზეზები? კაჩინსკის დაღუპვის უცნობი და სკანდალური დეტალები 14:40 - 22.04.2010 - ექსკლუზივი „იქიდან გამომდინარე, რომ 2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკში მომხდარ კატასტროფას, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტი და ის ადამიანები დაიღუპა, რომლებიც ქვეყნის მთავარ ინსტიტუციებს განაგებდნენ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის, რადგან ამ კატასტროფას ადგილი ჰქონდა არა პოლონეთში, არამედ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მოგმართავთ, ბატონო პრემიერო, კატასტროფის გამომწვევი მიზეზების გამოსაძიებლად, შეიქმნას დამოუკიდებელი, საერთაშორისო საგამოძიებო კომისია. მსოფლიოს საუკეთესო ექსპერტებისაგან შემდგარი კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება საზოგადო აზრისა და ისტორიისათვის,” - ესაა ნაწყვეტი იმ მიმართვიდან, რომელიც პოლონეთის პრემიერის, ტუსკის კანცელარიამ მიიღო და რომელსაც, სხვებთან ერთად, ხელს პოლონური ფონდის „კატინი”-ს დირექტორთა საბჭოს თასვმჯდომარე, პროფესორი იაცეკ ტრზნადელი აწერს. მომხდარ კატასტროფასთან დაკავშირებით, უკვე მიმდინარეობს პოლონურ-რუსული გამოძიება. რუსული მხარის დისპოზიციაშია შავი ყუთები... რამდენიმე დღეა, ვარშავის სამხედრო პროკურატურას მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადება აღარ გაუკეთებია. - ეს ინიციატივა, მიუხედავად იმისა, რომ პოლონურ პროკურატურას ნდობას ვუცხადებ, მიზანშეწონილად მიმაჩნია, - აღნიშნავს პრეზიდენტობის კანდიდატმა მარეკ იურეკმა. - დღემდე რუსული მხარე პროფესიონალურად იძიებს კატასტროფის გამომწვევ მიზეზებს. ეს ინიციატივა, ჩემი აზრით, ზედმეტია და ჩემთვის სრულიად მიუღებელი, - კომისიის შექმნის წინააღმმდეგ გამოვიდა რიჩარდ კალიში, მემარცხენე დემოკრატების წარმომადგენელი. კატასტროფიდან მეორე დღიდან, პოლონეთის თითქმის მთელი მოსახლეობა სვამს კითხვას: რამ გამოიწვია კატასტროფა? You tube-ზე მოყვარული ოპერატორის მიერ დადებული ფილმის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური პოლონეთი და მედია ხმამაღლა ამაზე არ საუბრობს, უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ ეს არ იყო „უბრალოდ კატასტროფა”. საზოგადოებრივი აზრი, რომელიც ჯერ კიდევ 3 დღის წინ ორად იყო გაყოფილი, პოლონეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადების შემდეგ, უკვე ერთნაირია – „რუსული მხარის ინფორმაციით, შავი ყუთიდან ძლიერი დარტყმის შედეგად ჩანაწერიანი ფირი გარეთაა გადმოვარდნილი”, - ეს იყო მოწყობილი კატასტროფა, - ამბობს ხალხი. შავი ყუთის არამდგრადობას დაემატა პოლონეთის სამხედრო პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადება - 20 აპრილს, პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ კითხვით მიმართა რუსეთის მხარეს, ვინ და რა მიზნით ცვლის სასტარტო ბილიკზე განათებას კატასტროფის მოხდენიდან რამდენიმე საათის შემდეგ? „ფაქტნიუსი” პოლონურ საზოგადოებაში კატასტროფასთან დაკავშირებით გამოთქმულ ყველაზე მეტად გავრცელებულ თეორიებს გთავაზობთ: 1. რუსთის დამოკიდებულება - ზომაზე მეტად შეძრწუნებული - იქნებ მოჩვენებითია... 2. საკონტროლო კოშკის ოპერატორის გაქრობა - კატასტროფის შემდეგ “სიტყვით გამოვიდა” და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს. პოლონელ ჟურნალისტებს კატასტროფის ადგილზე გადაღებული ყველა მასალა ჩამოართვეს. 3. ინფორმაციული ქაოსი - თავდაპირველად დაჯდომის 4, შემდეგ 3, შემდეგ 2 მცდელობა. ამას ამოწმებდნენ თვითმხილველებიც. შავი ყუთის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, თვითმფრინავი პირველივე მცდელობაზე დაეშვა ასაფრენ ბილიკზე. სად არიან ის თვითმხილველები? 4. იგივე ინფორმაციული ქაოსი დაღუპულთა რაოდენობაზე -კატასტროფიდან ერთი საათის შემდეგ, მაშინ, როდესაც ჯერ პოლონურ მხარესაც კი არ ჰქონდა მგზავრთა სია განმოქვეყნებული, რუსულმა მხარემ 132 ადამიანი დაასახელა გარდაცვლილად. 5. კატასტროფის ადგილზე არ მივიდნენ სამედიცინო დახმარების მანქანები - მაშინვე იცოდნენ, რომ აზრი არ ჰქონდა? 6. სროლა ერთადერთ ფილმზე, რომელიც რუსულ მხარეს “გამოეპარა” - ვინ ისროდა, რატომ და ვის ესროდა? 7. თავდაპირველად საუბარი იყო 3 ადამიანზე, რომელიც კატასტროფის დროს გადარჩა. ეს ინფორმაცია არ შეიძლება, თითიდან იყოს გამოწოვილი, საიდანღაც, ვიღაცას “გამოეპარა” 8. თვითმფრინავი გვერდზე უკვე დაჯდომის დროს გადაიხარა. პილოტს გულის შეტევა დაემართა? ან, იქნებთ შორიდან მართვის პულტი ამუშავდა? გამოცდილი პილოტი ასეთ მანევრს დაჯდომისას არაფრით არ გააკეთებს. 9. შავი ყუთის გახსნის შემდეგ ირკვევა, რომ ეკიპაჟმა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ცნობა სათვალთვალო კოშკიდან კატასტროფამდე სულ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.… 10. დაჯდომის წინ, თვითმფრინავში სიარული აკრძალულია. შესაბამისად, ლეხ და მარია კაჩინსკა გვერდიგვერდ ისხდნენ. კაჩინსკის ამოცნობა იმავე ღამეს გახდა შესაძლებელი, მარია მხოლოდ ორშაბათს ამოიცნეს. 11. რამდენიმე წუთის შემდეგ, რუსული მხარე ამბობს, რომ კატასტროფის დროს ყველა დაიღუპა. სამაშველო სამუშაოების ჩატარებამდე, რატომ არიან დარწმუნებულები, რომ ცოცხალი არავინაა? 12. მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამუშაოების ჩატარებამდე შემთხვევის ადგილზე უამრავი კამერა მუშაობდა, არსად არაა დაფიქსირებული გვამი, არსად არ ჩანს დასახჩრებული ადმიანები, ან სხეულის რომელიმე ნაწილი. რატომ? ნუთუ, სენსაციის მაძიებელი ათეული ჟურნალისტიდან ვერავინ მოახერხა გადაეღო კატასტროფის თუნდაც ერთი მსხვერპლი? 13. დღემდე კატასტროფაში დაღუპულთა კიდევ 20 ცხედარი ამოუცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა საშინლად იყო დასახიჩრებული და ამოცნობა ძალიან გაჭირდა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტ კაჩინსკის ამოცნობა იმავე ღამეს გახდა შესაძლებელი. როგორ? 14, თვითმფრინავი დამსხვრეულია. მთელია პილოტის კაბინა, მაგრამ შიგ ვერავის პოულობენ. რამდენჯერმე გაიმეორეს, რომ აფეთქება არ ყოფილა, თვითმფრინავის სალონი კი დაფერფლილია. 15. კატასტროფის დროს სმოლენსკის თავზე კიდევ ორი თვითმფრინავი დაფრინავდა -ბელორუსიული და რუსული. 16, ცუდი ატმოსფერული პირობებს 30 წუთის წინ დამჯდარი თვითმფრინავისთვის ხელი არ შეუშლია. 17. თვითმფრინავში იმყოფებოდა გენერალი ფრანციშეკ გონგორი, რომელიც რამდენიმე თვეში ნატო-ს გენერალური შტაბის მეთაური უნდა გამხდარიყო. ნატო-ს პოლონელი ხელმძღვანელი - განა უფრო მეტად დამამცირებელი რამე შეიძლება იყოს რუსეთისთვის? 18. თვითმფრინავს რამდენიმე თვის წინ რუსეთში ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი... პოლონელმა ინტერნეტ-მომხმარებლებმა დეტალურად გაშიფრეს ზემოხსენებული ფილმი: 0.12: გაჩუმდი. 0.18: თვალებში მიყურე. 0.21: დაწყნარდი. 0.29: ყველა. 0.31: მოკალი. 0.43:-0.48: იქით... მირბის... მირბის. 48: მომეცი იარაღი. 0.50: ცოცხალი ვარ. არ მომკლა. 0.53: ცოცხალია. ესროლე. 0.55: ისმის იარაღის გადატენის ხმა. 0.57: სროლის ხმა. 1:06:00: სროლის ხმა. 11:12:00: გეგმა შეიცვალა… 1;13:00: სროლის ხმა. 1:15:00: სროლის ხმა. 1:18:00:წავედით. მივდივართ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავს 5 თვის წინ რუსეთში გენერალური რემონტი ჩაუტარდა. გაზეთ “ნაშ ძენნიკ”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეცინის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, ინჟინერი რიჩარდ დროჟდოვიჩი ამბობს, რომ “გარემოება თვითმფრინავის სერიუზულ გაუმართაობაზე ან მართვის სისტემის ხელოვნურად დაბლოკვაზე მიგვანიშნებს. შესაძლებელია ასეთი ბლოკადის დამონტაჟება და მერე მისი მანძილიდან მართვა. პილოტი ასეთ დროს უძლურია...” არტურ გურსკი, პარტია “სამართლიანობა და სამართალი”-ს წევრი იმავე გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „თუ მთლიანად შეკრებავ ინფორმაციას, რომელიც ჩვენამდე აღწევს და თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ინტერესებს, შესაძლებელია ითქვას, თუმცა არა ასპროცენტიანი გარანტიით, რომ რუსეთი პასუხი უნდა აგოს ამ ტრაგედიისთვის” "მოსკოუ თაიმსში” დაიბეჭდა რუსი ჟურნალისტის, იულია ლატინინას სტატია. სტატიის ავტორი ამბობს, რომ 7 აპრილს, როდესაც კატინში პოლონეთისა და რუსეთის პრემიერები, დონალდ ტუსკი და პუტინი ჩაფრინდნენ, სმოლენსკის აეროპორტში თვითმფრინავებისთვის დამატებითი ნავიგაცია დააყენეს. სამთავრობო თვითმფრინავის სმოლენსკში ჩაფრენის დროს დამატებითი ნავიგაციის კვალიც აღარ იყო. ეს, ჩემის აზრით გამოძიებისთვის საინტერესო “დეტალია”. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი აღჭურვილი იყო ამერიკული სისტემით TAWS (Terrain Awareness). ესაა სისტემა, რომელიც თვითმფრინავის პილოტს დედამიწასთან დაშვებულზე მეტად მიახლოების საშუალებას არ აძლევს. არსებობს ეჭვი, რომ სისტემა სპაციალურად იქნა დაზიანებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავი პირველი იქნება ამ სისტემით აღჭურვილი თვითმფრინავების კატასტროფის ისტორიაში. სისტემის მუშაობის დარღვევა შეასაძლებელია სატელიტის მეშვეობით, ან თვითმფრინავის ახლოს მდებარე აეროპორტში განლაგებული დანადგარებიდან. კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ვარშავაში ვრცელდება: ხალხი არ გამორიცხავს, რომ კატინის ტრაგედიაში ცალკეული პოლონელებიც არიან გარეულნი. ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ პრეზიდენტი კაჩინსკი სმოლენსკში მატარებლით აპირებდა გამგზავრებას, თუმცა წინა საღამოს რატომღაც გადაწყდა, რომ პრეზიდენტი და მისი მხარდამჭერები თვითმფრინავით გაემგზავრებოდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა უმრავლესობა კაჩინსკის პარტიის წევრი იყო... ინგა ლოლაძე სპეციალურად “ფაქტნიუსისთვის” ვარშავიდან http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...7038&act=ns
  15. დიდი მადლობა მაკლარენს ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის,მაგრამ არა რა, წამშალეთ. ჯერ ერთი რომ ახალი ვარ, და მეორეც, იმდენად პასუხისმგებლური ვარ დილიდან საღამომდე აქ უნდა ვიყო გამოდერების შემთხვევაში და ყველა საქმეები გადავდო. დავრჩები თავისუფალ წევრად, ასე მირჩევნია.
  16. ძირითადად სოროსი, მე მგონი, მაგის გრანტებით დაფინანსდა, პროექტის ავტორები და იდეოლოგები დღესაც იგივენი-რამიშვილი, ნოდია, გ.თარგამაძე, ბოკერია & С, დასაწყისში უფრო მეტნი იყვნენ.... მაგას დაემატა ოლიგარქების ფულები, რომლებიც მერე მიშიკომ გადააგდო. არც ისე ძვირი დამჯდარა, როგორც გამიგია, ისე, თუ სიტუაცია არ მომწიფდა, ვერავითარი დაფინანსება მიზანს ვერ აღწევს, ყველაფერი მაინც ხალხის კმაყოფილება უკმაყოფილებაზეა დამოკიდებული, ან დაშინებაზე და ნიჰილიზმის დონეზე
  17. მეორე კრუგზე წავიდა, ვულკანის კვამლი მაგაზე არ მოქმედებს? მთელი მსოფლიო გაჩერდა და ეგ მაინც დაფრინავს, ფრრრრ
  18. დაგვცინიან ეს ოპოები მე მგონი აქით ძიძი(მე მაგას პოლიტიკოსად ვერასდროს აღვიქვამდი) იქეთ უცნობი(ჩაკეტოს ვინმემ იმ კამერაში, აკი არ გამოვალო?) პრეზო ხო საერთოდ იუმორის ჟანრი... შეგაზიზგებენ არჩევნებს საერთოდ
  19. ახლა რა სიტუაციაა, პრეზიდენტი კაცი ხვდება მერს და სტუდენტებს, ისე რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტი არ პაიჯობს საკუთარ რეზიდენციაში, რას გავს ეს, რას უძვრება.... რო არ იძვრენს ამისთანა უთავმოყვარეობა არცერთი პრეზიდენტისგან არ მსმენია, ღირსების ნატამალი შერჩა მაგას? Fუ
  20. და მერე ვთქვათ აღიარეს, რა შედეგი? გეეროა ჩვენი პარლამენტი თუ ეუთო? ახალი აღშფოთებები გვჭირდება დასავლეთიდან? გასვენებაზე არ ჩავიდნენ პოლონეთში და კავკასიისთვის ვენებს გადაიჭრიან იმწამსვე
  21. kisa დაუმატე ის, რომ წარამარა ცვლიან კადრებს, ხან იქით გადაყავთ, ხან აქეთ. ერთ საქმეზე შეიძლება ცხრა გამომძიებელი ან პროკურორი გამოიცვალოს.
  22. DonCaredo სიმართლე გითხრა მე რემონტის დროს ძალიან დამეხმარნენ, ამ ჩვენს აფერისტ ხელოსნებს ხომ იცი ნამუსი რომ არ აქვთ, ერთს ვიტყოდი-რა ვქნა, მაშინ პატრულში დავრეკავთქო და ეგრევე სტოპზე დგებოდნენ სხვა ვერაფერი მოვუხერხე და რა მექნა
×
×
  • შექმენი...