-
პოსტები
2.044 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
7
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Marta1
-
newstudio კავკასიაზე ვუყურე, მშვიდად იყო, ბოლოსკენ მივუსწარი, ისეთი არაფერი უთქვამს, ნუ ტიტველია და კრეზY არ ითვლება
-
იპოვეს ის კაცი? ჭანკვეტაძე რა უყვეს
-
გილოცავ, მრავალს დაესწარი :lasha1997:
-
T_A_T ვეღარ გავიგე საინფორმაციოა თუ აბანო, რას გავს ეს უპატრონო, ჯერ ჩაცმული რა არის და ახლა გახდილი, მე მახსოვს ადრე კაცები, საზოგადოებაში პერანგის ზედა, ბოლო ღილს იკრავდნენ, რავა გატიტვლებულა მართლა მაკაკასავით, არ ვიცი რა, ანამნეზი გაილუსტროს, რომელი სტადიაა ის მაინც ვიცოდეთ, მგონი ბოლოში იხდიან ხო? ისე ავღშფოთდი რას ამბობდა არც მომისმენია, ბოდავდა რაღაცას კანზე და ბოდრუმზე?
-
მოიმატოს რა, აი დარდი, ვიტომ სხვა რამე არ გაუარესებულა, ჩვენ ყველაფერს ავიტანთ, გავუძლებთ, გადავრჩებით. მიშა, ვერ ეღირსები....
-
ეს ლინკი აჩუქეთ, ჩართულია კამერები და უყუროს თბილისს ლაივში დღე და ღამე ასე თუ ენატრება http://www.navi.ge/cams.htm
-
dire არ ვიცი, სახელი არ აქვს, მაგრამ მაშინ ძველი საბურავების დაწვით ზამთარში ეზოში რომ ვთბებოდით მახსოვს.
-
ყველას ვაფრთხილებ, მე თუ გადავიხვეწე, აქაური არაფერი გამომიგზავნონ, ატანა არ მაქვს
-
იქ ბუშის ავინიონი, ავლაბარში ვაით ჰაუზი, გზადაგზა ოლვეისი და სელფაკი მოგვაფინა და ახლა პარკიც იქაური უნდათ გააკეთონ, მზიურს რომ მოდერნიზაცია და ოპტიმიზაცია(უყვართ ეს ტერმინები) გაუკეთონ ისე არ შეიძლება? ტბა სად უნდა ჩადგან ერთი, მაინტერესებს, თუ ჩამოტარებით იქნება შადრევანის სახით... ღმერთო შენ გვიშველე და დროზე მოგვაცილე ეს გადარეულები.. :პირჯვარისგარდასახვისსმაილი:
-
მიშა არის, დემოკრატიას ამოფარებული დიქტატორი.
Marta1 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Siknadmo არა მგონია, ახლა დრო უფრო სწრაფად გარბის -
kisa ჩვენთან არც ლატკავენ, მიაყარეს ამოჭრილი ასფალტები და მორჩენილი ნაგავი ხორა ხორა ყრია, ისედაც იამებია ამ ბაქრაძის ქუჩაზე და სულ მთლად მოსპეს, არადა წერეთლის გამზირის შესახვევია, მეზიზღება უკვე მანქანით გამოსვლა
-
Siknadmo შენ თუ ტყემალს და აჯიკას დაარქმევ X იმპორტს, შეიძლება არც სცდებოდე, გული მიგრძნობს ეს ყველაფერი ვიღაცისთვის რაღაც გარიგებასთან არის კავშირში
-
აზრი არ აქვს სისხლიანი გზით მოშორებას, უარესები მოვლენ, სისხლზე დაგეშილები, ტიპა მხედრიონი
-
Grig კი, მივედი და ვიკითხე, თან გადამრიეს დეკემბრის ბოლომდე გვაქვს აქ ჩიჩქნის ვადაო
-
ამ კავკაზუსმა სულ გადათხარა ჩემი ქუჩაც
-
Siknadmo არა მგონია, მანდ საპირწონედ შეიძლება სულ სხვა რამე მოითხოვონ, ამ ზომის ბიზნესმენებს მხოლოდ ფულისთვის და ასე ფარჩაკულად ქრთამისთვის არ იჭერენ
-
ამ ხალხს თავის დროზე კისინჯერი ჩაურევიათ მაგ ნავთობის ამბებში და ვითომ ამათ შეაჭმევინებენ თავს? ახლა წავა მაგათ შორის ვაჭრობა უუუზარმაზარი
-
მესიჯი მობილურზე და გაპრავებული კონსტიტუცია.
Marta1 replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
kisa მამამისი იყო ბაგდასაროვი და გადაიკეთა? უი, მაგიტომ არ ქონდა რეაქცია ერთ გადაცემაში ნამდვილი ბაქრაძე დავითი რომ გააცნეს? მეც არა ვთქვი, რა ცივად შეხვდა თავის მოგვარესთქო... ვითომ რატომ არ გაახმოვანა, შერცხვა თუ რა? -
giauridia ვაჟა გენიოსია, გულო, არ გასტყდე! ვაჟა–ფშაველა (სიმღერა) გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს, ნუ დავბერდებით შავადა. სინათლე ნუმც გაგიქრება და სხივი _ მოძმეთ ნუგეში, ანდერძსა მამა-პაპისას ფრთხილად ვინახავ უბეში. ძალნო ცისანო, გვიშველეთ, საწყალთ ნუ ჩაგვყრით წუმპეში! გულს ნუ მომიკლავ, უფალო, იმედს ნუ დამინიავებ, დაზიანებულს სიცოცხლეს მეტად ნუ დამიზიანებ; მიშველე რამა, შენს მადლსა, წამალს ნუ დამიგვიანებ! არ მინდა, თავს ლეშად ვგრძნობდე, უსულოდ გდებულს, ტიალად; სვავნი, ორბნი და კაჭკაჭნი მათრევდენ, მჭამდენ ზიარად. ნუ გადამაქცევ, უფალო, შხამისა სასმელ ფიალად! კაცი ვარ, ვაჟკაცის წესზე გავტყდე, ეს რაღა შნო არი?! სიმტკიცე მიჭირს დიადი, ეხლა ისეთი დრო არი. გამშორდი, სულით სიდაბლევ, გზაო, მაშინებ ვეღარა, _ იმ თავად, ჩემო სავალო, შენზე ეკალი ეყარა. გაკაწრულ-გაფხაჭულები დღესაც ისევ მჭირს ბევრგანა. ვიცოდი ძალიან კარგად, ეს უნდა გადამეყარა და დღესაც ისევ ძველებრივ უნდა ვიხადო ბეგარა. გულო, გაკლდევდი, გამაგრდი, ნისლი ნუ გადაგეფარა: თუ აქამომდე გავძელით, დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.
-
Saturn რომელ სართულზე იყავი? მეორე სართული ჯობს დიზაინის თვალსაზრისით. განსაკუთრებული ნამდვილად არის დიზაინით, ნუ ზოგისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის კი გადამწყვეტია. ჯერ ერთი ლუდის ბარზე ვამბობ, რესტორანი კი გვერდზეა, იქ არ ვყოფილვარ.
-
Grig ასე გაუგებრად ვწერ? ანუ, ჩვენ ყველანი ველოდებით ერთი ლიდერის გამოჩენას და მერე მის გარშემო კოლექტიურ მასად ვიქცევით ხოლმე, სხვანაირად არც იქნება, როცა ერთი ორი ლიდერია. გვეზარება ცალ ცალკე ჯგუფებად გაერთიანება რაღაც მიზნისთვის, სუფრაზე იცოცხლე გვიყვარს, მაგრამ პრაქტიკაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში, არა. ყველაზე მარტივი, პროფკავშირები, ისიც კი არ გვაქვს, ამ დროს ყველა სამსახურში უკვე უნდა იყოს. არასამთავრობოები მხოლოდ გრანტების დასათრევად იქმნება, რეალურად არ აქტიურობენ, უფლებადამცველი ორგანიზაციებიც იგივეს აკეთებენ. ანუ მთელი ხალხი რომ განაწილებული იყოს სხვადასხვა თვითორგანიზებულ სტრუქტურებში, რომელთაც თავიანთი მიზნები ექნებათ, ასე სტიქიურად და მხოლოდ ემოციის საფუძვლებზე გამოსვლებს მოუკლებდნენ და ყველა რაღაც შეთანხმებული მოთხოვნებით გამოვიდოდა. იმ მოთხოვნებს ხომ ჩამოყალიბება უნდა, ტვინის გატოკება და არა პირდაღებული ყვირილი წადი, წადი. რომ წავიდეს ვინ უნდა მოვიდეს თუ ასეთ ორგანიზაციებში გამოცდილება არ მიიღო, იგივე მუქთახორები? მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ფიქრობენ. ორგანიზაციული ნიჭი იშვიათი ნიჭთაგანია, რომელსაც პრაქტიკა ჭირდება. ეს პრაქტიკა კი არ არის. არც სოციუმია მომზადებული რაიმე იდეის გარშემო თავი მოიყარონ ჩვეულებრივ დღეებში. სულ ელოდებიან სადღაციდან მესიას და უცებ ყველაფრის შეცვლას.
-
FRIDRIX გააჩნია რას შეუკვეთავ, სამაგიეროდ სასიამოვნო გარემოა. lasha1997 კი
-
FRIDRIX წისკვილში, სალობიეში რა უნდა ,,ცეზარს" იქ ვერც მიხვდებიან რა არის
-
FRIDRIX რასაც სალობიეში მიირთმევ, წისქვილში ნაღდად არ ჯდება 1000 ლარი, ხინკლის და მწვადის ფასები თითქმის ყველგან ერთი და იგივეა. მაგ სალობიეში რას აკეთებენ განსაკუთრებულს, პერაშკები კი ბატონო, ყველგან იაფია, დასალევი თუ არ მოიტანე წისქვილში რამე განსაკუთრებული, არაფერი ძვირი არაა. ხშირად დავდივართ მანდ დაქალუშკები და ვიცი რაც ღირს ქაბაბი და ხინკალი ნუ, ლობიო არ მიჭამია მანდ, მაგრამ ოთუსბირი რომ არ ეღირება ვხვდები. გამახსენდა, ერთხელ სალათი ,,ცეზარი" მოვატანინეთ და თურმე რაღაც ძღინკი ორი ფოთოლი 25 ლარი ღირს, გადააშენე, სულ არ მჭირდება ეს ცეზარი და ფრონცკები
-
mtidan ემოციების ზეგავლენით ადამიანი შეიზლება მკვლელიც გახდეს, ემოციები ასმაგდება მასის შემთხვევაში, კოლექტიური გონი სამწუხაროდ ადამიანებში ძალიან იშვიათად იღვიძებს,რაც ფუტკრების შემთხვევაში ჩვეულებრივი მოვლენაა. აბა სხვა რა მოხდებოდა სტადიონზე, თუკი ხალხი გაგულისდა, სიძულვილის ემოცია ყველაფერს ამსხვრევს. ჩემის აზრით ამ ლექსის ნაწყვეტი კარგად გამოხატავს ემოციების და გონების ჭიდილს: კლდე და მდინარე ვაჟა–ფშაველა I კლდეს შაეზღუდა ხეობა, რაზეც მდინარე დიოდა, სალსა, ასპიტსა, დიდრონსა ფერფლიც-კი არა სცვიოდა. მდინარე უყეფს: “გზა მომეც, კლდეო, გამიშვი წინაო; აქ ქვა-ლოდებზე ხტომამა ძალიან დამაშინაო... მინდა, რომ ბარად ჩავიდე, იქ მოვიპოვო ბინაო. გამიშვი, შენი ჭირიმე, აქ ყოფნა მომეწყინაო”. და თან კლდის კალთას ეხვევა, ხელ-ფეხს უკოცნის ზვიადსა, ვით ბავშვი თავის დედასა, ვედრებას ეტყვის ფრიადსა. - “რას ამბობ, ცეტო? - კლდე ამბობს, სიტყვას რად ამბობ მცდარესა? მე მოვკვდე, შენ-კი იტლინკო, სად თქმულა, რომელ მხარესა?! ...............