zeppelina ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვგრძნობ, რომ რამე მაქვს სასწავლი. მე უბრალოდ შემოვდიოდი ამ ფორუმზე და ვკითხულობდი პოლიტიკაში ნაწერებს და ჩემს ჭიას ვახარებდი, ასე ვთქვათ. მაგრამ გილმორს 'ფსიქოდელიურ' მუსიკოსს ვერ ვუწოდებთ. ფსიქოდელია იყო და დარჩება აწ გარდაცვლილი და ცხონებული სიდ ბარეტის პრეროგატივად. განაწყენებაც არავითარ შუაშია აქ. მეტიც - ნაკლებად მადარდებს ეს თემა და ამიერიდან, რომ იტყვიან, 'გავატარებ'. ეს განყოფილება აქტიურობით შედარებით ჩამორჩება სხვებს + იყალთოს აკადემია არ არის, ასე რომ დეზინფორმაცია თუ სწორი ინფორმაცია მაინც ვერ გავრცელდება - ანუ ეს საკითხი არ მაწუხებს. ისე 40 წელი არც ისე ბევრია - ჩემზე ბევრად ასაკოვანი ხალხი მაგალითად, Uriah Heep, Nazareth, ბიტლზს და ფლოიდს ერთ ქვაბში ხარშავს, რაც ხოლმე გულახდილად მწყინს. მინუსები ნაკლებად გვაქვს - ჩემი თაობა მოესწრო იმას, რომ შესაძლებელია, ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოიძიო ინტერნეტ-ქსელში, ჩემს წინა თაობას ეგ ფუფუნება არ ჰქონდა, ეგ კი არა, ტექსტებს გაზეთებში რომ არ ბეჭდავდნენ, რაღაცნაირად არჩევდნენ მაგნიტოფონიდან მოსმენილს და ისე წერდნენ ქაღალდზე მაგ ლირიკას. მტკიცებულებებს იმაზე, რომ ჯგუფი გამიზნულად განერიდა ფსიქოდელიურ და სპეის-როკის იმიჯს, მცირე ხანში მოგიყვანთ - ფაქტებით, რა თქმა უნდა. შევადგენ აქვე, რაც გამახსენდება, ყველაფერს. უმრავლესობას მტკიცებულებაც არ სჭირდება, ისედაც ჩანს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს - თუკი ასე სცემთ პატივს ვიკიპედიას (ვინაიდან საჭიროდ ჩათვალეთ, სტატია იქიდან ამოღებული ბიოგრაფიით გაგეფორმებინათ), მაშინ გადახედეთ ალბომებს მასში და თავად იხილეთ, რომელი რომელ ჟანრს მიეკუთვნება.