Jump to content
Planeta.Ge

alto

პლანეტელი
  • პოსტები

    2
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი alto

  1. რუსეთთან მეგობრობა.. სახელმწიფო უნდა ეცადოს, რაც შეიძლება დიდძალი ნდობა მოიპოვოს და თვითონ არავის ენდობოდეს. რუსეთი ჩვენი ინტერესების მიხედვით უნდა გამოვიყენოთ როგორც პოლიტიკური ინსტიტუცია და ვიმეგობროთ ხალხთან, რადგან ეს უდიდესი საჩუქარია უფლისგან, რომ გვერდით ამდენი ერთმორწმუნე ადამიანი გვყავს. რუსები ძალიან კარგი ადამიანები არიან თვითონ, როგორც ხალხი, არ მესმის, როგორ შეიძლება მათთან მტრობა გვქონდეს. სომხებსაც კი, მათი საყოველთაოდ გავრცელებული იმპერიალისტური წარმოდგენების მიუხედავად, არაერთ კარგ ადამიანს ვიცნობ. არ შეიძლება ადამიანების სიძულვილი. გიყვარდეს მტერი შენი. მტრის დამარცხება შეუძლებელია, თუ მის ლიკვიდაციას არ მოახდენ. მხოლოდ სიყვარულით მარცხდება ყოველგვარი მტრობა. მასონებზე დაიწყებენ ლაპარაკს კიდევ და ლამის ანტისემიტიზმში გადაიზარდოს. ვითომ მთელ მსოფლიოში ეგენი აკონტროლებენ ყველაფერს და მასონების გარეშე არაფერი ხდება. ეგენი წყვეტენ, რომელმა ქვეყანამ როგორ იცხოვროს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებში შემდეგ სწორედ იმ მასონმა დაამარცხა, ვისაც ებრძოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი ჰყავდა ანტიმასონი პრეზიდენტი, ჯონ ქუინსი ადამსი. აკონტროლებენ არა ის. მიუხედავად კათოლიკური ეკლესიიდან განკვეთისა, კათოლიკურ ქვეყნებში საკმაოდ არიან, მაგრამ საქართველოში ვერასდროს ვერ მიაღწევენ მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ფეხის ფრჩხილის ფასამდეც კი, ვერც ძალით და ვერც მართლმადიდებლებს მოაქცევენ თავიანთი გავლენის ქვეშ. არაფერს არ წარმოადგენენ მასონები რა, რაც არ უნდა ბოროტების იარაღებს ფლობდნენ და სულაც არაა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში საკმაო გავლენა აქვთ, ბოროტებას დავუკავშიროთ, თვით ეშმაკიც კი ერთ ნამცეცს ვერ გადააადგილებს უფლის ნების საწინააღმდეგოდ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი. შეიძლება რასაკვირველია მათი ინტერესები ქართულს შეეჯახოს და ასეცაა "მაინცდამაინც" ეროვნულ ინტერესებს არ ეყრდნობიან მსოფლიო "პროგრესისათვის" მოღვაწე ლოჟები. ებრაელები კიდევ ძალიან მაგარი ხალხია და ყოველთვის გვქონდა მათთან გამორჩეულად შემწყნარებლური ურთიერთობა ქართველებს, რა გაგვიკეთეს ცუდი? სკორპიონი მაგათი გამოცდილებით ავაწყვეთ, ასევე უპილოტო საფრენი თვითმფრინავები. ქართველ ჯარისკაცებს ისრაელში უნიკალური ოპერაციები გაუკეთეს. ეკლესიის მშენებლობისთვისაც გადმოგვირიცხეს ფული. ისრაელი და საქართველო თანამშრომლობენ და იმედია უფრო გაღრმავდება მალე ეს თანამშრომლობა. მაგრამ მე ვეყრდნობი ეროვნულ ინტერესებს, ყველა ქართველი უნდა დაეყრდნოს. ენა, მამული, სარწმუნოება – ეს სამი საუნჯე აქვს ადამიანს, თუ ესეც არ შევინახეთ, მართლაც რაღა ვართ? თუ არ ვიცით ჩვენი ისტორია, თუ არ ვიცით საიდან მოვდივართ, მაშინ როგორ გავიგოთ საით უნდა წავიდეთ? ან ეს სიტყვები: არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩვენო, წმიდაო სამოციქულო ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ სიქადულო ჩვენო მართლმადიდებლობაო. ... დავით აღმაშენებელი (რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა)
×
×
  • შექმენი...