Jump to content
Planeta.Ge

bizina

პლანეტელი
  • პოსტები

    24
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი bizina

  1. გამარჯობათ ია. მინდა გამოვხატო სიმპათია თქვენდამი და გისურვო წარმატება. გუშინ, მე ვატარებდი შეხვედრას პლანეტას ფორუმელებთა, წავიკითხე, რომ დღეს თქვენა ყოფილხართ სტუმარი და გამეხარდა. ბოლო პერიოდში სულ მინდოდა მეკითხა, თქვენი ინიციატივით მიღებული კოდექსი "რეალ-ტვ" ზე არ ვრცელდება? ან რატომ არ ახდენს ქართველი ჟურნალისტები ამ უმსგავსობაზე რეაქციას? პატივისცემით ბიძინა გიორგობიანი
  2. არა სააკაშვილს არ ვიცნობდი და არ ვიცნობ ახლაც. მე 10 წლიანი ემიგრაციის შემდეგ დედისა და ნათესავების სანახავად დავბრუნდი, ზურაბ ჯვანიამ გამოთქვა ჩემთან შეხვედრის სურვილი და მან მიმიწვია სამუშაოდ. ახლა მე მათთან არანაირი კონტაქტი არ მაქვს. რა საერთო უნდა მქონდეს მათთან.
  3. მეგობრები, მე ახლა დაგტოვებთ თქვენის ნებართვით და თუ რამ კითხვას დამიტოვებთ დღეს გვიან კიდევ მოგწერთ. დიდი მადლობა ფორუმის ადმინისტრაციას და თვითოეულ თქვენგანს ინტერესისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ
  4. კი მანდ უკეთეს შმთხვევაში დამიჭერდნენ. ახლა 6 წელი მაქვს მოსჯილი და ვიძებნები ინტერპოლით, თუმცა ყველამ იცის სადაც ვცხოვრობ. ჩემი დაჭერა მათ არ აწყობდათ, არც გაშვება აწყობდა ვინმეს, ამიტომ მე ჩემი ძველი მეგობრების დახმარებიტ გავეცალე საქართველოს და ამით გადავრცი ფიზიკურ განადგურებას, თუმცა მძიმე სულიერი ტრამვა მივიღე კიდევ ერთხელ. ისე მეორე ემიგრაცია უფრო ძნელია ვიდრე პირველი. წინა პოსტებში ნახე ლაშა. ისე მოკლედ გეტყვი, რომ 2004 წლის მარტში მომიწვიეს სამუშაოდ და ჩამოვედი.
  5. ნიჰილიზმი კი არა მე მგონი უფრო უმწეობის განცდაა საზოგადოებაში. ამ განცდის კულტივირებას ახდენს ტელევიზიები და ზოგიერთი პარტიაც. საერთოდ მე რევოლუციებს არ ვაღიარებ, მაგრამ საქართველოსი ნაცისტებს შეგნებულად მიყავთ საქმე აქეთ. მათ მოსპეს პულიტიკური ცვლილების ყველა კონსტიტუციური გზა. ამის ბოლო ნიმუში იყო მერაბისვილის "შნირის" დანიშვნა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ.
  6. გაზაფხულის აქციები ფიასკოთი არ დამტავრებულა. შედეგი პროტესტისა სახეზეა, ეს არის შეუდარებლად გაზრდილი საზოგადოებრივი შეგნება. რაც შეეხება აქციებისადმი ემოციურ დამოკიდებულებას, ეს საქმეს არ წაადგება. ჩვენ უნდა გრზელ დისტანციაზე, ნაკლები დანაკარგებიტ ბრძოლისათვის მოვემზადოთ, ვინაიდან რესურსები ძალიან ცოტა გვაქვს.
  7. პირადად ჩემი მოსაზრება დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმოწერების გაცენის შესახებ მაშინაც და დღესაც იყო და არის ნეგატიური.
  8. მე მგონი სწორად გეცინებათ. ჩვენ საქმეს ჩვენ უნდა მივხედოთ.
  9. არა არტომაა პროვოკაციული. მანანა არჩვაძეს მე აღვიქვამ, როგორც ზვიადის ქვრივსა და შვილების დედას. პოლიტიკური თვალსაზრისით კი მე მათ ვერ აღვიქვამ. სხვა პიროვნულ შეფასებებს მე მოვერიდები. საერთოდ ძნელია ადამიანების შეფასება და ცემი აზრით არც შეიძლება, ვინაიდან არავინ იცის ვინ როგორ მოიქცევა ექსტრემალურ სიტუაციაში. ეს ადამიანები კი მთელი ცხოვრება ასე ცხოვრობდნენ.
  10. კი გვეშველება, გვეშველება. თუ გვინდა, რომ გვეშველოს გვეშველება.
  11. საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუწება იმას აწყობ ვის ინტერესებშიც შედის ამ ურთიერთობების გაფუწება, ანუ რუსეთის ფედერაციას. ამ საქმისათვის იყენებენ პოლიტპროვოკატორ სააკაშვილს და მისი ბანდის სხვა წევრებს (მაგ. ალკოჰოლიკ გივი თარგამაძეს და მსგავს ხალხს). არა. მე მათი პოლიტსაბჭოს წევრი, ოფიციალურად არ ვიყავი ვინაიდან მე საქართველოს კანონებით ძებნილი და ციხემისჯილი ვარ. თუმცა ინტენსიური კონსულტაციები გვქონდა მტელი 4 წლის განმავლობაში.
  12. მე ამ კითხვებზე ჩემს წინა პოსტებში უკვე გავეცი პასუხი. გთხოვთ იხილოთ წინა პოსტები. ამ რეჯიმისაგან განთავისუფლების რაიმე სამართლიანი მექანიზმი არ არსებობს. აქ გამოუვალი სიტუაციაა. ესეთი რეჯიმები უსისხლოდ იშვიათად მთავრდება, ღმერთმა ჰქნას ჩვენც ამ მცირა გამონაკლისში ვიყოთ. კი ამ ყველაფრის კრისა იყო ვანო. ჩემს წინააღმდეგ მათ მისასგან ჰქონდათ ნებართვა აღებული. მეტის ლაპარაკი შემიზლია, წერას ვერ ვასწრებ. ამ საქმეზე ზალიან საინტერესო დოკუმენტაცია არსებობს. გთხოვთ დაინტერესებულ ადამიანებს დაუკავშირდნენ ბიძინა გუჯაბიძეს (კონსერვატორული პარტია) ან ნუგზარ ნაჭყებიას. ეს განწყობა ჩამოყალიბდა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ.
  13. არა "სტავკაზე" არაა ლაპარაკი, ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვიყავით.
  14. კი. მე ასეთ ნაბიჯებს ძალიან განვიცდი. ამას წინათ დამირეკა და არ ვიცოდი რა მეთქვა ისე ვარ გულდამწყდარი.
  15. მოკლედ გიპასუხებ. სამოქალაქო ომის აცილება მოხდება მაშინ, თუ ორივე მხარეა ამისათვის მზად. 1991 წელს კიტოვანს, სიგუას, ჭამტურიას და კიდევ ბევრს უნდოდათ ომი. გიამ ციხიდან წერილიც მიწერა თანაპარტიელებს სადაც წერდა "ვინც სტაბილიზაცისაკენ გადადგამს ნაბიჯს, თავს დააყენებს პარტიის გარეთ" ასეტი სული ტრიალებდა მაშინ. მეორეს მხრივზვიადთან იყო შეკრებილი ხროვა, მედროვეებისა (რომლებიც ახლა ამბობე, რომ მისა მეორე ზვიადია), რომლებსაც სიტყვა დიალოგი ან კომპრომისის, გაგონებაც კიარ უნდოდათ. ასეტ პირობებში ძნელია ერთი ადამიანისათვის, რაოდენ დიდი ავტორიტეტიც არ უნდა იყოს პროცესი შეაჩეროს.
  16. ეს ბრეგაზე, პარტიამ გადაისროლა 2007 წელს ბაქო-თბილისი-ერზრუმის რკინიგზის მშენებლობის, ქართული მონაკვეთის კურატორად. ასე, რომ ნაცისტურ წიაღში "ტკბილ პურსა ჭამს"
  17. მიუნჰენის ვიზიტი მგონი ბოდრუმისას გავს. ბევრი ვეცადეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და გავარკვიეთ, რო არანაირი კონფერენცია მიუნჰენში არა ყოფილა.
  18. დიდი მადლობა. მე უკვე გავწევრიანდი თქვენს ფორუმზე და ვეცდები ხშირად მივიღო მონაწილეობა დისკუსიებში.
  19. მე თითქმის ათი წლის ემიგრაციის შემდეგ დავბრუმდი და საქართველოში ძალიან მძიმე სანახაობა დამხვდა. როგორც საზოგადოებრივ, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს, განსაკუთრებიტ საზოგადოებრივი თვალსაზრისით.
  20. საქმის დეტალები ცოტა მოსაწყენი კი იქნება საკითხავად, მაგრამ ასე- თუ ისე გაგაცნობთ: საქმე ეხება ჩემს მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს, რომლის მიხედვითაც თურმე მე საქართველოს ხაზინას ვაზარალე 1 200 000 ლარი. აღნიშნული საქმეზე ჩატარდა საპარლამენტო მოკვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ საქმის მასალები აბსოლუტურად ყალბი იყო. კომისიის მიერ ასევე დაიკითხნენ, კონტროლის პალატის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ ნაჭყებია და იუსტიციის სამინისტროს სასაქონლო ექსპერტი ხათუნა ტყეშელაშვილი. ორივემ დაწვრრილებიტ აღწერა, თუ როგორ აიძულებდა მათ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, დათა ახალაია და მისი ქვეშევრდომები, დაეწერატ ჩემს წინააღმდეგ ყალბი აქტი, რის საფუძველზეც KGB-ს შეეზლებოდა ჩემი დაპატიმრება. ჩემთვის უცნობმა ამ ორივე პიროვნებამ 2005 წელს გამოამჟღავნეს უდიდესი სამოქალაქო გმირობა და მიუხედავად ათასგვარი მუქარისა თუ მოსყიდვის ცდისა არ დაწერეს სიყალბე. რის შემდეგაც ორივე სამსახურიდან დაითხოვეს, ხოლო ნუგზარ ნაჭყებია ლამის დააპატიმრეს კიდეც. შემდეგ როგორც ნაცისტებს ჩვევიათ, ამ ექსპერტების ადგილას დანიშნულ, საკუთარ უვიც პარტიელებს დააწერინეს დასკვნები, რის საფუძველზეს მოსამართლე ეკა შარაშიზემ (რომელსაც უნივერსიტეტის განათლებაც კი არა აქვს) გამომიტანა 6 წლიანი პატიმრობის განაჩენი. აღნიშნული განაცენი ძალაში დატოვა ყველა რანგის სასამართლომ. თუმცა მე როდესაც მივხვდი, თუ რა ბანდიტებთან მქონდა საქმე, წამოვედი საქართველოდან და დავბრუნდი ბერლინში, სადაც ჩემი ოჯახი 1995 წლიდან ცხოვრობს. ამჯამად ჩემი საქმე მიღებულია სტრასბურგის სასამართლოში, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს ნელა, ვინაიდან მე პატიმრობაში არ ვიმყოფები. რაც სეეხება მიზეზს თუ რატომ მდევნიდა KGB. მიზეზი მარტივი და ტრივიალურია-- ფული. ჯერ ერთი მე წინააღმდეგი ვიყავი ტყეების გაყიდვისა, რაზეც ჩემსა და ბენდუქიძეს შორის 6 თვიანი ომი მიმდინარეობდა მთავრობის სხდომებზე, მეორეც სატყეო დეპარტამენტიდან ეს უწყება ირებდა გარკვეულ დოკუმენტებს, არალეგალურად მოჭრილი ხე-ტყის "გასაპრავებლად", ამ საქმიანობით იყო დაკავებული 24 ფირმა, რომლებიც KGB- კრიშის ქვეშ მუშაობდნენ. ამ საქმიანობაში გამოყენებულ იყო ცხინვალის რეჟიმიც. ერთი სიტყვით, მათი გაგებით მე " ადგილს ვაცდენდი". ჩემგან მოთხრობილი არ შეიცავს სპეციალურ ტერმინოლოგიას და არ არის მოთხრობილი სხვა პერიპეტიებიც, მინდოდა ყველასათვის გასაგები ყოფილიყო შინაარსი. P:S ჩემი საქმის მასალები, ყველა დეტალები, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, თუ როგორ ვაჭრობდნენ 2004 წელს ცხინვალთან ომის პარალელურად ჩვენუ KGB- ს ხალხი, კოკოითთან საბუთებით, ყველას შეუძლია ნახოს ჩემს საქმეში. მოიკითხეთ ბიძინა გუჯაბიძესთან ან ნუგზარ ნაჭყებიასთან Dire მე არ გავჩუმებულვარ, მე გავაკეთე ყველაფერი, რომ საჯარო ყოფილიყო ინფორმაცია, მერაბიშვლის, სააკაშვილის, ბოკერიას, თარგამაძის, ძმები ახალაიების შესახებ. მე დამაპატიმრა ამ ბანდამ 2004 წლის 8 მარტს. მანქანით წამიქვანა ვასიკო სანოძემ, ჩემს დაკითხვას აწარმოებდა კრიმინალი ლაშა მაქაცარია (ამჟამინდელი იმერეთის გუბერნატორი). გამომიშვეს ღამის 3 საატზე, ბრალდებულობების არ ქონის გამო და იმიტომ, რომ არ უნდოდათ ჩემს საქმეს მიეღო ხმამაღალი გავრცობა, თუმცა ჩემი საქმის ირგვლივ მე ბევრი ვისაუბრე ტელევიზიებითაც და პრესითაც. ასე, რომ მე არ გავჩუმებულვარ, ეს შენიშვნა ცემს მიმართ უადგილოა. სამუშაოზე მიწვევა მე ჟვანიასაგან მივიღე.
  21. 1)ვანო მერაბიშვილის "საიდუმლო" მის პიროვნებაშია. იგი უსახური, უწარსულო, უსამშობლო, უპრინციპო, ხარბი და პათოლოგი ადამიანოა. სააკაშვილს კი ზუსტად ასეთები უნდა გარშემო. 2) ზვიადი დაამხეს და მოკლეს მისი "ზვიადობის" გამო. 2) მე ვუცქირე ვინმე ე. ხერხეულიძეს, რომელმაც ტელევიზიით გაბედა ეთქვა, "ერთი ბეწო ტერიტორიები დაკარგა მიშამო". ეს ვიგინდარა გოგო ამბობს თითქოს იგი გამსახურდიას მიმდევარია. მე ვფიქრობ, რომ ყველა ვინც სააკაშვილის გვერდითაა და მას "მეორე ზვიადათ" მოიხსენიებს, უბრალოდ საშოვარზე გამოსული ხალხია. ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არავითარი ღირებული. მათთვის ზვიადიცა და მიშაც სხვებზე გამარჯვების, პირადი პრობლემების მოგვარების საშუალებაა და მეტი არაფერი. ამ სოციალური ფენის ერთ- ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია კრიტიკოსი გიორგი (გოგი) გაჩეჩულაძე. რომელიც ზვიადთან იყო ეროვნებატაშორის ურთიერთობათა მრჩევლად, შემდეგ 1992 წლის აპრილ- მაისში "საქართველოს რესპუბლიკის" ფურცლებიდან ლანძღავდა ზვიადს და ადიდებდა ედუარდის გენიას,სთხოვდა სამუშაოს მას,მაგრამ ედუარდმა არ მიიღო. 2003 წელს ოპერაში მხარი დაუჭირა მიშას და პუბლიკას თხოვა "მხარი დაუჭირეთ ამ გიჟს". ახალგორისა და 84 ქართული სოფლის დაკარგვის გამო მიშა გამოაცხადა ყველაზე უფრო წარმატებულ პრეზიდენტად საქართველოს ისტორიაში. აბა ამ ხალხზე რა ვილაპარაკო? 1)რიდესაც დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმს ტოვებდა, ქალაქში თურქები შემოვიდნენ. თურქი ასკერები გენერალმა მაზნიაშვილმა, დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გ.ლორთქიფანიძემ და ჯორდანიას ბრძანებით ბათუმის ციხიდან წინა დღეს გამოშვებულმა ბოლშევიკმა ჯაფარიძემ, ერთად გაყარეს. მიუხედავად იმისა, რომ სამივე ერთმანეთის მტერი იყო. ბათუმი დღეს ქართული ქალაქია. ამ მაგალიტით, მინდოდა მეთქვა, რომ ჩემთვის არსებობს ეროვნული იმპერატივი, რაც პიროვნულ შეხედულებებზე ზევით დგას. ჩვენ სიყრმიდან ვიბრძვით საქართველოსათვის და ყველას შეუძლია ამ ბრძოლას შემოუერთდეს და გამოეთიშოს ნებისმიერ ეტაპზე. სურვილისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათ შორის გოგა ხაინდრავას. 2)დავბრუნდები აუცილებლად, მაგრამ დღე და საათი არ ვიცი. ეს ბრძოლაა. დაუნდობელი და ხანგრძლივი, მაგრამ მწამს გავიმარჯვებთ. 3) კი შევხვდი და ახლაც ვხვდებით თუ აქეთ გამოივლიან. მე თვითონ ბევრს ვერ ვმოგზაურობ, უსახსრობისა და უდროობის გამო. 4)გერმანული მედია ბილო წელიწადნახევარია, საქართველოზე ისვიათად წერს. სააკაშვილზე საუბარი, აქაურ პოლიტიკურ წრეებში ძალიან ცუდ ტონად ითვლება. იგი ევროკავშირის ქვეყნებში პერსონა ნონგრატაა. 5) ზვიადი იყო მრავალპლასტიანი, უაღრესად განათლებული. კარგი გემოვნებისა, მშვენიერი ინტელექტისა და ადამიანური თვისებების მქონე პიროვნება. მის შემდეგ მსგავსი შესაძლებლობების პიროვნებას მე არ შევხვედრივარ. რა მოხდა ეს წინა პოსტებში განვმარტე. რაც შეეხება გაჩუმებას, მე არ გავჩუმებულვარ, მე გავაკეთე ყველაფერი, რომ საჯარო ყოფილიყო ინფორმაცია, მერაბიშვლის, სააკაშვილის, ბოკერიას, თარგამაძის, ძმები ახალაიების შესახებ. მე დამაპატიმრა ამ ბანდამ 2004 წლის 8 მარტს. მანქანით წამიქვანა ვასიკო სანოძემ, ჩემს დაკითხვას აწარმოებდა კრიმინალი ლაშა მაქაცარია (ამჟამინდელი იმერეთის გუბერნატორი). გამომიშვეს ღამის 3 საატზე, ბრალდებულობების არ ქონის გამო და იმიტომ, რომ არ უნდოდათ ჩემს საქმეს მიეღო ხმამაღალი გავრცობა, თუმცა ჩემი საქმის ირგვლივ მე ბევრი ვისაუბრე ტელევიზიებითაც და პრესითაც. ასე, რომ მე არ გავჩუმებულვარ, ეს შენიშვნა ცემს მიმართ უადგილოა.
  22. გამონაკლისის სახით დღესვე უპასუხებ ამ კითხვას, ვინძლო სხვასაც აინტერესებს და სხვა კითხვისათვისაც გამოდგეს. თუ არ ჩავთვლით ერთწლიან მოგზაურობას საკუთარ სამშობლოში, 1995 წლიდან ვცხოვრობ ბერლინში ოჯახთან ერთად. ამჟამად ვცხოვრობ მისამართზე Waltroper Platz 8. 122207 Berlin სტატუსი გერმანიაში არ მჭირდებოდა და არც ახლა მჭირდება. მე გერმანიის მოქალაქეობა მაქვს 2006 წლიდან, ანუ იმ დროიდან რაც: ბიძინა ბრეგაძე, რატი სამყურაშვილი და მათი შეფი ვარპეტი მიხეილი გაიძახოდნენ "კანდალებით ჩამოვიყვანთო". მოქალაქეობამდის კი მქონდა მუდმივი ცხოვრების უფლება.
  23. დამუქრებით ნაკლებად. სიტყვიერი მუქარა არ მიზიდავს. რაც შეეხება 2002-2004 წლებში, უშიშროების სამინისტროს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობას საქართველოს გარემოსათვის სერიოზული ზიანის მიყენებაში. ასევე, 2004 წელს სამხრეთ ოსეთთან საბრძოლო ვითარებების პარალელურად უშიშროების ოფიცრების მონაწილეობას ფინანსურ აფერებში. ეს დოკუმენტები მე გამოვაქვეყნე 2006 წელს გაზეთ "რეზონანსში" (ჩემი ინტერვიუ ელისო ჩაფიზესთან) მასალები გამოქვეყნებულია სხვა გაზეთებშიც. აღნიშნულ თემაზე შეიქმნა საპარლამენტო მომხსენებელთა ჯგუფი 2005 წელს, რომლის შEმადგენლობაშიც შედიოდნენ 4 საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელი. მოხსენება 3 ტომად, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ფინანსური აფერები და ჩემი დევნის პერიპეტიები, წარედგინა მაშინდელ თავმჯდომარეს ქალბატონ ბურჯანაძეს (რომელმაც ვერ თუ არ გაიტანა პლენარულ სხდომაზე აღნიშნული საკითხი) გამოძიების მასალები როგორც ვიცი ამჟამად ინახება პარლამენტის საცავში. მე მგონი გვეცი თქვენ კითხვს პასუხი, თუ კიდევ გაინტერესებთ სხვა რამ მომცერეთ შაბათს ან მანამდის
×
×
  • შექმენი...