ისე პავლე მოციქული განქორწინებაზეც საუბრობს . თუ ახალი აღთქმა არ გაქვს წაკითხული ,შუშანიკის წამებიდან მაინც უნდა გახსოვდეს ,სადაც შუშანიკს მოყავს ციტატა პავლე მოციქულის ეპისტოლედან :„არა დამონებულ არს ძმაჲ გინა დაჲ, არამედ განეყენენ“. თუ მთლიანად გინდა ეპისტოლეს წაკითხვა და უკეთ გარკვევა აგერ ლინკი :http://www.orthodoxy.ge/tserili/akhali_agtqma/1korintelta-7.htm ხოლო რაც შეეხება მშობლებისა და შვილების ურთიერთობას ,აქ მშობლები ძალიან ბევრს სცოდავენ. 1 თუ 2 წლის წინ იყო საკმაოდ გახმაურებული ამბავი ,დედამ მცირეწლოვანი შვილი რო მოკლა ცემით . და განა მარტო ერთი და ორი ისტორიაა ასეთი , რამდენიც გინდა . თუ მაინც და მაინც ბიბლიიდან გინდა ციტატები, აჰა რას წერს პავლე მოციქული მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე: პავლეს ეპისტოლენი კოლასელთა მიმართ თავი მესამე: 20. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს. 21. მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ. და საერთოდ ევროპელების გარყვნილებაზე იყო საუბარი ,ისე აზიაში როგორაა საქმე ამ მხრივ არ გაინტერესებს ,იქნებ მითხრა ტრაქტატი სექსის შესახებ ,რომელსაც კამასუტრა ეწოდება რომელი ხალხის მიერაა შექმნილი?