მგელიკა ლიქოკელი. ქობულო ’’ექიმი მგელიკა ლიქოკელი მკურნალობითი მოქმედების დროს იჩენს ძლიერ დაკვირვებულ სიფრთხილეს, სიფხიზლეს და მკურნალის მტკიცე ეთიკას, ალბათ, ამით აიხსნება ის გარემოება, რომ მას მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა (იგი 97 წლისაა) მაინც მოსვენებას არ აძლევენ... ლიქოკელი იმდენად დარწმუნებულია თავის მკურნალობაში, რომ თავის ტრეპანაციას სხვის დაუხმარებლად აკეთებს, ამ ოპერაციის დროს ის სრულიად არ ღელავს, ისეთი სწრაფი სიმტკიცით აკეთბს, რომ ყველაფერი ნახევარ საათში მზად არის... მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელი არის, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს’’. http://medgeo.net/wp-content/uploads/2010/05/11.jpg http://s54.radikal.ru/i143/1201/e9/0413d2e0b57d.jpg აჰა თურმე მარტო ხევსურ ექიმებს არ ცოდნიათ