ჰო.უშუალოდ სისხლისმიერ წინაპრებს მაგრამ საეთოდ თუ არ დაემსგავსებიან მშობლებს ანუ შამქმნელებს, კიდევ უკეთესი. ძალიან ბევრი ვიცინე. ღმერთი გიშველით მაგრად ვიმხიარულე, უროს ჩაცხების დონეა რა მაგრამ თავისთავად ეს თემა სულაც არ არის ხელწამოსაკრავი, ბ-ნო ბადრი საკმაოდ სერიოზული და ვაიპრობლემატური თემაა. ვთქვათ, ქორწინების ღამე პირველია ახალგაზრდებისთვის. და აღმოჩნდა, რომ ფსიქოსექსუალური შეუთავსებლობა აქვთ. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს. ჩემთვის ცნობილია ბევრი ასეთი შემთხვევა, როცა ამ ნიადაგზე ოჯახები ირღვევა. ინგრევა. ზარალდებიან ბავშვები. ერთი საკმაოდ პატივცემული და ტელეეკრანებიდან ცნობილი ქ-ნი ახლობლების წრეში ჩიოდა თავისი მეუღლის პენისის ზომის გამო, რამაც მას მთელი ცხოვრება ტრაგედიად უქცია. არადა ის მან პირველად ქორწინების ღამეს ნახა. ახალგაზრდა თაობები იზრდებიან არასწორად. მათ არანაირი სწორი აღზრდა არ ეძლევათ ამის შესახებ. ფიზიკური სიახლოვე უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ადამიანებმა გაიგონ ნამდვილად სრულ ჰარმონიაში მოდიან თუ არა ერთმანეთთან. რადგან, ზეპირსიტყვიერად შეყვარებული ადამიანი შესაძლოა ფიზიკურად მიუღებელი აღმოჩნდეს მისი პარტნიორისთვის. ის კიარადა გულისამრევიც კი. უბრალოდ აღარ მოუნდეს მასთან მსგავსი რამის გაკეთება. ჰოდა რა ქნას, შეეგუოს და ძალდატანებით აღსრულოს ცოლქმრული მოვალეობა? ეს ხომ ნამდვილი ჯოჯოხეთი იქნება? მამაკაცები ამას ნაკლებად უწევენ ანგარიშს. ქართველი მამაკაცი ამ მხრივ ძალიან დაბალ დონეზე. ეს ეხებათ მაღალ მატერიებზე მოსაუბრე ბრძენ ადამიანებსაც