ბათუმში თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა "ალიანსის" სასარგებლოდ კანდიდატურები მოხსნეს თბილისი 15:35 - 10.05.10 "ჯი-ეიჩ-ენი" ამობეჭდვა246 ზომა: თორთლაძე-დემოკრატიული პარტიის კანდიდატებმა ბათუმის #4 და # 5 საარჩევნო ოლქებში ნოდარ კილაძემ და თეიმურაზ ციმნარიძემ საკუთარი კანდიდატურა "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატების სულხან ღლონტისა და თემურ ყურაშვილის სასარგებლოდ მოხსნეს. "ალიანსი საქართველოსთვის" კანდიდატები თავიანთი კოლეგების ნაბიჯს პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულით აშკარად დასტურდება, რომ გია თორთლაძის ოპოზიციაში ყოფნა ფარსია. "როგორც კი კილაძემ და ციმნარიძემ გააცნობიერეს, რომ თორთლაძის პარტიის ძირითადი სტრატეგია იყო არა გამარჯვება, არამედ ოლქებში "ალიანსი საქართველოსათვის" ხმების წართმევა სახელისფლებო კანდიდატების სასარგებლოდ მათ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღეს", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ალიანსი საქართველოსათვის კანდიდატმა ბათუმის #4 საარჩევნო ოლქში სულხან ღლონტმა. ღლონტის თქმით, კილაძისა და ციმნარიძის გადაწყვეტილება და ის არგუმენტები რის საფუძველზე ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ნათლად ადასტურებს, რომ "თორთლაძე არ არის ოპოზიცია და ეს ხალხმა უნდა იცოდეს". http://www.ghn.ge/news-14267.html ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ნეტავ რატომ ალიანსის სასარგებლოდ..??