ნირვანა ეს არის “განმღრთოება”. “განმღრთოებაში” იგულისხმება ადამიანის სულის უმაღლესი მდგომარეობა, რომელსაც ბუდისტურ ტერმინოლოგიაში “ნირვანა” ეწოდება. “ნირვანა” მიიღწევა საკმარისი რაოდენობის რეინკარნაციების შემდეგ, როდესაც ადამიანი აღარ იბადება და მისი სული ერწყმის არარაობას. ციტირება მსოფლიო ენციკლოპედიიდან, სადაც გადმოცემულია “ნირვანას” აღწერა ბუდიზმის მიერ: “არსებობს განზომილება, სადაც არ არის არც დედამიწა, არც წყალი, არც ცეცხლი, არც ჰაერი; არც განზომილება უსასრულო სივრცის, არც განზომილება უსაზღვრო ცნობიერების, არც განზიმილება არაფრადობის, არც განზომილება განცდისა და განუცდელობისა, არც ეს სამყარო, არც სხვა სამყარო, არც მზე, არც მთვარე; რომ იქ არაფერი არ მოდის და არაფერი არ მიდის, არც სტატიკურობაა, არც ჩაივლის მასში რაიმე და არც არაფერი ამოდის იქიდან: არც მდგომიარობაა, საფუძვლისა და საყრდენის გარეშე. ეს, მხოლოდ ესაა ტანჯვის დასასრული” “ნირვანას” იგივე “ბუდისტური განმღრთოების” საბოლოო მიზანი არის ის , რასაც ფილოსოფიაში არარაობა ეწოდება, არარაობაში გადასვლას კი მარტივი სიტყვებით გაქრობა ეწოდება. რეინკარნაციის პირველმიზეზი არის ადამიანის არა ღვთისმიერი სიყვარული (ღმერთი საერთოდ არაა ბუდიზმში), არამედ სასჯელი თავისი წინა ცუდი ცხოვრებისათვის. (ბუდიზმში სიცოცხლე სატანჯველად ითვლება), როდესაც ადამიანი რამოდენიმეჯერ მოევლინება ქვეყანას და დაიმსახურებს უმაღლეს შეფასებას, იგი გათავისუფლდება ამ ქვეყნიური ტანჯვისგან, აღარასდროს აღარ დაიბადება და სამუდამოდ გადავა “ნირვანაში” ანუ შეერწყმება ზემოთ აღწერილ მდგომარეობას და გაქრება. ბუდიზმი არის რელიგია რომელიც მიწიერ ცხოვრებებს აღიქვამს ტანჯვების სერიად და მისგან გათავისუფლებას გვპირდება გაქრობით და აბსოლუტურ არარაობასთან შერწყმით ანუ ნირვანათი, რომელის არსსაც თვითონაც ვერ ხსნის. ნირვანას ზუსტი და მოკლე განმარტებაა, ბუდისტების მისტიკური მოძღვრების მიხედვით: უდიდესი ნეტარება, რომელსაც აღწევენ ადამიანური ზრუნვისა და მისწრაფებათაგან სრული განთავისუფლებით.