სტალინი მოკვდა და ჯოჯოხეთში მოხვდა- ცხადია. დაეხვივნენ ეშმაკის დამქაშები - საუკუნო ტანჯვა უნდა განუსაზღვრონ. ეშმაკმა - რაკი სტალინი და ხარ მთელი ცხოვრება ერთგულად გვემსახურე ერთ შეღავათს გაძლევო - დაგათვალიერებინებ ჯოჯოხეთს და შენ თვითონ აირჩიე შენთვის სატანჯველიო. ჩამოიარეს მოკლედ ჯოჯოხეთი და ისეთი ჯოჯოხეთი ტრიალებს თავი ეცოდება სტალინს .... რა ქნას, ფიქრობს და გაიხედა,რას ხედავს - მწვანე მინდორი, მინდორზე დიდი ულამაზესი ხე, ხის ტოტზე ჰამაკი და ჰამაკში - ლენინი ეხვევა მერლინ მონროს! გამოშტერდა კაცი - ეს ნახე აქ რა დღეშიაო და მოკლედ, ეშმაკს ეუბნება აი ესეთი ტანჯვა მინდაო. კარგად დაფიქრდიო - კი რა ეს მინდაო.... ხოდა მე გაფრთხილებდი და თავს დააბრალე - ეს მერლინ მონროს ჯოჯოხეთიაო !!!!