მადლობა იქეთ იყოს და რომ დავფიქრდი, ცოტა თავხედურად ავიღე ძალიან სერიოზული საკითხი -ბოლო ბოლო ისეთი თემაა... აფხაზი ჩვეულებრივი ქართული ტომის სახელია, როგორც კახელი, გურული, მესხი და სხვ. ეთნომიმ "აფსუას" ქართულად შეესატყვისება ეთნომიმი "აფსარი" და არა "აფხაზი". (პროფ. ალ. ონიანის სტატიები ) ტოპონიმი აფხაზეთი იხმარებოდა როგორც დასავლეთ საქართველოს შესატყვისად, ისე მთელი საქართველოსი. ეს ასე ქართული წყაროებითაც და სპარსულ-არაბულითაც. ქართველ მეფეებს ქონდათ ტიტული - "მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა". არცერთი ქვეყნის მეფეების -რუსეთის, ინგლისის , საფრანგეთის, ესპანეთის, სომხეთის - ტიტული არ იწყება უცხო ტომის სახელით. ესეც უნდა ნიშნავდეს იმას, რომ აფხაზი ძირეული ქართული ტომისს სახელია და არა უცხოსი. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქრისტიანული ტაძრებია. უწიგნოდ ქრისტიანობა წარმოუდგენელია. პირველი წიგნი აფხაზურად უფრო ზუსტად კი აფსუაურად დაიწერა მე-20 საუკუნეში. ანუ რომელ ენაზე წირავდნენ ამ ტაძრებში? ცალსახად ქართულად. აფხაზები ამტკიცებენ, რომ ბერძნულად, მაგრამ წირვა ლოცვა რომ მოესმინა ხალხს, ე.ი. ბერძნული უნდა სცოდნოდა... აფხაზეთის მეფეების კარზე - ბიჭვინთაში- არაბთა შემოსევების შემდეგ დანგრეული საქართველოს სამეფოს ერთიანობის აღდგენის იდეა. რატომ? მე-19 საუკუნეში აფხაზეთის სამთვარო რუსეთის იმპერიამ შეიერთა როგორც ქართული სამეფოს ნაწილი, ამ აქტის ყველა დოკუმენტი ქართულ - რუსულად არის დაწერილი. არსებობს დოკუმენტი, რომელიც აფხაზეთის საზოგადოებამ კავკასიის მმართველობას წარუდგინა სოხუმის ოლქის ჩრდილო კავკასიასთან მიერთების საწინააღმდეგოდ. აშკარად არ გავს ეს სულისკვეთება ჩვენი თანამედროვე აფხაზებისას. რუსეთმა კავკასიის მაჰმადიანთა ძალით გაქრისტიანება დაიწყო ამას მოყვა მუსლიმების მასიური აყრა და გადსასახლება. გაქცეული მოჰაჯირების ადგილზე რუსები სახლდებოდნენ. მაშინდელი კანონით აფხაზეთსI დასახლების უფლება ქონდა რუსეთის იმპერიის ყველა მოქალაქეს ქართველების გარდა. არსებობს გენერალ სიტინის წერილი ლენინს -1921 წელს ეს გენერალი ურჩევს რატომ და რა მიზნით უნდა შეიქმნას აფხაზეთის ავტონომია. გამოქვეყნებულიც ყოილა ეს წერილი ქართულ პრესაში. წყაროი: აკ. ბაქრაძე. რეკომენდაციები ჟურნალ არტანუჯის აფხაზეთის სპეცნომრისთვის. 1995 ნიკო ბერძენიშვილის და პავლე ინგოროყვას შრომები. P.S. მომეცი მისამართი და ამ ჟურნალის სპეც ნომერს გამოგიგზავნი დაზღვეული ფოსტით. ბევრი კითხვის პასუხებია. თავისი ლიტერატურებით და წყაროებით.