დავწერ ერთ გამოცანას, მგონი არავის ჯერი არაა, ხო? იყო და არა იყო რა იყო ერთი ცოლქმარი. ცხოვრობდნენ ევროპის ერთ პატარა ქალაქში, შვილები არ ყავდათ მუშაობდნენ, ერთობოდნენ და ა. შ. ერთ ზამთარს გადაწყვიტეს ალპებში თხილამურებით სასრიალოდ წასვლა. აიღეს შვებულება და ჰერიიი ალპებში ორი კვირით. ალპებში ჩასვლიდან ერთ კვირაში ცოლი გარდაიცვალა. გადმოასვენა ქმარმა ქალი, დაკრძალა და მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემულმა ადგილობრივ გაზეთში ნეკროლოგი გამოქვეყნა, რომელშიც ყვებოდა როგორი ბედნიერი ოჯახი ქონდათ, როგორ უყვარდათ ერთმანეთი, რა მოულოდნელი უბედურება დაატყდა თავს, რა ეშველება მარტო შთენილს და ა.შ. ნეკროლოგის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ქალაქის პოლიციაში გამოცხადდა მავანი - დავარქვათ ჯონი, ნეკროლოგიანი გაზეთით და განაცხადა, რომ მან იცის, რომ ეს ქალი მოკლულია და წარადგინა მკვლელობის მტკიცება. კითხვა: ვინ იყო ეს ჯონი და როგორ ამტკიცებდა ქალის მკვლელობას? Private Nodari Pariz თქვენგან არ მიიღება პასუხები