Jump to content
Planeta.Ge

FRIDRIX

პლანეტელი
  • პოსტები

    5.308
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    9

ყველა პოსტი FRIDRIX

  1. georgekh13 ხოდა სანამ გმირობის მაგალითები არ იქნება იცხოვრონ როგორც უნდათ სახელმწიფო ვალდებულებას იხსნის და ფულადი სახსრები უფრო მნიშვნელოვან სფეროებს ესაჭიროება
  2. ოპოზიციამ ორი რამ ვერ მოინელა: პარლამენტში არშესვლა და ხეზე შერჩენილი ფოთოლი... ახლავე გადმოვაქართულებ. ალბათ, ყველას გახსოვთ დახეული მანდატები. მაშინ 11 ოპოზიციონერი მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში, მათ შორის გოგა ხაინდრავაც. მაგრამ 11-ვემ საკუთარი ნებით თქვა უარი მანდატზე. დღეს ამ ფაქტს თერთმეტივე ისე ნანობს, როგორც არასდროს. არადა როდესაც კოკო გამსახურდიამ შეცდომა გამოასწორა და პარლამენტში შევიდა, ლამის სამარცხვინო ბოძზე გააკრეს. პრინციპში, არც არაფერი დაუკლიათ. მოგვიანებით კი სულ სათითაოდ აღიარეს, ასეთი შეცდომა არასოდეს დაგვიშვია და აწი არც არასოდეს დავუშვებთო... რაც შეეხება ხეზე შერჩენილ ფოთლებს, ეს კიდევ უფრო საინტერესო ისტორიაა და გუბაზ სანიკიძეს უკავშირდება. 2007 წლის 7 ნოემბრის აქციების შემდეგ ამაყად აცხადებდნენ, ისეთი მშვიდი აქციები გვქონდა, ფოთოლიც კი არ ჩამოგვიგდიაო... მაგრამ ამ ფოთლის არჩამოგდებას უკვე 4 წელია, წამდაუწუმ გვახსენებენ. პარლამენტში არშესვლისგან განსხვავებით, ვერ ამბობენ, იგივე შეცდომას აღარ დავუშვებთო, მაგრამ... უკვე დიდი ხანია, ღიად ალაპარაკდნენ, რომ ეს მათი კიდევ ერთი სერიოზული შეცდომა იყო, რომელსაც მწარედ ნანობენ. უფლებადამცველი გელა ნიკოლეიშვილი ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ მან გაახმოვანა ოპოზიციის დიდი ხნის „ნანატრი“ სიტყვები: – მიტინგების დროს ფოთოლიც უნდა ჩამოვარდეს და მთავრობაც უნდა დაემხოს... დემოკრატია გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე ქალაქის ქუჩებში მაღაზიის ჩამსხვრეული ვიტრინებია... ისე, გელამ იჩქარა, თორემ ინგლისში როგორ დასაჯეს ბუნტისთავები, ყველამ ვნახეთ. ბრიტანეთის მთავრობამ კრიმინალსა და ბუნტისთავებს ნულოვანი ტოლერანტობა გამოუცხადა. მას მაგალითად ინგლისი მოჰყავს და ქართულ საზოგადოებას აჩვენებს, როგორ უნდა ნამდვილი აჯანყების მოწყობა... თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ნიკოლეიშვილი ქართველ ხალხს მონურ საზოგადოებას უწოდებს და „წინასწარმეტყველებს“, რომ ეს „მონური საზოგადოება“ ტერორისტულ ქმედებებს განახორციელებს და თანაც ეს მოვლენების განვითარების ბუნებრივი და ლოგიკური შედეგი იქნება... რამდენად ლოგიკური და ბუნებრივია ასეთი მსჯელობა უფლებადამცველის მხრიდან, ამაზე ნიკოლეიშვილი, ეტყობა, არ ფიქრობს. ისე, ახლა ოპოზიციას ახალი საფიქრალი გაუჩნდა. უფრო სწორად თავად გაიჩინა. ისინი დარწმუნდნენ, რომ ხალხი ოპოზიციის დაძახებაზე ქუჩაში აღარ გამოვა. ამიტომ ახლა ახალ გეგმაზე მუშაობენ. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეკლესიას სჭირდება მათი დახმარება და ეს დახმარება ქუჩაში გამოსვლის აუცილებლობას გულისხმობს... ასე იციან, როცა გეგმა აღარ აქვთ, ბოლოს ყოველთვის ეკლესიას მიადგებიან ხოლმე...
  3. Nukriko სიმართლე გითხრა გოგონებთან ბევრი ცერემონიები არ მჭირდება ან სეხსი ან კარგად იყავი სად არის მაგის ნერვები ვზდიო და ვეხვეწო ბოროტი არ ვარ ბრძანებას გააჩნია
  4. lasha1997 ყველაფერი კეთდებოდა ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტის სწრაფი და ეფექტური განადგურებისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში ყველაფერი რაც მაშინ გაკეთდა იყო ნაბრძანები ნებადართული და მიზანმიმართული ვინც დაზარალდა ემსხვერპლა ე.წ. კანონიერ ქურდებს როცა გეტყვის ოფიცერი ე.წ. კანონიერ ქურდს დედა შეაგინეო და ეტყვი არაო მაშინ დაისჯები შეიძლება არასწორია მაგრამ მიზანი ამართლებს ბინძურ საშუალებებს რომლებიც მაშინ გამოიყენებოდა და რომელმა საშუალებებმაც მოგვცა ის შედეგი რაც დღეს გვაქვს ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტის სრული განადგურება მის მიმართ საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება და ყველა დაწესებულების და ზონის სრული გაწითლება ეს ყველაფერი ასე მოკლე დროში ნებადართული ძალადობის გარეშე არ ხდება პასუხი მოეთხოვებათ ბრძანებების გამცემებს და არა შემსრულებლებს თავის მხრივ ბრძანებების გამცემებიც მართლები არიან და ვერ დასჯი იმიტომ რომ მიაღწიეს მიზანს ეხლა ახალაიას ცოცხლად შეჭამენ და ააფეთქებენ ეგენი უკვე მოძველდა
  5. lasha1997 რატომ არ არიან სომეხი მეგრელები ისე რა ჰიბრიდი იქნებოდა ან მეგრელი ებრაელები ეს საერთოდ ქვეყნიერების დასასრული
  6. Nukriko სწორი შენიშვნაა Nukriko თავს იტყუებენ Nukriko ზუსტად ამის გამო ყველაფერი ანგარებაზეა აგებული გოგონების მხრიდან რომლებიც ჯერ ცხვირ აბზეკილები არიან მონაზონები გეგონება სანამ გაიგებენ ვინ ხარ და რამდენი გაქვს და მერე პირიდან ვერ გააგდებინებ
  7. vika:* ჩემთვის დიიდ მნიშვნელობა აქვს ამ შეგრძნებას მაშინ რისთVის ვაბავ გოგოს თუ შემდეგ მონადირების და დაპყრობის შეგრძნება არ დამეუფლა და მასაც არ ვაგრძნობინე რომ მაინც ჩემია და ჩემი გავიტანე
  8. http://b.pix.ge/z/p26h4.jpg ”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება - იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა. სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი კი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა - მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა... როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: - ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! - კი მაგრამ, საიდან?. - გაუკვირდა ლეონარდოს. - სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა... ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა...
  9. Saturn ავტობანი გაცილებით სწრაფი საშუალებაა მინიმუმ ნახევარ საათს იგებ
  10. DATA TUTASXIA საბიუჯეტო კომიმტემა ფინანსთა სამინისტროს საპარლამენტო ჯგუფთან ერთად მე ხო არ დავაფინანსებ აბა laci უდა ეომათ თავის დროზე ოქროულობას ბანკებში რო აწყობდნენ შვილებს რომლებსაც ბრძოლა შეეძლოთ რუსეთში და თბილისში უშვებდნენ და გარბოდნენ და მერე სვანებს რო დარჩათ ეგ ოქრო
  11. laci ეგ ვიგულისხმე თორე დაბალი კასების შვილები როგორ ისწავლიან მაგაზე არ ზრუნავს რაც ცუდია მაგრამ ფაქტია
  12. ეროვნულ-საზოგადოებრივი მოძრაობის «წმინდა გიორგის სადროშო» ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამა ელიზბარი (დიაკონიძე), თანამოაზრეებთან ერთად, მთელი ზაფხულის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობდა და ხელმოწერებს აგროვებდა. საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ მამა ელიზბარი «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება. - მამაო ელიზბარ, თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს სტუმრობდით, რა განწყობით შეგხვდათ მოსახლეობა? - მინდა გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს რეგიონებში ჩვენი სტუმრობით, უფრო სწორად, ირონიულად თუ ვიტყვით, ჩვენი ხელისუფლების «მოღვაწეობით» ვარ კმაყოფილი, რომ ასეთი ანტისახელისუფლო განწყობაა მოსახლეობაში დამკვიდრებული. უკვე შემოვიარეთ დასავლეთ საქართველო და ახლა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებშიც ვაპირებთ წასვლას, რადგან ვიცით, რომ, პოლიტიკური თუ სულიერი თვალსაზრისით, იქაც საგანგაშო ვითარებაა. მოგეხსენებათ, საქართველოს ცხოვრებაში ხშირად დგებოდა ჟამი, როდესაც საერო ხელისუფალი სუსტი იყო ან საერთოდ არ გვყავდა მეფე და ასეთ დროს ეკლესია იყო ერის პოლიტიკისა და სულიერებისა განმსაზღვრელი. დღეს კი რა სურათს ვხედავთ? რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ეროვნული იდეოლოგია არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია. პატრიოტიზმი უდიდესი გრძნობაა და, სამწუხაროდ, ჩემი ხელისუფალი მეუბნება, რომ მხოლოდ ბუჩქებში შეიძლება განხორციელდეს პატრიოტიზმი. მთელი დასავლეთი საქართველო შემოვიარეთ და რა ვნახეთ, ქართველი კაცი კუჭს არის მიჯაჭვული. თუ მიწა არ გათოხნა, პურის ფული არ ექნება. ვინც საჯარო სამსახურშია, ადგილის დაკარგვის ეშინია, რადგან მისი ოჯახი მშიერი მოკვდება. ხოლო ხალხის ის ნაწილი, რომელიც მშიერია, ჩასაფრებულია, სხვას რამე შეეშალოს და გამოაგდონ, რათა მისი ადგილი დაიკავოს. სხვათა შორის, ეს ამერიკული სინდრომია, იქ მიმდინარეობს ბრძოლა ერთდღიანი არსებობისათვის. ჩვენს ხელისუფლებას ახასიათებს ამერიკული და საბჭოთა პოლიტიკური აზროვნების სინთეზი. - მამაო ელიზბარ, თქვენ ხშირად საუბრობთ ხელისუფლების ანტიმართლმადიდებლურ ქმედებებზე, კონკრეტულად რომელ ქმედებებს აპორტესტებთ? - რამდენიც გინდათ, იმდენია. პირველი, რაც ამ ხელისუფლების მოსვლისთანავე განხორციელდა, გლდანში ჯერ კიდევ მშენებარე მამა ბასილ მკალავიშვილის მართლმადიდებლურ ტაძარს მანქანით დაეჯახნენ. პირდაპირ სამების ტაძარს და პატრიარქს რომ დასჯახებოდა, ხელისუფლება ამდენს, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდა და ასე, პატარ-პატარა ქმედებებით დაიწყეს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა. მერე უფრო შეთამამდნენ და, მოგეხსენებათ, აჭარაში ფერიას მთაზე განახორციელეს დარტყმა. პარალელურად ხელისუფლება ხელს უწყობდა რამდენიმე ეპისკოპოსს, რომლებსაც ეკომენური საბჭოს შექმნა სურდათ, რათა ყველაფერი პატრიარქის ნაცვლად, სამ-ოთხ ეპისკოპოსს ემართა, მაგრამ ესეც კრახით დასრულდა, რადგან ეკლესია ძლიერია უფლით და ვერანაირი ძალა მას ვერ მოერევა. უნდათ ისეთი საზოგადოება შექმნან, როგორიც დღეს ამერიკული საზოგადოებაა და როგორიც ადრე საბჭოთა საზოგადოება იყო. - თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება ეკლესიას ებრძვის, თუმცა საქართველოს ხელსუფალნი და მათ შორის მიხეილ სააკაშვილიც ხშირად ჩნდება პატრიარქის გვერდით, ამას გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები არც ერთ რელიგიურ დღესასწაულს არ აცდენენ. - უწმინდესი და საერთოდ, სასულიერო ხელისუფლება ცდილობს, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან. ამგვარი თანამშრომლობის ისტორიული მაგალითებიც არსებობს. უახლოესი ისტორიიდანაც გვახსოვს, რომ ზვიად გამსახურდიას პარლამენტში რამდენიმე სასულიერო პირიც ბრძანდებოდა, რაც დღესაც ძალიან მისასალმებელი იქნებოდა. - თქვენ პრესის საშუალებით მუდმივად საუბრობთ საპატრიარქოში არსებული განხეთქილების შესახებ, თითქოსდა, ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქზეც ახორციელებს ზეწოლას, თუმცა, ამასთან დაკავშირებით, საპატრიარქოდან არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერება. - ჩვენ, ქართველებს, საკმაოდ კარგი ტრადიცია გვაქვს, ოჯახში ჩადენილ დანაშაულობებზე გარეთ არ ვსაუბრობთ და ვცდილობთ, როგორმე იქნებ სახლში მოვაგვაროთ საქმე, მაგრამ ქართველებს ასეთი ანდაზაც გვაქვს: «კაცმა მალა, მალა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა». - თქვენ მოძრაობა «წმინდა გიორგის სადროშოც» ჩამოაყალიბეთ, პრობლემების გადაჭრის გზა როგორ გესახებათ, რას ურჩევთ ხელისუფლებას? - მე ვურჩევ მიხეილ სააკაშვილს – არა ჰქმნა თავისა შენისა კერპნი, რაც მოუვიდა ნერონს და ზოგიერთ იმპერატორს. ვურჩევ მოექცეს ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ჩვენ, «წმინდა გიორგის სადროშოს» წევრები, მთელ საქართველოში ვაგროვებთ ხელმოწერებს, რათა საქართველოს პარლამენტის მიერ, რელიგიურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონპროექტში შეტანილი იქნას ცვლილება, ასევე, გვსურს, ჩვენს ეკლესიას დედაეკლესიის სტატუსი მიენიჭოს. ხსენებული კანონპროექტი, რომლითაც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეს, მაგონებს მე-7 საუკუნეში სომეხთა და ქართველთა შორის რელიგიურ ნიადაგზე წარმოქმნილ განხეთქილებას. - დღესაც არსებობს განხეთქილების საფრთხე? - განხეთქილების საფრთხე დღემდე არსებობს და იგი ყოველთვის სომხებისგან მომდინარეობდა. სამი მსოფლიო საეკლესიო კრება დასჭირდა კაცობრიობის მონოფიზიტური აზროვნებისგან გათავისუფლებას. - თუმცა საქართველის ხელისუფლება თითქოს წავიდა სომეხთა პატრიარქთან დათმობაზე. - სომეხთა პატრიარქთან არ წასულა დათმობაზე. ჩვენმა ხელისუფლებამ პირობა დადო ევროკავშირთან, რომ ამ ნაბიჯებს გადადგამდა და, რომ წაიკითხოთ, რაზე აქვს ჩვენს ხელისუფლებას ხელი მოწერილი, რა დათმობების განხორციელებას აპირებს, ყველაფერს მიხვდებით. ყველა სექსუალური უმცირესობებისთვის პრივილეგიების მინიჭებასა და მათი ქმედებების ლეგალიზებას აპირებენ. წარმოგიდგენიათ, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, საფრანგეთი, საიდანაც მოდის ეს გარყვნილება, არ აქვთ ლეგალიზებული ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ გვაძალებენ, რათა საქართველოში მართლმადიდებლობამ აღარ იარსებოს. - თუმცა სექსუალური უმცირესობების უფლებები გაერომაც უკვე ოფიციალურად აღიარა. - სჯობს, ყველამ თავი დაგვანებოს და თავისთვის იყოს. - მაგრამ საყოველთაო გლობალიზაციის პირობებში შეძლებს საქართველო ყველასგან გამიჯვნასა და დამოუკიდებლად არსებობას? - შეძლებს. გლობალიზაციას უამრავი დადებითი აქვს და ის გამოვიყენოთ, რაღა უარყოფითს ვნერგავთ? იგივე ბელგია და საფრანგეთი, რომელიც გვთავაზობს, რომ რელიგიურ უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მივანიჭოთ, ასეთ დადგენილებას ხელს არ აწერენ. უამრავი ხელმოწერა გვაქვს უკვე და შემდეგ ამ ხელმოწერებს პარლამენტში შევიტანთ. - თუ არ მოჰყვა პარლამენტის მხრიდან რეაქცია, რას აპირებთ? - გაჩერებას არ ვაპირებთ. ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ჩვენს მოქალაქეებს არ დავაყენებთ მართლმადიდებლურ, ეროვნულ გზაზე და ამის შემდეგ მივიღებთ იმ ხელისუფლებასა და ქვეყანას, რომელზეც ოცნებობდნენ ჩვენი წინაპრები და ორი დიდი მოაზროვნე – მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. 30 აგვისტოს ილია მართლის საფლავთან დავიბარეთ მთელი საქართველო, მაგრამ ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა, და, რაც მთავარია, ზოგიერთისთვის მოუსვლელობის მიზეზი თურმე ის იყო, რომ მოძღვრებმა არ გასცეს კურთხევა, ზოგიერთებმა კი განაცხადეს, მაგ სიმაღლეზე რა ამოვიდოდაო. ილია ჭავჭავაძის საფლავთან მისვლა რომ დაგეზარება, სამშობლოსთვის ომში წახვალ?! - ბრძოლის გაგრძელებაში რას გულისხმობთ, რა მეთოდებით აპირებთ ბრძოლის გაგრძელებას? თავადაც ბრძანეთ და ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც გვიჩვენა, რომ ხალხი აღარ გამოდის აქციებზე… - ჩვენი ბრძოლა დაეყრდნობა კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ქადაგებებს, სჯულის კანონს. ქრისტიანული, ეროვნული მოთხოვნებით გამოვალთ და არავითარი პოლიტიკური მოთხოვნები არ გვექნება. ჩვენ «მიშა გადადექის» ძახილსა და «ბელა ჩაოს» სიმღერას არ ვაპირებთ. წმინდა კირიონ კათალიკოსი სასულიერო პირებს ასე მიმართავს, ოცი წელი გადასახლებაში ვიყავი და ამ დროის განმავლობაში, თქვენ უფრო დაქსაქსულხართ და გათითოკაცებულხართო. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვა მხრივ თქვენი გამოსწორება აღარ იქნებაო. დღესაც თავიდან უნდა დავიბადოთ. სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 20 წელი გავიდა და ისევ ნელ-ნელა ვიქსაქსებით. რობერტ სტურუას მხარდასაჭერ აქციაზეც წავედით, მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვახსოვს, რაც თქვა სტურუამ «ვეფხისტყაოსანზე». ასეთ უდიერ გამოხდომას არავის ვპატიობთ, თუმცა სტურუას მოხსნა დღეს ნიშნავს, რომ უკვე კულტურასაც შეეხო ხელისუფლება. ნერონის მსგავსად, სააკაშვილსაც მოსწონს პომპეზური დადგმები, ოღონდ ნერონი კოსმოსურ ანტენებს ვერ ადგამდა თავზე მსახიობებს. ის, ვინც ხსნის სტურუას და მართავს ასეთ გაშარჟებულ წარმოდგენებს, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს ქართულ კულტურას. ისე ცოტა ხალხი იყო ამ აქციაზე, ვიხუმრე კიდეც, ვურჩევ სააკაშვილს, ყველა თეატრს, ყველა დაწესებულებას მთაწმინდაზე მოუყაროს თავი და კაციშვილი არ ავა აქციაზე. მე მგონი, ჩვენი საზოგადოება მალე იმ დონემდე მივა, რომ სარეზერვაციოდ გამზადებულს, ერთ დიდ შემოღობილში მოუყრიან თავს და ამ საქმეს ზუსტად მთაწმინდის პარკი მოუხდება, სანამ ცოცხლები იქნებიან, დახედავენ მაინც საკუთარ სამშობლოს. - გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია მიცვალებულთა კრემაცია შემოიღონ. რამდენად ეწინააღმდეგება ეს წესი მართლმადიდებლური ქვეყნის ტრადიციას თუ რელიგიურ ჩვევებს? - თუ მიწის სიმცირის გამო გვინდა ამ კანონის შემოღება, ძველ ქართულ ტრადიციას დავუბრუნდეთ, როცა ბაბუის საფლავზე შვილიშვილის დამარხვა შეიძლებოდა. ასე იმიტომ იქცევიან, რომ ჩვენს ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, ჩვენს ფესვებს მოგვწყვიტოს, თუ ახლა გვაქვს ტრადიცია, რომ აღდგომას შეუძლია შვილიშვილს მივიდეს წინაპრების საფლავზე, მიულოცოს მათ, უნდათ ძველი ტრადიციების წაშლა, ფესვების გადაჭრა უნდათ. ყველა ტოტი მოჭრეს, ჩვენი განათლების სისტემა საშინელებაა. ათასი «ჩარეცხილები» გვეძახა ხელისუფლებამ, მაგრამ ტანი ჯერ ვერ წააქცია. ახლა გავიგეთ, რომ აპირებენ ასეთი წესის დაკანონებას, ქელეხი უნდა ჩატარდეს ვიწრო წრეში, 20-30 კაცში, ორასკაციანი ქელეხისთვის, სახელმწიფოს თანხა უნდა გადავუხადო. ეს არის ჩვენი ტრადიციების მოსპობის მცდელობა. მინდა, მოვიყვანო საქართველოს პატრიარქის – ამბროსი ხელაიას სიტყვიდან ნაწყვეტი, რომელიც მან სასამართლოზე წარმოთქვა, როცა ის ანტიკომუნისტური საქმიანობის გამო გაასამართლეს. «როგორც სარწმუნოებრივი, ისე ისტორიული მაგალითები მაძლევდნენ მე ხმის ამოღების უფლებას. არა ეს უფლება არ არის, ეს არის მოვალეობა და მისი აუსრულებლობა გამხდიდა მე უღირსად ჩემი თანამდებობისა, უპასუხისმგებლოდ ღვთის, ეკლესიისა და ერის წინაშე… როგორც ჩანს, ჩვენს წინაპრებს ტკბილად მიაჩნდათ სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის ტანჯვის მიღება. აგრეთვე, ჩემთვის ტკბილი იქნება ის სასჯელი, რომელსაც მომისჯის უზენაესი სასამართლო მშობლიური ეკლესიისა და ერის თავისუფლების დაცვის მიზნით ხმის ამოღებისთვის»… – ესაა ჩემი დევიზი. ვიწრო და ეკლიან გზაზე სიარული მიგვიყვანს უფალთან და არა – ფართო გზაზე სიარული. ავტობანებით უფალთან არ მიდიან.
  13. DATA TUTASXIA ვნახოთ თუ შეასრულებს ადმინისტრაცია მუქარას ეს ყველაფერი არის სისულელე თუ აღნიშნული მსრჯავდებულების იჯახის რომელიმე წევრი არის დამნაშავე და მასზე განხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა დააკავებენ კიდეც რა არის გასაკვირი 15 წლიანი სასჯელის მომატება ესე ადვილი არ არის ალბათ განცხადებაში მეტი დრამატიზმის შეტანა უნდოდა ბესელიას DATA TUTASXIA რა სახის მუქარები ან როგორ დაამტკიცებენ აღნიშნულს DATA TUTASXIA შეხვდნენ ექსპერტებს რა პრობლემაა ომბუცმენი სულ დადის დაწესებულებებში ბესელია პოლიტიკური გვამია სანაგვეზე მოსროლილი რომელიც ყურადრების მიქცევას ცდილობს მაგრამ ვერ გაიგეს რომ ეს სასჯელაღსრულების სისტემა სამიზნედ არ გამოდგება იმიტომ რომ მასთან ბრძოლა ძნელია და გამარჯვების შანში ნოლი ის აქცია რომ იყო ჯალათების სახლებთან მორიგეობა რომ უნდა დაეწესებინათ და დაწესებულებებთან სად არიან მაკდონალდთან აქციის ჩატარება ადვილია იქვე აქციაში მონაწილეობსთვის აღებული ფულით შეხვალ და გემრიელად შეჭამ მეტროში ჩაჯდები და სახლში წახვალ ხოლო რუსთავში ღამე ქარი რო დაუბერავს და ზევით აგწევს ან ქსანში მისვლა და მორიგეობა არავის უნდა ამიტომ სხვა სამიზნე ეძებონ სხვა სამიზნე
  14. DATA TUTASXIA ამ ქალბატონის განცხადებას არ ვუაპსუხებდი მაგრამ შენ რომ გახსენი ეს თემა და დამიძახე შენი გულისთვის ვიმსჯელებ ამ საკითხზე DATA TUTASXIA პირველი დაწესებულების დირექტორი პირადარ არასდროს არ იღებს იძულებითი გარემოებიდან გამოწვეულ იძულებით ფიზიკურ ძალადობაში მონაწილეობას რომელიც საჭიროა წესრიგის დასამყარებლად იგივე ეხება მოადგილეებსაც ეს არასდროს არ ხდება იგივე ეხება რეჟიმის უფროსს ისე სულ მეგრელები რო ვართ მანდ არ კაიფობ როგორ აცნობე სპატიმრებმა ეს ბესელიას ქსანი მკაცრი რეჟიმია მაგრამ არსებობს რამოდენიმე მსუბუქი ბლოკიც სიადანაც მეეჭვება მაგრამ გამოჟონა ინფომ ბესელიას იდიოტური ბოდიალი ალოგიკური ასევე არასდროს არ არის ბრძანება რომ ვინმე ცემონ დიანვალიდებამდე ერთი ხელი მოტეხონ თან მაინცდამაინც მარჯვენა ან ლავიწის მარცხენა ძვალი ისე ჩაუტეხონ რომ ხორხი არ გაუხიოს და მსრჯავდებული არ მოკვდეს ესეც ბესელიას იდიოტური ბოდიალი დაწესებულებაში არსებობს სპეციალური ჯგუფი რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება ჩაუტარდათ ინსტრუქტაჟი როგორ განახორციელოს იძულებითი გარემოებიდან გამოწვეული იძულებით ფიზიკურ ძალადობა და ეს ხალხი მაქსიმალურად ცდილობს რომ მსრჯავდებულმა არ მიიღოს რაიმე სახის გამოუსწორებელი დაზიანება თვალის დაკარგვა და ა.შ. რაც სრულებით გამორიცხავს დაინვალიდებას იდიოტი ბესელია DATA TUTASXIA სად არის ეს განცხადება? დაამტკიცოს ბესელიამ მისი ნამდვილობა DATA TUTASXIA სრულიად უმიზეზოდ არასდროს არ დხება ზემოთ თქმული DATA TUTASXIA მსრჯავდებულმა გონება შეიძლება ხელკეტის მუცელშო ორჯერ დარტყმითაც დაკარგოს სუნთქა რომ შეეკვრება ამიტომ გონების დაკარგვით იძულებითი გარემოებიდან გამოწვეული იძულებითი ფიზიკურ ძალადობის სისასტიკის ხარისხი ვერ გაიზომება DATA TUTASXIA ნეკნების ჩატეხვაც ხშირად ტყუილია შეიძლება მსრჯავდბეული მოკვდეს თუ ნეკნი ფილტვს გაუხევს ამ შემთხვევასი შეიძლება ჩაუტეხეს DATA TUTASXIA გამორიცხულია თუ მსრჯავდებული თვითონ არ დაეცა რა დროსაც შეიძლება მიიღო დაზიანება ან კამერის რკინის კარებს მიეჯახა თანამშრომელი არასდროს არ მიაყენებს მას მიზანმიმართულად თავის არეში დაზიანებას DATA TUTASXIA ესეც დავარდნის დროს DATA TUTASXIA რა მოთხოვნა აქვს აღნიშნულ მსრჯავდებულს? DATA TUTASXIA სრული იდიოტიზმი თანამსრომლებმა არანაირად ა რიციან მსრჯავდებულების ჯანმრთელობის პრობლემები ზედმიწევნით თუ თვითონ მსრჯავდებულმა მოასწრო და უთხრა აქ არ შემეხოო
  15. DATA TUTASXIA DATA TUTASXIA აბა ნორმალური თქმა როცა არ ესმის გაჩერდი მერე უმეორებენ გაჩერდი მერე უკვე ხელკეტი თვაში ხელ კეტი ძველბიჭური არ არის
  16. Siknadmo მთელი ბავშვობა მოსკოვში მაქვს გატარებული მამაჩემი როცა რუსეთში მუშაობდა მეზიზღება ყველაფერი რაც რუსეთს უკავშირდება ყველაფერი :vischemivis: :vischemivis: :vischemivis: :vischemivis: :vischemivis: :vischemivis: :vischemivis: Saturn კარგი ხარ
  17. ra qveyana daangries ვიცი რა შედეგიც შეიძლება მოყვეს ამ სიტუაციას მაგრამ ეს სიტუაცია ჯერ ხელისუფლების სასარგებლოდაა გამოყენებული შესაბამისად ისინი არ შეცვლიან ამ სიტუაციას და მითუმეტეს არ შეცვლიან ხალხის სასარგებლოდ მეასედ ვწერ თუ ვინმეს რამის თავი აქვს ამოთხარონ კალაშნიკოვები და ებრძოლონ ხელისუფლებას ამ მეთოდებით თუ თვლით და ნამდვილად თვლით რომ აქციებს დიალოგს არჩევნებს აზრი არ აქვს ხოლო როცა ყველა მიეცემით პასუხისგებაში იმიტომ რომ ვერ აჯობებთ შესაბამის სამსახურებს მერე აღარ იწუწუნოთ ციხეში რატომ ვართო და ციხეში ცუდად გვექცევიან და მართლაც ცუდად მოგექცევიან ძაან ცუდად იმიტომ რომ სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეებს ციხეში მიწიერი ჯოჯოხეთი დახვდებათ ყველას ისე უნდა რომ სხვამ დაამხოს სააკაშვილი და მერე სხვის ნაწვალებზე ის მოვიდეს ხელისუფლებაში ესე არ ხდება ვინც ამისთვის მზად არის მიიღებს ხელისუფლებას და ადვილი სწრაფი გამდიდრების შესაძლებლობას ვინც ამისთვის მზად არ არის უბრალოდ უნდა აიტანოს ეს ხელისუფლება სანამ სხვა არ შეცვლის მას დამხობით თუ არჩევნებით თუ როოგრც არის ra qveyana daangries რატომ ხარ მაშინ უკმაყოფილო აქციებზე უმეტესწილად სოციალური პრობლემები ისმის რა მნიშვნელობა აქვს სად ვიმყოფები
  18. georgekh13 დემოკრატია საქართველოში არ არსებობს georgekh13 როცა "მაგარი ბიჭები" მაგიდების ქვეშიდან გამოძვრებიან
×
×
  • შექმენი...