აბა, ბავშვებო, ვის გწყინთ, როცა ადამიანი ხუმრობით ასე მოგმართავთ??? აი, მართლა ხუმრობით ოღონდ... აი, მე გუშინ სერიოზული ლექცია წამიკითხეს ამასთან დაკავშირებით... თურმე ნუ იტყვი და 3-ჯერ (!) მითქვამს ერთი კომპლექსიანი ადამიანისთვის "დებილო"... რომელსაც მოვწონდი და ახლა შევძულდი (!) სამუდამოდ... და თურმე მე მას ვეჩხუბებოდი ყველას თანდასწრებით... და შეურაცხყოფას ვაყენებდი... აქვე დავსძენდი, რომ საერთოდ, დებილო, დურაკო ჩემთვის მოფერებითი რეპლიკებია... და თუ ადამიანს ვეჩხუბები შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ ვხმარობ... მოკლედ, გწყინთ თუ არა, როცა მსგავსი სიტყვებით მოგმართავენ და არის თუ არა ეს მიზეზი შემდეგ იწუწუნოთ მის მეგობართან... სიტყვებით: "ასე რატომ მექცევა"... "ვისთვის რა დამიშავებია", "მეც რომ ეგრე მეთქვა ხომ ეწყინებოდა?!" და ა.შ... შეგიძლიათ მოიყვანით მაგალითებიც... :D თაყვანისმცემლებს ვკარგავ, ხალხო, მიშველეთ... http://smiles.ge/2d/minaaa.gif