Jump to content
Planeta.Ge

Temuri Yakobashvili

პლანეტელი
  • პოსტები

    56
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Temuri Yakobashvili

  1. რომელი კომპეტენტური ადამიანი გაუშვეს ომის მერე ჯარიდან? იქნებ თქვენ მითხრად მათი სახელები რომელ ვებ გვერდზე ვეძებო? 1. მაგალითად რეზერვისტების სისტემა 2. ვინმეს შეუძლია ზუსტი პასუხის გაცემა? 3. იმოტომ, რომ რუსები ჩვენ გვეომებინა ჩვენსავე მიწა-წყალზე.
  2. გეონინი, სიამოვნებით დაგითმობთ ჩემს თანამდებობას! ეგზიტპოლების "გაყალბებაც" არ დაგჭირდებათ! პირველად გავიგე, რომ "ვჭიკჭიკებ"! მესიამოვნა მანამდე მეუბნეოდნენ "ქორი" ხარო... ვინ გითხრათ, რომ ცხინვალს არ ვაკონტროლებდით? რუსებიც კი აღარ მალავენ მაგას. ეჰჰჰ, ჩამორჩით ინფორმაციებს. ვეომებოდით რუსებს და მათ მფარველობაში მყოფ "სეპარატისტებს". არღნის ბულბულებს - არა!
  3. კარგი კითხვაა! რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ჯერ საკმარისი არ არის. სამოქალაქო თავდაცვის სისტემა თავიდან არის შესაქმნელი და დრო სჭირდება. ისე ისრაელამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ მგონი მთლად მაგათ სიტუაციაში არ ჩავარდებით. შეხედეთ რუსეთის დეგრადაციის ტემპებს....
  4. იმედია მთლად არ გაველურდებიან და მალე გამოუშვებენ. ლოგიკა (და ნამუსი) რომ ჰქონდეთ, აქამდეც უნდა გამოეშვათ.
  5. თქვენ სხვა მეთოდი იცით? აბა თქვენი აზრით ოკუპაცია რას ნიშნავს? შეგვიძლია ჩვენ იქ ჩვენი მოქალაქეთა ინტერესების პირდაპირი დაცვა? ასე, რომ თუ რამე იქ შეგემთხვათ, მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების იმედზე უნდა იყოთ. თუ, რა თქმა უნდა, ეფესბესთან თანამშრომლობის შეთავაზებაზე უარს იტყვით. ისე პატარა რჩევა: დემაგოგია მოდიდან გავიდა....
  6. სააკაშვილი არსად არ ახსენებს სამხედრო მოქმედებებს და ზუსტად იმის გამო, რომ იქ კონფლიქტი მართლაც გადაჭრის სტადიაში შედიოდა, რუსებმა საჭიროდ ჩათვალეს საომარი ქმედებების წარმართვა მანამდე, სანამ კოკოითი ჯერ კიდევ იქ ჰყავდათ. ასე, რომ კონსპირაციის თეორიები კარგია, მაგრამ მხოლოდ ინტელექტუალური სავარჯიშოებისთვის.
  7. ცუდად გცოდნიათ ინგლისური, რადგან მაგ ფრაზაში არ წერია, რომ სააკაშვილი პროვოკაციას წამოეგოო. მანდ წერია, რომ 7-8 აგვისტოს ცხინვალის მიმართულებით განხორცელებულმა საარტილერიო შეტევა იყო ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების დასაწყისი, რაც თავის მხრივ იყო მანამდე განხორციელებული პროვოკაციებისა და ა.შ გაგრძელება. ყველა სიტყვას თავისი ადგილი და წონა აქვს. თავისუფალი ინტერპრეტაციები მლად სწორი არ არის.
  8. მანდ გარკვევით წერია, რომ საუბარია საქართველოდან არა მარტო გასულებზე, არამედ შემოსულებზეც. ყველლა მინისტრი ვონც მაგ დროისთვის არ იყო საქართველოში, ბრუნდებოდა და არა პირიქით. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ბევრი თქვენს მიერ გაჟღერებული ინფრმაციის გადამოწმება მიმდინარეობს. ხშირ შემთხვევაში ეს ინფორმაციები არ დასტურდება, მაგრამ მაინც კარგია, რომ განგაში ტყდება. ეს საშუალებას გვაძლევს თუნდაც პრევენციულად ჩავერთოთ ამ პროცესებში. სომხეთთან საზღვრის დემარკაცია დემილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და იმედია მალე დავასრულებთ.
  9. რაღადროს ჩემი ბავშვობაა... ზუსტად ვიცით რა მოხდა მაშინ აფხაზეთში და ბევრი ჩვენიანი იყო იქ. მეც გახლდით და მოყოლით არ ვიცი რა ხდებოდა. საერთაშორისო პოლიტიკა, კი იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თქვენ გგონიათ. საქართველოს სიყვარული და მისი გამთლიანების სურვილი, იმპულსი კი არა მთავრობის ყველა წევრისთვის სავალდებულო ატრიბუტია!
  10. იქ დარჩენილ აფხაზებთან კავშირები გვაქვს. ოსებთან ჯერ არა. მათ სტატუსზე არ ველაპარაკებით, მხოლოდ ჰუმანიტარულ საკითხებზე. როგორც წინა პოსტში ავღნიშნე, ვამუშავებთ სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რომელიც იანვარში გამოქვეყნდება.
  11. კიდევ გადაიკითხეთ, თორემ თქვენს კითხვებს არ ეტყობა, რომ ყურადღებით გაქვთ წაკითხული.
  12. მე არ მახსოვს მსჯელობა გაქცეულ ჩინვნიკებზე. ყველა ჩემი კოლეგა მინისტრს ომის დროს აქ ვხედავდი და თუ კლონები ჰყავთ, არ ვიცი. სამხედროებს ხელს არავინ აწმინდავს. უბრალოდ როდის და რა ტიპის იარაღი უნდა გამოიენონ, მგონი მათ უკეთ იციან. თუ თქვენ უფრო კომპეტენტური ხართ, იმსხურთ ქართულ ჯარში. მე ვეძახი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. დოკუმენტებში იხმარება "ცხივალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი".
  13. 100 პროცენტით ეფექტური მექანიზმი, სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს. მხოლოდ ჩვენი პოლიციის და ევროპელი დამკვირვებლების მექანიზმები არსებობს. გატაცებები კი აშკარად ჩვენი პროვოკაციაში ჩართვისთვის კეთდება.
  14. ამ წუთებში ჩემი მოადგილე მას ხვდება. რა პასუხს ელით ჩემგან?... საეთაშორისო ზეწოლის გარდა, სხვა მექანიზმებს ბავშვების დასახსნელად ვერ ვხედავ. ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა, სხვა გზა არ გვაქვს. აღმაშენებლის მეთოდები, მაგალითად ურჩი თავადებისთვის თავების მოკვეთა, დღეისათვის ძალზე ბრუტალურად და არადემოკრატიულად აღიქმებოდა. სხვა დროა თქვენო უდიდებულესობავ...
  15. გეთანხმებით, მათი უკმაყოფილების სერიოზულად გამოყენება ბრიყვული იდეაა, სანამ ალტერნატიური უსაფრთხოების სისტემა არ შეიქმნება. სანამ მარტო რუსის ჯარი იქნება იქ, არაფერი არ გამოვა. დეოკუპაცია მარტო ჩვენი ძალებით არ მოხდება, საერთაშროისო ჩართულობაა საჭირო. მარტო შანსები კი არა გვაქვს, არამედ აუცილებლად მოხდება. ეს ისტორიული კანონზომიერებაა! მხოლოდ ბრიყვებს შეიძლება სჯეროდეთ ამ განცხადების... სამწუხაროდ ეგეთებიც გამოჩნდნენ. ისე თუ პუტინი გაერთიანებული სახელმწიფოს დედაქალაქად მოსკოვს მიიჩნევს, შეიძლება გულწრფელიც იყოს. უნიტარული სახელმწიფო უფრო ეფექტურია, მაგრამ თუ გამოსავალი ფედერაციაა, არც ეგ არის კატასტროფა. მიმაჩნია, რომ წინასაწარ ამაზე საუბრები ნაადრევია. ეს საკითხები მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაწყდეს, რაც დევნილები და ლტოლვილები სახლებში დაბრუნდებიან. ??? არ მომისმენია და ძალიან გამიკვირდა! ბიუჯეტში ეგეთი მუხლი არ დევს. მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება.
  16. კარგი კითხვაა! პასუხად მხოლოდ ერთი სიტყვა შემიძლია გითხრათ - დიპლომატია. მეტს ახლა ვერ გეტყვით.
  17. სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში იანვარში გამოქვეყნდება. მარტო ჯავახეთში რომ ცდილობდნენ პროვოკაციებს, კიდე კარგად ვიქნებოდით...
  18. დაახლოებით კი, ოღონდ 7 აგვისტოს ქართული სოფლების სანახავად კი არ წავედი, არამედ ჩოჩიევთან შესახვედრად. ჩემი რუსეთთან მიმართებაში განცხადებები, კი "პრევენციული დიპლომატიის" ნაწილი იყო, რათა დასავლეთს დროზე შეძლებოდა ჩართვა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ისე ესკაკა რომ ცუდი და უმოქმედო იყო, ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც წერია... არა მეც გამიკვირდა შეცდომაა
  19. სანაკოევი თბილისშია და ჟენევის მოლაპარაკებებში აქტიურ მონაწილეობას იღებს. შეცდომა არ დაგვიშვია. როსეთი ოკუპაციას თავისი რუქებოთ ეწევა და არა ჩვენი საკანონმდებლო აქტებით. პერევი სად შედის?
  20. მექას მოკითხვას გადავცემ. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი უშუალო მეზობლები სლავი რუსები კი არა, ჩეჩნები, ინგუშები, დაღEსტნელები და სხვა კავკასიური ხალხები არია, რომლებთანაც მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაკავშირებს. ახლა ვცდილობთ ამ მეხსიერების აღდგენას და მათთვის მეტი ყურადღების დათმობას. ამას რუსეთის ჯინაზე და მის წინააღმდეგ კი არ ვაკეთებთ, არამედ მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. რადგან თუ იქ სიტუაცია აირევა, ჩვენთვისაც ცუდია. გაიხსენეთ პანკისი. მგონი საქართველომ უნდა აღიდგინოს კავკასიური ერების კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის როლი. ამისათვის ბევრის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ მგონი დროა დავიწყოთ.
  21. ყველა მაგ კითხვაზე პასუხები საპარლამენტო კომისიაშჲ გაეცა. მახეთ ჩანაწერები. ისე ყველა კითხვა ლოგიკური და სამართლიანია.
  22. ჭანო, მოკლედ და ლაკონურად შაირობა შეიძლება. ჩემი უფლება მოვალეობები კი სერიოზული საქმეა და დეტალურად არის გაწერილი შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ვებ გვერდზე.
  23. ძუკუ, 2008 წლის მაისში(!!!) გავაკეთე პრესკონფერენცია ბრიუსელში და ვთქვი, რომ რუსეთი თავდასხმას ამზადებდა და ომის პირას ვიყავით. პასუხად მივიღე, რომ ბრიუსელში სიტყვა "ომი" არ უნდა ვიხმარო... ვინ გითხრათ, რომ პრეზიდენტმა სხვებს არ დაურეკა??? როგორც შანს, ცუდად იცით როგორ ხდება პრეზიდენტებს შორის საუბრების ორგანიზება. რაც შეეხება კნდლოლიზა რაისს, მან ივლისში განაცხადა, რომ მისი აზრით რუსებს ომი არ აწყობთ და ამიტომ არ იქნებაო... დასკვნები თქვენთვის მომინდია.
  24. ბევრ თქვენს კითხვაზე პასუხი პარლამენტის სპეციალური კომისიის ფარგლებში გავეცი. მათ ვებ გვერდზე დევს ეს ჩანაწერები. ბევრი შეგვიძია ვიკამათოთ უმაზე, თუ როდის უნდა შეგვეყვანა ჯარი და რა იარაღი გამოგვეენებინა. მეც ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ მგონი ეგ საკითხი უფრო სამხედროების თემაა.
×
×
  • შექმენი...