Jump to content
Planeta.Ge

The Philosopher

პლანეტელი
  • პოსტები

    638
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი The Philosopher

  1. კაი ეგ ქენი ნუ ჯეოროკზე რო გავხსენი თემები, ისინი დავაკოპირე ბარემ აქაც იყოს მეთქი : ხოდა წავედი მეძინება :
  2. თემები არ წამიშალო თორე დაგჭრი :
  3. მეტალში არ შეიხედო :
  4. http://i012.radikal.ru/0801/f3/96bf3de600da.gif Destruction შეიქმნა 82-ში, Lörrach-ში, გერმანია... შემადგებლობა ასეთი იყო: Marcel "Schmier" Schirmer - ვოკალი, ბასი Tommy Sandman - დრამი Mike Sifinger - გიტარა ხოოდა თავიდან ერქვათ Knights Of Demon. მალე მათ იფიქრეს იფიქრეს იფიქრეს და გადაწყვიტეს ჯგუფისთვის სახელი შეეცვალათ და Destruction დაარქვეს და ამასთანავე გამოუშვეს 2 დემო! ჯგუფი მუშაობას შეუდგა Steamhammer Records-თან ერთად და გამოუშვა ალბომები... 85-ში - Infernal Overkill, 86-ში - Eternal Devastation, 88-ში Release From Agony და 90-ში - Cracked Brain... 89 წელს მთავარმა ვოკალისტმა Marcel Schirmer-მა გადაწყვიტა ჯგუფი დაეტოვებინა. მთავარმა ვოკალმა Marcel-მა 89-ში ჯგუფი დატოვა... ჯგუფმა მის გარეშე გამოუშვა 2 ალბომი... 99-ში მარსელი ისევ დაბრუნდა ჯგუფში და ცოტა ხნის მერე მათ ჩაწერეს 3 ალბიმი... All Hell Breaks Loose - 2000 წელი, The Antichrist - 2001, Metal Discharge - 2003... (2001-ში დრამერი შეეცვალათ ). 2005-ში ჯგუფი დაუკავშირდა AFM Records-ს და ჩაწერა ალბომი, სახელწოდებით Inventor Of Evil. 2 წლის შემდეგ კი გამოუშვეს მათი ჯერჯერობით ბოლო ალბომი Trash Anthems. ახლანდელი შემადგენლობა: Marcel Schirmer - ვოკალი, ბასი Mike Sifringer - გიტარა Marc Reign - დრამი დისკოგრაფია: Sentence of Death (EP) (1984) Infernal Overkill (1985) Eternal Devastation (1986) Mad Butcher (EP) (1987) Release from Agony (1988) Cracked Brain (1990) Destruction EP (1994) Them Not Me EP (1995) The Least Successful Human Cannonball (1998) All Hell Breaks Loose (2000) The Antichrist (2001) Metal Discharge (2003) Inventor of Evil (2005) Thrash Anthems (2007) LIVE ალბომები: Live without Sense (1988/1989) Alive Devastation (2002) ხოდა აგერ რამდენიმე სემპლი... http://files.ge/file/116522/Samples-rar.html (სიმღერები არ მაქ... ვინმეს თუ გაქვთ დადეთ რა... http://i029.radikal.ru/0801/88/92dcf1ceee1c.jpg © მე :
  5. იყოს რას გიშლის ვიცი რო შეგიძლია მეც გავაკეთე ამის მსგავსი :
  6. † Crematory † http://i040.radikal.ru/0801/90/5884dbea3819.gif შეიქმნა 1991 წელს Mannheim-ში, გერმანიაში... თავიდან ქმნიდნენ Death Metal-ს... შემდეგ რამდენიმე ალბომი გოთიკა შექმნეს... შემადგენლობა ასეთი იყო: Marc Zimmer - bass, clean vocals, screaming (1991–1993) Heinz Steinhauser - bass, clean vocals, screaming (1993) Lothar "Lotte" Forst - guitars, clean vocals (1991–1998) ახლა ასეთია: Gerhard "Felix" Stass - growling (1991–) Matthias Hechler - guitar, clean vocals (1998–) Katrin Goger - keyboards (1992–) Harald Heine - bass (1993–) დისკოგრაფია: Crematory (Demo) (1992) Transmigration (1993) Just Dreaming (1994) Illusions (1995) Crematory (Das Deutsche Album) (1996) Awake (1997) Act Seven (1999) Believe (2000) Revolution (2004) Klagebilder (2006) Pray (2008) LIVE: Live... (1997) Remind (2001) Liverevolution (2005) რამდენიმე ალბომის ლინკი LINK http://i028.radikal.ru/0801/e5/88718a840984.jpg © მე
  7. დააპატარავა თვითონ და მეტი როგორ დავაპატარავო? http://www.pic4ever.com/images/snoozer_11.gif
  8. სირიკო იგივეა რაც ბუში :lol:
  9. The Philosopher

    Abigor

    Abigor არის ავსტრალიური ბლექ მეტალ ჯგუფი... შეიქმნა 1993 წელს Peter Kubik (გიტარა) და Thomas Tannenberger-ის (დრამი, გიტარა) მიერ... რამდენიმე დემოს მერე მთავარმა ვოკალისტმა Tharen-მა (იგივე "Rune"-მ) დატოვა ჯგუფი და მის მაგივრად ჯგუფში მოვიდა Silenius... იგი იყო ვოკალი, როცა წერდნენ ალბომ Channeling the Quintessence of Satan-ს (1996 წელი) სილენიოუსმა გადაწყვიტა ჯგუფის დატოვება და მის მაგივრად მოვიდა Thurisaz (ვოკალი, ბასი), რომელიც თრეშ მეტალ ჯგუფში იყო... Lost Victim ერქვა იმ ჯგუფს... მოვიდა და დაამთავრეს ალბომის ჩაწერა... 1999 წლის ბოლოსკენ Tannenberger-მა დატოვა ჯგუფი პირადი მიზეზების გამო... ახლანდელი შემადგენლობა: Peter Kubik - Lead & Rhythm guitar Thomas Tannenberger - Lead & Rhythm guitar, Drums Arthur Rosar - Vocals (Sounds) დისკოგრაფია: ალბომები: Verwüstung - Invoke The Dark Age (1994) Nachthymnen (From the Twilight Kingdom) (1995) Opus IV (1996) Supreme Immortal Art (1998) Channeling the Quintessence of Satan (1999) Satanized (2001) Fractal Possession (2007) დემოები: Ash Nazg... (1993) Lux Devicta Est (1993) In Hate & Sin (1994) Promo Tape II/94 (1994) Moonrise (1994) ნუ ძირითადი ინფო მაინც დავწერე მგონი... დანარჩენი მეზარება... და ნუ აგერ რამდენიმე სურათიც: http://i022.radikal.ru/0801/01/fd550be94b5f.jpg http://i013.radikal.ru/0801/d1/384b603b285a.jpg http://i004.radikal.ru/0801/bb/520c7aafef2d.jpg
  10. ეგ ბუშია? :lol:
  11. http://www.pic4ever.com/images/fly2.gif
  12. აქ დავყაროთ ჩვენი დესკების სურათები აგერ ჩემი სურათები დაყარეთ ულინკოდ! http://img30.picoodle.com/img/img30/4/3/19/f_12m_3e4259d.jpg
  13. http://img26.picoodle.com/img/img26/4/3/19/f_pinkfloydm_e8e0a54.jpg Pink Floyd, შეიძლება ითქვას, შეიქმნა 1966 წელს, როდესაც რამდენიმე სტუდენტმა გააერთიანა ძალები პატარა მუსიკალური ჯგუფში. მანამდე კოლექტივმა არაერთი სახელი ატარა - "Sigma Six", "T-Set", "Megadeaths", "Architectural Abdabs", "Screaming Abdabs", "Abdabs". ჯგუფის პირველ სიმღერებს როჯერ კეიტ ''სიდ'' ბარეტი (გიტარა, ვოკალი) წერდა. მან კოლექტივს უცნაური სახელი - პინკ ფლოიდი მოუფიქრა - პინკ ანდერსონისა და ფლოიდ კანსილის საპატივცემულოდ, რომელთა ბლუზური სიმღერებით იგი იყო შთაგონებული. პირველი ალბომის, The piper at the gates of dawn (1967) გამოშვების შემდეგ სიდი შეიცვალა - როკ-ვარსკვლავის დაძაბული ცხოვრების გამო მან ნარკოტიკული LSD-ს მიღება დაიწყო, რომელმაც სრულიად მოშალა მისი მდგომარეობა. პიტერ ჯენერი, მენეჯერი, იხსენებს - ყველაფერი კარგად მიდიოდა. უბრალოდ, საინტერესოა, რატომ გართულდა ყველაფერი? ფულის გამო? დიდების გამო? ადამიანების გამო, რომლებიც მოდიოდნენ და სიდს ტონობით ნარკოტიკს ტენიდნენ? მე ''მჟავას'' ვაბრალებ ყველაფერს, მაგრამ ეგ რომ არა, მაინც სხვა რამე იქნებოდა მის ადგილას. რიკ რაიტი: ''რა თქმა უნდა, მჟავაც იყო დამნაშავე, მაგრამ არავინ იცის, მან გაამძაფრა პროცესი, თუ თავად იყო მისი მიზეზი. არავინ იცის. დარწმუნებული ვარ, რომ, უმთავრესად მაინც ნარკოტიკების ბრალია. ვფიქრობ, სიდს ურთიერთობა ჰქონდა ადამიანებთან, რომლებმაც მასზე გავლენა იქონიეს. ეს ყველაფერი 60-იანების დასასრულს ჩვეულ ამბად აღიქმებოდა.''მჟავას'' მიღება ახალი სამყაროს აღმოჩენასთან ასოცირდებოდა. იგი ამაზე წამოეგო". ამ პერიოდში ჯგუფს შეუერთდა დევიდ გილმორი (გიტარა, ვოკალი) რომელიც თავდაპირველად ოდნავ ეხმარებოდა ბიჭებს სცენაზე და სტუდიაში, სანამ სიდი არ გაუშვეს ჯგუფიდან. სიდის წასვლის შემდეგ ჯგუფმა განამტკიცა თავისი კოსმიური იმიჯი იდუმალი ალბომით A saucerful of secrets (1968). ორი დისკის შემდეგ კოლექტივი გაუგებარ მდგომარეობაში აღმოჩნდა მუსიკალურ მასალასთან დაკავშირებით. გადარჩენად კინო იქცა. რეჟისორ ბარბეტ შრედერის თხოვნით მათ შექმნეს საუნდტრეკი ფილმისათვის More და საკუთარ საკონცერტო პროგრამაში რამდენიმე ფრაგმენტი შეიტანეს ამ დისკიდან. კონცერტის წარმოდგენად გარდაქმნის ტრადიცია სიდის პერიოდიდან იღებს სათავეს. ამჯერადაც ჯგუფმა იდეალური ვარიანტი მოძებნა წარმატების მისაღწევად და საკონცერტო პროგრამა ორ ნაწილად გაჰყო - პირველი ნაწილი ეძღვნებოდა ადამიანის ცხოვრების ერთ დღეს, მეორე კი - იდუმალ მოგზაურობას. წარმოდგენის დროს სცენაზე უცნაური ამბები ხდებოდა - ნიკ მეისონი (დრამები) ხერხავდა და აკეთებდა მაგიდას, ინსტრუმენტებზე უკრავდნენ ყველანაირი ხერხებით. და რა თქმა უნდა, იქ იყო ახალი წევრი - გილმორი, რომელმაც უკვე მოიპოვა წარმატება ჯგუფში Joker's Wild, მაგრამ პინკ ფლოიდის სამუდამო წევრად იქცა. ალბომი Ummagumma, რომელიც საუნდტრეკს მიჰყვა ფეხდაფეხ, ორი დისკისგან შედგება - პირველი აქედან ორი კონცერტის ჩანაწერია, მეორე კი რიჩარდ რაიტის (კლავიშები, ვოკალი) შემოთავაზებით ჩაიწერა. პრაქტიკულად, ეს არის თითო წევრის ოთხი სოლო ალბომი, რომელიც დღემდე რჩება ფსიქოდელიური როკის ეტალონად. შემდეგი წარმატება იყო მიქელანჯელო ანტონიონის ფილმ ''Zabriskie point''-ის საუნდტრეკზე (1969) მუშაობა. პინკ ფლოიდმა ბევრი საინტერესო მუსიკალური პიესა ჩაწერა, საიდანაც ფილმში მხოლოდ რამდენიმე მოხვდა. დღემდე ეს საუნდტრეკი ერთ-ერთი ცნობილია კინოს ისტორიაში. 1970 წელს ჯგუფმა კონცერტებზე წარადგინა უცნაური პიესა, რომელსაც Epic შეარქვა. მოგვიანებით, სტუდიაში მისი დასრულების შემდეგ, ჯგუფმა სრული სახით გამოიტანა იგი კონცერტებზე, უკვე ორკესტრთან და გუნდთან ერთად (გუნდი უკვე იქნა ერთხელ 1968 წლის ალბომზე გამოყენებული). ნამუშევარს უწოდეს Atom heart mother, თანაც სრულიად შემთხვევით - როჯერის ინიციატივით, რომელმაც რონ ჯიზინის (რომელიც ასევე მუშაობდა ალბომზე) მითითებით ჩაიხედა გაზეთში და ეს ფრაზა გამოიყენა - მოგვიანებით გამოსულ ამავე სახელწოდების ალბომის ყდაზე გამოსახული ძროხა არავითარ კავშირში არ არის ამ ნომერთან. ზედმეტი ფული არ გვაწყენდაო და ხმისჩამწერმა ფირმამ გამოუშვა კრებული Relics. დისკი Meddle, რომელიც 1971 წელს გამოიცა, შეიცავს ცნობილ პიესას Echoes - 20 წუთზე მეტი ჟღერს ეს მონუმენტური ჰანგები. ბევრი მას ჯგუფის საუკეთესო ნომრად მიიჩნევს. შემდეგ ფილმ La Vallee-ს (1972) საუნდტრეკი იყო - ფილმის რეჟისორი ისევ ბარბეტ შრედერი გახლავთ. აქ იწყება პინკ ფლოიდის მესამე ეპოქა. 1972 წელს ჯგუფმა მუშაობა დაიწყო უოტერსის ახალ იდეებზე და პარალელურად, მონაწილეობა ფილმში, რომელიც მათ ეძღვნება. ფილმი ''ცოცხლად პომპეიში'' გვიჩვენებს ამ ოთხ ენერგიულ მუსიკოსს თითქმის საუკეთესო პერიოდში. ფილმში სრულდება უკვე ცნობილი ფსიქოდელიური პიესები და ნაჩვენებია, თუ როგორ მუშაობს ჯგუფი ახალ მასალაზე ალბომისათვის, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა სახელწოდება. იმავე წელს ჯგუფი Medicine head უშვებს დისკს Dark side of the moon, რომელიც ჩავარდება გაყიდვაში. რის შემდეგაც პინკ ფლოიდი მშვიდად არქმევს საკუთარ შედევრს იგივე სახელს - უოტერსის მიერ შემოთავაზებული ერთ-ერთი სიმღერის, Brain damage ტექსტის მიხედვით. ეს მუსიკალურად იდეალური და კონცეფტუალურად დაბალანსებული დისკი დღემდე რჩება მსოფლიოს საუკეთესო ალბომთა სიაში, ხოლო მისი ყდა, სტორმ ტორგესონის (ჯგუფის ყდების დიზაინერი) შედევრი, დღემდე როკ-მუსიკაში ყველაზე ცნობილია. ერთიანი ალბომით იმოგზაურეს მსოფლიოს გარშემო, შემდეგ კი, 1974 წლამდე, დატოვეს სტუდია. შემდეგი დისკის იდეა თავისით ამოტივტივდა. უოტერსი დიდად არ ფიქრობდა კონკრეტულად სიდზე ამ ალბომის შემქნისას, მაგრამ ყველაფერი, თითქოს თავისით იქმნებოდა. 1975 წელს, ალბომზე Wish you were here მუშაობისას, კოლექტივს სტუდიაში თვით სიდი გამოეცხადა - თავგადაპარსული და უზომოდ გასუქებული. არავინ არაფერი არ თქვა. იმ დღეს გილმორისა და მისი მეგობარი ჯინჯერის ნიშნობა იყო. სიდი დაესწრო ამ ღონისძიებას... და გაქრა. სევდიანმა ალბომმა დიდი გენიოსის შეშლილ ცხოვრებაზე მსმენელების მოწონება დაიმსახურა, ხოლო ამავე სახელწოდების სიმღერა დიდ ჰიმნად იქცა. ერთი წლის შემდეგ, საიდანღაც აღმოცენებული პანკ-როკის ფონზე, რომელიც უარყოფდა როკის ყველა ვეტერანს, ჯგუფმა კიდევ ერთი ალბომი გამოუშვა. Animals, როგორც მას შეარქვეს, სოციალურ თემატიკას ეხებოდა. ამავე დროს, ცხოველები გაიგივებულია ადამიანებთან და ამ ალეგორიისა და საკმაოდ მძლავრი აკორდების ხარჯზე ალბომი გაიყიდა, თუმცა მას აკლია იდუმალება, რომელიც ახასიათებს პინკ ფლოიდის ადრინდელ ნამუშევრებს. აქედან მოყოლებული, უოტერსი მოძრაობს მსმენელის საკუთარ მხარეს მოქცევისაკენ - ანუ აქცენტის გადატანაზე ტექსტზე, რომელიც ყოველთვის მის ძლიერ მხარეს წარმოადგენდა. 1977 წლის მსოფლიო ტურის ბოლო კონცერტზე, მონრეალში, გაღიზიანებული დაძაბულობით და მომაბეზრებელი მაყურებლით, რომელიც მას აღიზიანებდა ყვირილით, რომელიც გამუდმებით ყვიროდა და არ აძლევდა საშუალებას მშვიდად დაკვრისა, უოტერსმა უბრალოდ კონტროლი დაკარგა და სახეში შეაფურთხა ერთ-ერთ მსმენელს წინა რიგში. აქ უოტერსს უცნაური გრძნობა დაეუფლა. მსმენელისგან იზოლირების გრძნობა. როჯერი ჩაიკეტა თავის პატარა აგარაკზე და ახალი სიმღერების ორი ციკლი დაწერა - ერთს ''კედელი'' შეარქვა, ხოლო მეორე იყო ''ავტოსტოპის ავი და კარგი თავისებურებები''. სტუდიაში წარდგენისას, მის ჯგუფს უფრო მეტად მოეწონა პირველი, ხოლო მეორე გადადეს იმ იმედით, რომ ამ სიმღერებს აქცევენ პინკ ფლოიდის შემდეგ ალბომად. ''კედელი'' მრავალჯერ გადამუშავდა და დაემატა გილმორის ავტორობით შექმნილი რამდენიმე, დღეს უკვე ცნობილი სიმღერა (როგორიც არის Comfortably numb). ალბომის ჩაწერის დროს პრობლემები უთვალავი იყო - რიკ რაიტი, რომელსაც ეზარებოდა სტუდიაში მუშაობა და ამ იდეების ხორცშესხმას ამჯობინა საბერძნეთში ჯდომა, ფინანსური პრობლემები და პრობლემები როჯერ უოტერსთან, რომელიც სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა ფაშისტური იმიჯის მქონე საკუთარი ქმნილების გმირს, სახელად პინკ ფლოიდი, რომლის პიროვნებაც უკეთ გაიცნო მაყურებელმა 1982 წელს გამოსულ ფილმში The Wall. საბოლოოდ, ალბომი დასრულებული იყო და პინკ ფლოიდმა ტური გამართა, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო ოდესმე ჩატარებული ტურებიდან - გიგანტური მარიონეტი თოჯინებით სცენაზე, თეატრალური ჩანაფიქრებითა და, რა თქმა უნდა, მუყაოს აგურების კედლით, რომელსაც მთელი კონცერტის განმავლობაში აშენებდნენ სცენაზე. ბოლო ეტაპი ამ ეპოპეისა იყო თავად ფილმი ''კედელი'', რომლის იდეაც მის რეჟისორს, ალან პარკერს მოუვიდა. მოგვიანებით მას სანანებელი გაუხდა ჩანაფიქრი, რადგანაც სცენარზე, კადრირებაზე, მსახიობებთან და თავად როჯერ უოტერსთან მუშაობის პროცესი კოშმარად იქცა. საბოლოოდ, ფილმი გამოვიდა 1982 წელს და სამყარო ისევ გაყო ორ ნაწილად - ერთს ფილმი არ მოეწონა, მეორემ, რომელიც პინკის ტრაგედიაში რაღაც ნაცნობი აღმოაჩინა, მიიღო ''კედელი''. შემდეგ ალბომად, როგორც უკვე ითქვა, უოტერსის სიმღერების მეორე ციკლი მოიაზრებოდა, მაგრამ ბირთვული ომის საშიშროებამ ყველაფერი უკუღმა შეაბრუნა. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე (ომი ავღანეთში, ფოლკლენდის კუნძულების კონფლიქტი) უოტერსს ახსენდება ომის თემა და წერს ახალი სიმღერების ციკლს. საბოლოოდ, ეს ალბომი ასამარებს წლებით შემუშავებულ პინკ ფლოიდურ ჟღერადობას და მუსიკა იქცევა როჯერის იდეების მსხვერპლად. ალბომი The final cut (1983) ეძღვნება მისი, უოტერსის, ომში დაღუპული მამის ხსოვნას. ალბომს არ მოჰყვა ტური, თუმცა გეგმები მასთან დაკავშირებით არსებობდა. ჯგუფის დანარჩენ სამ წევრთან კონფლიქტმა არჩევანი არ დაუტოვა აგრესიულ უოტერსს და იგი გამოეყო ჯგუფს, ხოლო 1986 წელს იურიდიულად გააკეთა ეს. გილმორმა და რაიტმა სოლო-ალბომები გამოუშვეს - ამის მაგალითი უკვე იყო 1978 წელს, პაუზის დროს, რომელიც ჩამოვარდა ალბომებს Animals და The Wall შორის. რაიტმა მოულოდნელად გამოუშვა ფირფიტა, რომელიც არანიარად არ ჰგავს პინკ ფლოიდის მუსიკას, ხოლო გილმორმა აჯობა თავის კონკურენტ უოტერსს მელოდიური და გააზრებული დისკით. უოტერსმა გამოიყენა მასალა სახელწოდებით ''The pros and cons of hitchiking''. გიტარისტის პრობლემა რომ შეექმნა, მან იხმო ძველი ნაცნობი ენდი ფეირვეზერ ლოუ, მაიკლ კემენი, რომელსაც უნდა დაეკრა კლავიშებზე და როკ-მუსიკის (უკვე) ლეგენდა ერიკ კლეპტონი. სამწუხაროდ, ასეთი პიროვნებების ხარჯზე, ალბომმა მაინც არ გაამართლა - ორიგინალური კონცეფციის მიუხედავად, იგი მონოტონური დისკია და ამან აღაშფოთა პინკ ფლოიდის მსმენელები, რომლებიც უკეთეს შედეგს ელოდნენ ადამიანისგან, რომელსაც წამყვანი პოზიცია ეკავა ჯგუფში. მსოფლიო ტურიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ორი წლის შემდეგ ტრიოდ ქცეული პინკ ფლოიდი უოტერსის გარეშე უპრეცენდენტო მცდელობას განახორციელებს, ძველი მსმენელისათვის საკუთარი თავის შეხსენების. მოულოდნელი ალბომი A momentary lapse of reason (1987) დიდ წარმატებას მოიპოვებს და ჯგუფი მოგზაურობს დედამიწის გარშემო ტურით, რომელშიც რამდენიმე თვიანი გასტროლები მოიაზრება, მაგრამ, საბოლოოდ, ეს კონცერტები სამ წელიწადს გასტანს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ასევე იყო შემდეგი ალბომის, Delicate sound of thunder (საკონცერტო), გაშვება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ ''მირ''-ზე. ჯგუფი, თითქოს და დაუბრუნდა ჩვეულ რიტმს. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაუმტკიცონ კონკურენტ უოტერსს, რომ პინკ ფლოიდმა დაკარგა ტექსტების ავტორი, მაგრამ არ დაკარგა სამი ნიჭიერი მუსიკოსი. უოტერსი ვერ უწევდა მათ კონკურენციას, რადგანაც მისი ახალი ალბომის, Radio KAOS მხარდასაჭერი ტური კვლავ წარუმატებელი აღმოჩნდა. თუმცა, სამი წლის შემდეგ ჯგუფის ყოფილმა ბასისტმა უპრეცენდენტო ღონისძიების ჩატარება განიზრახა. ბერლინში, პოტსდამის მოედანზე, იქ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ კედელი ჰყოფდა ორ ნაწილად გახლეჩილ სამყაროს, დაიდგა ''კედლის'' ახალი, უფრო მასშტაბური ვერსია - აქ, ცნობილ როკ-მუსიკოსებთან ერთად გამოდიოდნენ უოტერსი და მისი ჯგუფი და ნამდვილ თეატრალურ დადგმას აჩვენებდნენ. ცოტას თუ გაახსენდა გილმორი, როდესაც პოლ კერაკმა ამაყად შეასრულა Hey you, ხოლო ვენ მორისონს Comfortably numb ანდეს. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ვიღაცას ეჩვენებოდა, რომ უოტერსი განიცდის ნოსტალგიას თავის ჯგუფზე, მაგრამ ყველაფერი პირიქით იყო - მას ''კედელი'' მხოლოდ თავის ნამუშევრად მიაჩნდა და 2 წლის შემდეგ აპირებდა სენსაციური სოლო-ალბომის გამოცემას. Amused to death, რომელზეც ხუთი წელი მუშაობდა, სრულიად განსხვავდება მისი ყველა სოლო-ალბომისგან და გამოირჩევა ორიგინალური მელოდიებით. აგრესიული უოტერსი აქ ოდნავ დამშვიდებულია, მაგრამ მიმართავს აქტუალურ თემას - ტელევიზიის გავლენა ადამიანზე. უოტერსმა არ გამართა ტური, რადგანაც მისი ახალი შედევრი ცუდად იყიდებოდა. სამაგიეროდ, მისი ყოფილი ჯგუფის ამბები კარგად მიდიოდა. მუშაობა ახალ სტუდიურ ალბომზე The division bell თითქმის დასრულებული იყო. ყველა მსმენელს აინტერესებდა, როგორი იქნება მათი მუსიკა ახალ ათწლეულში.საბოლოოდ, ალბომმა გაამართლა. 100%ით მელოდიური დისკი 1994 წლის ბესტსელერად იქცა, ხოლო მსოფლიო ტური - ყველაზე დიდ ტურად როკის ისტორიაში - გიგანტური ეკრანით, არნახული ლაზერ-შოუთი და კლასიკური ალბომის სრული შესრულებით. 1996 წელს ჩამოვარდნილი სიჩუმე რიკ რაიტმა დაარღვია - ამჯერად მისი სოლო-ალბომი Broken China დახვეწილი და თანამედროვე გამოდგა. და კვლავ სიჩუმე.რამდენიმე წელიწადში ახალმა ამბებმა გაიჟღერა - თითქოს და როჯერ უოტერსი შეურიგდა ჯგუფის დანარჩენ წევრებს და ტურზე ფიქრობს. მას კვლავაც არ დასჭირდა ძველი კოლეგების დახმარება პინკ ფლოიდის ყველაზე ცნობილი ნომრების ასაღორძინებლად და ახალი ტურის ჩასატარებლად. მას არ გააჩნდა ახალი ალბომი, მაგრამ სწორედ ეს იყო მისი არჩევანი - 1999 წელს მან წამოიწყო ახალი ტურნე In the flesh (ასევე ერქვა 1977 წლის ტურს), სადაც უამრავი ცნობილი სიმღერა დაუკრა. ტურმა დიდი წარმატებით ჩაიარა და 2002 წლის ჩათვლით გასტანა. ამასობაში გამოიცა პინკ ფლოიდის ''კედლის'' კონცერტების ჩანაწერი და სიმპატიური კრებული, სადაც ჯეიმს გატრიმ (პინკ ფლოიდის ხმის ინჟინერი) თავისებურად გადააბა ერთმანეთზე კოლექტივის 20-ზე მეტი სიმღერა. 2002 წლის ერთ-ერთ კონცერტზე როჯერ უოტერსს შეუერთდა ნიკ მეისონი, რომელმაც დაუკრა კომპოზიციაში Set the controls for the heart of the sun. იმავე წელს გილმორმა პატარა აკუსტიკური წარმოდგენა გამართა, სადაც შეასრულა ჯგუფის ჰიტები და რამდენიმე საკუთარი სიმღერა. აქ მას რიკ რაიტიც ეხმარებოდა. 2003 წელს გამოვიდა ვიდეოფილმი, სადაც პინკ ფლოიდის ოთხი წევრი საუბრობს ალბომის Dark side of the moon წარმატებაზე, მის შექმნაზე და სხვა საინტერესო ფაქტებზე. გაზაფხულის ბოლოს გავრცელდა ხმები, თითქოს პინკ ფლოიდი აპირებს დროებით გაერთიანებას, მაგრამ ჯგუფის მენეჯმენტმა უარყო ისინი. ივნისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ დევიდ გილმორმა სპეციალურად მოიწვია რაიტი, მეისონი და უოტერსი საქველმოქმედო კონცერტში Live 8 მონაწილეობის მისაღებად! მოვლენა უკვე ჩაიწერა პინკ ფლოიდის ისტორიაში - 2 ივლისს ოთხეული კვლავ ანათებდა და ერთად ასრულებდა ცნობილ სიმღერებს Money, Breathe, Wish you were here, Comfortably numb... http://img29.picoodle.com/img/img29/4/3/19/f_163517i2417m_3b9cf5e.jpg http://img34.picoodle.com/img/img34/4/3/19/f_PinkFloydHam_915a9b8.jpg
  14. არაუშავს "ჯერ" მხოლოდ დროებითია
  15. უუF ეგ არაფერი პროგი მაქ და გადავთარგმნი მე მარა სხვებმა რა ქნან? :|
  16. http://img33.picoodle.com/img/img33/4/3/19/f_Image002m_89961ce.jpg გახეული მთვრალი ვარ, არ ვიმჩნევთ! :
  17. fio qarTulad rato ver vwer? :| _MaR1_ShaGraTh_ :rolleyes:
  18. http://img36.picoodle.com/img/img36/4/3/19/f_69photom_b98d38e.jpg წევრები: ვოკალი: Shagrath (Stian Thoresen) გიტარა: Erkekjetter Silenoz (Sven Atle Kopperud) გიტარა: Galder (Thomas Rune Andersen) ბასი + ბექ-ვოკალი: ICS Vortex (Simen Hestnжs) სინტიზატორი: Mustis (Шyvind Johan Mustaparta) დრამი: Hellhammer (Jan Axel Blomberg) DIMMU BORGIR შეიქმნა 1993 წელს ბლექ მეტალის სამშობლოში - ნორვეგიაში. Shagrat, Silenoz, Tjodalv - ასე გამოიყურებოდა ჯგუფის პირველი შემადგენლობა. მოგვიანებით მათ შემოუერთდნენ ბასისტი Brynjard Tristan, კლავიშნიკი Stian Aarstad და 1994 წელს მათ გამოუშვეს პირველი EP ''Inn I Evighetens Morke'', ის არააგრესიული იყო და ძალიან მელოდიური, ამით კი არ გავდა იმ დროინდელ სხვა ჯგუფების ბლექ-ალბომებს... პირველმა ალბომმა პოპულარობა ჯგუფს ვერ მოუტანა და "სასტავმა" მეორე ალბომზე დაიწყო მუშაობა - ''For All Tid'', რომელიც იყო ნელი, ბნელი და ატმოსფერული ბლექ მეტალი. სწორედ ეს იყო DIMMU BORGIR-ის პირველი ოფიციალური ალბომი, ჯგუფის შემადგენლობა იმ დროს კი ასეთი იყო: Shagrat (ვოკალი, დრამი, გიტარა), Silenoz (გიტარა, ვოკალი), Tjodalv (გიტარა), Brynjard Tristan (ბასი), Stian Aarstad (სინთეზატორი, პიანინო, ეფექტი). 1996 წელს ჯგუფმა გამოუშვა ბლექ მეტალის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომი - ''Stormblast''. ამით მათ ყველას დაუმტკიცეს, რომ ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ ბლექის ისტორიაში. ამ ალბომის გამოშვების შემდეგ ჯგუფი ძალიან პოპულარული გახდა ბლექ-მსმენელებში. კლასიკური ზახოდებით დახუნძნული ბლექ-მეტალი იზიდავდა ხალხს... სიმღერების რითმი ამ ალბომში გაცილებით ამაღლდა, ამასთან ერთად არ შემცირებულა სიმღერებში ატმოსფერიკა და მელოდიურობა! სიმღერების ლირიკა პირველ ორ ალბომში იყო მშობლიურ ნორვეგიულ ენაზე. ''Stormblast''-ის გამოშვების შემდეგ კი ჯგუფმა ინგლისურ ენაზე დაიწყო ლირიკების წერა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მსმენელთა უმეტესობა ვერ იგებდა ნორვეგიულს, ჯგუფს კი სურდა, რომ ფართო აუდიტორია ყოლოდა. 1996 წელს გამოდის კიდევ ერთი EP - ''Devil's Path''. მასში სულ 4 სიმღერაა შესული, რომელთაგან ''Devil's Path'' განსაკუთრებით მაგარია! ეს დისკი Hot Records-მა გამოუშვა, ამ დროს მუშაობდა იქ შაგრატი. ბასზე ტრისტანი შეცვალა Nagash-მა, რომელიც უკრავდა ასევე Troll-ში და The Kovenant-ში. სინთეზატორშიკი სტინ აარსტადი ამ ალბომის ჩაწერაში არ იღებდა მონაწილეობას. ამის მიზეზი გახდა მისი ჯარში წასვლა, მის მაგვივრად კი ცოტა შაგრატმა წაუკლავიშნიკა. 1997 წელს ბორგირებმა გენიალური ალბომი გამოუშვეს - ''Enthrone Darkness Triumphant'', რომელიც 150.000 ცალი გაიყიდა ეგრევე. ამით კიდევ უფრო გაიზარდა დიმუ-ს მსმენელთა რაოდენობა. სიმღერა ''Tormentor Of Christian Souls'' ალბომში არ შეიყვანა ჩამწერმა სტუდიამ Nuclear Blast-მა იმის გამო, რომ ვერ აიღო ტექსტის შინაარსის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე (ეტყობა ძალიან ანტიმართმადიდებლური იყო). ჯგუფის სასტავი ასეთი იყო ამ ალბომში: Shagrat (ვოკალი, გიტარა), Silenoz (გიტარა), Tjodalv (დრამი), Nagash (ბასი), Stian Aarstad (სინთეზატორი, პიანინო). ''Enthrone Darkness Triumphant''-ის ჩაწერის შემდეგ ჯგუფმა მოიწვია გიტარისტი Astennu იმისთვის, რომ მას დაეკრა გიტარაზე ლაივებზე, ხოლო შაგრატს მთელი ყურადღება გადაეტანა ვოკალზე და შოუზე. მან შეცვალა ჯენს პეტერი (Jens Petter), რომელიც რაღაც პატარა, უმნიშვნელო პერიოდის მანძილზე იმყოფებოდა ჯგუფში. ასტენუ კი ავსტრალიელი გიტარისტია, რომელიც ნორვეგიაში ჩასული იყო თავის ჯგუფთან, Carpe Tenebrum-თან ერთად, რომელსაც ადრე Lord Kaos ერქვა, მათ იქ უნდა ჩაეწერათ ალბომი. ასტენუ ასევე უკრავდა გიტარაზე The Kovenant-ში, მაგრამ მისი ძირითადი ჯგუფი იყო Dimmu Borgir, რომლის სრულყოფილი წევრიც გახდა მოგვიანებით. ჯგუფმა ახალ ალბომს ტურნე მიუძღვნა, რის შემდეგაც ოჯახური პრობლემების გამო ჯგუფი დატოვა ბარაბანშიკმა Tjodalv-მა, ხოლო მის ნაცვლად მოვიდა სესიური დრამერი Aggressor. ამავე პერიოდში ჯგუფიდან გააძევეს სტინ აარსტადი, რომელიც ახლა Enthral-ში უკრავს. მისი შემცვლელი გახდა Kimberley Goss (ქალი ყავდათ ჯგუფში ბლიად), რომელიც Therion-სა და Ancient-ში მოღვაწეობდა, ახლა კი თავის ძირითად ჯგუფში, Sinergy-ში უკრავს და ასევე თანამშრომლობს Children Of Bodom-თან. ბორგირების რიგები კი მან მალევე დატოვა, რადგან სესიური მუსიკოსი იყო კოლექტივში და ეს არ აკმაყოფილებდა. ჯგუფის კლავინიკი გახდა ახალგაზრდა ნორვეგიელი მუსტისი (Mustis), რომელიც შაგრატთან 1998 წლიდან მეგობრობდა. ბორგირების შემადგენლობაში ის პირველად 1998 წელს გაჩნდა Dynamo Open Air-ის ფესტივალზე. მუსტისისთვის ეს პირველი ჯგუფი იყო, რომელსაც მან თავისი სტილი შემატა. ალბომ "Spiritual Black Dimensions"-ში 60% სიმღერების "ასნოვა" სწორედ სინთეზატორია. ''Spiritual Black Dimensions''-ის ოფიციალური რელიზი 1999 წლის 1 მარტს შედგა. ის N რაოდენობით გაიყიდა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ Dimmu Borgir შავი მეტალის სრულყოფილი წარმომადგენელი იყო. ალბომის გამოსვლის წინ ბევრი ადანაშაულებდა ჯგუფს "პაპსავიკობაში", მგარამ მოხდა პირიქით - ის ძალიან ექსტრემალური აღმოჩნდა! ამ დროს ჯგუფი დატოვა ნაგაშმა, რომელმაც თავისი პოტენციალის სრული გამოვლენა The Kovenant-ში ისურვა. მისი დროებითი შემცვლელი გახდა Simen Hestnaes, იგივე ICS Vortex Borknagar-დან, რომელმაც ყველაფერთან ერთად ალბომში ყველა ბექ-ვოკალური პარტია შეასრულა. 1999 წელს, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, ის ჯგუფის ოფიციალური წევრი გახდა. რამდენიმე თვეში ჯგუფი უშვებს სპლიტს Old Man's Child, რომელსაც ''Sons Of Satan Gather For Attack'' დაარქვეს. ამავე დროს ასტენუ თავისი საიდ-პროექტის, Carpe Tenebrum-ის ალბომს უშვებს, რომელსაც ''Mirrored Hate Painting'' დაარქვა. იქ მაშინ ნაგაში მღეროდა, მუსიკა კი თითქმის ბორგირული იყო, უბრალოდ ცოტა სწრაფად უკრავდნენ. ნიუ ჯერსისა და მონრეალის გრანდიოზული კონცერტების შემდეგ დაიწყო მზადება დიდი ტურნესთვის. სწორედ მაშინ ჯგუფის დატოვება გადაწყვიტა (გადააწყვეტინეს) ტიოდალვმა. ამის მიზეზი გახდა კონფლიქტი, რომელიც ჯგუფის დარჩენილ წევრებთან ქონდა. მისი ადგილი დაიკავა ლეგენდარულმა ნიკ ბარკერმა (Nick Barker), რომელიც მანამდე Cradle Of Filth-ში მოღვაწეობდა, მაგრამ დიმუში მოსვლამდე თავის კიდევ ერთ ჯგუფთან, Borknagar-თან დაასრულა რაღაც პროექტი. ამ დროს კი იგივე ბარკერი თავისი საიდ-პროექტის, ''Lockup''-ის ალბომს წერდა, რომელსაც ''Pleasure paves sewers'' დაარქვა და 1999 წლის 22 ნოემბერს გამოუშვა. 2000 წლის მარტში Dimmu Borgir ახალი ალბომის ჩაწერისთვის ემზადებოდა. მაგრამ ასე ადვილად ვერ მოხდა ყველაფერი - ნიკ ბარკერი ინგლისში ცხოვრობდა და ისინი ვერ ჩაჯდნენ იმ დროში, რაშიც აპირებდნენ ალბომის ჩაწერას (სახელი ალბომისა ოცნობი იყო მაშინ). 2001 წელს გამოდის ''Puritanical Euphoric Misanthropia''. ბონუსის სახით ალბომში შევიდა Twister Sisters-ის ერთი სიმღერა ''Burn in Hell''. ჯგუფში ამ დროს უკვე ახალი გიტარისტი უკრავდა - Galder, რომელმაც ასტენუ შეცვალა. ყურადსაღებია ის, რომ ამ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდა სიმფონიური ორკესტრი Gothenburg Symphonic Orchestra. 2003-ში გამოდის ბრწყინვალე "Death Cult Armageddon", სადაც რამდენიმე სიმღერაში მოისმენთ ქალის ბექ-ვოკალს, ასევე რამდენიმე სიმღერა ნორვეგიულ ენაზეა ნამღერი. 2004 წლის თებერვაშლი ჯგუფი ნიკ ბარკერს ემშვიდობება. 2005 წელს დრამი Hellhammer-მა ჩაიბარა, მანამდე კი ბორგირებს სესიური დრამერები ეხმარებოდნენ - Reno Killerich და Tony Laureano. ჯგუფის ბოლო ალბომი "In Sorte Diaboli" 2007 წელს ჩაიწერა. შემადგენლობა კი ასე გამოიყურებოდა: შაგრატი (ვოკალი), გალდერი (გიტარა), სილენოზი (გიტარა), ვორტექსი (ბასი, ბექ-ვოკალი), მუსტისი (სინთეზატორი), ჰელჰამერი (დრამი). © ფიორენტინო http://img26.picoodle.com/img/img26/4/3/19/f_49b78738002m_b1ef66a.jpg
×
×
  • შექმენი...