მერის თვალებით ეს რამდენიმე დღეა, და რამდენიმე ღამე დახურულია გული, როგორც საკანი რამე თითქოს უმძიმეს კარებს კუპრის დაედო ლუქი გულში ვერც ზედა ატანს, ვერც სიხარულის შუქი. გაუბადურდა ჩემი ყოფნის ყოველი წამი ეს რამდენიმე დღეა, და რამდენიმე ღამე ო, მომეცალეთ, კმარა! მხოლოდ სიკვდილი მინდა, არც პოეზია მატკბობს, არც მეგობრობა წმინდა. ეს რამდენიმე დღეა, და რამდენიმე ღამე არე-მიდამოს შხამავს ღრმა მწუხარების შხამი მერის თვალებით იგი, ვერ გაბრწყინდება, ვერა!!! მაბოდებს გალაქტიონზე!