Jump to content
Planeta.Ge

LUKA-BRAZI

პლანეტელი
  • პოსტები

    28
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი LUKA-BRAZI -ს მიერ

  1. sopo_pataraia

    გმადლობთ სოფო სტუმრობისთვის. საინტერესო საღამო იყო. სხვადროსაც გვეწვიე, მეცნიერება სულ ვითარდება და ჩვენც up-to-date უნდა ვიყოთ.

     

    აბა წარმატებები და სულ უფრო კარგი გვსმენოდეს შენზე :)

  2. ჭანო

    ათამდე(!!!) რელიგიური ჟურნალ-გაზეთი რომელიც საქატრიარქოსგან კურთხევა აქვს მიღებული გამოდის ქართულ ენაზე და არცერთი(რაც ჩემამდე მოსულა) სამეცნიერო, რითი სეიძლება ამ "ფენომენის" ახსნა, განსაკუთრებით "უმუშევარი" მეცნიერების ფონზე, რომელიც საქართველოში ასე ბევრი გვყავს( თუ გვყოლია) ?

    მაგაში საპატრიარქოა დამნაშავე? :) :)

     

    მე უფრო განათლების და მეცნიერების სამინისტრო და შესაბამისი საპარლამენტო კომიტეტების უუნარობის ბრალი მგონია. საავადმყოფოების 80% აქ ამორტიზირებულია და ელემენტარული აპარატურის გარეშეა დარჩენილი და რა, ესეც საპატრიარქოს ბრალია? თუ ჯანდაცვის სამინისტროსი და კომიტეტის? :D

  3. ჰო, მე ეჭვიც არ მეპარება ცერნის პრაქტიკულ მნიშვნელობაში, მაგრამ ბევრს ის ფულის ფლანგვა გონია. სოფო გადაარწმუნე სკეპტიკოსები :)
  4. sopo_pataraia

    რომელიც ისეთი მასიურია რომ ოქროს ატომის მასის ტოლი მასა აქვს და იგი თავისუფლად არ არსებობს რადგან იშლება მომენტალურად წარმოქმისთანავე.

    კვარკი ოქროს ატომის მასით?! ვაუ! :)

    მომავალ პარასკევს მაქვს დაცვა ჩემი სადოკტოროს თემის მაქს-პლანკის ინსტიტუტსა და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარგელბში და იანვრიდან რამოდენიმე თვით გადავდივარ ცერნ-ში, რითაც ძალიან გახარებული ვარ რადგან ამაჩქარებელმა ეხლა დაიწყო ფუნქციონირება და წინ დიდათ ამაღელვებელი მომენტებია

    ულევი წარმატებები!!!!

     

    სოფო 2 სიტყვით რომ გვითხრა რა არის მეზონი, ბოზონი, მიუ-მეზონები..... მაინც ელემენტარულ ნაწილაკებზე ვსაუბრობთ და საინტერესო იქნება :)

  5. იქნებ ცოტაოდენ გვიამბო შენს მოღვაწეობაზეც ცერნში.

    +1 მართლაც, საინტერესო იქნება. რა გზა განვლე ცერნამდე და რას აპირებ მომავალში? :)

  6. sopo_pataraia

    გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის :) ერთი პატარა კითხვა ზოგადი განათლებისთვის :D ვინ არის სიმების თეორიის ავტორი? ყავს ვინმე კონკრეტული, თუ ეს კოლაბორაციების შედეგი და მრავალი ფიზიკოსის ნააზრევია?

     

    newstudio

    კიდევ ერთი შეკითხვა, თერმობირთვული ელექტროსადგურების შექმნას თუ შეუწყობს დაგროვილი ცოდნა ხელს?!

    მაგალითად ITER-ი? :)

  7. sopo_pataraia

    აი ამ სიმების თეორიას დიდად ვერ ჩავწვდი. პროფესიით მომავალი ექიმი ვარ, მაგრამ ფიზიკა ძალიან მიყვარს :) თუ ყველა ნაწილაკი არის სიმი, მაშინ როგორია მათი აგებულება? ბირთვი, ელექტრონები, ორბიტალები, პროტონები, ნეიტრონები, კვარკები..... ესენი ვიცი ატომის სტანდარტულ მოდელში, აი სიმებად კი ისინი ვერ წარმომიდგენია :) როგორ არიან განლაგებულნი სუბატომურ დონეზე ეს ნაწილაკები სოფო?

  8. sopo_pataraia

    გასაგებია. თეორიების უარყოფა ძნელია, რადგანაც რაც არ უნდა ალტერნატიული თეორია მოიყვანო, ისიც ისეთივე უცნაური იქნება :)

     

    ეს გლობალური ეკონომიკური კრიზისი ხომ არ ემუქრება ცერნს? :)

  9. sopo_pataraia

    იმისათვის რომ შექმნას შავი ხვრელი დედამიწაზე ჩვენ გვჭირდება რომ იყოს დამატებითი განზომილებები და არა 1 და ორი, არამედ 10 0000000000000000000000000000000 ამდენი

    იქნებ სხვანაირად არის სოფო? ვტქვათ სულაც არ არის საჭირო 10^50 განზომილებების არსებობა. იქნებ დამატებითი განზომილებების რაოდენობა გაცილებით ცოტაა, ხოლო თითეულ განზომილებაში გაპარული გრავიტაცია უფრო დიდი, ვიდრე ეს მოსალოდნელია?

  10. ჭანო

    ალბათ ნაწილობრივ გაეცა ამ კითხვასაც პასუხი

    შეიძლება მასეც იტქვას ჭანო. სოფომ ისაუბრა ამაზე, მართალი ხარ.

  11. sopo_pataraia

    მოგესალმებით :D

     

    ჩემი კითხვა ეხება ქართველებს ცერნში:

     

    გარდა გია დვლისა, ქართველების კიდევ რა ჯგუფი მუშაობს იქ?

  12. newstudio

    სუპერ!

     

    ისე უფრო ზუსტი მისამართი ხომ არ მიგვეთითებინა პლანეტა.გე-ზე? ვთქვათ http://planeta.ge -> მეცნიერება და განათლება -> მოწეული სტუმარი... თუ როგორც არის....

  13. ეხლა მოვრჩი სტატიის წერას და რედაქტორსაც მივწერე მეილი. ვთხოვე სარეკლამო პაკეტების ფასები გამომიგზავნოს, ასევე სამეცნიერო გვერდის სპონსორობის პროტოკოლიც. მოგწერთ მერე ამ ყველაფერს და თქვენ გადაწყვიტეთ როგორც გაგიხარდეთ.

     

    E=mc2 :D

     

     

     

    03:41 AM :blink:

  14. newstudio

    ეხლა სწორედ სტატიას ვწერ ღეროვან უჯრედებზე. სხვათაშორის სულ ცოტა ხნის წინ საქართველოში განხორციელდა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. თანაც 01:20 საათია :D ამიტომ ასე გავაკეთოთ: ხვალ-ზეგ PM-ში დაგიკავშირდებით შენ და lasha_alo -ს, თან რედაქტორსაც შევეხმიანები და მის აზრსაც გადმოგცემთ (რა დაჯდება, ამჟამად უნდა თუ არა რეკლამა, უნდა თუ არა ბანერის განთავსება თქვენთან და ა.შ.). დანარჩენი კი თქვენ გადაწყვიტეთ, როგორც გაწყობთ და რანაირადაც და ისე გავაკეთოთ :))

  15. lasha_alo

    ჭანო

    newstudio

    მოკლედ ხალხნო. როცა კონფერენცია ჩატარდება, მომაწოდეთ მასალები და უფასოდ დაგიწერთ და გამოგიქვეყნებთ სტატიას გაზეთში. მეტი რითი დაგეხმაროთ?

     

    თუ უფრო მეტი რეკლამა გინდათ, ასეთი რამის გაკეთება შეიძლება: უბრალოდ ადგეთ და შეუკვეთოთ ნავიგატორს რეკლამა. ან პლანეტა.გე-მ დაასპონსოროს მეცნიერების გვერდი (სადაც ჩემი სტატიები იბეჭდება), რითაც მე გამეზრდება მანდ ქვოტა და ონლაინ კონფერენციებს პირადად მე დავაანონსებ პლანეტა.გე-სი...... ზოგჯერ პატარა ანონსით, ზოგჯერ მთლიანი სტატიით. მაგრამ ყოველთვის, როდესაც ჩემი სტატია დაიბეჭდება, იქნება თქვენი ანონსიც.

     

    ანუ რისი თქმა მინდა. 1 სტატიით მე უფასოდ დაგეხმარებით (იმიტომ რომ ეს ჩემი კომპეტენციაა), ხოლო რეგულარული რეკლამა უკვე ზემოთ ნახსენები მეთოდიკით (რაც მთავარი რედაქტორის კომპეტენციაა).

  16. newstudio

    ჭანო

    შემდეგი კვირის სტატია დაგეგმილი მაქვს უკვე, ვეღარ შევცვლი. ან 2 გვერდი რა უნდა დავწერო ჯერ არაფერი მომხდარა. თუ გინდათ, რომ ჩატარდება, მომეცით მასალები და დავწერ ამ ივენთზე.

  17. ჭანო

    შენ შეგიძლია "ნავიგატორში" რომ დაანონსო? თუ თანხის გარეშე არ იზამს აგერ ლაშა-ალოს დაელაპარაკე იქნება რაიმე გამონახოთ

    რა სახით? რეკლამის სახით? თუ რეკლამის სახით მაშინ ფული უნდა რა თქმა უნდა. ისეთი ურთიერთობა არ მაქვს რედაქტორთან რომ უფასოდ სარეკლამო ადგილი დამითმოს.

  18. ჭანო

    პირველ სამეცნიერო კონფერენციაზე ქართულ ინტერნეტ სივრცეში

    პირველ ონლაინ სამეცნიერო კონფერენციაზე ქართულ ინტერნეტ სივრცეში

  19. ჭანო

    შენს ბლოგზე ვიყავი. კომენტარის გაკეტება მინდოდა, მაგრამ ვერაფერი გავიგე, გერმანულად გაქვს ინტერფეისი? :)

     

    ბლოგზე რომ ბანერი გაქვს როგორ დადე ? wordpress-ზე მიდის? თუ მიდის მეც დავდებ....

  20. ისე, ადრე, მახსოვს ფორუმებზე ე.წ. "შავიხვრელოფობია" იყო ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ როცა ექსპერიმენტის დრო მოახლოვდებოდა :D რას აღარ პოსტავდნენ ხოლმე :D კარგია რომ ამჯერად პანიკა ნაკლებადაა. ეს "ნიბირუს" ალიაქოთიც თუ მალე მინელდება, უკეთესი იქნება. :D :yes2:

     

    :D

  21. ეგ კითხვები ჩემს კომპეტენციას სცილდება ჭანო. მე მომავალი ექიმი ვარ და ფიზიკა მოყვარულის დონეზე ვიცი...
  22. ჩემს ბლოგზე დავაანონსებ დღეს საღამოს. საერთოდ ბლოგი უნდა გადავაკეთო უკვე, ფორმატია ცოტა შესაცვლელი. მასალები შენ ისედაც მოაგროვე უკვე საკმარისად და წინა თემაში დევს, მეც დავდე საინტერესო ინფოებიც, არ გახსოვს? http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=133812

     

    ერთადერთი რაც აკლია ამ თემებს, ეს არის ხალხი და კონფერენციის წინა განხილვები და ასე ვთქვათ საუბარი და დისკუსია ამა თუ იმ საკითხზე, ხოლო ბოლოს ლოგიკური დასასრული იექნებოდა ამ საქმის სპეციალისტთან შეხვედრა.

     

    რა ვქნათ ეხლა, მე და შენ ვიკამათოთ ცერნის ექსპერიმენტი შავ ხვრელს შექმის თუ არა? :D

     

    აქ უნდა ბევრი იუზერი, რომელიც დაინტერესებულია ამ ექსპერიმენტით და პერიოდულად პოსტავს: ან კითხვას სვავს ან რაიმე ინფოს დებს. ასეთ დროს თემაც ძალაუნებურად ცოცხლობს და ზემოთაა აწეული.

  23. ჭანო,

     

    აი ამ თემის ფლუდი:

     

    ჭანო 21

    newstudio 5

    lasha_alo 4

    arcivi9 4

    LUKA-BRAZI 3

    ირაკლი 2

    Saturn 2

     

     

    ვერ არის სახარბიელო მდგომარეობა. იქნებ მართლაც უფრო დიდ აუდიტორიანი ადგილი მოგვეძებნა? მთავარი ხომ მეცნიერების პოპულარიზებაა და არა ონლაინ კონფერენციის ჩატარების ადგილი? რა ვიცი აბა...

  24. აი ჩემი კითხვაც: სტანდარტული მოდელის გარდა, განიხილავენ თუ არა სხვა თეორიებსაც? ბოლო-ბოლო სტანდარტული მოდელი ძალიან თეორიულია და იქნებ ცოტა არ იყოს და მოძველდა? forum.ge-ზე ყო ამის განხილვა, მაგრამ არ მახსოვს რა შედეგით დასრულდა დისკუსია, თემას ბოლომდე აღარ გავყევი.

     

    ეს არის ცერნის არხი იუთუბზე: http://www.youtube.com/user/cerntv#p/a

×
×
  • შექმენი...