თბილისის შუქნიშნები ახალი რეჟიმით მუშაობს. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, შუქნიშანზე წითელი ფერის შემდეგ პირდაპირ მწვანე ფერი აინთება. მწვანე ფერი კი წითელზე ყვითლის შემდეგ დაბრუნდება. გადაწყვეტილება სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობის გაუმჯობესების მიზნით მიიღეს. როგორც მერიაში აცხადებენ, წითლის შემდეგ ყვითლის ანთებაზე მძღოლები უკვე მოძრაობას იწყებდნენ, რაც დედაქალაქის გზაჯვარედინებზე ხშირად საავარიო სიტუაციებს ქმნიდა. http://publicorder.files.wordpress.com/2010/07/traffic-light.jpg