”რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებების მორიგი რაუდი დღეს გაიმართება. მხარეები ამჯერად შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში შეიკრიბებიან. მოლაპარაკებების დაწყების წინადადებით, საქართველოს რუსულმა მხარემ უკვე მიმართა. როგორც ცნობილია, ოფიციალური თბილისი რუსეთს, სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ, რამდენიმე წინაპირობას უყენებს. მათ შორისაა კონკრეტული წინადადება – რუსეთ-საქართველოს საზღვარზე საბაჟოების გაკონტროლება.”