Jump to content
Planeta.Ge

salome javaxishvili

პლანეტელი
  • პოსტები

    13
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

salome javaxishvili'ის მიღწევები

Newbie

Newbie (1/14)

  1. :hello: ბრავო, აი ეს სხვა საქმეა! ეს ყველაზე დიდი სიმართლეა რაც კი თქვენგან მომისმენია ოდესმე.
  2. მე პასუხების განხილვის თემაში დავსვი კითხვები და იმედი მაქვს, სტუმარი მიპასუხებს.
  3. და რატომ არ გვპასუხობს კითხვებზე? თუ რეკომენდაციას ელის ვინმესგან? მიპასუხოს იმ რამდენიმე კიტხვაზე და ცოტა ვრცლად მიპასუხოს რა კრიტერიუმებით არის ეს გოგო ასეთ პოზიციაზე, როცა ნორმალურ ქვეყანაში მსგავს თანამდებობაზე სულ მცირე ორ სხვადასხვა სფეროში მაინც გარკვეული და განათლებული პირი ინიშნება. რა დამსახურება აქვს ამ 29 თუ 30 წლის გოგოს რომ ასეთ ადგილზე დაინიშნა. სულ ეს არის. პ.ს. მაგრამ პრობლემაა ისაა, რომ ვერ მიპასუხებს.
  4. კლასიზმი ძალინ ცუდი მოვლენაა, ძვირფასო ნუკრიკო. პროვინციალიზმში ლოკალურ ცნებას არ მოვიაზრებ და ბრალს ნუ დამდებ კლასისტურ პოსტებში. მაღლიდან ის უყურებს მთელ საზოგადოებას, ისე, ცნობისთვის. თუმცა გეთანხმები, მაღლიდან მე ძალიან იშვიატად ვუყურებ ადამიანს და ამას არც სოციალური როლის ან სტატუსის მიხედვით არ ვაკეთებ, ამას მისი პიროვნული ღირსებებით განვსაზღვრავ. ეტყობა უნდა დავმარცვლო და გავამარტივო ჩემი აზრი. ეს გოგო ჩემთვის ნულია, იმიტომ რომ უარყოფითი პიროვნებაა და უზნეობა ჩემთვის საკმარისია ზევიდან შევხედო მას. ეს ზევიდან შეხდვაც რაღაც ტრივიალური ცნებაა ძალიან და არასწორად გამოვთქვამ ჩემს აზრს. ზევიდან კი არა, საერთოდ არ ვუყურებ, იმიტომ რომ ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. ეს ის კატეგორია მგონია, რომელიც თვითდამკვიდრების მიზნით ბევრ რამეს იკადრებს, რაც პირადად ჩემთვის მიუღებელი თვისებაა და მაქვს უფლება ანტიპატია გამოვხატო ამ პიროვნების მიმართ. მგონი გასაგებად დავწერე.
  5. დიდი ბოდიში გამოთქმისთვის, მაგრამ მე ფეხებზე მკიდია ნაცებიც და ოპოზიციაც და სულ ვამბობ, ის რაც შავი არ არის, არ ნიშნავს რომ მაინც და მაინც თეთრია. ანუ ის ვინც, პირობითად, "ცუდს" უპირისპირდება, არ ნიშნავს იმას, რომ "კარგია". ეს იმიტომ ვთქვი, რომ ნათელი გახდეს ჩემი გულგრილი დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების მიმართ. ძალიან კარგი თუკი თავისუფალი და ობიექტური ფორუმია. ისიც ძალიან კარგია, რომ ადმინისტრაცია ცდილობს ბალანსი დაიცვას მოწვეულ სტუმარსა და იუზერებს შორის. მე ვხვდები, რომ პირად შეურაცხყოფასა და ირონიას შორის ვარ ჩემი პოსტებით და არც თქვენი აღშფოთება მაკვირვებს დიდად, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ ფორუმის ადმინისტრაცია გონიერი ხალხითაა დაკომპლექტებული (ფამილარობის გარეშე ვამბობ) და გულის სიღრმეში ნაწილობრივ მაინც დაეთანხმება ჩემს კრიტიკულ აზრს.
  6. ეს შეუძლებელია, იმიტომ რომ არ ვიცნობთ ერთმანეთს და რომ ვიცნობდეთ და ასე იფიქროს, ძალიან სასაცილო იქნებოდა ჩემთვის. სასაცილოზე უფრო მეტიც ალბათ, დამერწმუნეთ. შეურაცხყოფაა ის, რომ ამ პიროვნებას გაუნათლებლობასა და პროვინციულ მიზანსწრაფულობაში ვდებ ბრალს? ეს ხომ ისედაც ყველამ იცის. მე არ მაქვს ნოვატორობაზე პრეტენზია, იმას ვამბობ რაც სიმართლეა და მრავალჯერ გაჟღერებულა სხვების მიერ. მე მხოლოდ პერეფრაზს ვუკეთებ და საკუთარ აზრს ვაფიქსირებ. თუ ეს თემა მხოლოდ თეას საგმირო საქმეებს ეძღვნება თქვით და გავალ. და კიდევ ერთი, იმისთვის, რომ ირონია ნოყოფიერი იყოს, უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს და შემდეგ გამოიცეს საინქციები. ბანის დადება ჩემი მისამართით კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმისა, თუ რამდენად მიკერძოებულია ყოველი თქვენთაგანის აზრი და რამდენად უფრთხის იმას, რომ "სხვისი მსგავსი" არ გახდეს. ანუ ზოგიერთის აზრით, თუკი ამხილებ თეა თუთბერიძეს , დაემსგავსები იმ ეგზალტირებულ ვირტუალურ მასას, რომელიც მას ემუქრებოდა. ცხადია, მე პირადად მათზე ძალიან ცუდი აზრის ვარ და მეწყინება თუკი თეას რამეს დაუშავებენ (როგორც ვიცი ემუქრებოდნენ), მაგრამ ეს მუქარა მე არ მეხება. თეა თუთბერიძის ფაქტორი კი ნამდვილად მეხება, როგორც ქართული საზოგადოების წევრს (ეს საზოგადოებაც ცალკე თემაა, მაგრამ არ განვავრცობ), იმიტომ რომ მისი სოციალური სტატუსი ერთ-ერთი ყველაზე უსამართლო და ამაზრზენი მოვლენაა დღევანდელ რეალობაში სხვა კიდევ უფრო ამაზრზენ მოვლენათა შორის. რუსებს კარგი გამოთქმა აქვთ "იზ გრიაზი ვ კნიაზი", რაც ზუსტად ასახავს მის მდგომარეობას.
  7. მართალი ბრძანდებით, დამავიწყდა. მეგონა ჩვეულებრივი IQ-ს მქონე პირს ვესაუბრებოდი. ვეცდები გავამარტივო. პ.ს. ახლა დამებადა კითხვა ეს ე.წ. ნაცების ფორუმია? ფორუმელის შეურაცხყოფა ისჯება ფორუმის წესებით: აკრძალულია: 2.1. ფორუმელის შეურაცხყოფა. სასჯელი: შეურაცხყოფის სიმძიმის და სიხშირის მიხედვით შეიძლება ვარირებდეს სიტყვიერი გაფრთხილებიდან ერთ კვირიან ბანამდე. პირველ ჯერზე სიტყვიერი გაფრთხილება
  8. მართალი ბრძანდებით. მე დავრეგისტრირდი იმისთვის, რომ ჩემი აზრი დამეფიქსირებინა აქ. და რამდენიმე პასუხი მომესმინა მისგან. თუმცა მე ძალიან არ მომწონს ეს ფაქტი, იმიტომ რომ ამ პიროვნებას ალბათ გონია, რომ ძალიან დიდს წარმოადგენს საზოგადოებაში. ჩემთვის პირადად ის ნულია. ჩემთვის ერთ-ერთი იმათთაგანია, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის იბრძვის და მისთვის სულერთია ვისი ვასალი იქნება - შოზოფრენიით დაავადებული მიხეილის თუ ყოვლად უწიგნური ლევან გაჩეჩილაძის. თუმცა ალბათ პირველი ურჩევნია, მასთან უფრო მეტი გაუვა, უხეშად რომ ვთქვათ. ამბობენ, ფსიქიურად ავადმყოფები ადვილად მართვადები არიანო. ანუ თვითდამკვიდრების პროცესი საოცარი წარმატებით მიდის. ბრავო, თეა! მე მაოცებს თქვენი ზედაუშრეტელი ენერგია, რომლის გენეზისიც სადღაც ფუთის სკოლასა და სამჯერ თუ ოთხჯერ წარუმატებლად ჩაბარებული გამოცდის შორის უნდა ვეძებოთ.
  9. თეა, როდესაც ამბობთ პატრიარქი ქრისტე არ არისო, ანუ ანბანურ ჭეშმარიტებას რომ ამტკიცებთ ყოვლად უადგილოდ, ჩემი აზრით, ამით რისი თქმა გსურთ? იქნებ იმის, რომ მისი ქარიზმა ქრისტეს იმდროინდელ ქარიზმას გაუტოლეთ და ამის გამო აღშფოთება გამოხატეთ, თუ ამით საზოგადოება ამხილეთ ფანატიზმში? კიდევ ის მაინტერესებს, რუსეთის მიმართ ორგანული ზიზღი მათი იმპერიალისტური და ყოვლად ამაზრზენი პოლიტიკით არის განპირობებული თუ იმით, რომ დოსტოევსკი, ბულგაკოვი, ჩეხოვი, ცვეტაევა და სხვა დიდი კლასიკოსები თქვენთვის ისეთივე უცხოა როგორც მანჯურიის კლიმატი ჩემთვის და ამ ფორუმელთა უმეტესობისთვის. მაგალითად ჩემ შემთხვევაში, ჩემი ანტიპატია ჩრდილოეთის მეზობლის მიმართ აფხაზეთში ჩატარებული ეთნიკური წმენდის, ქართველებისადმი ფაშისტური დამოკიდებულებისა და პუტინის პოლიტიკური ორიენტაციით არის განპირობებული. თუმცა ეს სხვა თემაა. და საკმაოდ ვრცელი, ფორუმზე სალაპარაკოდ არც ღირს. და კიდევ ერთი? ამბობენ, ჯაშუშებს შორიდანვე სცნობსო. ეტყობა სტიგმატივით ამჩნევთ პიროვნებას ჯაშუშობას და იქნებ გაგვიმხილოთ ეს საიდუმლო? "ჯაშუშთა ნიშან-თვისებები თეა თუთბერიძისგან" საინტერესო თემა იქნება.
  10. მიპასუხეთ უკვე? რას მმოვესწარი. თავად სოციალური მობილობის კლასიკური მაგალითი. მაოცებს თქვენი თავშეკავებულობა. თუმცა ვირტუალურ სივრცეს ეგ პლიუსი აქვს, ემოციებს ისე გამოვხატავთ როგორც ჩვენ გვსურს ამ მოცემულ მომენტში.
  11. იქნებ მიპასუხოთ კითხვაზე? ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი. ქალბატონი თეა თუთბერიძის პასუხსაც მოვისმენდი. თუ ჰეგელს დავუჯერებთ თეზისისა და ანტითეზისის სინთეზი შობს ჭეშმარიტებას. იქნებ ჩემთვის საჭირო ინფორმაცია მოვიძო აქ. კიდევ ერთი რამ, ჩემს აზრს დავაფიქსირებ ქალბატონ თეასთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ სულ ტყუილად აუგორეს ამ გოგოს ანტიპიარი. არაფერი აღმაშფოთებელი მას არ უთქვამს პატრიარქის მისამართით. მე მისი სოციალური სტატუსი უფრო მაშფოთებს, სიმართლე გითხრათ. თორემ რაც თქმა მან პატრიარქზე ის მკრეხელობა კი არა, მისი მორიგი პლებეობისა და დაბალი ინტელექტის დემონსტრირება იყო. არაფერი პირადული, უბრალოდ ანტიპატია მაქვს ზოგადად ამბიციური და უინტელექტო ადამიანების მიმართ. მისი ერთი ფრაზაც კი საკმარისი ჩემთვის ნათლად დავინახო ამ პიროვნების ინტელექტის კოეფიციენტი. იმედი მაქვს, გამონაკლისი არ ვარ.
  12. ძვირფასო საზოგადოებავ, ერთი კითხვა მაქვს. აქ რაც ეწერა იმის წაკითხვას არ ვაპირებ, მაგრამ იქნებ ვინმემ მიპასუხოს. მაინტერესებს ის რთული და ეგზომ იდუმალი მექანიზმი რომლის წყალობითაც ღრმა პროვინციაში შობილი და წიგნთან არც თუ ისე კარგად ადაპტირებული ინდივიდები როგორ იმკვიდრებენ თავს "მაღალ საზოგადოებაში", როგორ ექცევიან ყურადღების ცენტრში, როგორ იქმნიან ფრიად ინტელექტუალების(მაგარი "ლ") იმიჯს და როგორ ივიწყებენ მშობლიური ფეროს სუნს. იქნებ ამიხსნათ ვინმემ, დისერტაცია მინდა დავიცვა სოციალური მობილობის თემაზე, სახელწოდებით "ფუთის ეკლიანი გზა ვარდებით მოფენილ თბილისამდე." იხ. განმარტება სოციალური მობილობისა.
×
×
  • შექმენი...