Jump to content
Planeta.Ge

Blaugranator

პლანეტელი
  • პოსტები

    683
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Blaugranator

  1. მაივიდეოზე აღარც მაესტრო და კავკასია აჩვენებს, დანარჩენი ყველა
  2. lasha1997 lasha1997 ეგ ისედაც ცხადია რომ მოლაპარაკებები ტუფტაა. დროის გაწელვა უნდათ მაგრამ არ გამოუვათ
  3. babuagiorgi იქნებ მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის წამოწყების სულაც არ არის მაგის გაუმჯობესება და 2012 წლამდე ლოდინი? თუ ხელისუფლება თანხმდება მაშინ გამოდის რომ აქამდე ამ 1 მილიონიანი გაყალბებული ხმით აყალბებდა ამ არჩევნებს. მოკლედ ყოველ შემთხვევაში დაიწყება ვგონებ ეგ აქციები. უბრალოდ კონკრეტული პასუხია საჭირო ხელისუფლებისგან, რათა საერთაშორისო საზოგადოებამაც გაიგოს და მათთვისაც ნათელი იყოს ხელისუფლების პოზიცია. თორემ გუბაზა დებილი არ მგონი ნამდვილად რომ ვერ მიხვდეს თუ რისთვის ჭირდება ხელისუფლებას ეს ყველაფერი. ამას ისედაც ვვარაუდობდით რომ ხელისუფლება შეეცდებოდა კონსკტუქციული დიალოგის წარმოებით პროცესის გაჭიმვას და ვფიქრობ ესეც ფორუმის გეგმაშიც გათვლილი იყო/არის.
  4. მაივიდეოზე კი კავკასია საერთოდ აღარ აჩვენებს
  5. მიშმაკაკები ხომ არ ვართ ყველაფერზე ბრმად რომ დავი დავუკრათ, არა ბატონო კრიტიკა აუცილებელია!
  6. Siknadmo ეგ საჭირო იყო 4 ნოემბრამდე. რაღაც არ მომწონს მე ეს "დვიჟენიები"
  7. აი უკვე მართლა ა#######ებენ რა ესენიც. მოლაპარაკება არა იხვის ტოლმა
  8. ღმერთმა აცხონოს. მართლაც დიდი მსახიობი იყო
  9. -კვირის პალიტრა“, 28.10.10 ავტორი ხათუნა ჩიგოგიძე "როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი, როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი, როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი, კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…" - ეს სიტყვები პროტესტანტ მღვდელს, მარტინ ნიმოელერს ეკუთვნის, რომელიც ნაცისტურმა რეჟიმმა ციხეში გამოამწყვდია. ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე კახა შარტავა ფიქრობს, რომ თანამედროვე საქართველოში შექმნილი სიტუაცია რაღაცით მართლაც ჰგავს ამ ცნობილ ციტატას. ბატონ კახას სწორედ ჩვენი ქვეყნის სატკივარსა და პრობლემებზე ვესაუბრეთ: - ბატონო კახა, ის, რაც 21 ოქტომბერს ლილოს ბაზრობაზე მოხდა, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა აღიქვა, როგორც ტერორი. რას გვეტყოდით ამის თაობაზე? - გეთანხმებით, ეს მართლაც ტერორია, სხვა სიტყვას კაცი ვერ დაარქმევს. ტერორი კი ჩვენს ენაზე დაშინებასა და დაჩაგვრას ნიშნავს. ის, რაც საქართველოში ხდება, შემთხვევითი ნამდვილად არ არის: ერთია, რომ ხელისუფლებას სურს ყველა სფეროს მონოპოლიზება, მის ხელში უნდა გაიაროს თითოეულმა თეთრმა, თითოეულმა ლარმა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს. ამავე დროს, მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გამწარება და დაშინება სხვა რამესაც ემსახურება: ადამიანების დაპატიმრებას, ამოწყვეტას, ქვეყნიდან გაყრას, ხშირად წინააღმდეგობის ერთიანი მუხტი არ მოჰყვება, ეს კი იწვევს საზოგადოების საბოლოო დაბეჩავებას და ბრძოლისუნარიანობის დაკარგვას. თუ ამ ტერორის ტალღამ ისე ჩაიარა, რომ ვერ გააერთიანა ყველას სატკივარი და ხალხი კვლავ ასე დაქსაქსული დარჩა, საბოლოოდ მივიღებთ დაბეჩავებულ და იოლად მართვად საზოგადოებას, რომელიც შეიძლება გმინავდეს უღლის ქვეშ, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლოს. თუ კანონზომიერების მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობაც, ჩვენთან კი წლების განმავლობაში ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდა: რაც მეტი იყო ზეწოლა, მით უფრო უკან იხევდა საზოგადოება. ახლა კი მიმდინარეობს უკანასკნელი ეტაპი, ალბათ ყველაფერი კეთდება იმ ცნობილი "იდეის" რეალიზებისათვის, რომელსაც ხელისუფლება საქართველოს "სინგაპურიზაციას" ეძახის. - მართალია, ლილოს მოვაჭრეები დააპატიმრეს, მაგრამ სამართალდამცველთა მტკიცებით, ისინი კანონს არღვევდნენ. გამოდის, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააზრებულად, ჭკვიანურად აკეთებს… - ადამიანების მოტყუებას, დაშინებასა და დაჩაგვრას დიდი ჭკუა ნამდვილად არ უნდა. დიდი ჭკუა სჭირდება შემოქმედებით საქმიანობას, არაფრისგან რაღაცის შექმნას, რაღაცის არაფრად გადაქცევა კი ძალზე ადვილია. ისეთ კანონებს იღებენ, რომ ადამიანი იძულებული ხდება, ეს კანონები დაარღვიოს. ხელისუფლებამ კარგად იცის, რისი შესაძლებლობა აქვს დღეს მოქალაქეთა ამა თუ იმ ნაწილს და ისეთ ვალდებულებებს აკისრებს, რომელსაც ის ვერ მოერევა. ადამიანი იძულებული ხდება ან დაიღუპოს და იმუშაოს მხოლოდ ხელისუფლების ჯიბეზე, ან როგორმე თავი აარიდოს უსამართლო კანონების შესრულებას. შესაბამისად, ეს კანონები კი არ არის - ეს არის პროვოკაციები, რომელზეც ხელისუფლებამ უნდა წამოაგოს მოქალაქე და თან ყველაფერს ლეგიტიმური სახე მისცეს. ვიდრე ხმამაღლა არ ვიტყვით, რომ კანონის დარღვევასთან კი არა გვაქვს საქმე, არამედ კანონის სახელით თავსმოხვეულ უკანონობასთან, თუ მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ მივა იმ დასკვნამდე, რომ თითოეული მათგანის პრობლემის მოგვარება ცალ-ცალკე შეუძლებელია, თუ არ ვაღიარებთ, რომ ვინც ასეთ კანონებს წერს, სინამდვილეში ის არის დამნაშავე და მის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ ძალისხმევა, მსგავსი პრობლემები მუდმივად იარსებებს და ეს ყველაფერი "გამართლებული" იქნება ამ ხელისუფლების მიერ, რომელსაც უკანონოდ, არჩევნების გაყალბებით აქვს ხელში ჩაგდებული ძალაუფლება. - რა ინფორმაცია გაქვთ დაკავებულ მოვაჭრეებსა და "ეროვნული ფორუმის" წევრ ზაზა ჩაკვეტაძეზე, რომელიც იმ დღეს დაიჭირეს? - ალბათ იცით, ჩვენს ქვეყანაში დაპატიმრებულთა ბედი როგორც წყდება: ჩვენი ხეიბარი სახელმწიფო ძირითადად საპროცესო გარიგებებითა და ჯარიმებით შემოსულ თანხაზე დგას, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არავითარი ეკონომიკა აქ არ ვითარდება. ვერც ერთი გადასახადი ვერ მიედრება იმ თანხას, რომელსაც სახელმწიფო იღებს უკანონო, უსამართლო გზით - დაკავებული ადამიანებისათვის წართმეული ფულის ხარჯზე. დაკავებული გადის წვალებისა და წამების ეტაპებს, შემდეგ მას ართმევენ უკანასკნელ თანხას, გამოუშვებენ, მერე ისევ თავიდან იჭერენ, ისევ ართმევენ თუ რაიმე დარჩა და ა.შ… ეს უბედურება შეეეხო თითქმის ყველა ფენას, ყველას ჩამოუარა ამ ქარ-ბორბალამ და ზოგს ჩამოუარა ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერაც კი. ასეთივე ბედი ელის ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დაიჭერენ. ზაზას შემთხვევას თავისუფლად შეიძლება მივცეთ პოლიტიკური დევნის კვალიფიკაცია. ის მზადდება როგორც სავაჭრო ფიგურა "ეროვნულ ფორუმთან", რათა ფორუმი "კარგად მოიქცეს." ამას არავითარ შემთხვევაში არ დაეთანხმება თვით ზაზა ჩაკვეტაძეც, რომელიც ყოველგვარი კომპრომისებისა და დათმობების წინააღმდეგი იყო ყოველთვის და დღესაც ასეა. პოლიტპატიმრების, უკანონო პატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლების ერთადერთი რეალური გზა არსებობს: ის რეჟიმი უნდა მოაშორო, რომელსაც პოლიტპატიმრები ჰყავს და იქამდე უნდა მოაშორო, ვიდრე ეს პატიმრები ფერფლად არ იქცევიან. ზაზაც, ისევე როგორც სხვა მისი მსგავსნი, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია. ის აბსოლუტურად უდანაშაულო იყო იმ სიტუაციაში. ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები გვირეკავდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ ზოგიერთი მათგანი დაიჭირეს, დაულუქეს პავილიონები და გვთხოვდნენ, მივსულიყავით. ჩვენც წავედით, 5-6 კაცი ვიყავით და ზაზაც ჩვენს შორის იყო, ვწუხვართ, რომ სწორედ ის გახდა მსხვერპლი, თუმცა აუცილებლად უნდა გამოვიყვანოთ ციხიდან ვიდრე ხუთწლიან პარტიმრობას მიუსჯიან... - ყველას აინტერესებს, როგორ ექცევიან ზაზა ჩაკვეტაძეს, ხომ არა აქვს ადგილი მის მიმართ ფიზიკურ, ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას? - თვითონ ამბობს, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებიათ, თუმცა იმდენად მედგარი და შეუპოვარი კაცია, ბევრ რამეს შეიძლება ისე გაუძლოს, რომ არც დაიჩივლოს. თვითონ ზაზა არასოდეს დაიწუწუნებს, ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით რა ხდება მის თავს. მას შემდეგ, რაც გაიტაცეს, მთელი ძალისხმევა მასზე გვაქვს გადართული. - ბატონო კახა, ჩვენი საზოგადოება ხშირად გამოთქვამს საყვედურს ოპოზიციის მიმართ. ამბობენ, რომ ის, რაც ქვეყანაში ხდება, ოპოზიციის დამსახურებაცაა. თუ გაქვთ იმედი, რომ ხალხი გამოგყვებათ? - იმედის რა გითხრათ, მე ყოველთვის ვმოქმედებ რწმენით და ვცდილობ მაქსიმალურად გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც დღეს შემიძლია. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიდი ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის ერთი ფრაზა: იმედის არსებობას, მის გაჩენას სჭირდება რწმენა, ხალისი და შნო საქმის კეთებისა, ეს სამი კომპონენტი ერთად, ქმნის იმედს. თქვენ სწორად აღნიშნეთ: ოპოზიციის ბრალი ალბათ ბევრი რამეა, ამაზე საზოგადოებაც ლაპარაკობს და სავსებით სამართლიანადაც, მაგრამ იმ ადამიანებისათვის, ვისაც მიჩნია, რომ ჩვენზე უკეთესია, მეტი შეუძლია, ან უფრო მეტად უყვარს ქვეყანა, ეს უფრო პასიურობის გამამართლებელი არგუმენტი მგონია. კარგი, ვთქვათ ოპოზიცია არ ვარგა და არაფრის გამკეთებელია, უკაცრავად, მაგრამ დანარჩენები სად ბრძანდებით და რას აკეთებთ?! თუ ხელისუფლება იმსახურებს, მას თითქმის ყველა ქვეყანაში უწევენ წინააღმდეგობას. თუ დააკვირდებით, ხშირად იქ ოპოზიცია არც კი ჩანს. ოპოზიცია სადღაც პარლამენტში ზის, მაგრამ რეალური წინააღმდეგობის გამომხატველი იქ საზოგადოებაა, ხალხია, რომელსაც სულ არ აინტერესებს სად არის ამ დროს ოპოზიცია. ის იბრძვის იმისათვის, რაც სწორად მიაჩნია. დავუშვათ არც ოპოზიცია ვარგა და არც ხელისუფლება, დანარჩენები რას შვრებით? იქნებ ამ დანარჩენების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა აჩვენოს, რომ ოპოზიციაც შეიძლება რაღაცაში გამოსადეგი იყოს, ან, თუ შინ წასასვლელია, საზოგადოებამ შეიძლება აიძულოს, რომ ოპოზიციაც შინ წავიდეს და ხელისუფლებაც. თუ სულ ასე დაქსაქსულები და დაფანტულები ვიქნებით, მუდამ იქნება თავის მართლება - ჩვენ რა შეგვიძლია, რა ვქნათო. არაფერი, - იქნებით მიშას ქვეშ და შეეგუებით ამ მდგომარეობას. თუმცა, არის კიდევ ერთი გზა: პოლიტიკურ სპექტრში უნდა გამოიკვეთოს ის სიბრძნე, ძალა, რომელიც გამაერთიანებელ სქემას შესთავაზებს საზოგადოებას. ჯერჯერობით ამ სტადიაში ვართ. რაღაც შედეგი უნდა მივიღოთ, თორემ ამის იქით იწყება უდაბნო, სადაც ყვირილს აზრი აღარ ექნება. ვნახოთ, რას მოგვიტანს უახლოესი პერიოდი, მე ვფიქრობ, რომ ყოველდღე რაღაც ახალი, სეროზული მოვლენა მოხდება ჩვენს ქვეყანაში… http://forumi.ge/index.php?option=com_cont...4742&Itemid=177
  10. ნაცმო- ნაბიჭვარ ადამიანთა ცოცხალ-მკვდარი ორგანიზაცია
  11. McLaren 4 ნოემბრამდე მხოლოდ ვაა აქვთ მიცემული პასუხისთვის. პროტესტი როდის დაიწყება მე არ ვიცი და მგონი ჯერ არც არავინ ჰო მარა, იქ რა მოხდა რომ? დაყარეს ეს ხალხი რუსთაველზე და ასე გვატარე 2 თქვე უაზროდ. ამ შემთხვევაში ვგონებ მხოლოდ ერთი პარტია იქწნება ფორუმის სახით და გადაწყვეტილების მექანიზმიც უფრო გაადვილდება წინასწარ არავინ იცის, ორგანიზებული იქნება თუ არა, მე მხოლოდ შემიძლია წინასწარ ვივარაუდო და ვენდო მათ სიტყვას, მეტი არაფერი
  12. McLaren ეგეთ სიტუაციაზე არ არის ფორუმი თანახმა, ეს ბევრჯერ ითქვა ტვ-დანაც და გაზეთებიდანაც
  13. proletari მეც მაგას ვამბობ რომ სპეციალურად გააკეთა ხელისუფლებამ რათა ფორუმს ადრე, არაორგანიზებულად დაეწყო მოქმედება
  14. McLaren 4 ნოემბრამდე აქვს ვადა ხელისუფლებას მიცემული გასცეს ოპოზიციის წინადადებას პასუხი. ან ცვლის საარჩევნო გარემოს ან არა!
  15. ამის დედავატირე ჩემმნაირ მშვიდ იუზერსაც კი ამიშალეს ნერვები უკვე. გამაგიჟებენ რა
  16. ხალხო დაიკიდეთ რა, დაიკიდეთ ყველა მიშისტის აზრი თქვენზე და თქვენს ქმედებებზე. მაგათ საერთოდ კიდიათ ეს ქვეყანა, კიდიათ გაიგეთ საბოლოოდ!
  17. SHARI ჰოდა მაგას ვამბობ რა, ხელისუფლებამ ეს ყველაფერი სპეციალურად გააკეთა რადგან 4 ნოემბრამდე მოუმზადებლად დაეწყო ფორუმს მოქმედება. იმედია ემოციებით არ იმოქმედებენ
  18. გაზაფხულამდე არა, უბრალოდ იმ დათქმულ ვადამდე, ანუ 4 ნოემბრამდე უნდა დაუცადონ ნაცების პასუხს. ემოციებს არ უნდა აჰყვნენ. თუ უარს ეტყვის ხელისუფლება ან საერთოდ არ გასცემენ პასუხს მაშნ უკვე მოქმედებაზე უნდა გადავიდნენ
  19. Siknadmo მეც ამაზე ვკაიფობ რა. თითქოს გუბაზას უფრო მეტი უნდა ევალებოდეს ამ ქვეყნის დაცვისთვის. ეს ქვეყანა მგონი ყველასია და არა მარტო გუბაზას, ალასანიას ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსის
  20. წარმოგიდგენიათ რა დონის ბოღმაა ჩადებული ამ ბავშვში. შვილო მოშორდი მაგ ოპოებს, გიყენებენ ეგენი. მიდი UNM-ის ოფისში და მოგიწებნიან რამე სამუსაოს. მთავარია პრეზიდენტის სიყვარული და ერთმანეთის გატანა ვისწავლოთ!
  21. ჯერ კიდევ ადგილობრივ არჩევნებამდე ვსვამდი კითხვას: ელოდება თუ არა ბატონი ალასანია 2012 თუ 2013 წელს? თუ აპირებს ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისთვის?
  22. T_A_T დაურეკეს მოვაჭრეებმა, მოდით დაგვეხმარეთო. ეს და შარტავა მივიდნენ და უნდოდათ დალუქული მაღაზიების ნახვა ჟურნალისტებთან ერთად. ჰოდა ამ დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს, გზა გაადაუკეტეს და ატყდა შეხლა შემოხლა. ამ დროს კი ეს მოვაჭრეები თურმე გვერდით იდგნენ და სეირს უყურებდნენ. გუბაზა მაგაზე იყო გამწარებული, თქვენთვის მოვედი და თქვენ კიდევ ლაჩრებივით სადღაც გაიქეცითო. აგერ არის მთლიანი დღის მოვლენები ლილოს ბაზრობის შესასვლელთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა დღეს, დაახლოებით, 13:00 საათისთვის დაიწყო და თითქმის ნახევარი საათი გრძელდებოდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერს, გუბაზ სანიკიძეს, ჟურნალისტებს. ნაცემია ტელეკომპანია "კავკასიის" თანამშრომელი; დაიმტვრა ტელეკომპანია "ITV" -ს კამერა; დააკავეს "ფორუმის" წევრი ზაზა ჩაკვეტაძე. ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დასრულდა, რაც ინციდენტში პოლიციელები ჩაერივნენ. საპატრულო პოლიცია, რომელიც ადგილზე მობილიზებული იყო, მაშინ გააქტიურდა, როდესაც ჩაკვეტაძე წაქცეული ჰყავდათ და ათამდე პირი მას ფეხებს ურტყამდა. ისინი ამბობდნენ, რომ ლილოს ბაზრობის დაცვის თანამშრომლები არიან. თუმცა, ხმებიც გავრცელდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელები იყვნენ... მოგვიანებით ითქვა, რომ ჩაკვეტაძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. კახა შარტავამ გააკეთა განცხადება ლილოს პოლიციის განყოფილებაში წასვლასთან დაკავშირებით, "ფორუმი" და მოვაჭრეების ნაწილი ლილოს პოლიციისკენ წავიდნენ. . . . ბაზრობის შესასვლელთან ინციდენტი ასე დაიწყო - "ფორუმის" წარმომადგენლებმა და მოვაჭრეებმა სცადეს, ბაზრობაზე დალუქული მაღაზიების სანახვად ჟურნალისტებთან ერთად შესულიყვნენ. ბაზრობის დაცვის თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც ფიზიკური დაპირისპირებაში გადაიზარდა. ბაზრობის შესასვლელთან მოვაჭრეები დილიდან იყვნენ შეკრებილი, მაღაზიები დაკეტილი ჰქონდათ და აცხადებდნენ, რომ გაფიცულები არიან. გაფიცვის მიზეზად მათი კოლეგების მაღაზიების დალუქვას ასახელებდნენ. მათი ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით, 07:00 საათზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე მაღაზია დალუქეს. მაღაზიების დალუქვის მიზეზი მეპატრონეების მიერ კლიენტებისთვის ე.წ. ზედნადების გაუცემლობა გახდა. მოვაჭრეები ამბობენ - ხვალ შეიძლება, ისინიც აღმოჩნდნენ მსგავს მდგომარეობაში. მათთვის მიუღებელია ის სქემა, რაც სადაგასახადომ დააწესა; რომ საგადასახადო სამსახური თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას არ იძლევა. "შევწუხდით საგადასახადოს თანამშრომლებისგან, რომლებიც ყოველდღიურად კონტროლს ახორციელებენ და გვაჯარიმებენ. მაღაზიები ყოველდღე ილუქება, შეიძლება თვეები იყოს დალუქული. ვერ გავარკვიეთ სქემა, რითაც რამდენიმე ათასობით ჯარიმებს გვარიცხავენ. ბევრ დოკუმენტს ითხოვენ, რაში გარკვევაც რთულია. ვითხოვთ, თუნდაც ფიქსირებული გადასახადების დაწესებას",-ამბობენ ისინი. მოვაჭრეების მონათხრობიდან ირკვევა, რომ 07:00 საათზე, თეთრეულის მაღაზიაში საგადასახადოს თანამშრომელმა საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. 350 ლარის საქონელი იყიდა. მოვაჭრემ, რომელიც აზერბაიჯანული ეროვნების მამაკაცია, ქვითარი გამოწერა, ზედნადები კი - არა, რაც მაღაზიის დალუქვის მიზეზი გახდა. დალუქული მაღაზიის გვერდით მდებარე მაღაზიის გამყიდველის განცხადებით, საგადასახადოს შეეძლო, 1000 ლარით დაეჯარიმებინა ზედნადების გამო, თუმცა მაღაზიაც დაულუქეს, რათა შეამოწმონ და მეტი ჯარიმები დააკისრონ. მისივე თქმით, გართულებულია საგადასახადოსთან ურთიერთობა, ითხოვენ სხვადასხვა სახის დოკუმენტების შევსებას და რთული სქემებია, რასაც ვერ ერგებიან. ამ სქემების ათვისება განსაკუთრებით უჭირთ აზერბაიჯანული ეროვნების მოვაჭრეებს, რომელთა უმეტესმა ნაწილმაც ქართულად წერა-კითხვა არ იცის. თეთრეულის მაღაზიის მოვაჭრემაც, რომელიც დღეს დააჯარიმეს და მაღაზია დაულუქეს, ქართული არ იცის და ზედნადების შევსება არ შეუძლია. ე.წ. ზედნადების გაუცემლობის მიზეზად, ერთი მხრივ, ქართული წერა-კითხვის უცოდინრობა სახელდება, იკვეთება სხვა პრობლემაც, რატომაც მოვაჭრეები ზედნადებებს ვერ გასცემენ. მათი თქმით, საქონლის დიდი ნაწილი წინა წლების "ნაშთია", რომელიც აღურიცხავი აქვთ და ასეთი კატეგორიის საქონელზე ზედნადებს ვერ შეადგენენ. ზედნადებში საქონლის წარმომავლობა, შესყიდვა და ფასიც უნდა იყოს მითითებული. ისინი აცხადებენ, რომ წინა წლებში სავალდებულო არ იყო ზედნადებები და ამის გამო ბევრი აღურიცხავი საქონელია შემოსული. მოვაჭრეები მოითხოვენ, ამ საქონლის ზედნადების გარეშე გაყიდვის შესაძლებლობა მიეცეთ. მათთვის, ასევე, მიუღებელია სხვა გადასახადები. ერთ-ერთი მოვაჭრის, დავით ანთიას განცხადებით, მათი მოთხოვნაა, დაწესდეს ფიქსირებული გადასახადები. როგორც მან აღნიშნა, მათთვის დიდი გადასახადია 18%-იანი დღგ-ც. მოვაჭრეები მოითხოვენ, რომ ეს გადასახადი 5%-მდე შემცირდეს. დღეს იმასაც ყვებოდნენ, რომ რბილი სთამაშოებით მოვაჭრესთან საკონტროლო შესყიდვა ფეხმძიმე ქალბატონმა განახორციელა. იყიდა 25 ლარად სათამაშო დათვი. დოკუმენტებში საბითუმოდ გასაყიდი თანხა ჰქონდა დაფიქსირებული. საცალოს ფასში უანგარიშეს საქონელი და 150 000 ლარით დააჯარმეს. მაღაზიები დღეს მხოლოდ რამდენიმე მოვაჭრეს არ დაუკეტავს. როგორც ისინი აცხადებენ, უერთდებიან გაფიცულებს მოთხოვნას გადასახადების შემცირებასთან დაკავშირებით და აპირებენ გაფიცვებს შეუერთდნენ. ... ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ჟურნალისტები შეხლა-შემოხლის შემდეგ შევედით, რამდენიმე მაღაზიას მართლაც ედო დანომრილი ლუქები და გაკეთებული იყო წარწერა - "არ გახსნათ დაცვის გარეშე, დალუქულია საფინანსოს მიერ". დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარიც გაკეთდა. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი ცხაკაიამ განაცხადა, ლილოს ბაზრობაზე მაღაზიები არ დალუქულა. მისი თქმით, კანონი ყველამ ერთანირად უნდა დაიცვას. "ლილოში არც ერთი ობიექტი დალუქული არ არის. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყველა ადამიანს, როდესაც ყიდის პროდუქციას, დოკუმენტაციის გამოწერა ევალება. ამ დოკუმენტაციის გაუცემლობა ისჯება კანონით. ლილოში ტარდება საკონტროლი შესყიდვის, ინვენტარიზაციის და სხვა პროცედურები, რაც სხვა დროსაც ტარდებოდა და ჩატარდება მომავალაშიც. ჩვენი მთვარი ამოცანაა, დავიცვათ კეთილსინდისიერი გადამხდელები, რომლებიც მოითხოვენ ჩვენგან დაცვას. როდესაც ისინი ყიდულობენ პროდუქციას, სჭირდებათ ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელსაც ვერ იღებენ. ჩვენ გვევალება იმის გაკეთება, რომ ყველა გადამხდელი იყოს ერთ პირობებში იყოს",- აღნიშნა ცხაკაიამ. . . . რაც შეეხება "ფორუმის" დაკავებულ აქტივისტს, ის ლილოს პოლიციის განყოფილებაში არ აღმოჩნდა. კახა შარტავამ მხარდამჭერებს დაშლისკენ და მობილიზებულად ყოფნისკენ მოუწოდა. მისი თქმით, "ფორუმი" გადადის საგანგებო მობილიზაციის რეჟიმში, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვაჭრეთა მხარდასაჭერად და ხელისუფლების წინააღმდეგ კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება. . . http://new.interpressnews.ge/ge/specialuri-reportazhi/148294-ra-mokhda-liloshi.html
×
×
  • შექმენი...