Jump to content
Planeta.Ge

dachi2006

პლანეტელი
  • პოსტები

    73
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი dachi2006

  1. “თავისუფლების ინსტიტუტის” წევრი, თეა თუთბერიძე საგნგებო განცხადება ავრცელებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში დაგეგმილია წმინდა სინოდის კრება, სადაც თუთბერიძის ინფორმაციით, პატრიარქის მამართ დასმულ კითხვებზე ხელმომწერი დეკანოზების; ზაზა თევზაძისა და კახაბერ კურტანიძისადმი დამსჯელი ღონისძიებების გატარება იგეგმება. თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებას, “ჯეოტოპნიუსი” უცვლელად გთავაზობთ “მიმდინარე წლის 22 დეკემბერს იმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრება. არის ინფორმაცია, რომ საქართველოს საპატრიარქოს მიმართ საზოგადოებაში წლების მანძილზე დაგროვილი კითხვების შემცველ ღია წერილზე ხელის მოწერისათვის დეკანოზების ზაზა თევზაძისა და კახაბერ კურტანიძისადმი წმინდა სინოდის მიერ დამსჯელი ღონისძიებების გატარება იგეგმება. ეს იქნება არამარტო სრულიად უკანონო რეპრესია ამ ორი მღვდელმსახურისა, არამედ წერილზე ხელისმომწერი დანარჩენი 233 ადამიანის და მთელი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ რომ საჭიროა სინოდის კრების გამართვამდე მივმართოდ სინოდს ოფიციალურად. შემუშავდა ერთგვერდიანი მიმართვის ტექსტი. აღნიშნული ტექსტის გაგზავნა საპატრიარქოში მოხდება ორშაბათს, სინოდის კრების წინა დღეს. ვფიქრობთ, კარგი იქნება მიმართვის ტექსტი ჟურნალისტებისათვის და საზოგადოებისათვისაც მედიის საშუალებით გახდეს ცნობილი. ამიტომ, ორშაბათს, 2009 წლის 21 დეკემბერს, 14.00 სთ-ზე გაიმართება პრეს-კონფერენცია არტ კაფეში (მის: ორბელიანის ქ. 31. ყოფილი ამერიკის საკონსულოს ტერიტორია, კოლმეურნეობის მოედანზე). პრესკონფერენციაზე მოხდება მიმართვის წაკითხვა. გთხოვთ მობრძანდეთ. ასევე ვთხოვოთ ეს ინფორმაცია მიაწოდოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენი თანამოაზრეები არიან ამ კუთხით და ვიცით რომ ეს საკითხი აღელვებს და ვთხოვოთ მობრძანება. ალბათ ჟურნალისტები ინტერვიუებსაც აიღებენ და ამაზედაც იქნებ იფიქროთ. დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დამირეკოთ ნომერზე: 899 627367 P.S. ვისაც სურვილი გაქვთ გაეცნოთ აღნიშნული მიმართვის ტექსტს, შევძლებ ხვალ გადმოგიგზავნოთ თუ მომწერთ თქვენს მეილებს. ტექსტი დარედაქტირებას ვთხოვ ვინმეს და. ასევე მოვიფიქროთ თუ ვინ წაიკითხავს მიმართვას. წყარო: http://boqlomi.blogspot.com/ მემგონი მთლად შეიშალა ეს დედაკაცი, რა უნდა, ნუთუ პიარისთვის ღირს ასეთი რამეების წერა?!
  2. არსებობს მოწმე, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილის უდანაშაულობას დაამტკიცებს წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2009/07/blog-post_07.html როდის გამოაჩენენ ამ მოწმეს მისცეს კაცს 8 წელი თითქმის
  3. კანდელაკმაც სკანდალური ინტერვიუ მისცა "ასავალ დასავალს" მიშას აგინებს. რა უნდათ ამ რუსეთში გადახვეწილ ქართველებს საერთოდ?!
  4. იგორ გიორგაძე: ჩემთვის ცნობილია ზვიად გამსახურდიას მკვლელის ვინაობა! http://boqlomi.blogspot.com/2009/12/blog-post_4203.html მაგრამ მაინც არ ასახელებს, იმიტომ რომ მოღალატეა და მეტი არაფერი. თქვენ რას ფიქრობთ რატომ არ ამბობს მკვლელების სახელებს? იქნებ შევარდნაძეს გულისხმობს?!
  5. ჟურნალისტთა ქარტიის წინააღმდეგ გამოდის ირმა ინაშვილი და ანთაძეს უპირისპირდება. ვფიქრობ, რომ ეს ქარტია საერთოდ არ არის საჭირო. თვენ რას ფიქრობთ გამოდგება მაგალითად ქალს ქალობის ქარტია რომ მისცე და ხელი მოაწერინო? აქ ინაშვილის წერილია, ტუ გაინტერესებთ ნახეთ http://boqlomi.blogspot.com/2009/12/blog-post_12.html
  6. კოკო გამსახურდია მაბავდაო სალუქვაძემ ღიად განაცხადა, პლიუს მეც მიმიძღვისო რამიოშვილის გაგდებაში წვლილი
  7. მარინა სალუქვაძემ გააუბედურა საწყალი შალვა რამიშვილი და ახლა დაიწყო ჭორაობა. ფეისბუქზე დამიპოსტეს ახლა ეს ინტერვიუ. http://boqlomi.blogspot.com/2009/12/blog-post_04.html რას ფიქრობტ ამ ქალზე?
  8. ჩ”დიდი რეაბილიტაცია“ კანალიზაციის გარეშე http://boqlomi.blogspot.com/2009/11/video_28.html მაგარი ამბები ხდება სამეგრელოში, ჩინოვნიკებმა საპირფარეშოს გარეშე დატოვეს 200 ოჯახი.
  9. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს და თბილისის პროკურატურის თანამაშრომლების ერთობლივად გატარებული საგამოძიებო ღონისძიების ღონისძიებების შედეგად ამა წლის 11 ნოემბერს თამაზ და ეთერ ნინუების მკვლელობის საქმე გახსნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია თამაზ გოგია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული თავისუფლების უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2009/11/blog-post_27.html მაგარი ამბავია არა?
  10. რა მტარვალური წესები აქვთ მოკლედ, ერთი ლინკი დავაგდე ფეისბუქის გრუპის და ამის გამომ გამომაძევეს, პლანეტა.გე-ს ვესტუმრე და ასეთი წვრილმანობების გამო არავის დავუბლოკივარ, ლინკი აქაც დავდე რამდენჯერმე. ბარაქალა პლანეტა.გე-ს
  11. კვალიაშვილმა გუშინ, იმედის ეთერში ირაკლი ლომაიაზე ისაუბრა, რამაც ბუნებრივია პარაფსიქოლოგის გაღიზიანება გამოიწვია, მან საგანგებო კომენტარი გააკეთა. უბრალოდ საინტერესო ფაქტია, ლომაიას ნაღდად არ ვაპიარებ, სულ არ მაინტერესებს ეგ კაცი.
  12. რამდენიმე ხნის წინ სოროსის ვიზიტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, ის აბსოლუტური ჭეშმარიტება, რომ საქართველოს პრეზიდენტი და მისი ქვეშევრდომები მხოლოდ მარიონეტები არიან და მწვანე დოლარის საფასურად ნებისმიერი სახის ბრძანებას სიამოვნებით ასრულებენ. ალბათ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ასეთი უპრეცედენტრო ფაქტი, რაც სოროსის ჩამოსვლის შემდეგ საქართველოში დაფიქსირდა. ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მსუბუქი ყოფაქცევის ქალების მსგავსად, კერძო პირს ვინმე სოროსს პირად ნომერში ეახლნენ და დახურულ კარს მიღმა პატივი სცეს, ხოლო მაშინ როდესაც, ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია პირველი სკოლის გვერდით, ნაეკლესიარზე, საკათედრო ტაძრის აშენებას აპირებდა დიდი პრობლემები შეიქმნა განათლების სამინისტროს არცერთ მაღალჩინოსანს ,,ყური არ შეუბერტყია" ეპისკოპოსს ნორმალური პასუხიც არ გასცეს, რომელიც ზემოთხსენებული ტერიტორიის ეკლესიისათვის დაბრუნებას ითხოვდა. მხოლოდ ზუგდიდელი ლაქიების აზა ჯოჯუას და მაია კალანდიას პირით შეუთვალეს სამღვდელოებას ,,ტერიტორია სკოლას ეკუთვნის და აქ სხვა ნაგებობის აშენება არ შეიძლებაო". წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2009/11/blog-post_17.html
  13. ზუგდიდში კომბინატის დასახლებაში იეჰოვას მოწმეებსა და მოსახლეობას შორის შეტაკება მოხდა. ქუჩაში გამოსული, განსხვავებული რელიგიური შეხედულების მქონე მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების მიზეზი კომბინატელების საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მშენებარე ნაგებობა გახდა, სადაც სექტის ერთ–ერთი სალოცავის გაიხსნა იგეგმება. ზუგდიდელები აცხადებენ, რომ ობიექტიდან 50 მეტრში დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესია შენდება და მათთვის სრულებით მიუღებელია, არა ქრისტიანული ნაგებობა მართლმადიდებლურ ტაძართან ახლოს. http://boqlomi.blogspot.com/2009/11/video_16.html
  14. ცნობილი პარაფსიქოლოგის სენსაციური ინტერვიუ http://daijesti.blogspot.com/2009/11/blog-post_14.html
  15. ტელეკომპანია "მაესტრო" 3-წლიანი მართვის უფლებით გადაეცემა "რუსთავის მედია -მართვის კომპანიას", რომელიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დამფუძნებელმა და რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეროსი კიწმარიშვილმა შექმნა. 12 ნოემბერს "მაესტროს" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ ხელმოწერილი მემორანდიმით "მაესტროს" მთლიანი წილი, 100 პროცენტი ტელეკომპანიის დამფუძნებლების ხელში დარჩება. პრესკონფერენციაზე ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ "რუსთავის მედია -მართვის კომპანია" არის შპს და ის შეიქმნა სპეციალურად იმისთვის, რომ "მასეტროს" სამართავად „იურიდიული მხარე ყოფილიყო მოგვარებული". კიწმარიშვილმა დასძინა, რომ პარტნიორები უახლოეს პერიოდში ხელშეკრულებას გააფორმებენ. ტელეკომპანია „მაესტრო", რომელსაც ადრე კომუნიკაციების კომისიასთან პრობლემები ჰქონდა ლიცენზირებასთან დაკავშირებით, საკაბელო არხებით, ძირითადად, თბილისში მაუწყებლობს , ასევე რამდენიმე ქალაქში. მამუკა ღლონტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ტელეკომპანია ფინანსურ სიძნელეებს განიცდის, რადგან ხელისუფლების ზეწოლით კომპანიები უარს ამბობენ მის ტელევიზიაში რეკლამის განთავსებაზე. დღევანდელი პრესკონფერენციის შემდეგ, ეროსი კიწმარიშვილმა Media. Ge-ს განუცხადა, რომ "მაესტროს" დაფინანსება კანონმდებლობის შესაბამისად, „გამჭვირვალედ და ლეგალურად", მოხდება. „ეს არის რეკლამა, გრანტები, კერძო შემოწირულობები. დაფინანსება იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე, ჩუმად არაფერს არ გავაკეთებთ",- თქვა ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს. „უახლოეს მომავალში ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია დაიწყება", დასძინა კიწმარიშვილმა. მისივე თქმით, ის პარტნიორებთან ურთიერთობის ფორმებზე შეთანხმდა, ამ შეთანხმებით მამუკა ღლონტს, როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელს, გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება ექნება და ორივე მათგანი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღებენ ტელეკომპანიის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებებს. „არხის ძირითადი მიმართულება იქნება ობიექტური ახალი ამბები", თქვა კიწმარიშვილმა. ამავე დროს კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ „ტელეკომპანიას გააკონტროლებს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მედიის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან". "კიწმარიშვილის საქმიანობას ზედამხედველობას გაუწევს ის სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც მალე ჩამოყალიბდება და რომელშიც ევროპელი ექსპერტების შეყვანას ვაპირებთ", განაცხადა Media. Ge-სთან საუბარში მამუკა ღლონტმა. კიწმარიშვილმა Media. Ge-ს ასევე განუცხადა, რომ ტელეკომპანიიდან ძველი თანამშრომლების გაშვება არ მოხდება და ახალი კადრები იმ პლატფორმის მიხედვით შეირჩევა, რომელსაც ტელევიზიის ახალი ხელმძღვანელობა და დამფუძნებლები ერთობლივად შეიმუშავებენ. "არ არის გამორიცხული, ტელეკომპანია "მაესტროში" ვიხილოთ ბევრი ის ჟურნალისტი, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო არ მიუწვდება დღეს ხელი ჟურნალისტურ საქმიანობაზე. ეს შეიძლება იყვნენ "რუსთავი-2"-ის ძველი სახეები, თუმცა ძირითადი აქცენტი გაკეთდება "მაესტროში" მომუშავე კორესპონდენტებზე. ჩვენ ჟურნალისტებთან ვითანამშრომლებთ მათი სურვილის და კვალიფიკაციის დონის მიხედვით", განაცხადა კიწმარიშვილმა. ეროსი კიწმარიშვილი, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ელჩის თანამდებობას გამოეთხოვა. ის ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს საჯარო გამოსვლებსა თუ პრესის ფურცლებზე. ამასთან, კიწმარიშვილი სასამართლო ორგანოების მეშვეობით ცდილობს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ს დაბრუნებას. ყოფილი ელჩი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტ მიხილ სააკაშვილის მითითებით ის აიძულეს უარი ეთქვა თავისი წილზე (30 )%, რომელიც "რუსთავი 2"-ში ეკუთვნოდა. "რუსთავი 2"-ში ჩემი წილისთვის ბრძოლა გრძელდება და ამისთვის ყველა რესურსს გამოვიყენებ, თუ კი სასამართლო ჩემს მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მაშინ "მაესტროსთან" მიმართებაში რაღაცეების შეცვლა მომიწევს", თქვა კიწმარიშვილმა, თუმცა დასძინა, რომ ქართული სასამართლო მის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას არ გამოიტანს. წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2009/11/blog-post_13.html
  16. თეა თუთბერიძე ბოლო დროს ის პერსონა გახდა, რომელზეც საქართველოში ყველგან საუბრობენ. მას შედეგ, რაც ერთ-ერთ ინგლისურენოვან სოციალურ ქსელზე თუთბერიძემ პატრიარქისადმი მიძღვნილი უკვე ყველასთვის ცნობილი ვიდეოები განათავსა, თუთბერიძით ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა. ერთ-ერთ ქართულ ინტერნეტფორუმზე: www.planeta.ge-ზე. თუთბერიძემ გამართა ონლაინ-კონფერენცია, სადაც პირდაპირ რეჟიმში საკმაოდ ბევრ კითხვას უპოასუხა. მათ შორის ისეთ კითხვებსაც, როგორიც არც საგაზეთო არც ტელევიზიის ფორმატში მისთვის არ დაუსვიათ. პრესა.გე-ს მკითველისათვის ალბათ საინტერესო უნდა იყოს ეს კონფერენცია, მით უმეტეს, რომ კითხვების ავტორები ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები იყვნენ, როლებმაც კითხვები ფორუმებზე ბუნებრივია ძირითადად ფორუმული მეტსახელებით განათავსეს.......... წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2009/11/blog-post_11.html
  17. როგორ უცვლიან სახელებს ქუჩებს ქალაქ ზუგდიდში. გრიგოლ ქობალიას ქუჩა რევაზ ლაღიძის ქუჩის სანაცვლოდ. რატომ გადაარქვა საკრებულომ დიდი კომპოზიტორის სახელი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას და მას ზუგდიდიდ გამგებლის მამის, ადგილობრივი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარის და ყოფილი დეპუტატის სახელი დაარქა. ნანა ლეჟავას რეპორტაჟი ზუგდიდიან ვიდეო: http://www.youtube.com/watch?v=zVaoSZ59p4w წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2009/11/video_10.html
  18. დიდი არაფერინ უნდა დავაკოპებ: სამეგრელოში სიტყვის თავისუფლების გამოხატვის ხარისხი თითქმის ნულს უტოლდება. რეგიონში არსებული მედიასაშუალებები ნებით თუ უნებლიედ ხელისუფლების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ზუგდიდში მოქმედი დამოუკიდებელი ტელერადიოკომპანია „ოდიში“ რაიონის გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას პირადი საკუთრებაა, შესაბამისად ამ მაუწყებლის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია მიკერძოებული და ტენდენციურია. იქ მომუშავე ჟურნალისტები კი ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას არ უჩივიან. „ბედს“ შეგუებული ჟურნალისტები გამგეობის კორპორაციული ნომრებით „დამსახურებულად“ სარგებლობენ, რომ არაფერი ვთქვათ იმ რეპორტაჟებზე, რომლებიც ხშირად „მადლობა ალექსანდრე ქობალიას“ სრულდება. რადიო „ათინათი“, რომელიც მსმენელს საათში ერთხელ აწვდის დღის მთავარ ამბებს, ცდილობს ე.წ. ბალანსი დაიცვას, თუმცა ჩანს, რომ მათი ჟურნალისტური თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ხელისუფლების ინტერესები იკვეთება. უფრო რთული და საგანგაშო მდგომარეობაა ცენტრალური ტელეარხების (1-არხი, რუსთავი2, იმედი) კორესპონდენტებთან დაკავშირებით. მათ მიმართ უნდობლობა საზოგადოებაში მუდმივად არსებობს და იგი პირველ რიგში იმ დეზინფორმაციებს უკავშირდება, რომელიც პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის ყოველგვარ ნორმებს სცილდება... თავისუფალი აზრის გამოხატვით და კრიტიკით არც ბეჭდური მედია გამოირჩევა. არსებობენ ერთის მხრივ, ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დაკვეთით გამოიცემა და რედაქციების უმეტესი ნაწილი სამთავრობო შენობებშია განთავსებული და მეორეს მხრივ, ერთადერთი ჟურნალი, „ღია ბოქლომი“, რომელიც სიტყვის თავისუფლებისა და საკუთარი უფლებების დაცვას დიდი ზეწოლის ქვეშ ახერხებს. „ღია ბოქლომის“ რედაქტორი, ილია ჩაჩიბაია ხელისუფლებისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ჩაჩიბაიას მიმართ განხორციელებული დევნის ფაქტები საქართველოს სახალხო დამცველისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნებშიც არაერთხელ ასახულა. 2007 წლის 4 დეკემბერს, გუბერნატორ ზაზა გოროზიას კაბინეტში დატყვევებულ ჩაჩიბაიას სახელმწიფო მოხელის დაცვის უფროსმა, დიმიტრი მარკოიძემ და პრესსამსახურის უფროსმა, ლალი გელენავამ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გოროზია წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის წყაროს დასახელება აიძულეს... 2008 წლის 27 იანვარს კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა (ვახტანგ გაბელია) ჩაჩიბაიას სახის გამოსახულებით ქალის სხეულზე დამონტაჟებული შიშველი ფოტოები გაავრცელეს. პლაკატზე გაკეთებული წარწერის მიხედვით ჟურნალისტი კლიენტებს ინტიმურ მომსახურეობას შეღავათიან ფასებში სთავაზობდა... 2008 წლის 17 იანვარს, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ილია ჩაჩიბაია გაიტაცეს და ქალაქის გარეუბანში რამდენიმე საათით დაატყვევეს. გამტაცებლებმა იგი სცემეს და ჟურნალისტისგან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სტატიების გამოქვეყნების შეწყვეტა მოითხოვეს. ამ ფაქტებს გახმაურებული სასამართლო პროცესები მოჰყვა, ოღონდ არა დაზარალებული ჟურნალისტის სარჩელებს, არამედ გუბერნატორ გოროზიას საჩივარს, რომელიც ჩაჩიბაიას მისი საქმიანობის წინააღმდეგ გამოქვეყნებული სტატიის გამო სასამართლოში უჩივლა და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 10 000 ლარი მოითხოვა. გოროზიამ ეს პროცესი წააგო... 2009 წლის 9 მაისს ზუგდიდის ცენტრალურ საავადმყოფოში პოლიციის თანამშრომლებმა ილი ჩაჩიბაია სცემეს, ხოლო „პრესა.გე“ ჟურნალისტს, ნანა ფაჟავას და რადიო „მწვანე ტალღის“ კორესპონდენტს, სოსო ხოფერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურა დაუზიანეს. ჟურნალისტები პოლიციის მიერ სასიკვდილოდ დაჭრილი ჯიმი მეგრელიძის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების გასარკვევად მივიდნენ... 2008 წლის 26 მაისს სოსო ხოფერია და ნანა ფაჟავა თბილისი-სენაკის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ თეკლათთან შეიარაღებული პირების მიერ განხორციელებული თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. ხუთმა ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა ავტომატის კონდახით იმ მიკროავტობუსის მინები ჩაამსხვრია სადაც ჟურნალისტები ისხდნენ. ხოფერიამ და ფაჟავამ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ სენაკის პოლიციაში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ს. ს. საქმე აღიძრა, გამოძიებას დღემდე ეჭვმიტანილები არ ჰყავს. ჟურნალისტები კი მიიჩნევენ, რომ თავდასხმა შსს თანამშრომლებმა წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით განახორციელეს. 2008 წლის 21 მაისს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, „რადიო იმედისა“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს, ნანა ფაჟავას აბაშის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა ნორიოს საარჩევნო უბანში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფაქტზე სამეგრელოში პირველად აღიძრა ს. ს. საქმე, მაგრამ სენაკის რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვა იმ მოტივით შეწყვიტა, რომ თითქოს ჟურნალისტს აბაშის რაიონში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლება არ ჰქონდა... 2009 წლის 9 მაისს, ზუგდიდში, დადიანისეულ სასახლეში სამთავრობო გასვლითი სხდომის მიმდინარეობის დროს ზუგდიდისა და სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორიაზე მხოლოდ ფაჟავა არ შეუშვეს, მაშინ როცა შენობაში ცენტრალური ტელევიზიების ყველა წარმომადგენელი იმყოფებოდა... პოლიციელებმა, ზაზა ხასაიამ და ლაშა ექონიამ ჟურნალისტს ჯერ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ეზოდან გააძევეს... 2006 წლის 30 აგვისტოს, ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამხარეო პოლიციის უფროსის, მერაბ გერგაიას მითითებით პოლიციის თანამშრომლებმა ნანა ფაჟავა ცემეს, წაართვეს მობილური ტელეფონი, რომლითაც პოლიციელების მხრიდან გარემოვაჭრეზე განხორციელებულ ძალადობას ასახავდა... ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, 2004 წლის 3 მარტს და 2008 წლის 23 ივლისს „ტელე-იმედიდან“ და „რადიო-იმედიდან“ ნანა ფაჟავა კორესპონდენტის თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს...
  19. ეს ნახეთ ხალხნო, საიტის რეკლამას არ ვაკთებ უბრალოდ მინდა გაიგოთ ის რა ხდება რეგიონებში ძალიან მძიმე მდგომარეობაა მაგალითად სამეგრელოში, ჟურნალისტებს ურტყამენ და დაზდევენ. ეს სტატია ფეისბუქზე დამიპოსტეს ახლაP: http://boqlomi.blogspot.com/2009/11/blog-post_07.html
×
×
  • შექმენი...