შაკიკი - განმეორებადი, მწვავე თავისტკივილებია, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ცალმხრივია და პულსირებადი. მათი ხანგრძლივობაა 4 საათიდან 72 საათამდე.სახელწოდება დასაბამს იღებს ბერძნული სიტყვიდან ,,ჰემიკრანია’’ (თავის ნახევარი), რაც ტკივილის ცალმხრივობაზე მიუთითებს. შაკიკი გავრცელებული დაავადებაა, ქალები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე კაცები(სიხშირე 4:1). როგორც წესი შაკიკს აქვს სეზონური ხასიათი და თუ არ ვცდები გაზაფხულსა და შემოდგომაზე მწვავდება ხოლმე. არსებობს შაკიკის ორ ძირითად ტიპი :ჩვეულებრივი შაკიკი-ასევე ცნობილი, როგორც აურის გარეშე მიმდინარე და კლასიკური,ანუ აურით მიმდინარე შაკიკი. უმრავლეს შემთხვევაში, აურას თან ახლავს მხედველობის გაუარესება, სმენისა და მგრძნობელობის დარღვევა, შფოთვა, ფსიქიკისა და მოძრაობის დარღვევა. აურის პერიოდი გრძელდება 4-დან 60 წუთამდე. კლასიკური შაკიკით დაავადებულია ავადმყოფთა 15 %. შაკიკის ეტიოლოგია: შაკიკის სიმპტომები გამოწვეულია ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევით. ცვლილების მიზეზი, ჯერ-ჯერობით, უცნობია. ავადმყოფთა 70% აქვს დაავადებისადმი მემკვიდრული მიდრეკილება.შაკიკის ეტიოლოგიაში შეიძლება გამოვყოთ: სტრესი, ნერვული და ფიზიკური გადაძაბვა, კვებითი ფაქტორები (ყველი, შოკოლადი, მიწის თხილი, თევზი), ალკოჰოლი (ლუდი, წითელი ღვინო, შამპანური), ჰორმონალური დარღვევები (მენსტრუალური ციკლი), კონტრაცეპტივების გამოყენება, ძილის უკმარისობა, გარემოს ფაქტორები. ხო და რა შეიძლება კიდევ დავამატო ასაკის მატებასთან ერთად აღინიშნება დაავადების გაქრობაც. (მამაკაცებში 45 წლის შემდეგ, ხოლო ქალებში მენოპაუზის დადგომისას).