Jump to content
Planeta.Ge

utilizatori

პლანეტელი
  • პოსტები

    256
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი utilizatori

  1. შიმშილი კაი ვარიანტია ოღონდ ცილებით შიმშილი არა ცხიმებით და ნახშირწ####ბითაც ნაკლებად სვით წყალი უმარილო დიეტა ან რაც შეიძლება ცოტა მარილი ნელნელა დაუკლებ ჭამეთ ხშირად და ცოტ-ცოტა დღეში 5ჯერ და ცოტა და არა დღეში 1ხელ და მთელი დღის სამყოფი უნდა ღეჭო საკვები დიდხანს ჯერ ერთი საკვების მონელებისთვისაც კარგია და მეორეც კუჭიდან სიმაძღრის სიგნალი ასე 20 წუთის დაგვიანებით მიდის ტვინში ნელა რო ჭამ სიგნალი მისვლას ასწრებს და ზედმეტს არა ჭამ ჭამის მერე მუცელი გადავსებული არ უნდა გქონდეს და არ შეიძლება ეგრევე წამოწოლა ცოტა გაიარეთ ფეხზე მოკლედ თუ არ დაგეზარება ესენი კარგია ოღონდ სწრაფი შედეგი არ გექნება საერთოდ ცხიმები დიდხანს ინახება და ძნელად იწვება დიეტების შემდეგ რომლებიც უცბად აგდებენ წონას როგორც წესი ისევე მალე იმატებს ადამიანი წონაში ესაა ჩემი კმენტარი
  2. სათვალე კაი ვარიანტია კიდე არსებობს თვალის ვარჯიშები აი დილით რო გააკეთებ გამამხნევებელ ვარჯიშს განმკლავი ზემკლავი წინმკლავი და ასე შემდეგი ეგეთ პონტში უნდა გააკეთო ოღონდ თვალით : აიხედე ზევით, ქვევით, მარცხნივ, მარჯვნივ გაიხედე რაც შეიძლება შორს ჰორიზონტს გახედავ მერე მზერა დააფიქსირე ახლოს და ასე შემდეგ კარგად ასვენებს თვალებს
  3. მეც მანდ ვარ ბატონო შენს ბლოგს თუ დავუჯერებს დაახლოებით 1.5 მილიონი წლის წინ მინიმუმ ნუ ცული უკვე მაშინ ქონდათ : ხოდა საინტერესო ამბავი ხდება 25 000 წლით ადრე როცა ადამიანმა ნემსი და მახათი გამოიგონა :
  4. პირდაპირ არაფერს ამბობს მაგრამ ადამ და ევადან რო დაიწყო ათვლა გენიალოგიის მიხედვით დაახლოებით 7000 წელი გამოდის როგორც მახსოვს გენიალოგია კიდე დაზუსტებით არის მითითებული ვინ ვისი შვილი იყო და რამე
  5. ეს ისეთი გამოკითხვაა "გჯერათ თუ არა ბიბლიის"
  6. ხო მაგრამ 1990 წლის მერე დაბადებულები ბევრი მინახავს კომპიუტერთან რო ჯდება ეგრევე "ემიგრაციაში" ხვდება
  7. აუ რა მაგარი სურათია საღოლ დალის სურათების კრებული მაქვს ნანახი რაცხა უზარმაზარი წიგნი იყო მარა ეგ სურათი არ იყო იქ ხო ცნობილი ისტორიაა ეგ საქართველო გადარჩება და ქართველები დავემსგავსებით სომხებსო ესე მთავრდებოდა
  8. დისპლაზია ძალიან ზოგადი მცნებაა ზოგადად ნიშნავს თანდაყოლილ პათოლოგიას როცა ნეონატალურ პერიოდში ხდება დარღვევა და ქსოვილი არ ვითარდება სწორად ან სრულად განუვითარებლობას ნიშნავს - ქსოვილის არასწორად განვითარებას და ზოგიერთ პათოლოგიას შემოკლებით უწოდებენ დისპლაზიას მაგალითად მენჯბარძაყის სახსრის დისპლაზია ანუ განუვუთარებლობა სხვა დისპლაზიებიც არსებობს ! სიმსივნეს რაც შეეხება შესაძლოა გახდეს სიმსივნური წარმონაქნის წინა პირობაც საერთოდ ნეონატალურ პერიოდში ქსოვილების განვითარება და დიფერენციაცია ძალიან გავს სიმსივნის დროს მიმდინარე პროცესებს ორგანიზმი იბადება ერთი უჯრედისაგან ანუ ყველა ქსოვილი და ყველა უჯრედი ერთი გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია მაგალითად ძვლის უჯრედები - ოსტეოციტები და ტვინის უჯრედებიც ნეიროციტებიც აბოსლუტურად ერთანირი ქრომოსომებს ანუ გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავენ და საერთოდ ყველა ქსოვილი ერთი გენეტიკური მასალაა ეხლა ნეონატალურ პერიოდში რა ხდება ე.წ. დაბალდიფერენცირებული უჯრედებია რომლებიც არ არიან დაყოფილი გარკვეულ ქსოვილებად და გამრავლების დიდი უნარი აქვთ და იმის მიხედვით რომელ ადგილას მოხვდებიან ხდება მათი დაყოფა ჯერ ენდოთელიუმად და ეგზოთელიუმად და შემდეგ უფრო ძლიერი დიფერენციაცია მიდის სანამ კონკრეტულ ქსოვილებამდე არ მივლენ უჯრედები სიმსივნის დროსაც უჯრედები არის დაბალდიფერენცირებული და გამრავლების დიდი უნარი აქვთ დისპლაზია ნიშნავს რომ უჯრედი არ ჩამოყალიბდა მაგალითად კუნთოვან ქსოვილად (არადა უნდა ჩამოყალიბებულიყო) ან ძვლოვან ქსოვილად და ასე შემდეგ ხოდა რჩება დაბალიდფერენცირებულ ქსოვილად მერე რამე რო მოხდეს შესაძლოა სიმისვნის მსგავსად უპრაგონოდ გამრავლება დაიწყოს მაგრამ აუცილებელი არ არის მოკლედ დისპლაზია ნიშნავს არასწორად განვითარებას, განუვითარებლობას კონკრეტული ორგანოს ან ქსოვილის ეხლა არ დამიწყოთ დაამტკიცე და რამე : ექიმი ვარ და 10 წელი მედიცინას ვსწავლობდი და ეგ მაინც ვიცი როგორ არის სკეპტიკოსებმა შეგიძლიათ გადაიკითხოთ ლიტერატურა
  9. 1981-ში ვარ დაბადებული და აბა რომელი "არაემიგრანტი" შემეჯიბრებით და მერე ვნახოთ ვინ მოხვდა "უცხო სამყაროში"
  10. აგერ საინტერესო ქართული ლინკი http://www.med.interes.ge/index.php გამოგადგებათ დროდადრო
  11. მარტო შენი ხათრით ნაწლავური პრობლემების 40% როცა პაციენტი ექიმის მიმართავს ბუასილის გამოა ბუასილი უფრო ხშირად ვითარდება დიდხანს ჯდომის შემთხვევაში (მით უმეტეს თუ ცივზე ზიხარ) მაგიტომ არის მძღოლების და კომპიუტერთან ხშირად მჯდომების დაავადება. და ზოგადად ვისაც სულ ჯდომა უწევს რა არის ბუასილი? ჰემოროიდული კვანძები ყველა ადმიანის ორგანიზმში არსებობს, რომლებიც ანალური არხის ლორწოვანი გარსების ნაოჭებია. მათი ფუნქციაა განავლოვანი მასების დაკავება კუნთოვან სფინქტერთან ერთად. მონაწილეობენ ანალური არხის გადაკეტვაში. დეფეკაციისას ნაოჭები გადასწორდება ხოლმე (რეებზე მაბაზრებ ბიჭო რა არის : ) ლოკალურად სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემთხვევაში იზრდება ამ ნაოჭების ზომები (ჭარბი სისხლით გადავსების გამო) და ნაოჭების გარეთ გამოვარდნა. რისკის ჯგუფები ძირითადად ასეთია: *დიდხანს მჯდომარე ხალხი (მძღოლები, IT-შნიკები) *კუჭის შეკრულობა, სიმსუქნე *დალევის მოყვარულები *შებოლილი, ცხარე და მჟავე საჭმელის მოყვარულები *ანალური სექსის მოყვარულები *მცირე მენჯის ანთებითი პროცესებით დაავადებულები *სპორტი რომელიც დაკავშირებულია სიმძიმეების აწევასთან, შანისტები და მზიდავები (სხვათაშორის მაგენი თიაქრის - გრიჟას რო ეძახიან რისკის ჯგუფშიც შედიან) ძირითადი სიმპტომებია : *სისხლდენა დეფეკაციისას, ან სისხლის მინარევი განავლოვან მასებში (ალისფერი, შავი თუა ცუდად არის თქვენი საქმე წყლულმა იცის შავი) *ქავილი და წვა უკანა ტანში *უცხო სხეულის შეგრძნება იქ სადაც ჯერ არს... (თუ დარწმუნებული ხარ რომ იქ არაფერი უნდა იყოს *კვანძების გამოვარდნა უკანა ტანიდან *ტკივილი დეფეკაციისას, სიარულისას, ჯდომისას *ბუასლისი კვანძების მტკიბვნეულობა ჯდომისას ეს ყველაფერი ბუასილის უტყუარი ნიშნებია. რამოდენიმე მაინც იქნება ერთდოულად. ძირითადი სიმპტომების გარდა არსებობს სხვა სიმპტომებიც რომლებიც განსხვავებულია ბუასილის ფორმის მიხედვით და დაავადების სტადიების მიხედვით. დიაგნოსტიკა: თუ გამოვლინდა ზემოთხსენებული სიმპტომები, (სისხლდენა, დისკომფორტი, ქავილი და წვა, სისველის შეგრძნება უკანა ტანში) აუცილებელია ექიმთან მისვლა რათა ჩატარდეს მინიმალური გამოკვლევები, დათვალიერება მაინც. ქვემოთ მოყვანილი ღონისძიებებით შესაძლებელია ბუასილის თავიდან აცილება, ხოლო თუ ბუასილი უკვე განვითარდა ეს რჩევები შედარებით შვებას მოგცემთ. თუმცა ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში უმჯობესია პროფილაკტიკა, რომ არ განვითარდეს, რადგან მკუნრალობა ყოველთვის ბევრად ძნელია. *კუჭის მოქმედების დაღვევების თავიდან აცილება (აშლილობა, შეკრულობა) *სწორი კვება (იგულისხმება რეგულარული - ყოევლდღე გარკვეულ საათში, რაციონის სწორად შერჩევა და ა.შ. რაც საქართველოში იშვიათია, ხინკალი, ქაბაბი, დალევა მაკდონალდსი და ათასი უბედურობა *ჰიპოდინამიის პროფილაკტიკა ანუ იმოძრავეთ ბევრი, ადექით ხოლმე კომპიუტერიდან ცოტა ხნით მკურნალობა დაუშვებელია თვითმკურნალობა, დიაგნოზი უნდა დადასტუროს სპეციალისტმა, ბუასილის მსგავსი სიმპტომები მსხვილი ნაწლავის სხვა უფრო სერიოზულმა დაავადებებმა შეიძლება მოგვცეს. მკურნალობის მეთოდი არის კონსერვატული (მედიკამენტებით) და ქირურგიული (ბუასილის კვანძების ამოკვეთა). ქირურგიული მეთოდი გამოიყენება ბუასილის კვანძების გამოვარდნის შემთხვევაში როცა კონსერვატული მკურნალობა უეფექტო იყო. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისტემატურად და კომპლექსურად (დანიშნულებას რო დაგიწერენ ბოლომდე უნდა შეასრულო, შუა გზაში არ უნდა გაჩერდე, პრინციპში ყველა დაავადებაზე ეგრეა ). მიუხედავად უამრავი რეკლამისა და ბუასილის სამკურნალო უამრავი ”სასწაულმოქმედი” პრეპარატისა, არ არსებობს ისეთი ”აბი” (გლუკოზა რომელსაც დალევ და მორჩები სამუდამოდ ხალხური მედიცინის მეთოდები მისაღებია და შესაძლოა გამოვიყენოთ კომპლექსურ თერაპიაში, სტანდარტულ მკურნალობასთან კომბინაციაში.
  12. რა სისულელეა შიდსი თავიდან გავრცელდა და ცნობილი გახდა როგორც ჰომოსექსუალისტების დაავადება მოკლედ სისულელებია მაგ ფილმში რუსებს უყვართ ხოლმე ველოსიპედის გამოგონება და ეგ ფილმიც მაგის დასტურია სამწუხაროდ არსებობს აივ ვირუსი და ჩვენ რო ვიძახოთ არა გვჯერა არა გვჯერაო მაგითი არფერი შეიცვლება მაინც იარსებებს და კიდე ბევრს მოკლავს ანტისხეულებია სწორად გაგიგია ტერმინი სპეციფიური ანტისხეულების აღმოჩენით დგინდება შიდსის დიაგნოზი და რა თქმა უნდა არსებობს შეცდომის ვარიანტი მარა განმეორებითი ანალიზები შეცდომის გამოსწორების გარანტიას იძლევა მოკლედ მცდარი დიაგნოზებიც არსებობს მარა ეგ არ ნიშნავს რომ შიდსის ვირუსი არ არსებობს
  13. ხალხი რითი კვდება მაშინ? მთვარი ის არის რომ რაღაცა კლავს ადამიანებს და შიდს დაარქმევ თუ შადს მაგას არა აქვს მნიშვნელობა აბა ამდენი იმუნოდეფიციტის შემთხვევას რითი ხსნიან რა დიაგნოზით?
  14. აჰა შენ ფაქტები http://en.wikipedia.org/wiki/Hiv ესეც რუსულად http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%98%D0%A7 დაბლა მანდ ლინკებია ისინიც დაათვალიერე და დარწმუნდი რომ მართლა არსებობს არ გამომივიდა ურწმუნო თომა :eshmak:
  15. ზლოლ რა სისულელეა ნუ უჯერებ შენ რუსებს ვირუსი არსებობს შეიძლება ხელოვნური გზით არის მიღებული და შეიძლება ფულის გასაკეთებლად ან ადამიანთა რაოდენობის კონტროლისთვის არის შექმნილი მარა ფაქტია ვირუსი ნამდვილად არსებობს და ნამდვილად აზიანებს T ლიმფოციტებს და ნამდვილად იწვევს იმუნოდეფიციტს ! არსებობენ ადამიანები რომლებიც მკურნალობას არ იტარებენ მარა აშკარად ინფიცირებული არიან აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტს ვირუსი) ვირუსით ასეთი ადამიანების ხელოვნურად შექმნა შეუძლებელია (ასეთი დიდი რაოდენობით მაინც) :eshmak:
  16. არა ფლეშ პლეერი დააყენე ხელახლა რა
  17. ბიჯო ცადე კიდევ რა ხელახლა დააყენე შეიძლება გამოვიდეს
  18. ეგ არის ეგა :eshmak: გორი-თბილისი პლუს ქარელი
  19. გათახსირებულო რამდენი ხანია არ მინახიხარ მე რა ვიცი ჩაინიკს გავხარ თუ სამოვარს ეგ დააყენე და არ მუშაობს ? საოცარია პირდაპირ არა მჯერა რაღაცა გექნება სისტემაში არეული ხელახლა დააყენე მაგარი სისტემაა მარა თამაშები არ მიდის მარტო თავისი თამაშები აქვს სამაგიეროდ ინტერნეტი სკაიპი ყველაფერი აქვს ყველაფერი უფასოა და blue screen ები და ვირუსები არ გაწუხებენ
  20. რა ახალია ბიჯო flash player-ი ჩამოტვირთე და დააინსტალე http://get.adobe.com/flashplayer/otherversions/ აქედან ჩამოტვირთე Flash Player 10 for Linux (.deb) ვერსია საინსტალაციოა და გაუშვებ პირდაპირ დააინსტალებს და უყურებ youtube და myvideo ეგეთებს სიმაღლეში რატო გიწელავს არ ვიცი შეიძლება ცდილობს რო გაგაჯავროს
  21. დიდი შანსია რომ 1.8-იან სელერონზე 8 გბ ოპერატიული ვერ დააყენო ჯერ ერთი იმიტომ რომ მაგ პროცესორის შესაბამისი მაზერი მაგდენ ოპერატიულს ვერ ხედავს მაქსიმუმ 4 გბ-ს ხოლმე ხოლო უფრო ახალ მაზერებზე მაგ პროცესორს ვერ დააყენებ პლუს 64 ბიტიანი ვინდოუსი თუ არ გაქვს 3.5 გბ-ზე მეტს არ გამოიყენებს ! და თუ ვიდეო კარტა არ გივარგა 120 გბ ოპერატიულიც რო დააყენო და რო გაარღვიო ეგ პროცესორი ახალ თამააშებში ძალიან ცუდი წარმადობა გექნება კაი პროცესორი თუ არ გაქვს ვიდეო კარტის შესაძლებლობებსაც ვერ ნახავ ბოლომდე 1.8 სელერონი bottleneck იქნება ვიდეოსთვის თანამედროვე კარგი ვიდეო კარტები 200 დოლარიდან იწყება და 500 დოლარამდე ადის ფასები Nvidia GTX295 მაგალითად 500 დოლარი ღირს მარა ეხლა ატიმ გამოუშვა 5800 სერიის ვიდეო კარტები ერთადერთი სერიაა dirextX 11-ის მხარდაჭერით 400 დოლარი ღირს 5870 და ეხლა გამოუშვებს ორი GPU-თი 5900 სერიას საკმაოდ ჩაძირა Nvidia-ს კარტები და ეხლა Fermi-ს იმედი აქვს მარტო ნვიდიას მარა 2010 წლამდე არ გამოვა ეგ ფერმი კარტები
  22. სამედიცინო წიგნები შეგიძლიათ ამ საიტებიდან უფასოდ ჩამოტვირთოთ http://www.bestmedbook.com/ http://libopen.ru/ http://formedik.narod.ru/ ესეც საინტერესო ბიბლიოთეკა http://allbest.ru/medlit.htm ესეც ინგლისური რესურსები http://www.freebooks4doctors.com/ http://www.medicalbooks.com/ http://www.freebookcentre.net/medical_text...oks_online.html საერთოდ გუგლი ჩვენი მეგობარია მთავარია მონდომება და ბევრ რამეს იპოვი
  23. ა ბატონო განათლდით რუსულად http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D0%B4%...%BE%D0%BC%D0%B0 და ინგლისურად http://en.wikipedia.org/wiki/Adenoma
  24. ვეთანხმები ბატონ თოლიას http://www.mis.ge/ ამ ნომრებზე დარეკე და გეტყვიან რა სად იყიდო
  25. შეცდომა არა რუდიმენტი ქვია მაგას შემორჩა წინაპრებისგან
×
×
  • შექმენი...