Jump to content
Planeta.Ge

akkai

პლანეტელი
  • პოსტები

    1.571
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი akkai

  1. მოცოს ხეობაში მომხდარი ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. მაშველები ავტოავარიის შედეგად ხევში გადავარდნილი ბავშვის ძებნას განაგრძობენ. შემთხვევა გუშინ მოხდა. ჯიპის მარკის ავტომანქანა, რომელშიც 10 ადამიანი, მათ შორის ორი ჩვილი ბავშვი იმყოფებოდა, მოცურდა და ხევში გადავარდა. სამართალდამცავთა განცხადებით, ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შესძლო. გადარჩენილია შატილის თემის საკრებულოს დეპუტატი გელა დაიაური, რომლის მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ. ერთი ბავშვის ცხედარი ნაპოვნია, მაშველები მეორე ბავშვის ძებნას განაგრძობენ. სხვა გარდაცვლილების ცხედრები ნაპოვნი და ამოცნობილია. ექიმების განმარტებით, გადარჩენილი სამი ადამიანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბავშვის პოვნა ვერ მოხერხდა: ინფორმაცია არის ძველი: ავარია გუშინ მოხდა ამ სემთხვევაში კონტექსტიდან არის ამოვარდნილი:
  2. ძუკუ მთავარი საკითხი რა არის რაზეც მოაწერეს ხელი? პუნქტების მიხედვით არის სადმე დადებული შეთანხმების პაკეტი? და რა მილიონზეა საუბარი? ეს რა თანხაა? რომელსაც არცევნების ჩასატარებლად აძლევენ ხოლმე მონაწილე პარტიებს ბონუსი რომ ბლოკი დაშლილიყო თუ რა? მადლობთ!
  3. ააა...აღმოაჩინეთ უკვე "მოღალატეები"? :givi:
  4. Anima Libera Price: $342.49 ძვირია ეხლა ჩემთვის: თან ზღვის სეზომი მოდის და სადმე მინდა წასვლა: მაგდენს ვერ გავქაჩავ: ერთადერთხელ გამოვიწერე ამაზონიდან: http://www.amazon.com/BlackBerry-Storm-Unlocked-Camera-FACTORY-REFURBISHED/dp/B00479WMQA/ref=sr_1_22?ie=UTF8&qid=1309101585&sr=8-22 Vამომივიდა და 3 დღეში დავკარგე Anima Libera გიორგი68 უფრო ვიდეოს ხარისხზე მინდა აქცენტის გაკეთება ტელეფონის არჩევისას:
  5. გიორგი68 ანუ ეეს? http://mymobile.ge/product_details.php?type=mymobile&product_id=2498 სონი ერიკსონის რაიმე მოდელს ამ ფასში ვერ ვნახავ ??
  6. ტელეფონი მირჩიეთ ვინმემ: დავკარგე ჩემი 3 დღის ჩამოსული ბლეკბერი არადა 1 თვე ველოდე სანამ გამოვიწერდი და ჩამოვიდოდა: 550-600 ლარის მეტს ეხლა ვერ გადავიხდი: რამე ამარჩევიეთ რა:
  7. Achiko1972 როგორ ხარ? იმ დღეს "ჩემი მანქანის პილოტის" გადამკიდე, ვერაზე მიმავალნი ვარკეთილში აღმოვჩნდით: ვერ გააგნია გზას :givi: დღეს იქნებით ვერაზე?
  8. ..Nukriko არ მოყვე რა შინაარსი
  9. Nukriko ყველაზე მაგრა კხალასარებზე ვიკაიფე; ცოტა ველური მაგრამ მაგარი ხალხია: და ის სცენა მომეწონა: დროგო ვიზერისს თავზე დამდნარ ოქროს რომ გადაასხამს; მოკვლის ამ მეთოდს რომ აირჩევს ,მხოლოდ იმის გამო რომ მშვიდობიან პერიოდში ქალაქში იკრძალება იარაღის ტარება და სისხლის დაღვრა. და ლანისტერები გლიჯავენ საერთოდ: სისხლის აღრევა რომ არ მოხდეს სამეფო გვარში,ამით რომ ამართლება და-ძმის გარყვნილობას; პრინც ჯოფრიზე არ ვამბობ..მეორეზე,მახინჯი როა; ეს როდის? ეხლა მერვე სერიაზე ვარ გაცერებული: დღეს ჩავამთავრებ დაღცენილ ორივე სერიას და დაველოდები ახალს;
  10. Nukriko მე ვუყურებ: ძალიან მაგარია: გამოგონილია ყველაფერი , მაგრამ მაინც : ჯუჯა ლანისტერია ჩემი ფავორიტი გმირი ამ სერიალში :უძაანმაგრესია: Anima Libera გამოვიდა კი არა პირველი სეზონი მთავრდება: ბოლო სერია დარჩა და შემდეგ ახალ სეზონზე წავა მუშაობა:
  11. რო ვამბობ ყველგან შეილება მეთქი, არ გჯერათ: http://a.pix.ge/p/oxdwy.jpg ფოტო გადაღებულია ვანკუვერში. ხოკეის ადგილობრივი კლუბის ფინალში,წაგებული თამაშის შემდეგ.
  12. Anima Libera სიუჟეტის ბოლოს თემის ლინკი დავდე; გადაავლე თვალი დრო როცა გექნება: მაგრა გადმოიტანა თავისი ემოციები იმ თემაში :
  13. მეც მინდა ბათუმში ველისაპედით: ოღონდ არც ველიკი არ მყავს და არც კარავი არ მაქ: ეს ამბავი იცი? ფორუმელია.ჩემი მეგობარია: შარშან ზაფხულში ფეხით დააწვა მარტო თბილისიდან უშგულამდე: http://www.youtube.com/watch?v=8C7scEmbq_w "სრული სიგიჟეა" მე თუ მკითხავ: მოგზაურობის სრული თემა
  14. მანდვეა ნომრები მითითებული და გაგარკვევნ: ტელეფონების თემაში იკითხე აქ და აპარატის არჩევაში იქ დაგეხმარებიან:
  15. giorgi000 http://www.amazon.com/gp/search/ref=sr_pg_3?rh=n%3A283155%2Ck%3Aiphone4g&page=3&keywords=iphone4g&ie=UTF8&qid=1307569555 აქ დარეგისტრირდი.მოძებნე და ჩამოტანა ამ კომპანიის გავლით ხდება: http://bestex.ge/ კარგად გადაიკითხე; დეტალურადაა აღწერილი როგორ გამოიწერო:
  16. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებასაქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების აბონენტთა საყურადღებოდ ! განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილების ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ” თანახმად, მიმდინარე წლის 4 ივნისიდან იცვლება საქართველოს ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების სააბონენტო ნომრები. ქ.თბილისში იმოქმედებენ-შვიდ ციფრიანი სააბონენტო ნომრები, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში კი ექვს ციფრიანი სააბონენტო ნომრები, რისთვისაც ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების მოქმედ სააბონენტო ნომრებს პირველ ციფრად დაემატება ციფრი”2” ხოლო დანარჩენი ციფრები კი უცვლელნი დარჩებიან,მაგალითად : ქ.თბილისისფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტო ნომერი99-99-99 შეიცვლება ნომრით 299-99-99, ხოლო ნომერი 79-99-99 შეიცვლება ნომრით 279-99-99.ქ.ბათუმის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტონომერი7-99-99 შეიცვლება ნომრით27-99-99;ქ.ქუთაისის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტოქსელის ნომერი5-99-99 შეიცვლება ნომრით25-99-99, ქ.გორის ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელის სააბონენტონომერი7-99-99 შეიცვლება ნომრით27-99-99 და ა.შ. სააბონენტო ნომრის სიგრძე უცვლელი დარჩება მხოლოდქ.რუსთავში,სადაცფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების ექვს ციფრიანი სააბონენტო ნომრების პირველი ციფრი -”1” შეიცვლება ციფრით - ”2”, ხოლო მისი მომდევნო ყველა დანარჩენი ციფრები უცვლელნი დარჩებიან, მაგალითად :სააბონენტო ნომერი 15-99-99 შეიცვლება ნომრით 25-99-99. აქვე განმარტავთ, რომ ქ.რუსთავის სატელეფონო ქსელის აბონენტებთან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დასამყარებლად აკრეფილი უნდა იქნეს ქ.რუსთავის ახალი სატელეფონო კოდი 341 შემდეგ რუსთავის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტის ახალი ნომერი, რომელიც ციფრი ”2”-ით დაიწყება. ელქტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის რეფორმირების მიმდინარე ეტაპზე ექსტრემალური (საპატრულო პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, გაზის საავარიო სამსახური, დაცვის პოლიცია) და საინფორმაციო-საცნობარო სამსახურების, მოკლე სპეცნომრები და მათი გამოძახების არსებული წესი, ისევე როგორცადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირის დამყარების არსებული წესები უცვლელნი რჩებიან, მაგალითად : რომელიმე ერთი ქალაქის ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტებს შორის ადგილობრივი კავშირის დასამყარებლად გამომძახებელიაბონენტის მიერ იკრიფება მხოლოდ გამოსაძახებელი აბონენტის ახალი სააბონენტო ნომერი (ქ.თბილისში შვიდციფრიანი ახალისააბონენტო ნომერი - 2XX XXXX, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში ექვსციფრიანი ახალი სააბონენტო ნომერი 2X XXXX). საქართველოს ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებიდან ქ.თბილისში დასარეკადგამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს : პრეფიქსი-8, შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის შვიდნიშნა ნომერი - 2XX XXXX; ქ.თბილისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს : პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი (მაგალითად : ქ.ბათუმში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, ,შემდეგ ქ.ბათუმის ახალი კოდი - 422 და ბათუმში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი- 2X XXXX ); ქვეყნის ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დასარეკად აბონენტის მიერ აკრეფილი უნდა იქნეს პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი (მაგალითად : ქ.რუსთავიდან ქ.სამტრედიაში დასარეკად აკრეფილი უნდა იქნესპრეფიქსი-8, ქ სამტრედიის ახალი კოდი-411 და ქ.სამტრედიაში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ექვსნიშნა ნომერი - 2X XXXX). ფიჭური სისტემის მობილური რადიოსატელეფონო ქსელებიდან ფიქსირებული ადგილობრივი სატელეფონო ქსელების აბონენტებთან კავშირის დასამყარებლად გამომძახებელი აბონენტის მიერ იკრიფება: პრეფიქსი-8, შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის ახალი კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ახალი ნომერი (მაგალითად: ქ. თბილისში დასარეკად აკრეფილ უნდა იქნეს პრეფიქსი-8,შემდეგ თბილისის კოდი-32 და ქ.თბილისში გამოსაძახებელი აბონენტის ახალი შვიდნიშნანომერი - 2XX XXXX). საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს ქალაქების და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ცენტრებში დასარეკად გამომძახებელი აბონენტი კრეფს :+, საქართველოს კოდს-995, გამოსაძახებელი ქალაქის ახალ კოდს და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ნომერს, (მაგალითად : საზღვარგარეთიდან ქ.ქუთაისში დასარეკად იკრიფება +, საქართველოს კოდი-995, ქ.ქუთაისის ახალი კოდი -431 და გამოსაძახებელი აბონენტის ექვსნიშნანომერი - 2X XXXX). ამასთან ერთად შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 25 აპრილიდან მოქმედებაშია საქართველოს ქალაქების დამუნიციპალიტების ადმინისტრაციული ცენტრების მხოლოდ ახალი სატელეფონო კოდები. დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ სატელეკომუნიკაციო საოპერატორო კომპანიების საინფორმაციო საცნობარო სამსახურებს. კომპანია "კავკასუს ონლაინის" აბონენტებმა ტელეფონის ნომერზე - 20 00 00 კომპანია ”სილქნეტის” აბონენტებმა ტელეფონებზე - ქ. თბილისი, საქართველოს ქალაქები და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრები - 100-100. კომპანია ”ახალი ქსელების” და”ახტელის” აბონენტებმა ტელეფონებზე - ქ.თბილისი-75 -75-75;13-13-13; ქქ. ქუთაისი, ზესტაფონი, ფოთი-2-00-00. კომპანია ”საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაციის” აბონენტებმა ტელეფონებზე - ქ.რუსთავი- 508; კომპანია ”მაგთიკომის” აბონენტებმა ტელეფონებზე (მაგთი, ბალი, ბანი და მაგთი ფიქსი)- 17-00-00; ქ. თბილისი -17-00-00, კომპანია ”ჯეოსელის” აბონენტებმა ტელეფონებზე (ჯეოსელიდა ლაი-ლაი)-7777; ქ. თბილისი - 77-01-77 . კომპანია ”ბილაინის” აბონენტებმა ტელეფონებზე - 0611;ქ. თბილისი - 20-06-11. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაოთა შემდგომი ეტაპების და ქსელების ნუმერაციაში ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მოწოდებულ იქნება დამატებით.
  17. ძალიან დაბალი დონე: შეილება ადრესატი მართლა არის "ის" რაზეც არის საუბარი, თუმცა ორმაგად "ის" გამოდიხარ როცა პირდაპირში მსგავსი ტექსტით რეკავ:
  18. verusi http://www.youtube.com/watch?v=ArReFg8Xm4g&feature=player_embedded ეს ნახე რა : განსაკუთრებით ბოლო ნაწილი: ყველაფერს ავიტან და უკან არ დავბრუნდებიო: ახსნაც მაგარი აქ; მიეცი საბაბი რო გცემოსო და მაგიტო გცემსო
  19. გიორგი68 ჩათვალე რო "დამამარცხე".თითი მოვკვაკვე (თუ როგორცაა) და ამ პოსტზე რეპუტაციაზეც +1 დაგიწერე;
  20. გიორგი68 :) ეს ის შემთხვევაა,როდესაც ჯობდა პმ-ში გამომეგზავნა მანამდე(უბრალოდ არ გითქვია თორე გამოგიგზავნიდი), და ამას ნამდვილად არ დაწერდი :) პმ ნახე აბა: პ.ს. შენ მაინც კარგად იცი, აქ ვიღაცის მონაყოლზე და ტრანსპორტში გაგებულ ინფორმაციებზე სკანდალს არ ვტეხ ხოლმე არ მჭირდება უბრალოდ:
  21. გიორგი68 არ ცხოვრობ საქართველოში,(ან უბრალოდ არ დაინტერესებულხარ, როგორც შენგან ვიცი შორს ხარ ტოტალიზატორისგან) თორემ ბევრი ის ფაქტი გეცოდინებოდა, რაზეც მარტო მე კი არა ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს: თბილისი პატარა ქალაქია, და არაფერი არ იმალება; პ.ს. არსებობს რაღაცეები რაზეც ღიად ფორუმზე დაწერა არ შეილება: ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე ვთვლი:
  22. Ostap ძოძუაშვილის მოკლე "სამწვრთნელო კარიერა" ტორპედოდან გამოგდეს ელისტის ურალანიდან გამოაგდეს ალანიადან გამოაგდეს მახაჩკალის დინამოდან გამოაგდეს რუსთავის ოლიმპიდან გამოაგდეს ყარაგანდის შახტიორიდან გამოაგდეს ----------------------------------- ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობის გამო თოვუზის თურანიდან გამოაგდეს (კონკრეტული ფაქტიც შემილია პმ-ში მოგწერო თუ გაინტერესებს, უბრალოდ ღიად არ მინდა აქ დაწერა. ძოძუაშვილის გამოხტომა მარტო ერთი რამითაც შეიძლება ახსნა. ტიპს შურს. შურს და ეს მის კომენტარშიც ჩანდა რაზეც პასუხად მიიღო "იქაც პროფესიონალი ვიყავი და აქაცო". ქართული ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ. რასაც ვხედავ და ვუყურებ ამით ვსაზღვრავ. და ვუყურებ აი ამას: რა შედეგიც ნაკრებს აქვს 1 წელი წაუგებელი სერია ამის მერე ფეხბურთის ფედერაციას პროსტა რა პონტში უნდა უსაყვედურო??? ფედერაცია და მწვრთვნელი ერთად არ მუშაობენ? როგორ შეიძლება ფედერაცია იყოს ცუდი და მწვრთვნელი დებდეს მარტო კარგ შედეგს? გუნდური პრინციპია რა: ფედერაცია, მწვრთნელი (თავის გუნდთან ერთად) და ფეხბურთელები: ერთერთმა რგოლმა შეცდომა რომ დაუშვას, ნაკრების თამაშზე ეს აისახება.. და აისახა კიდეც ისრაელთან გასვლითი თამაში რომ გადმოიტანეს ხორვატიასთან თამაშის შემდეგ. ეს როგორ ვერ გათვალეს ეხლაც მიკვირს..5 დღეში 2 მძიმე თამაში. არადა ისრაელტან ცოტა გვიან უნდა ჩატარებულიყო, და იმათი ფედერაციის თხოვნით ადრე ჩაატარეს თამაში..
×
×
  • შექმენი...