ქურდულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ფრთხილი "კანონიერი ქურდი" გიორგი ხმელიძე პრაღაში დააკავეს. რუსული პრესის ინფორმაციით, 13 მარტს პრაღაში, ჩეხეთის, უკრაინისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ ჩატარებული ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად 49 წლის ~კანონიერი ქურდი~ გიორგი ხმელიძე, იგივე ~ხმელო~ დააკავეს. ქალაქ რუსთავის მკვიდრი გიორგი ხმელიძე რამდენჯერმეა ნასამართლევი. 1992 წელს, საქართველოში მორიგი სასჯელის მოხდის შემდეგ იგი უკრაინაში გადავიდა საცხოვრებლად. რუსული მედიის ინფორმაციითვე, ~ხმელო~ დონეცკში დასახლდა, კორუფციული ქსელი გააბა და დონეცკის ოლქს სრულად აკონტროლებდა. თბილისის მოთხოვნით, გიორგი ხმელიძეზე ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო, საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული. ~ხმელო~ ჩეხეთის დედაქალაქში ჩასვლის დროს აეროპორტში აიყვანეს. უკრაინული მხარე ამჟამად ~კანონიერი ქურდისთვის~ მოქალაქეობის ჩამორთმევას ცდილობს. თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, ამის მიუხედავად, ~ხმელოს~ საქართველოში ექსტრადაცია მაინც მოხდება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1