-
პოსტები
1.571 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
2
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი akkai
-
georgekh13 kirgizeti,ukraina , sakartvelo rogori tanmimdevrobitac daickes peradi" "revoluciebi" igive tanmimdevrobit meore etapze gadadian,gasakidi gaikida casartmevi cagvartves,dasacheri daichires dasaxoci daxoces,exla iset dgeshi chagdebas gvipireben rom es kvelaperi sanatreli gagvixadon. echvic ar mepareba rom amat ukan isev tavisuplebis instituti dgas da zustad ician ras aketeben da ramdeni saatit daicheren.an amistvis ras daimsaxureben sorosi papasgan. აი ეს კომენტარი მომეცვენა საინტერესოთ
-
14 აგვისტოს მე, შოთა გაგარინი და ირაკლი კაკაბაძე პატრულისთვის ბოროტი დაუმორჩილებლობის გამო დაგვაკავეს. რეალური მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩვენ ბუშის ქუჩისთვის სახელის გადარქმევას და მისთვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას მოვითხოვდით. ვიდექით ეგრეთ წოდებულ "უსაფრთხოების კუნძულზე" და უიტმენის, გინზბერგის, ეშბერის, ასევე საკუთარ ლექსებს ვკითხულობდით. "О Captain! my Captain!" გზის სავალი ნაწილი თავისუფალი იყო. "О Captain! my Captain!" ვკითხულობდით პოლიფონიურად, ერთმანეთის წარმოთქმული ფრაზები ერთმანეთს ერეოდა "О Captain! my Captain!" და განსხვავებულ ლექსებს წარმოქმნიდა. ამას ემატებოდა მანქანების ხმაური. "О Captain! my Captain!" ეს ქუჩის მონათვლის, განწმენდის უვნებელი რიტუალი გახლდათ. "О Captain! my Captain!" ჩვენ უიტმენის ამერიკა გვინდა და არ გვინდა იდიოტი ბუშის ამერიკა, - იყო მთავარი მესიჯი. რამდენიმე წამში უსაფრთხოების კუნძულზე საპატრულო მანქანა გაჩერდა. პოლიციელები მანქანებიდან გადმოვდნენ და დაბნეულები შემოგვყურებდნენ და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, დღეს სასამართლო პროცესზე აღნიშნა, ჩვენ თურმე ისე ვიყავით დაექსტაზებულები კითხვით, დაექსტაზებულნი ახალი ქუჩის გაჩენით, რომ მათი მოსვლა ვერც შევამჩნიეთ. პოლიფონიური კითხვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. კიდევ ორი თუ სამი საპატრულო მანქანის მოსვლის შემდეგ ჩვენ გვთხოვეს დაგვეტოვებინა უსაფრთხოების კუნძული. რამდენიმე წამში უკვე ქუჩის მიღმა ვიყავით. ჩვენი დაკავება ბარდიურზე მოხდა, როცა ჟურნალისტები არკვევდნენ რა მოეხერხებინათ ინტერვიუს ნაცვლად ირაკლის მიერ შეთავაზებული სიმღერისთვის. ამ დროს ჩვენ მოგვიახლოვდნენ ბატონი პოლიციელები და თავაზიანად გვთხოვეს მათ გავყოლოდით. ჯერ ირაკლი, შემდეგ კი მე და შოთა გაგარინი თვინიერად ჩავსხედით მათ მანქანებში, დავიძარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში აღვმოჩნდით. ჟურნალისტებს რომ მივბაძო, როგორც ჩემი მეგობარი შოთა გაგარინი აცხადებს: პოლიციისთვის ბოროტი წინააღმდეგობის გაწევა. ეს იყო ჩვენი მუხლი. სამივეს საქმე გააერთიანეს. დაპატიმრებისას უფლებები არ განუმარტავთ. ოქმში ჩაწერეს, რომ უარი ვთქვით ადვოკატზე, რაც სრული სიცრუეა. დაკავებულებს კარგად გვეპყრობოდნენ. გასაჩივრებას ვაპირებ. ფირზე (ჟურნალისტების და კავკასიური სახლის ოპერატორის) ასახულია, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია. მართლაც არსებობს ამის დამადასტურებელი ვიდეო ჩანაწერები, მოწმეების ჩვენება. აბსურდია ბრალდება, რომ ბილბორდის შეღებვისას გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა ან ჩვენ ბოროტად არ დავემორჩილეთ კანონის დამცველებს. რადგან ბუშის გამოსახულებიან ბანერზე გრაფიტის დატანას ბატონი პოლიციელები საერთოდ არ დასწრებიან. ქუჩაზე მანქანათა მოძრაობის ინტენსივობა კი საშუალებას იძლევა მათთვის ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაწერო ახალი ქუჩის სახელი. ერთადერთი ბრალდება რაც ჩვენთვის შეიძლებოდა წაეყენებინათ სწორედ ბუშის სურათის გრაფიტით შემკობასთან (რაც არ მტკიცდებოდა) და ბილბორდის დაზიანებასთან კავშირი გახლდათ, ბანერისა, რომლის ფასიც სავარაუდოდ 100 ლარზე მეტი არ ღირს. თუმცა ეს არ მომხდარა. რამდენიმე საათის განმავლობაში, თანამშრომლები ადმინისტრაციული დაკავების ოქმს ავსებდნენ, გვათვალიერებდნენ, შემდეგ კი ხელბორკილები დაგვადეს და იმ შემინული და ოვალ=მოვალური შენობის ეზოდან პირდაპირ "კაპეზეში" (ქალაქის სამართველოში) გადაგვიყვანეს, სადაც გავატარეთ კიდეც ღამე, მეათე საკანში, ფუკოს "ციხის დაბადებას", სოციალიზმსა და ჩვენს შეუცვლელ უოლტ უიტმენზე საუბარში. დილას კი სასამართლო გველოდა, საიდანაც 400-400 ლარიანი ჯარიმით გაგვათავისუფლეს. პროცესი ახალი სტატიის თემაა, თავისი ოქმში შეტანილი ალენ გინზბერგის ფრაზებითა (America when will we end the human war? Go fuck yourself with your atom bomb) და ადვოკატების, პატრულის თუ ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვებით. თუმცა ამაზე აღარ გავჩერდები. უბრალოდ მინდა ავღნიშნო, რომ ბრალდება ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული და ჩვენი მხრიდან არანაირ კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია. წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის ან რომელიმე ქართველი პოლიტიკოსის სახელობის ქუჩა გახსნან. გამორიცხულია, მაგრამ მაინც წარმოვიდგინოთ. ერთი წლის შემდეგ კი გამოვიდეს სამი ამერიკელი პოეტი და მოითხოვოს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვას და ვაჟა ფშაველას სახელი ეწოდოს. ნუთუ მათაც დააკავებენ? ან ჩვენ როგორ განვეწყობით მათდამი? http://netgazeti.ge/GE/20/News/2241/?sms_ss=facebook
-
მეგრელობა არაფერ შუაში არაა. საქართველოს ბევრ სხვა რეგიონშიც მომხდარა მსგავსი:
-
lasha1997 ჩემს თავს არ ვაკადრებ პირველ რიგში რომ ფორუმზე ვინმეს შეურაწყოფა მივაყენო. პატარა ბავშვები ხო არ ვართ
-
აბა რეებს ამბობ ეხლა ააა? სადმე დავწერე რო (პროვინციელი)სოფლელი ხარ მეთქი? კარგად წაიკითხე რა დავწერე.. "კითხვა მიმაჩნია პროვინციულად" მეთქი. ზემოთ დავწერე რო წელიწადზე მეტია არ ვმუშაობ ტელევიზიაში მეთქი. რეალ ტივი კი ჯერ ერთი წელიც არაა რაც ეთერშია. ლოგიკურად იქ ვერასდროს ვერ ვიმუშავებდი
-
კი..დიდი სისულელე სულაც არ მგონია რომ რეალ ტივიში არ მუშაობენ კარგი ადამიანები (უამრავი ჩემი მეგობარი მუშაობს)მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მომწონს ეს ტელევიზია; მაგრამ მე რა შუაში ვარ? წელიწადზე მეტია არცერთ ტელევიზიაში არ ვმუშაობ.. და დიდი ბოდოში მარა ფორუმზე იმაზე დაწვრილმანება ვინ სად მუშაობს "დიდ პროვინციალიზმად" მიმაჩნია:
-
...........................................................
-
ორხელისუფლიანობას გულისხმოობ? თუ ომის დაწყებას? პრინციპში ორივეში გეთანხმები
-
მაგას ეს ჯობია: იხილე სიგნაჩა ნომერი 2
-
) ) როგორც რუსები იტყვიამ "ასტრაუმნო ნო გლუპო"
-
FRIDRIX და რამე ინადირეეთ?
-
სიგნაჩა ნომერი ერთი.
-
მრავალსერიანი დეტექტივიაა?
-
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღეს 18 წელი სრულდება . სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა ~აფხაზურმა გვარდიამ~, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით 11 აგვისტოს მიიღო. შეთანხმების მიუხედავად, ~აფხაზურმა გვარდიამ~ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. აფხაზურ-რუსულმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება ~საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს~ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს. ქართული მხარის ჯერაც დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-93 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. სოხუმის უკანასკნელი დღე http://www.youtube.com/watch?v=HDRxT8ZYUt0&feature=related http://www.youtube.com/watch?v=R2UKTyYFFS8&feature=related ნახეთ ეს ვიდეო:
-
newstudio მთლად ეგრე დვილად არაა საქმე: ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში.ურთიერთ თამაშებში ბრთების სხვაობას ექცევა ყურადღება: ანუ თუ აქ მოიგე 8 ქულით და იმასთან იქ წააგე 10 ქულით,ის გადის,რადგან +2 ბურთი აქვს: არ ვიცი გასაგებად დავწერე თუ არა
-
newstudio თბილისში მარტო ბელგია-ბულგარეთის მასპინძლობა დაგვრჩა... პოლონეთთან გასვლა გაქვს 17-ში, არ უნდა წავაგოთ დიდი ანგარიშით, +19 გვაქვს და ეს უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ მე მაინც მოგების იმედი მაქვს... ჯგუფიდან პირველ ადგილზე გასული ეგრევე გადის და კიდე, 3 ჯგუფიდან 2 საუკეთესო მეორე ადგილოსანი გადის. ყოველივე ამის შემდეგ. მომდევნო საუკეთესო 6 გუნდი გადაითამაშებს 1 დარჩენილ საგზურს. http://www.fibaeurope.com/cid_KNce8jInH7Qj1EsyH5rjn2.compID_qMRZdYCZI6EoANOrUf9le2.html სატურნირო მდგომარეობა ამწუთისთვის. http://http//s57.radikal.ru/i158/1008/df/e6293d744259.jpg
-
ლუდის ბარში ვუყურე; მაგარი გაასწორა:
-
გიორგი68 საპროტესტო აქციაზე დაკავებული ირაკლი კაკაბაძე და აქციის ორი მონაწილე ამ დროისათვის კახეთის გზატკეცილზე მდებარე შსს-ს შენობაში, წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან . ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა განუცხადა. მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს ბრალი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ. გეგეჭკორის თქმით, იმის გამო, რომ დღეს სასამართლოს დასვენების დღე აქვს, საპატრულო პოლიცია სასამართლოს შუამდგომლობით ხვალ მიმართავს. აქციის მონაწილეების ინტერესებს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი დაიცავს. ირაკლი კაკაბაძე დღეს ჯორჯ ბუშის ქუჩაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. აქციის მონაწილეები ბუშის ქუჩისათვის ამერიკელი პოეტის უოლტ უიტმენის სახელის დარქმევას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც მათ პოლიციის გამოჩენისას ლექსი "ძაღლებო, ძაღლებო" წაიკითხეს. http://new.interpressnews.ge/ge/samartali/142502-irakli-kakabadze-tsinastsari-dakavebis-sakanshi-imyofeba.html
-
ძუკუ წავიდა თუ წაიყვანეეს? ბერეზოვსკის დამსახურება იყო ეგ ყველაფერი ძუკუ წავიდა თუ წაიყვანეეს? ბერეზოვსკის დამსახურება იყო ეგ ყველაფერი
-
უფროსები არ კითხულობენ ფორუმებს: უბრალოდ სხვები აყენებენ საქმის კურსში
-
Вы — либертарианец Вы поддерживаете идеи личной и экономической свободы и считаете, что каждый человек волен самостоятельно принимать решения, касающиеся его жизни. Вы уважаете право взрослых людей на выбор, даже в отношении того, что вы сами считаете вредным и аморальным. Вы выступаете за ограниченное государство, роль которого сводится к нескольким функциям: защите граждан от насилия и принуждения и обеспечению правопорядка. Все остальные привычные функции государства, по ва
-
newstudio გადასახედია კანონი 'პატიმრობის შესახებ"
-
უბრალოდ გადახედეთ ჩემს სიგნაჩას. შეგიძლიათ არ გაითვალისწინოთ და უფრო დიდი ტემპებით განაგრძოთ მარაზმი!!! აბა წარმატებები
-
ისე 2 ნიკიანობა უნდა იკრზალებოდეს: რაიმე მექანიზმი არსებობს ამის წინააღმდეეგ? პ.ს. სად გაქრა თემა "ბრავო ლაშა" რო ერქვა
-
სიგნაჩა საიდან შევცვალო. გამახსენეთ რა ვინმემ.