Jump to content
Planeta.Ge

David_Zurabishvili

სტუმარი
  • პოსტები

    30
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი David_Zurabishvili

  1. Beqo ჩემი პოზიცია საკმაოდ ნათლად გამოვთქვი "კავკასიის" ეთერში. ჩვენი პარტიის წევრებმაც თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს სხვადასხვა ინტერვიუებში. საერთოდ, საზოგადოებაში პროტესტი გამოითქვა და საკმაოდ რეზონანსულიც. ხელისუფლებაშიც იმედია, კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ ასეთი სათუთი თემების ჩხიკინი და ტან ასე უკულტუროდ და უხამსად, საკმაოდ სახიფათოა და ექსტრემისტულ გამწყობებს აძლევს გასაქანს. ამიტომ ამ თემის ზედმეტად აჟიტირება არ მიმაჩნია გამართლებულად.
  2. lasha1997 მაინც და მაინც დიდი რეიტინგი ხელისუფლებას არც რეგიონებში აქვს. ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი მონაცემებით ეს რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე წინა წლებში იყო, თუმცა, სახელისუფლო წნეხი რეგიონებში გაცილებით მეტია. თან სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა სპეციფიკაა. ცხადია ამ მიმართულებით სამუშაო ბევრია. გარკვეული მუშაობა მიმდინარეობს კიდეც, მაგრამ აშკარად არასაკმარისი. სამომავლოდ ვაპირებთ უფრო გავაქტიურდეთ, რადგან თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება ჩვენთვის მარტო თბილისის არჩევნებით არ შემოიფარგლება. "იყავით თუ არა თქვენი პარტიის წევრები რაჭაში მიწის ძვრის შემდეგ?" ამ საკითხზე ალიანსის ფორმატში იყო მსჯელობა და საერთო გადაწყვეტილებით რაჭაში იმყოფებოდა ახლების წევრი დავით საგანელიძე. ჩვენი პარტიიდანაც თუ იყო ვინმე, არ ვიცი. არა ვარ საქმის კურსში.
  3. maliari ჩვენ რომ ბარიერი ვერ გადავლახეთ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნების დროს, ეს არის უპირველეს ყოვლისა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი შეცდომების ბრალი. რა თქმა უნდა, არჩევნები რომ წესიერად ჩატარებულიყო, ჩვენი შედეგი, დარწმუნებული ვარ, ბევრად უკეთესი იქნებოდა, მაგრამ იმ მძიმე პირობებშიც შეიძლებოდა 5 პროცენტზე მეტის აღება. რაც შეეხება ჩვენი პარტიის სახელით გასულ მაჟორიტარებს, ისინი პარტიის წევრები არ ყოფილან, ამიტომ ვერანაირი პარტიული გადაწყვეტილების შესრულებას მათ ვერ მოვთხოვდით. თუმცა, გეთანხმებით, გარკვეული უხერხულობა ამით შეიქმნა, რაც სამომავლოდ უნდა იყოს გათვალისწინებული.
  4. lasha1997 კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ ძალებთან, ცხადია მიდის, როგორ დასრულდება ვერ გეტყვით. თუმცა, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ოპოზიციის მხრიდან არ იყოს რამდენიმე ძლიერი კანდიდატი. რაც შეეხება იმას, გაყალბდება თუ არა არჩევნები და რას ვიზამთ გაყალბების შემთხვევაში, დღეს ჩვენ უფრო იმაზე ვფიქრობთ და ჩვენი ძალისხმევაც იქითკენაა მიმართული, რომ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, როდესაც არჩევნების რეალური შედეგი დაფიქსირდება და გაფორმდება.
  5. Saturn თუ თქვენც ქალბატონი ბრძანდებით, მაშინ შეიძლება დავფიქრდე.
×
×
  • შექმენი...