
David_Zurabishvili
სტუმარი-
პოსტები
30 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი David_Zurabishvili
-
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
maliari მერის პირდაპირი არჩევნების საკითხის ცაგდება პრაქტიკულად გამორიცხულია. საპრეზიდენტო მმართველობაზე ცემი აზრი ზემოთ გამოვტქვი. ალბათ რაღაც დროით, სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ოღონდ საკმაოდ შეზღუდული ფორმით შეიძლება დარჩეს. არა მგონია სააკაშვილი თავისი ნებით საერთოდ აპირებდეს წასვლას, მაგრამ ეს მარტო მისი გადასაწყვეტი არ არის. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
choxa რეორგანიზაციების საკითხებზე არ ვარ უფლებამოსილი საჯაროდ ვიმსჯელო -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
BBC* დიდი მადლობა კომპლიმენტებისთვის. რუსეთი ყოველთვის შეეცდება აგრესიისთვის საბაბის პოვნას. ეს არაა გასაკვირი. სააკაშვილს სიტუაციის გაუმჯობესების მხოლოდ ერთადერთი რესურსი აქვს: დემოკრატიაზაცია და შიდაპოლიტიკური პროცესების სტაბილიზება, თუმცა მისი პრობლემაც ისაა, რომ ეს ლოგიკურად გულისხმობს დრევანდელი ხელისუფლების ეტაპობრივ, მაგრან გარდუვალ შეცვლას. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 საპარლამენტო არჩევნების დროს გამოკითხვების და კვლევების შედეგები რომ არ გავითვალისწინეთ, იმიტომ წავიდა ჩვენი საქმე კარგად. დღეს ყველა სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ ჩვენი არჩევანი სწორია. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
numlock აქციას გააჩნია. პერმანენტულ აქციებს სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით არ ვაპირებთ და სხვა თუ დააპირებს, არც იმას შევუერთდებით ეს დღევანდელ სიტუაციაში უაზრობა მგონია. ჩვენი მთავარი ორიენტირია არჩევნები. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 ერთის მხრივ ქართული საზოგადოების მობილიზებას და განწყობას, მეორეს მხრივ კი საერთაშორისო ბერკეტები ამოქმედებას. თავისი ნებით რომ ეს ხელისუფლება არაფერს შეცვლის, ეს ვიცით. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
nk44 ამ კითხვაზე აქ ერთხელ უკვე ვუპასუხე, თუმცა კიდევ გავიმეორებ: დრეს თავისუფლების ინსტიტუტი წარმოადგენს სახელისუფლო დაჯგუფებას, რომელიც არის ყველაზე მკაცრი და რეპრესიებზე ორიენტირებული კურსის მთავარი აპოლოგეტი ხელისუფლების შიგნით. ცხადია, მის დღევანდელ საქმიანობას ვაფასებ უკიდურესად უარყოფითად. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
BPL ამ ხელისუფლებამ დაუშვა სამი უმძიმესი შეცდომა. პირველი და ყველაზე მთავარი შეცდომა იყო ის, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი შეეცადა რაღაც ისრაელისა და სინგაპურის ნაზავი ტიპის სახელმწიფოს აშენებას წმინდა ავტორიტარული მმართველობით, რომელიც მთელ მსოფლიოში უნდა გასაღებულიყო, როგორც დემოკრატიის ტრიუმფი. ეს იყიო აბსოლუტურად შეუძლებელი მისია, რომელიც არ ითვალისწინებდა არც ქვეყნის კულტურულ ტრადიციებს და არც საზოგადოების ფართო ფენების ინტერესებს. ასეთი მცდელობა ნებისმიერ შემთხვევაში განწირული იყო კრახისთვის და ასეც მოხდა. მეორე უმძიმესი შეცდომა ხელისუფლებისა იყო ის, რომ როდესაც 2007 წლის ნოემბერში აღნიშნული კურსის კრახი გახდა სრულიად თვალსაჩინო და ხალხის უკმაყოფილების გამოხატვამ მიიღო საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო მასშტაბები, მათ ეს ყველაფერი ჩათვალეს ბადრი პატარკაციშვილის მავნებლურ ხრიკებად (დღემდე ასე ჰგონიათ) და ვერ გამოიტანეს ადექვატური დასკვნები, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია და ხელისუფლების ლეგიტიმაციის ხარისხი უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. მესამე საბედისწერო შეცდომა კი რასაკვირველია იყო აგვისტოს ომი. ამ პროვოკაციაში სააკაშვილის ასე იოლად ჩათრევაც იმიტომ მოახერხა რუსეთმა, რომ მას ლეგიტიმურობის სერიოზული პრობლემა ჰქონდა. და ახლა კიდევ მეოთხე უმძიმეს შეცდომას უშვებს, რადგან ცდილობს საერთოდ არაფერი შეიმჩნიოს და ძველებურად გააგრძელოს. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
nikusha_marx 2013 წლამდე შეიცვლება ეს ხელისუფლება? ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება. ქვეყანამ შეუძლებელია იარსებოს სრული პოლიტიკური ბანკროტის სტატუსით. ამიტომ აქ მთავარი საკითხია არა "როდის?" არამედ "როგორ?" ჩვენი ამოცანაა ეს მოხდეს არჩევნების გზით და კონსტიტუციურ ფარგლებში. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
FIORENTINO ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონი და ამ რეგიონში საქართველო განიხილება სტრატეგიულ პარტნიორად. თუმცა, აგვისტოს ომის შემდეგ ძალთა ბალანსი რეგიონში აშკარად დაირღვა და ახლა ცოტა გაურკვეველი სიტუაციაა. რამდენად შევინარჩუნებთ სტრატეგიული პარტნიორის სტატუსსს, ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რეალურად დაიწყება ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი. დღეს ესაა საქართველოს ერთადერთი გეოპოლიტიკური კაპიტალი. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
Jonathan Livingston 1. ვფიქრობთ, ეს იყო ხაფანგი, რომელშიაც საქართველოს ხელისუფლება გაება, რადგან ძალიან დიდი იყო ტრიუმფალური გამარჯვების გათამაშების სურვილი. 2. სამედიცინო მომსახურებას რაც შეეხება, ამ საკითხებზე ალიანსის ფორმატში მიმდინარეობს მუშაობა, შექმნილია ექსპერტთა ჯგუფი და ახლო მომავალში ჩვენი ხედვა საკმაოდ სოლიდურად იქნება წარმოდგენილი. დღეს მეტს ვერაფერს გეტყვით -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 დიდი ქვეყნების პოზიცია, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ მთავარი მაინც ქართველი ხალხის ნებაა. ეს არ არის პათეტიური ნათქვამი. ეს არის რეალობა. 2003 წელს არც ამერიკას და არც რუსეთს არ უნდოდა სააკაშვილის პრეზიდენტობა, მათ სხვა ფავორიტები ჰყავდათ, მაგრამ ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთა. რამდენად გაამართლა ამ არჩევანმა, სხვა საკითხია. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
Nukriko 1.დარწმუნებული ვართ, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და რესპუბლიკელებმა ეს ჯერ კიდე 2008 წლის 8 აგვისტოს განვაცხადეთ. ომის კი დაიწყო იმიტომ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება გაება რუსეთის მიერ დაგებულ ხაფანგში და წამოეგო არცთუ რთულად გამოსათვლელ პროვოკაციაზე. 2. რესპუბლიკურ პარტიას ეკუთვნის საბიუჯეტო დაფინანსება, რაც დღემდე რჩება პარტიის შემოსავლის მთავარ წყაროდ. რაც შეეხება კერძო შემოწირულობებს, მათი მოცულობა საკმაოდ მცირეა. 3. ჩვენი იდეოლოგიაა ლიბერალიზმი. რესპუბლიკური პარტია არის საერთაშორისო ლიბერალური ინტერნაციონალის წევრი. ჩვენი პარტნიორები არიან, მაგალითად, თავისუფალი დემოკრატები გერმანიაში, ლიბერალ–დემოკრატები დიდ ბრიტანეთში და ა. შ. თუმცა, ჩვენი ხედვა ევროპელ ლიბერალებთან შედარებით უფრო მემარჯვენე–ცენტრისტულია. 4. მე ვერ ვილაპარაკებ ზოგადად ოპოზიციის სახელიტ. რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას და ალიანსს, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ჩვენი რესურსი ამოწურულია, უფრო პირიქით მგონია. 5.ვერანაირ სერიოზულ რუსულ გავლენას ვერც ხელისუფლებაში და ვერც ოპოზიციაში მე ვერ ვხედავ. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
chegesto გარკვეული რეორგანიზაციები იგეგმება, ძირითადად უფრო ალიანსის ფორმატში მეტი ინტეგრაციისა და კოორდინაციის მიმართულებითა, თუმცა ამაზე ლაპარაკი აქ ცოტა რთულია. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
newstudio მაგაზე ილფის და პეტროვის ცნობილი პერსონაჟის გამონთქვამი მახსენდება: не учите меня жить, лучше помогите материально. სააკაშვილი მილიონებს ხარჯავს პიარში და მთელი სახელმწიფო მანქანა მის განკარგულებაშია. ჩვენ პიარ–მენეჯერების პრობლემა არ გვაქვს, უფრო სხვა პრობლემები გვაწუხებს, რაც პიარზეც აისახება, რასაკვირველია. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
J&B 1.აქციას გააჩნია. ჩვენც ვაპირებთჩვენი აქციების ჩატარებას. 2. პოლიტიკური პროცესები უნდა მართონ პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა, რომლებმაც. ცხადია, უნდა შეასრულონ საზოგადოების დაკვეთა. ხალხი თავისთავად პროცესებს ვერ მართავს, მომღერლების და მსახიობების საქმე კი პოლიტიკური პროცესების მართვა არ არის, თუ რომელიმე ხელოვანი ამ მისიას აკისრებს თავის თავს, ის უკვე პოლიტიკოსი ხდება. 3. რესპუბლიკელები საპარლამენტო რესპუბლიკას ვემხრობით, თუმცა, გარდამავალ ეტაპზე, რაღაც პერიოდით, სააკაშვილის მმართველობის შეცვლის შემდეგ მხარს დავუჭერდით უფრო შეზღუდულ საპრეზიდენტო მმართველობასაც. 4.ჩვენ გვყავს ჩვენი ლიდერი და შევეცდებით ისე წარვმართოთ პროცესები, რომ მის მხარდამჭერთა წრე უფრო გაფართოვდეს. 5. იხ. მე–4 კითხვაზე პასუხი. 6. ჯერჯერობით კონკრეტულად არავის, თუმცა კონსულტაციები მიმდინარეობს და ალიანსის კარი დახურული არ არის. 7. უახლოეს არჩევნებზე რესპუბლიკური პარტია გავა ალიანსის ფორმატში. ანუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს "ალიანსი საქართველოსთვის" ერთიანი სიით. ჩვენ ჩვენს ხედვას წარმოვადგენთ. თქვენი გადასაწყვეტია, მხარს დაუჭერთ თუ არა. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
lasalexx ყველაზე კარგი წამალი გაყალბების წინააღმდეგ არის ამომრჩევლის აქტიურობა. თუკი ხალხმა ირწმუნა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია და მისი ხმა არ დაიკარგება, ვერანაირი მანიპულირებები ხელისუფლებას ვერ უშველის. მეორეს მხრივ ცხადია მიდის მუშაობა საარჩევნო კოდექსის მიმართულებით, საერთაშორისო მონიტორინგის მიმართულებით და ა. შ. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 რთული პრობლემაა. უპირველეს ყოვლისა დაკავშირებულია სოციალ–ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებასთან სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ჟონგლიორობითაა დაკავებული, მსოფლიო ბანკის რეიტინგებში რომ მოწინავე პოზიციებზე იდგეს და ნაკლებად ფიქრობს ქვეყნის შიგნით ეკონომიკურიც აქტივობის სტიმულირებაზე. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 როგორც რუსთავი–2–ის ჟურნალისტმა თქვა: 50 წლის შემდეგ ტალიავინის დასკვნა უფრო ემახსოვრებათ თუ ეს ფილმი? ფილმის მიზანი რომ წმინდა პროპაგანდისტულია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. პუშკინს აქვს კარგი ფრაზა:Тьмы низких истин нам дороже Нас возвышающий обман. ეს არის და ეს. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
dire 1. რა აზრის ხართ თავისუფლების ინსტიტუტზე ეს იყო ძალიან კარგი და აქტიური უფლებადაცვითი ორგანიზაცია. თავად გახლდით ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. ვარდების რევოლუციამდე ინსტიტუტის საქმიანობას ვაფასებ ძალიან დადებითად. რევოლუციის შემდეგ "თავისუფლების ინსტიტუტი" გადაიქცა სახელისუფლო დაჯგუფებად, რომელსაც გაუჩნდა პრეტენზია რომ განსაზღვროს ხელისუფლების იდეოლოგია და დღემდე რჩება საშინაო პოლიტიკაში მკაცრი, რეპრესიული და გამომწვევი კურსის აპოლოგეტად. რევოლუციის შემდეგ იმსტიტუტის საქმიანობას ვაფასებ უკიდურესად უარყოფითად. 2. როგორ აფასებთ აშშ-ს ქმედებებს საქართველოს საშინაო პოლიტიკასთან მიმართებით. ზოგადად აშშ არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ამ ქვეყანასთან სტრატეგიული თანამშრომლობა ძლიერ მნიშვნელოვანია. ბუშის ადმინისტრაციის დროს საქართველოს ჰქონდა უპრეცენდენტო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლება ვერ გამოიყენა ქვეყნის სასარგებლოდ და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებას მოახმარა. მეორეს მხრივ, ამერიკის ძველი ადმინისტრაციისა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სააკაშვილის პერსონის სრულ გაიგივებას ქართულ სახელმწიფოსთან, რამაც საბოლოო ჯამში საქართველოს ინტერსებიც დააზარალა და ამერიკისაც. თუმცა, მიდგომები იცვლება და ამის დასტურია ავღანეთში გამართული არჩევნების დროს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიცია. ბუში რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ყარზაის გაყალბებული არჩევნები ისევ ადვილად შერჩებოდა, ახლა კი იძულებულია მეორე ტური დანიშნოს. 3. რა აზრის ხართ თქვენ და ზოგადად თქვენი პარტია საკონსტიტუციო შეთანხმებაზე ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. ამ შეთანხმების ერთ–ერთი ინიციატორი და აქტიური ლობისტი გახლდათ რესპუბლიკური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი პაატა ზაქარეიშვილი. ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუტციო შეთანხმების ზოგიერთი მუხლი მეტ დაზუსტებას და დაკონკრეტებას მოითხოვს, მაგრამ მთლიანობაში ეს ის საკანონმდებლო აქტია, რომლის საფუძველზეც უნდა ეწყობოდეს ურთიერთობები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის. 4. რა შეფასებას მისცემთ ეკლესიის როლს საქართველოს წარსულსა და აწყმოში და როგორ ხედავთ მის მომავალ ფუნქციას საქართველოში ( პასუხი მე არ ვიცი და ეგ ჩემი საქმე არააა არ მიიღება პოლიტიკოსი ბრძანდებით და ყველა თემა უნდა გეხებოდეთ ). წარსულზე ლაპარაკს, ვფიქრობ აზრი არა აქვს, რადგან ეკლსიამ რომ უდიდესი როლი შეასრულა ქართული კულტურის, ნაციონალური იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია და კონსტიტუციაშიც აღნიშნულია. დღევანდელი სიტუაცია არის ასეთი: ერთის მხრივ ეკლესიის ავტორიტეტი ისე მაღალია როგორც არასდროს და ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით ეკლესიის და პირადად პატრიარქის ნდობის რეიტინგი ძალიან დიდია, მეორეს მხრივ მუდმივად არის მცდელობები ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებისა, რაშიაც სცოდავს პირველ რიგში ხელისუფლება და ოპოზიციური ძალების დიდი ნაწილიც. ასევე არსებობს საკმაოდ საგანგაშო, ექსტრემისტული ტენდენციები თავად ეკლესიის წიაღში, რაც კათოლიკოს–პატრიარქის გონიერი მმართველობის წყალობით ჯერ კიდევ დაბალანსებულია ზოგიერთი რადიკალ–ლიბერალი პატრიარქს აქეთ ადანაშაულებს მათ ხელშეწყობაში, მაგრამ ეს სისულელეა. რაც შეეხება მომავალს, უმთავრესი ამოცანაა, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური ძალები მაქსიმალურად იყვნენ გამიჯნული ეკლესიისგან. ხსადია, ეკლესია სამ,ოქალაქო საზოგადოების ნაწილია ყველა ქვეყანაში ის საზოგადოებრივი პროცესების მიღმა არასდროს არ იქნება და პოზიციასაც დააფიქსირებს, სახელმწიფომ კი ამ შემთხვევაში უნდა გააკეთოს ერთადერთი რამ: არ ცაერიოს ეკლესიის შიდა საქმეებში, დაიცვას კანონით გათცვალისწინებული ვალდებულებები, რაც გათვალისწინებულია საკონსტიტუციო შეთანხმებით და ოპერატიულად და უმკაცრესად აღკვეთოს აღმსარებლობის თავისუფლებისა და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტები. ეს არის და ეს. 5. ერთ ერთი წინა შეკითხვის გაგრძელებად. მიიჩნევთ რომ თქვენ ხართ ინტელექტუალური პარტია? რით ასაბუთებთ? რატომ უნდა გამიჩნდეს მე, ერთ რიგით საქართველოს მოქალაქეს, ეროვნებით ქართველს, მართლმადიდებელს ( განვმარტავ, ვკითხულობ იმიტომ რომ ამომრჩევლის უმრავლესობა ჩემნაირია , და არა იმიტომ რომ ვჯობივარ სხვებს) თქვენი არჩევის სურვილი. იქნებ იმთავითვე უმცირესობის ხმებზეა გათვლილი თქვენი პარტია? ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ უმცირესობების პარტია ვართ და არც ინტელეაქტუალებს ვუწოდებთ საკუთარ რავს. ხოლო თქვენ ვის მისცემთ ხმას, ეს თქვენი გადასაწყვეტია. 6. რა გარანტია გვაქვს, რომ თქვენი და თქვენი პარტიის სათავეში მოსვლის შემთხვევაში არ გაგრძელდება ის ბინძური კამპანია, თუნდაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ. მით უმეტეს რომ თქვენს ბიოგრაფიაში ფიგურირებს ბერვისთვის უკვე ამაზრზენი დასახელება " თავისუფლების ინსტიტუტი ". ჩემო მოსაზრებები როგორც თავისუფლების ინსტიტუტზე, ისე სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობებზე აქ უკვე გამოვთქვი და აღარ განვმეორდები. 7. დაუჭერთ თუ არა მხარს, მიხეილ სააკაშვილის გასამართლების იდეას... ოღონდ გულწრფელად მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი პოლიტიკური ანგაარიშსწორების და დღესაც ასე ვფიქრობ. თუ სააკაშვილს ეყოფა იმის ძალა, რომ მისი ხელისუფლების შეცვლის (და ეს აუცილებლად მოხდება, რადგან იგი ფაქტობრივად ბანკროტია) პროცესი მეტ–ნაკლებად მაინც ცივილიზებულად წარიმართოს, ანუ შეეგუოს წასვლას, შესაძლოა პიროვნულ გასამართლებას გადარჩეს კიდეც. თუ არა და ჩემი პოზიცია როგორიც არ უნდა იყოს, მას ეს არ აცდება. სხვა საქმეა, რომ ყველაფერი რაც ხდებოდა ამ ხელისუფლების დროს საზოგადოებიოსთვის ცნობილი უნდა გახდეს და სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, ერტადერთი, რაც მიმაჩნია კატეგორიულად დაუშვებლად, რომ დაიწყოს კუდიანებზე ნადირობა და რეპრესიების ახალი ტალღა. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha_alo ასეთი აზრი გამოითქვა თვითონ ალიანსის შიგნით, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ისეთ ტექნიკურ–ორგანიზაციულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამის განხორციელება. მეორეს მხრივ, შეთანხმებულები ვართ, რომ ალიანსის სტრუქტურა უფრო ინტეგრირებული და ცენტრალიზებული უნდა იყოს -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
newstudio საქართველოს პირობაზე და ჩვენი ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინებით დღეს რესპუბლიკური პარტია, ერთ–ერთი ყველაზე ორგანიზებული პოლიტიკური პარტიაა ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებას ცხადია არ ვედრებით, რადგან ნაციონალური მოძრაობა პარტია კი არაა, არამედ სახელისუფლო ვერტიკალი -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 ახლები გასულ საპარლამენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ–ერთ წამყვან ძალას წარმოადგენდნენ. ისევე როგორც ნოემბრის მოვლენებისა და საპრეზიდენტო არჩევნების დროს სწორედ რესპუბლიკელებს გვეჭირა წამყვანი პოზიციები ეროვნულ საბჭოში. ყველა არსებული მონაცემებით, მათ შორის უცხოელების მიერ ჩატარებული გამოკითხვებით, დღეს ალიანსი საქართველოსთვის არის ოპოზიციური ფლანგის ლიდერი და ეს არაა გაპირობებული მარტო ალასანიას პიროვნული რეიტინგით. ცხადია, ლიდერის როლი ძალიან დიდია, მაგრამ ახლების და რესპუბლიკელების ყოფნას ალიანსში აქვს, თუ შეიძლება ასე ითქვას, სინერგიული ეფექტი. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
TATASTROFA ჩვენ თავიდანვე არ ვეთანხმებოდით საკითხის ასე რადიკალურად დაყენებას – მარტო პრეზიდენტის გადადგომა და სხვა არაფერი. ვფიქრობ, "ალიანსის" ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ აპრილამდე არასაკმარისად ვიაქტიურეთ და არ შევთავაზეთ საზოგადოებას პერმანენტული აქციების მკაფიო ალტერნატივა. მოგვიანებით, როცა უკვე გვიანღა იყო ალტერნატივის ძიება, აქციებში ჩართვა და პასუხისმგებლობის აღება მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, რადგან ამით არაერთხელ იქნა თავიდან აცილებული დაპირისპირების გადაზრდა უფრო მძიმე და უკონტროლო ფორმებში. -
22 ოქტომბერს 17:00 დავით ზურაბიშვილი
David_Zurabishvili replied to SHARI's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 იმ შემთხვევაში, თუ ყველა წამყვანი ოპოზიციური ძალა ამაზე თანახმა იქნება, შეიძლება დავფიქრდეთ და ვიმსჯელოთ, თუ არა, მაშინ მსჯელობასაც არა აქვს აზრი. ჯერჯერობით ვიცით, რომ ეროვნული ფორუმი არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, არც ლეიბორისტები ეკიდებიან პრაიმერის იდეას დიდი ენთუზიაზმით. ჩვენც უკვე გვყავს ჩვენი კანდიდატი როგორც ქალაქის მერის, ისე საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. ასე, რომ მეეჭვება ამ წამოწყებიდან რამე გამოვიდეს. თან, საყოველთაო თანხმობა რომც იყოს, იმდენი ტექნიკური ხასიათის პრობლემები დგება, რომ მათი გადაჭრაც სათუოა.