გგონიათ რომ ეხლა იქნება წარმატება ? - გაჩნია რას გულისხმობთ ახლაში, მე არ ვფიქრობ რომ ხელისუფლება შეიცვლება ამ წლის შემოდგომაზე, მაგრამ ვფიქრობ რომ 2010 წლის გაზაფხულზე ან შემოდგომაზე სააკაშვილს მოუწევს ან რეალური დათმობები ან "ხავერდოვანი რევოლუცია" 2) როდესმე მოგვეცემა იმის საშუალება რომ ხალხმა მართოს მოვლენები და არა რომელიმე ხელოვანმა ? ვგულისხმობ 26 მაისს... - გასაგებია კონტექსტი და მთლიანად გეთანხმებით თუმცა პრობლემის ნახევარი პარტიებშია და პრობლემის ნახევარი - ხალხში. პარტიების ბრალი ისაა რომ სერიოზული და ერთიანი ალტერნატივა (პოლიტიკური) არ გამოივეთა, მაგრამ ხალხში მოთხოვნა ხელოვანზეა და არა პოლიტიკოსზე. ბოლო წლებმა "პოლიტიკოსი" სალანძღავ სიტყვად აქცია. ამას წინათ ჩვენს ხელში გაზრდილი ერთი ახალგაზრდა აქტივისტი ამაყად აცხდებდა პოლიტიკოსები ჩვენს აქციებზე ნუ მოვლენ სიტყვას არ მივცემთო, ეს ერთგვარი "მოდაა", გოიმური მაგრამ ფართოდ გავრცელებული 3) თქვენთვის რამდენად მისაღებია საპრეზიდენტო რესპუბლიკა ?- მიუღებელია, მე ვიყავი და ვარ ზვიად გამსახურდიას მომხრე ბავშვობაში, კატეგორიულად ვერ ვიღებდი შევარდნაძეს, სააკაშვილს თავიდან მხარს ვუჭერდი და მერე კი იცით. ანუ სულ სხვადასხვა დამოკიდებულების მიუხედვაად თითოეული მათგანის მიმართ მგონია რომ სამივე მათგანის კრახის მიზეზის საპრეზიდენტო სისტემა გახდა. 4) პროცესებმა არ გამოკვეთა ერთი ლიდერი.. რას აპირებთ ამ მხრივ ? ჩვენი შტავაზება არის წინასწარი არჩევნები, ეს არის ერთადერთი გზა მშვიდოანია ინდა სტაბილური ინტეგრაციისა, სხვა შორის შეგიძლიათ დეტალური ინფორმაიები ამ საკითხზე ეტაპობრივად იხილოთ: http://conservatives.ge/?page_id=3152 5) და ბოლოს , ბატონო კახა თქვენ მუდმივად ახსენებთ რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო. ხოლო აქციების დროს გამოდიხართ და იძახით რომ იმოქმედებთ კონსტიტუციის ფარგლებში.. რატომ ემორჩილებით იმ კონსტიტუციას რომელიც სააკაშვილმა თავის თავზე მოირგო და რომელსაც თქვენ აკრიტიკებთ ? - არ ვემორჩილებით, ეს უბრალოდ აუცილებელი ფრაზაა რომელიც ადვოკატმა გვირჩია :rolleyes: სინამდვილეში ადამიანის უფლებები თანამედროვე სამართლებრივი გაგებით კონსტიტუციაზე მაღლა დგას