Jump to content
Planeta.Ge

Helena222

პლანეტელი
  • პოსტები

    156
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი Helena222

  1. სკოლაში უნდა ასწავლონ ბავშვებს: რომ გაიზრდებით, ისწავლით, დაეუფლებით ამა თუ იმ პროფესიას კარგად და მერე დაიწყებთ მუშაობას, თქვენი წლიური შემოსავლიდან სახელმწიფოსაც უნდა გადაუხადოთ "საგადასახადო". ქრთამი არ აიღოთ. ფული არ გაათეთროთ. გიყვარდეთ თქვენი საქმე. ეს სიტყვები ყველა პატარას ბაღიდან უნდა ესმოდეს და ტვინში ქონდეს ჩაბეჭდილი.
  2. რატომ გვაძალებს ვინმე? ეს გემოვნების საკითხია და დემოკრატიულ ქვეყანაში არავის არ აძალებენ არაფერს და განსაკუთრებით ენების სწავლაზე ან ამა თუ იმ ქვეყნის კულტურაზე. რაც მეტი გვეცოდინება მით უკეთესი. მაგრამ მოთქმა იმისა, რომ გინდა თუ არა რუსულია ერთადერთი და გადამრჩენი "კულტურა" მთელი ხალხებისა ეს უკვე ზედმეტი იქნება.
  3. ბურჯანაძე დემოკრატიული ფრონტის შექმნის იდეით გამოდის 05.10.09 15:12 `დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს` ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან შეურიგებელ ძალებს დემოკრატიული ფრონტის შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კოალიციის ძირითადი მიზანი საქართველოს არსებული რეჟიმისგან გათავისუფლება იქნება. როგორც ბურჯანაძე განმარტავს, კონკრეტული იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ ის ძალები, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ არსებული ხელისუფლების და რეალობის პირობებში, ბრძოლის ერთადერთი გზა არის არა დიალოგი, არამედ უფრო მკვეთრი ქმედებები, თუმცა კონსტიტუციური. მისივე თქმით, ბრძოლის მეთოდები შეიძლება იყოს, როგორც კონსულტაციები, ისე ქუჩის გამოსვლები, რადგან ორივე გზა ცივილიზებული და დემოკრატიულია. `მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით და შეურიგებელი ბრძოლით შევძლებთ ამ რეჟიმის დასრულებას. მოვუწოდებ ყველას, გაერთიანდნენ სამშობლოს გადასარჩენად,`- აღნიშნა ბურჯანაძემ, რომელსაც `ხელისუფლებასთან ყოველგვარი დიალოგი და კომპრომისი უშედეგოდ და ფუჭად მიაჩნია`. აბა ერთი მითხარით ფრონტი და დემოკრატიული გაგიგიათ? საქართველოში უნდა შეიქმნას "ეროვნულ რადიკალური ფრონტი", რომლებიც ყველანაირი მეთოდებით იბრძოლებენ, რათა განდევნონ ისინი, ვინც იბრძვიან არა საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ ან სხვისი ინტერებისთვის ან კიდევ პირადი გამორჩენის მიზნით.
  4. მოდი ვნახოთ ვენახი, რამ შეჭამა ვენახი? მიველ ვნახე ვენახი, თხამ შეჭამა ვენახი... მოდი ვნახოთ თხა, რამ შეჭამა თხა? მიველ ვნახე თხა მგელმა ჭამა თხა! მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა........ და ა.შ. (რა სიბრძნეა არა ამ იგავში?) ........... ბოლოს ასე მთავრდება: კაცმა თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა...(მაინც თხა გამოდის დამნაშავე საბოლოოდ)
  5. დავიჯერო ასე ადვილად გადაეჩვევით კაცები ამის თქმას?
  6. რა თქმა უნდა ისე, როგორც მაგალითად სალომე ზურაბაშვილმა შეიცვალა. დაბრუნდა რას ერჩით :ena: თანაც ქართველივით კარგად მოერგო მიტინგებს და ხელში ჩაიგდო კიდევაც :
  7. გამოსაცდელი ფოტო მე და ჩემი გიორგი http://i042.radikal.ru/0910/ea/6d0c122c5e1f.jpg
  8. უცხოეთში მყოფი ქართველების უმრავლესობას ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული. იმისათვის, რომ მოიხსნან ეს სტატუსი სახელმწიფოს სთხოვენ მიიღონ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, სადაც იმყოფებიან. არ შეიძლება საქართველოს "ლტოლვილებმა" საქართველოს პრეზიდენტს მოსთხოვონ საქართველოს მოქალაქეობა?(მწარედ ვიხუმრე)
×
×
  • შექმენი...