კაი ხანია ესე არ მიცინია მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ოჯახის წევრებთან დაკავშირება მოახერხა 17:01 29-10-2010 მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ოჯახის წევრებთან დაკავშირება მოახერხა მილანში მყოფმა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ თბილისში ოჯახის წევრებთან დაკავშირება მოახერხა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მანანა არჩვაძის პრესმდივანმა, ნანა კახიანმა აცნობა . მისივე ინფორმაციით, მანანა არჩვაძეს თან არ აქვს მობილური ტელეფონი და თანხის უქონლობის გამო ქალაქის ტელეფონიდან დარეკვა გუშინ ვერ მოახერხა. ნანა კახიანის თქმით, წუხელ მანანა არჩვაძემ თბილისიდან დაჯავშნულ სასტუმროში ღამის გათენებაზე უარი თქვა, ვინაიდან იქ სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ; გარდა ამისა, სასტუმროში შესაბამისი პირობებიც არ იყო. ამასთან, კახიანისთვის უცნობია, რომელ სასტუმროში იმყოფებოდა ზვიად გამსახურდიას ქვრივი. რაც შეეხება ჩემოდნის დაკარგვას, მანანა არჩვაძემ მილანიდან ოჯახის წევრებს უთხრა, რომ ჩემოდანი გადასცეს, თუმცა გაურკვეველი სითხით არის გაჟღენთილი, რის გამოც ტანსაცმელი, პირადი ნივთები და დოკუმენტაცია გამოსაყენებლად უვარგისია. მანანა არჩვაძე მილანში, სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფესტივალზე დასასწრებად გუშინ გაემგზავრა და 22.00 საათის შემდეგ მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდნენ. ჩემოდანი გადასცეს, თუმცა გაურკვეველი სითხით არის გაჟღენთილი, რის გამოც ტანსაცმელი, პირადი ნივთები და დოკუმენტაცია გამოსაყენებლად უვარგისია