-
პოსტები
10.498 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
13
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი T_A_T
-
ის ნუ გავიწყდება -მიშა რომ იბრიქება და ეს დურაქი უცხოელები ტაშს უკრავენ-ყველაზე დაბალი გადასახადებიო ...მოგებას რაც უფრო ბევრს უტოვებენ მეწარმეს მით უფრო მეტის ჩატანა შეუძლია ნაცებში. თუ ძალიან უპატრონო და მოჩმორებულია 20 % უტოვებენ და 80%ჩააქვს-----ისეტ ტანხებზეა ბაასი პირი ღია დამრჩა---არადა მე ვინც მომიყვა პეშკა ბიზნესმენია ერტი კვების პროდუქტი შემოაქვს და სადღAც ხუხულაში ზის ქალაქგარეტ საწყობიანად...მაგას ტუ მილიონის ჩატანის ტავი ექნებოდა წარმომიდგენია ჭყონიას როგორ წეწავენ
-
ჩემს სახლთAნ მაღAზიაში შევესწარი: ბიჭი ეუბნება გამყიდველს სიგარეტი მომაწოდეო- მიაწოდა, მოიცაო და დიროლებს დაუწყო თვალიერება,,,,ამდროს გოგო მივიდა და ხურდა გაუწოდა კევზე- მომეო. ეს ქალი აწოდებს და ფულს არტმევს ეს ბიჭი ეგრევე ინსპექტორი ვარ და მე ჩეკი რატომ არ მომირტყი ამ გოგოს რატომ მოემსახურეო-ორივე საგადასახადოდან იყვნენ . აახიეს ამ ქალს ჯარიმა და იფხრიწებოდნენ სიცილიტ ისე წავიდნენ...მერე როგორც მომიყვნენ სულ ეგეტ რამეებს აკეტებენ ტურმე
-
ტან როგორ შეცვალეს კანონი?-ადრე ჯერ ასაჩივრებდი და თუ ვერ დაამტკიცებდი მერე იხდიდი,,,ეხლა ჯერ უნდა გადაიხადო და მერე ასაჩვრო და ტუ მარტალი ხარ ფულს სახელმწიფო უკან დაგიბრუნებს
-
"ჯერ მე შეგქმენი! მერე შენ გაჩნდი, შენ მერე მოხვედი და მე გიცანი
T_A_T replied to ლ ი ც ი's თემა in ადამ და ევა
თეთრი ხიდი-რეზო გაბრიაძე Стою на мосту, Плюю в реку. Не в рифму – Но факт! В.В. Маяковский მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა, თუმცა ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს. ომი ახალი დამთავრებული იყო, ცხოვრება ძნელი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული და სიამოვნება. ბიბლიოთეკა №6-ის ბეჯითი მკითხველი ვიყავი. ბიბლიოთეკაში შესვლა სიფრთხილეს მოითხოვდა. ვინმეს რომ დავენახე – მცემდა, როგორც სირისტიანს, ამიტომ მეც ვფრთხილობდი: ჯერ იქითა ტროუტუარზე უნდა ჩამევლო უინტერესოდ, მერე ასევე უინტერესოდ ხიდიდან უნდა გადამეფურთხებინა და როდესაც დავრწმუნდებოდი, არავინ მიყურებს – ჩქარა შევსულიყავი ბიბლიოთეკაში. იმ დღეს ბიბლიოთეკაში ვიჯექი. უცებ ახმაურდა რიონი – მივხვდი, კარი გაიღო. ავხედე ბიბლიოთეკარებს: ორი გაუთხოვარი ქალი იყო, ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდათ ერთმანეთისათვის. წინა, ფეხებგაშლილი, ნავთქურას ადგა თავზე და კარს უყურებდა გაფითრებული. ფეხების შიდა მხარეებს წითელი ვარდები მოდებოდა სიცხისაგან. ქეთო პავიდლოიანი კოვზის პირიდან გამოღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ იძრობდა და საჯდომის ნელი ტრიალით სკამს ეძებდა. შიში მოედო ბიბლიოთეკას. ჯერ ვიფიქრე – იპოლიტე დაინახეს-თქო. იმ წლებში ჩვენს ქალაქში ერთი ვირთხა ცხოვრობდა, იპოლიტეს ეძახდნენ, რადგან ოდესღაც მსახიობ ხვიჩიას დაუმდუღრავს. სად არ შეგხვდებოდათ ეს იპოლიტე: ქუთვაჭრობასთან, ლომბარდთან, ბაზართან, ბანკთან, გრუზვტორსირიოსთან – იისფერი, გრძელი მწვანე კუდით მართლაც ძნელი შესახედი იყო. №6 ბიბლიოთეკაში მხოლოდ მე და იპოლიტე დავდიოდით. იმ ხანებში ორივე კლასიკოსებით ვიყავით გატაცებული: იპოლიტე ყდებით, მე კი – რაც მას დარჩებოდა, დღემდე ვგრძნობ ამ დანაკლისს. რიონი გაჩუმდა – კარი დაიხურა, ფრთხილად მივიხედე უკან. კარებში ადრახნია იდგა! ადრახნია მარტო კაცი იყო. ჰქონდა მხოლოდ პროფილი, რომელსაც სხვადასხვა სიძველის შრამები ხაზავდა, მათ შორის ერთი იყო სხვებზე შესანიშნავი. ეს შრამი იწყებოდა თმებში, დიაგონალად კვეთდა მაღალ შუბლს, გადადიოდა წარბზე, ოდნავ ეხებოდა ცხვირს, მკრთლად აჩნდა მშრალად ნაძერწ ტუჩებს, ღრმავდებოდა ნიკაპზე და იკარგებოდა მის ქვეშ. განსაკუთრებით საშიში იყო დაღამებისას, ნისლში და კინოფილმ „შურისმაძიებელი ელდორადოდან“ მსვლელეობის დროს. მის გამოჩენაზე ქუჩა იმრუდებოდა და ცერად მიედინებოდა ფეხქვეშ. აი, ასეთი კაცის თვალები მიყურებდნენ მე. ადრახნია დაჯდა ჩემს მაგიდასთან, შავყდიანი რვეული ამოიღო ჯიბიდან. დამიდო წინ, მიყურა, თქვა: „შენ დაწერ წერილს“, – და საჩვენებელი თითით, რომელიც არ ჰქონდა მიმითითა რვეულზე. „მე ვერ ვწერ“ – მაჩვენა ისევ საჩვენებელი თითი, რომელიც არ ჰქონდა. „კაციშვილმა არ უნდა იცოდეს“, „კუბო“ – ვთქვი მე უხმოდ. „კუბო“ – გაახმოვანა ჩემი ტუჩები ადრახნიამ. „დაწერე: ძვირფასო მარგალიტა, წყალში ვდგავარ – ცეცხლი მიკიდია“ - მიკარნახა ადრახნიამ. მარგალიტა საკომისიოს საქონელმცოდნის რაფიელის ქვრივი გახლდათ. ორი წლის წინ რაფიელი რევიზიას გადაჰყვა. მეოთხე წელია მარგალიტა შავებს არ იხდიდა. მეოთხე წელია იჯდა ძმრით გაწმენდილ ფანჯარასთან და გარდაცვლილის საკუთარ მანქანას უყურებდა, რომელიც არაფრისგზით არ გაყიდა და სიყვარულის ძეგლად იდგა აგურებზე ყვითელ ყვავილებში ჩაფლული. იჯდა ასე მგლოვიარე: ბალს ნემსით მიირთმევდა, ნემს ცხვირსახოცით წმენდდა და ცხვირზე მიიდებდა სევდის ნიშნად. არ მახსოვს რამდენ ხანს ვწერდი, ბევრი კლასიკას დავესესხე, ბევრიც ჩემი იყო – ორიგინალური. ახლაც მახსენდება უდროო დროს და უადგილო ადგილას, წნევის გასინჯვისას, ან გადასასვლელზე, სვეტაფორთან ფრანკფურტში, მაგალითად: „ო, ძვირფასო, რატომ შევხვდით გობელენში?!“ იმ წერილში იყო ადგილები, რომლის შინაარსის გაგება ახლაც მიჭირს: „ჩემი ყველა თვალის ეჭვიანობის მიზეზი შენ ხარ! თვალნი ჩემნი ეჯიბრებიან რა ერთმანეთს შენი ხილვის დანახვაში, ფხიზლად სძინავთ და როს ბალიშის მაგიერ თავქვეშ უდევთ წამწამები, ხან პირველი თვალი იღვიძებს მეორეზე ადრე, ხან მეორე პირველზე ადრე, რათა დაასწრონ ერთმანეთს სილამაზის წყაროსა და სათნოების ჩირაღდანის ხილვა!!!“ ადრახნიამ დიდხანს იკითხა ტუჩებით რვეული, მერე ფანჯარაში ასევე ტუჩებით ქალაქის საათი წაიკითხა, ქვედა ქუთუთოებით თვალები დახუჭა და თქვა: „საცემი ხარ“. ჩემი გული გაჩერდა. მის მაგიერ ბინტში შეხვეული თითი ჩქარა-ჩქარა ფეთქავდა. ადრახნია წამოდგა. „მერე იმას ვინც შენ გცემს, ფეხებს, ხელებს დავაძრობ და მოგიყვან სკოლაში თავის ფეხით“ – თქვა და წავიდა. მის მერე ბარე ორმოცდაათი წელი გავიდა. ამასწინათ ისევ მოვხვდი ქუთაისში, დავეხეტებოდი ქუჩებში და ვეუბდებოდი ჩემს თავს: „აი შენ მშობლიურ ქალაქში ხარ, შენ უნდა იგრძნო სევდა, გულის ტკივილი, სინაზე და სილამაზე“. აქეთ წავედი – ვერ ვიგრძენი, იქით წავედი – ვერ ვიგრძენი. ტყავის კეპკა, ვიყიდესავით, დავყნოსე – ვერაფერი ვიგრძენი. ნოსტალგიის ძებნაში თეთრ ხიდზე აღმოვჩნდი – „მოდი გადავაფურთხებ, ეგებ რამე ნაზი, სათუთი შეეხოს ჩემს გულს-მეთქი", ასეც ვქენი, მაგრამ ესეც არ გამომივიდა. რამდენჯერაც არ ვცადე ყველა მოღუნულად წავიდა ქვევით და ბოლოში არ აჩქარდა. „სულ სხვაა ახალგაზრდობაში „თეთრი ხიდიდან“ გადაფურთხება“ – ყალბად დავღონდი მე. არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი, ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ. ნიავს ქუდი მოვუხადე, ჩამიარა, ვითომ ვერ მიცნო, ქუჩის კუთხეში საყურე გაათამაშა, მაინც გამომხედა და გაქრა. ჩამოვჯექი ლიმონათის ყუთზე. ჩემს წინ ტროტუარზე ვიღაცამ უქუსლო ჩექმა შემოადგა, ავხედე, გადავუდექი წინ. ეს გახლდათ ადრახნია. ლამაზად დაბერებულა, არ მოუმატია, პროფილი ქაღალდივით გამჭვირვალე გაუხდა. ვერ მიცნო. გავახსენე მარგალიტას წერილი. გვერდზე გაიხედა, სიგარეტი შემომთავაზა. თურმე ხვალ სრულდება ხუთი წელი, რაც მარგალიტა გარდაიცვალა. დამპატიჟა სასაფლაოზე. მეორე დღეს ავედი საფიჩხიაზე. იქ სამთითა ცაცხვის ქვეშ გავიცანი მარგალიტას და ადრახნიას ორი შვილი. გოგო მამას ჰგავდა, ხმელი, უხმო. ბიჭს მარგალიტას თვალები და ხმა ცრემლიანი ჰქონდა, ტუჩები ატმიდან გამოთლილი, მორცხვი იყო, ჩრდილში იდგა. მარგალიტას თეთრი ქვა ედო საფლავზე. ზედ გაფერადებული ფოტო იყო დამაგრებული. ცოტა წამოწვიმა, ქვა მოფირუზო გახდა. აი, სწორედ იმ ქვასთან გავიგე, მადლიერების გრძნობით, რომ ჩემი პირველი ნაწარმოები ღრმად არის ჩამარხული მიწაში, მშვენიერი მარგალიტას მკერდზე. ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება. -
საქართველოს ტერიტორიების ჩართვა ავღანეთის ოპერაციებში
T_A_T replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ასე თუ ისე საინტერესო სიუჟეტია http://www.youtube.com/golosamerikius#p/u/8/6L-ITfURhgw -
მგონია რომ პირველი და მეორე ბანაკი ერტიდაიგივეა-ფასადური შესასვლელიტ და ჩორნი ხოდით უბრალოდ
-
რეალ-ტვის უკვე რადიო "ტავისუფლებაც" ეხმიანება
T_A_T replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სრული კოშმარი.ამ შემთხვევაში გამარგინალებული ე.წ. რადიკალური ოპოზიციის ერტადერტი ნაბიჯი რასაც მივესალმებოდი და ეხლაც კი მოვითხოვ-იყო ამ მიშავიზიების სრული ბოიკოტი -
რასაც ინდმეწარმეები ამბობენ. ვიცი ზუსტად.
-
რეალ-ტვის უკვე რადიო "ტავისუფლებაც" ეხმიანება
T_A_T replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რავი აგერ ია ანტაძემ არანაირი პროფესიული ან ეტიკური პასუხისმგებლობა არ დავაკისროტო და საკუთარი სინდისი რომ ტორმუზად არ აქვთ და ღირსება სხვა როგორ უნდა დაატორმუზებინო ესეთებს მე არ ვიცი.... -
საქართველოს ტერიტორიების ჩართვა ავღანეთის ოპერაციებში
T_A_T replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
http://www.newsru.com/world/29jan2010/gruzynato.html -
საქართველოს ტერიტორიების ჩართვა ავღანეთის ოპერაციებში
T_A_T replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ნუუუ მაგალითად შახიდი მეტროში.....ან დინამოს ბაზრობაზე ..ხომ? -
კაკრაზ ვუშვებ და გამკვირვებია აქამდე რომ არ მისულან..ან მიდიან და მერე 20 ლარაღებუელბი უკან ბრუნდებიან((
-
საქართველოს ტერიტორიების ჩართვა ავღანეთის ოპერაციებში
T_A_T replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მიშAს აწყობს ზატო- უკმაყოფილების ყურადღEბის გადატანის და მუხტის მიმარტვის მშვენიერი საბაბია -
სატურნ!!! ამ ტემაში ბილწსიტყვაობა და შეურაცხოფების ან შეურაწყოფების მაინც წერა შეიძლება?
-
საქართველოს ტერიტორიების ჩართვა ავღანეთის ოპერაციებში
T_A_T replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Президент Грузии Михаил Саакашвили предложил США использовать территорию своей страны для транспортировки оружия через Центральную Азию в Афганистан. Об этом, ссылаясь на слова грузинского лидера, сообщает Associated Press. По данным агентства, Грузия готова предоставить Западным военным кораблям свой порт на Чёрном море, а грузовым самолётам, следующим в Афганистан, — аэропорты для дозаправки топливом. -
საქართველოს ტერიტორიების ჩართვა ავღანეთის ოპერაციებში
T_A_T replied to shavlego91's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მახინჯი დედაკაცი რომ კაცს დაზდევს ბავშვი მინდა შენგან-ო ეგრეა რა ! როგორ დაუწვნენ და შეუძვრნენ ამ ნატოს აღარ იციან((( -
რეალ-ტვის უკვე რადიო "ტავისუფლებაც" ეხმიანება
T_A_T replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
დეკლარაცია არის შირმა. ბუტაფორია. მარა თუნდაც-ძალიან ადვილია დასაბუტება რა შემოსავლები აქვს და ამ შემოსავლების პროპორციული არის ტუ არა მისი გასავლები-უძრავი ქონების შეძენა და ცოლშვილის სწავლა თუნდაც. ვერსაჩეს ტრუსიკი აცვია თუ ბანანას ნასკები ამას დონაძესავიტ არავინ დაუთვლის მარა ....კაროჩე რაღAც ბიზნესები და წილები რომ აქვს ხომ გამოდის? -
რეალ-ტვის უკვე რადიო "ტავისუფლებაც" ეხმიანება
T_A_T replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მეკაიფები? -
რეალ-ტვის უკვე რადიო "ტავისუფლებაც" ეხმიანება
T_A_T replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფხუკ და ეგრე რომ არის რა ვინმეს ეჭვი ეპარება? ამიტომ ვტქვი იყოს უნდა გამჭვირვალე მისი ხარჯები და შემოსავალი-ხომ სუფთA და უბიწო პოლიტიკოსის იმიჯოთ მოდის-დონაძეს კი არა მე დამიმტკიცოს რომ ეგრეა. შეგახსენებთ რომ როცა რეიგანები თეთრი სახლიდან წავიდნენ ნენსის არცერტი საღამოს კაბა არ წაუღია-ისინი ყველა სახელმწიფოს კუთვნილება იყო. ეს ისე -ბოლოსიტყვაობის მაგიერ. -
ეგრეა-----ვეტანხმები ტუ მატი უფლებები დაირღვა და სუბელიანმა ფული შეუტეხა აგერაა ყაზბეგზე სამინისტრო და მოეხდინათ პიკეტირება. რა ცეცხლი და კოცონი აუტყდატ? და ეგ ის დევნილები ხომ არაა მერე კარუსელს რომ ატრიალებენ არჩევენბზე და 20 ლარიანების დეფიციტს ქმნიან სავაჭრო ობიექტებში იმ დღეებში?
-
დიდი დიღმელი არ ხარ დაო? შადი გუდვილში ყრია გაყინულებში
-
სალომე ზურაბიშვილი: "არ მინდა, სააკაშვილი მოსკოვმა მოაშოროს"
T_A_T replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რაღAა სავაჭრო-ჩაწოლილი და ვადაგასული ტავარია დანარჩენი -
სალომე ზურაბიშვილი: "არ მინდა, სააკაშვილი მოსკოვმა მოაშოროს"
T_A_T replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
გრეჩიხა ჯობდააააა?! წინადადება პლავნად გადადის თხრობითში -
კიდე მე მაბრალებდნენ ასოებს ტოვებსო-ეგეტი ცხოვრებაში არ გამომიტოვებია კარავს თუ ჩადგამ გვერდზე მოგიჯდები ( სიმპატიური სანამ მგონიხარ )