ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი არჩილ ხომასურიძეც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოგრაფიული ზამთარი კარგა ხანია დგას. „დემოგრაფიული თვალსაზრისით საქართველოში უმძიმესი სიტუაციაა. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენი ერისა და ქვეყნის მომავალს საშიშროება ელის. ქართველების რაოდენობა თანდათან მცირდება“, – ამბობს ხომასურიძე. http://commersant.ge/index.php?pg=nt&id=15531&ct=17 ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ბევრი კი საზღვარგარეთ არის გადახვეწილი და ოჯახს იქიდან არჩენს. საქართველოში ძალიან გაიზარდა სიკვდილიანობა და კრიზისულ ზღვრამდე შემცირდა შობადობა“, – ამბობს პროფესორი ანზორ თოთაძე.