Jump to content
Planeta.Ge

T_A_T

პლანეტელი
  • პოსტები

    10.498
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    13

ყველა პოსტი T_A_T

  1. დამასწარი რა! ხოდა ........................როგორია სომხური სისხლის ხვედრიტი წილი ჩევს პარლამენტში გახსოვთ ვინმეს?
  2. სომეხთა სათვისტომო საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების თხოვნით მიმართავს 19:40 - 12.04.2010 სომეხთა სათვისტომო საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს თხოვნით მიმართავს, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების საკითხი განიხილონ. წერილები კანონპროექტის ინიცირების თხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს, პარლამენტს და საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებს, ასევე საქართველოს პარლამენტის სომხური წარმომავლობის დეპუტატებს უკვე გაეგზავნათ. სომხური ორგანიზაციები მოუწოდებენ ადრესატებს, საპარლამენტო სესიის დროს, 24 აპრილამდე განცხადებით გამოვიდნენ და 1915–1923 წლებში სომხების გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგონ. მიმართვის ინიციატორები არასამთავრობო ორგანიზაციები "საქართველოს სომხური სათვისტომო", "საქართველოს სომხური თანამშრომლობის ცენტრი" და "საქართველოს სომეხ სტუდენტთა ასოციაცია" არიან. შეგახსენებთ, რომ ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში სომეხთა გენოციდი მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს, რომელთა შორისაც ევროპის კავშირი და ევროპის საბჭო არიან. უი ხო წყარო არ ვიცი მარა ოზერო სევან ესაა www.pirweli.com.ge
  3. ფლორა-ფაუნის განადგურებაზე დაგიჭერენ-გაგშტრაფავენ
  4. ,,სპიშატ ნაპომაშ " -------- პატრული
  5. http://i017.radikal.ru/1004/c8/0304a5dec311.jpg ამას პლანეტა გეს ვუძღვნი
  6. ოო რა გინდა რა-კაიფსა და კაიფს შორის პერედიშკა აქვს კაცს ნუ ეხლა ვანომ რომ ჟვანიას დატრუპვა "გაიგო" და ეგრევე დიაგნოზი დადო15 წუთში- გაიგუდაო....არა რა ქართული მორალი სულ სხვაა....
  7. მიცკევიჩი ( ვერაფრით მიხვდებით რატომ დავწერე)
  8. ქო! ტან შენ რომ ყვავილების ამარა ხარ ასული და ამათი: ფხალი მომაწოდე , კვერცხში ჩამირტყი გესმის...გულზე კი არა კუჭზე ვსკდები აფსოლუტურად მარტალი ხარ...სამწუხაროდ ეს კედლებში ფერფლის შელაგებაც მომწონს--------კამერა ხრანენიასავიტ----მიხვალ გაარჭობ ყვავილს წამოხვალ....არც სუფრები არც არაფერი...+ არც იმის საფრტხე რომ გოგოლივით ცოცხალს დაგფლავენ
  9. ნაღდად 2 წელია პაპაჩემის საფლავის გვერდზე ახალმოსახლეა------ამოდიან დატვირტული სააბრგულით აღდგომაზე, ერტ კალათაში მადონა სერვიზი, მეროე მესამე მეოთხეში "ხორაგი" სუფრა იშლება ისეთი-ჩემს ქორწილში არ იყო....აი ოჯახის უფროსი( თუ საფლავის უფროსი უნდა ვთქვა?) რომ წარბს აუწევს დიასახლისს და ის პრიმუსს( მრგვალი გაზის ბალონები რომაა) რომ დააძრობს და ქვაბით ჩაქაფულს აათუხთუხებს ხოლმე.. ჩემები ფართხაფურთხით მომაქოჩიალებენ იქიდან რომ დაცინვა ცოფიან აგრესიაში არ გადამეზარდოს...ასე რომ დესერტად რას მიირტმევენ არ ვიცი.... მუხათგვერდი ნაღდად თბილისზე დიდი უკვე... აგერ საბურტალოს სასაფლაოა და ისე გადმოჩოჩდა-მალე მოდულის ეზოში დაფლავენ მიცვალებულებს.....
  10. ადნაზნაჩნა კრემაცია---სიკვდილისმერეც საფლავისქვეშიდან ვუყურო გურჯულ ჭამასმას ნაღდად არ მინდა.... ნუ თუ არ გაგიმარტლა ...მაშინ ეფთანაზიაც( ბარემ მივაყოლე ჩემი ნეკროოცნება)
  11. lasha1997 მგონი ნოღAიდელის აგრდა უკვე ყველას აი მიშიკოს "ჯილა" ვალერიას ექსკლუზივი: ვალერია ნოვოდვორსკაია - სმოლენსკის ტრაგედია უბედური შემთხვევის ინსცენირება იყო სმოლენსკში მოხდარი ტრაგედიის სავარაუდო მიზეზებზე, ლეხ კაჩინსკის დაღუპვაში და ყირგიზეთის მოვლენებში რუსული ხელისუფლების სავარაუდო მონაწილეობაზე და იმაზე, რამდენად ახერხებს პუტინი პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის კონტროლის გაძლიერებას, `ინტერპრესნიუსი~ ცნობილ რუს უფლებადამცველს, პუტინის ხელისუფლების ოპონენტს ვალირია ნოვოდვორსკაის ესაუბრა. - ქალბატონო ვალერია, როგორ შეაფასებდით სმოლენსკთან მომხდარ ტრაგედიას, რომლის შედეგად პოლონეთის პრეზიდენტი და პოლონეთის თითქმის მთელი პოლიტელიტა დაიღუპა? - სმოლენსკის ტრაგედია უბედური შემთხვევის ინსცენირება იყო. ერთ დღეს განადგურდა პოლონეთის პოლიტელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი. როგორ შეიძლებოდა საფრთხისათვის თავის ისე შეგებება, რომ ვერავინ ვერასდროს ვერაფერს დაამტკიცებს. რაც მოხდა, მხოლოდ მოსკოვს აწყობდა. კრემლს კაჩინსკის მოშორება დიდი ხანია სურდა, პუტინი მას რუსეთის ყველაზე მთავარ მტრად აღიქვამდა. რუსეთი თავის მტრად მიიჩნევდა კაჩინსკის, იუშჩენკოსა და სააკაშვილს. მას შემდეგ, რაც კრემლმა იუშჩენკოს პოლიტიკური ასპარეზიდან მოშორება შეძლო, კაჩინსკი კი მოკლა, ახლა ნადირობას სააკაშვილზე დაიწყებს. რუსეთს არ შეეძლო არ ესარგებლა პოლონეთის პრეზიდენტის კატინში დაგეგმილი ვიზიტით. პოლონეთის დელეგაცია რუსეთის ტერიტორიაზე საბჭოთა თვითმფრინავით არ უნდა შემოფრენილიყო. ყოვლად დაუშვებელი იყო პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის დაცვის სამხედრო თვითმფრინავების გარეშე რუსეთში ფრენა. არ შეიძლებოდა მიგდებულ სამხედრო აეროდრომზე დაშვების განხორციელებაზე ფიქრიც კი. არ შეიძლებოდა ერთ თვითმფრინავში მთელი პოლიტელიტის ჩასხდომა და რუსეთის საჰაერო სივრცეში კონტროლისა და პრესის გარეშე შემოფრენა. მომხდარის წინა დღეებში რუსულ ტელეარხ `კულტურაზე~ კატინის ტრაგედიის შესახებ პოლონელი რეჟისორის ვაიდას ფილმის ჩვენება სატყუარა იყო იმისთვის, რომ პოლონეთის სამთავრობო დელეგაციაში რაც შეიძლება მეტი ხალხი ყოფილიყო. აი, რით მთავრდება კრემლის საუბრები დიდ სამამულო ომში ერთობლივ გამარჯვებაზე. აი, რით მთავრდება თამაშები რუსეთთან და სიცრუესთან. სხვათა შორის კრემლი კაჩინსკის იმასაც ვერ პატიობდა, რომ იგი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესებს თავგანწირვით იცავდა. - თქვენი ლოგიკით, იუშჩენკოს პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორების, კაჩინსკის მოკვლის შემდეგ, კრემლის შემდეგი სამიზნე საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილია? - ამას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს. საქართველოს ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც მოფერებით `ვანიჩკას~ ეძახიან და ვიმედოვნებ, ბატონი ვანო მიხეილ სააკაშვილს ისეთ თვითმფრონავში ჩაჯდომის უფლებას არ მისცემს, რომელიც რუსეთში იქნება დამზადებული. იმედი მაქვს, ბატონი ვანო უფლებას არ მისცემს სააკაშვილს რუსეთის ტერიტორიაზე დაცვის გარეშე იფრინოს და რუსულ სამხედრო აეროდრომზე დაჯდომა გადაწყვიტოს. საქართველომ უნდა იცოდეს და არასოდეს დაივიწყოს, რომ რუსეთი საქართველოს მტერია. - თქვენი აზრით, ყირგიზეთში განვითარებულ პროცესებში რამდენად ურევია რუსეთის ხელი? - არ მგონია. უფრო სავარაუდოა, რომ კრემლი ცდილობს ყირგიზეთში შექმნილი ვითარება სათავისოდ გამოიყენოს და მღვრიე წყალში თევზი დაიჭიროს. იმის მომზადება, რაც ყირგიზეთში მოხდა, ძალიან ძნელია. ყირგიზეთში მომზადების გარეშეც, ისედაც საკმაო მიზეზი იყო ხალხის უკმაყოფილებისთვის. მოსკოვმა ყირგიზეთში შექმნილი ვითარება სრულად გამოიყენა. აღიარა ახალი ხელისუფლება და იმავე წუთს დაიწყო ბიშკეკთან იმაზე საუბარი, რომ მათ ყირგიზეთიდან ამერიკული სამხედრო ბაზა გაიყვანონ. იმედს ვიტოვებ, ბიშკეკში კარგად ესმით, რომ მათ ამერიკელებისგან მეტის მიღება შეუძლიათ, ვიდრე რუსეთისაგან. - ექსპერტთა უმრავლესობა ყირგიზეთში განვითარებულ პროცესებს სწორედ იმას უკავშირებს, რომ ბაკიევი ჯერ მოსკოვს დაჰპირდა, რომ ამერიკელებს ყირგიზეთში სამხედრო ბაზას არ მისცემდა, რისთვისაც რუსეთისგან კრედიტის სახით 2 მილიარდი რუსული რუბლი მიიღო, მაგრამ შემდეგ, როცა ვაშინგტონმა იმავე ბაზისთვის მას მეტი ფული გადაუხადა, ბიშკეკმა ამერიკელებს მანასის აეროდრომის გამოყენების უფლება დართო. . . - ამაში გასაკვირი არაფერია. იმისათვის, რომ ბაკიევს ძალაუფლება შეენარჩუნებინა, უნდა შეექმნა რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები და ნაკლები მოეპარა. პურისა და სამუშაოს გარეშე დარჩენილი ხალხი ქუჩაში გამოვიდა. თუ კარგად დაუკვირდებით, ყირგიზეთში, გარდა იმისა, რაც ობიექტურად ხდება, სახეზეა კლანებს შორის დაუნდობელი ბრძოლა. - შეიძლება ითქვას, რომ პუტინი პოსტსაბჭოთა სივრცეზე სხვადასხვა ფორმით კრემლის კონტროლის აღდგენას ახერხებს? - დიახ, ამის თქმა ნამდვილად შეიძლება. მე არ ვიცი ვინ არიან სმოლენსკის ტრაგედიის ავტორები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ვინც პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის კონტროლის აღდგენაზე მუშაობს, მათ შორის პუტინი, ყველაზე მთავარი არაა. მათ სახელებს, ვინც კადრს მიღმა დგანან, ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ. არ მგონია, რომ პუტინის ტიპის პოლკოვნიკები სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში ახლა მთავარ როლს ასრულებდნენ. უშიშროებამ რუსეთში ყველას პირში ბურთი ჩათხარა და გააჩუმა. კრემლს სააკაშვილის მოშორება ტანკების საშუალებით უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. ახლა, როცა იუშჩენკო უკრაინაში პრეზიდენტი აღარაა, კაჩინსკი მკვდარია, ქართველებს დიდი სიფრთხილე, გონიერება და იმავდროულად ჩვეული სიმამაცე და გამბედაობა გმართებთ.
  12. მე მოსკოვს ვადანაშაულებ, - ამ სათაურით აქვეყნებს პოლონური გაზეთი "Nasz Dziennik" სეიმის დეპუტატ არტურ გურსკისთან ინტერვიუს. სრული ტექსტი აქ http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1
  13. ზურნა-დუდუკი- ქალები
  14. 9 კაცმა ტქვა უკვე ეგ-მე იმ ბოდვით ტექსტს არ ვუსმენდი-არ ვიცი და ლინკი მოგვეპოვება რომ ვნახოთ?
×
×
  • შექმენი...