საინტერესო სტატიას გადავაწყდი: თბილისელი პროფესორი წელიწადში ორჯერ სოხუმში ლექციების წასაკითხად ჩადის! გიორგი ანჩაბაძე: - სოხუმის უნივერსიტეტში რამდენიმე ისტორიულ საგანს ვკითხულობ. ეს ნაბიჯი აფხაზებმა სახალხო დიპლომატიის ფარგლებშიც გადადგეს. მხარეების დაახლოებას 1989 წლიდან ვცდილობდი. მოკლედ, მათ ჩემი მშვიდობიანი განზრახვა კარგად იცოდნენ. გარკვეული ფიქრის მერე, შემოთავაზებაზე დავთანხმდი. თავიდან რევოლუციური აზრიც კი მქონდა - მსურდა, თბილისში აფზხაზეთის, სოხუმში კი საქართველოს ისტორია წამეკითხა. სამწუხაროდ, ეს არ გამოვიდა. სხვათა შორის, საქართველოს ისტორია სოხუმის უნივერსიტეტში დღესაც ისწავლება, მაგრამ დაახლოებით, ისეთ დონეზე, როგორც ოსმალეთის, რუსეთის და სხვა მეზობლების ისტორია. მე კი სტუდენტებს აფხაზეთის ისტორიულ გეოგრაფიას ვასწავლი. სრული სტატია წაიკითხეთ აქ: http://factnews.ge/index.php?lang_id=GEO&a...7286&act=ns