განათლების სამინისტროში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა საბეჭდი ვერსია წელს, პირველად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებელი, დირექტორი, კერძო და საჯარო სკოლა და ასევე, საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა. წლის საუკეთესო მოსწავლედ ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ცოტნე ტაბიძე დასახელდა. ცოტნე ტაბიძე 2010 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში სამგზის გამარჯვებულია, მან პირველი ადგილი მათემათიკასა და ინფორმატიკაში მოიპოვა, ასევე გავიდა მესამე ადგილზე ფიზიკაში. წლის საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მასწავებელი ივანე კვიტაშვილი. წლის საუკეთესო დირექტორად _ თბილისის 94-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ჩაგანავა, წლის საუკეთესო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელად _ ოზურგეთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი, წლის საუკეთესო ახალ სკოლად _ ახალი კავკასიის ფრანგული სკოლა, წლის საუკეთესო საჯარო სკოლად _ თბილისის თავისუფალი ვალდორფის 196-ე საჯარო სკოლა, წლის საუკეთ ესო კერძო სკოლად _ გ.ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც. რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.