ტაშკუკურიიიიიიიიიიიიიი Ryanair–ი „ჭორებზე“ და „სპეკულაციებზე“ კომენტარის გაკეთებას არ აპირებს რადიო ``კომერნსანტი``, FM 95,5 საქართველოს ეკონომიკის მინისტრი შესაძლოა სკანდალში გაეხვიოს. ვერა ქობალიას განცხადებას, რომ ირლანდიური ავიაკომპანია "რაინ–ეარი" საქართველოში ფრენებს განახორციელებს, „ბლუმბერგმა“ ხმაურიანი ინფორმაციით უპასუხა. გავლენიანმა მედია-საშუალებამ ამ თემაზე კითხვა თავად "რაინ–ეარს" დაუსვა და პასუხი ელექტრონული ფოსტით მიიღო. „კომპანია ატარებს პოლიტიკას, რომ არასოდეს გააკეთოს კომენტარები ჭორებზე ან სპეკულაციებზე, რადგან პოტენციური მარშრუტების განვითარების საკითხებს მუდმივ რეჟიმში 50-ზე მეტ აეროპორტთან განიხილავს," - ნათქვამია წერილში. "რაინ–ეარი" ევროპაში ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა. ეკონომიკის სამინისტროში კი „ბლუმბერგის“ სკანდალურ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეკონომიკის მინისტრს და „რაინ–ეარის“ წარმომადგენლობას შორის მოლაპარაკება ნამდვილად შედგა. მათივე თქმით, „რაინ–ეარი“ დიდი კომპანიაა და შესაძლოა „ბლუმბერგი“ ისეთ პირს ესაუბრა, ვინც საქმის ყურში არ იყო.