:018: თბილისში ხვალიდან ავტომანქანების პარკირებისთვის წლიური გადასახადი ორმაგდება 17:59 30-09-2010 თბილისში ხვალიდან ავტომანქანების პარკირებისთვის წლიური გადასახადი ორმაგდება თბილისში ხვალიდან ავტომანქანების პარკირებისთვის წლიური გადასახადი ორმაგდება . როგორც `ინტერპრესნიუსს~ კომპანია `სითი პარკიდან~ აცნობეს, დედაქალაქში მანქანის პარკირებისთვის წლიური გადასახადი 25 ლარის ნაცვლად 50 ლარი იქნება. პარკირების თანხის გაზრდის მიზნით "სითი პარკმა" მერიას განაცხადით მიმართა, რომელმაც მოთხოვნა დააკმაყოფილა. `პარკირების საფასურის გაზრდა განპირობებულია იმით, რომ წლიური 25 ლარი კომპანიისთვის საკმარისი არ იყო. დედაქალაქში ახლი პარკირების ადგილები გაჩნდა, რომელთაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება. ყველაფერი კი დანახარჯებთან არის დაკავშირებული~, _ აცხადებენ კომპანიაში. `სითი პარკში~ განმარტავენ, რომ ცვლილებები არასწორი პარკირებისთვის განსაზღვრულ ჯარიმებს არ შეეხება და იგივე დარჩება. http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-ormagdeba.html საიტი არ იხსნება ...როდის გადავიხადე ხ.ე.ზ.