-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
მაქვს ორი ბინა სადაც ვცხოვრობთ სამი ადამიანი, გამოგიტყდებით და შიგა და შიგ ჩართული მქონდა ორივე ბინაში კანდიციანერი ერთ ბინაში დავწვი 220 კილოვატი ანუ 35.20 თეთრი-ნაგავი გამომიწერეს 11ლ მეორე ბინაში დავწვი 311 კლ. 49.76-ლ ნაგავი 15.55 ხოდა სამმა ადამიანმა ნაგვის საფასური უნდა გადავიხადოთ=26. 55 ვინაიდან ორ ბინაში ჩაწერილი ვართ სამნი ნაგვის გადასახადს ვიხდიდი 7.50 თეთრს, გამოდის რომ ამ თვეს ნაგვის გადასახადი უნდა გადავიხადო 3,54 ჯერ უფორ მეტი დიდი მადლობა ნაცმოძრაობას და ყველა მის ამომრჩევლებს, გისურვებთ კვლავ გამარჯვებას შემდგომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე, ასევე წარმატებას პირად ცხოვრებაში, გაიხარეთ და იდღეგრძელეტ მაინც რამდენი ნაგავი დამიწვავს ამის დედა ვატირე ვინ იცის რამდენი ოჯახი გააბედნიერეთ ასეთი გონივრული გადასახადით, ხოდა რამფერაც თქვენ გააბედნიერეთ სხვები იმდენჯერ და ათი იმდენი დაგიბრუნდებათ ეს სიხარული თქვენ და თქვენს ოჯახებს, აი ლოვე იუ (ნირწამხდარი ოპოზიციონერის სმაილიკი )
-
რა არაა ეგრე?
-
ვა, იქნებ ფული გადაიხადა (კინოთეატრში) ჭამა და სექსი ჰო, შედევრია მაგრამ აი აგვისტოს ომზე რომ ნიჭიერება გადაიღეს მაგი ვინ ნახა?
-
ბოლშევიკებსაც ბნელეთიდან გამოჰყავდათ რუსეთი, ელექტროფიკაცია, წერა კითხვის გავრცელება, წოდებების გაუქმება, ინდუსტრიალიზაცია, ეს ყველაფერი ბოლშევიკებმა გააკეთეს რუსეთში
-
ევროპელებმა შეძლეს მეტა ნაკლებად ნორმალური სოციალური გარემოს შექმნა, რაც შეეხება რუსეთს, რუსეთის ხელისუფლების სათავეში არიან ბანდიტები, რომლებიც ძარცვავენ საკუთარ ქვეყანას და მოსახლოებას ამყოფებენ სიღატაკეში,, არ ვითარდება წარმოება, მეცნიერება, მოსახლეობის რაოდენობა კლებულობს, რუსეთს არ გააჩნია არანაირი იდეა, თუკი ასე გაგრძელდა პრაქტიკულად ეს ქვეყანა განწირულია თუმცა ამჯერად ისეთი გარემოა შექმნილი რომ ევროპასაც და ამერიკასაც უდიდესი პრობლემები აქვს, რომლისგან გამოსავალი არ ჩანს, ეს პრობლემებია ფინასნური, ეკონომიური და რასობრივი, ლიბერალიზმაა და მულტიკულტურამ მარცხი განიცადა, თუმცა დაგროვილი კაპტილასი და ტექნოლოგიური პროგრესისი ხარჯზე კიდევ განაგრძობენ არსებობას, მაგრამ საჭიროა გლობალური ცვლილებები რომ რაღაც შეიცვალოს რაც მაგალითად ლონდონში მოხდა ეს მხოლოდ პოლიციის ცუდი მუშაობის ბრალია?
-
georgekh13 დამარცხდა, ვერ შEძლო მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება, მაგრამ იდეა რა თქმა უნდა იყო პოზიტიური, ექსპლოატაციის მოსპოება, მგონი არცერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა სურდეს რომ მას უსამართლოდ ექცეოდნენ, ამუშავებდნენ ვირივით და უხდიდნენ კაპიკებს, ან ქვეყანაში სახელმწიფოს რესურსების უდიდესი ნაწილი რამდენიმე ადამიანის საკუთრებაში იყოს, უბრალოდ, ადამიანი, თუკი არაა მესაკუთრე ამ ქონების, უნდა იყოს იდიოტი რომ ეს უხაროდეს და ნორმალურად მიაჩნდეს
-
კი, ეს უბედურებაა, ამიტომაც ძალიან ბევრ პარალელებს ვავლებ რუსეთსა და საქართველოს შორის, თუკი ვიდეო რგოლს უსმინე, პრინციპში ეს ისედაც ვიცოდით, რატომ მოხდა ის რომ ხალხის საკუთრებაში არ გადავიდა საბჭოთა კავშირში დაგროვილი ქონება? რატომ არ გადაეცათ აქციების სახით ქარხნები თუ სხვა სახის საწარმოები იქ მყოფ დასაქმებულებს? ყველგან პრივატიზაცია მოხდა ერთი ფორმით, საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანების ხელში აღმოჩნდა საკუთრება, ხალხი კი გაიძარცვა
-
ცალმხრივად უდგები საკითხს, გასგებია რომ ძალადობა შენთვის მიუღებელია, მაგრამ ზომაზე მეტად გჯერა იმ კლიშეების რაც დანერგეს ლიბერასტებმა, მთლად ეგრეც არ იყო საქმე, იქმნებოდა ახალი სამყარო, სამართლიანი, პოზიტიური, ნათელი მომავლით, აი ამის დანახვა არ გსურს და რა გამოდის ველური კაპიტალიზმის მომხრე ხარ სადაც ადამიანი ადამიანისთვის მგელია? კურგენიანი არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი, არამოდური, განსხვაებული, არაპოლიტტექნოლოგიური, ამიტომაცაა საინტერესო სხვათა შორის ანტიპუტინისტია, ამაშია მთელი დილიხორი, ძიება ალტერნატიული პროექტის ძიების, პირადად ჩემთვს გლობალიზმი, ულტრალიბერალიზმი და მულტიკულტურა, კორპორაციების ბატონობა და მოსახლეობის მონური მდგომარეობა ჩემთვსი მიურებელია, შEსაძლოა შენთვის მისაღებია
-
ჭკვიანი ჩემი შეფასებით შენ შეიძლება სულელად ჩათვალო ოკ, ალბათ არის ინტლელექტის შეფასბის კრიტიერიუმი IQ და მისივე თქმით, შემეჯიბროს ლუბოი ლიბერსტი ვაჯობებო ანუ ის მზადაა მოხდეს მისი ინტლექტის შეფასება, ეხლა რაც შეეეხება მის იდეებს, თუკი მოუსმინე, რა მოგეწონა და რა არა, საინტერესო, ასევე საინტერესოა შენი შეხედულებები ზოგადად, რისი მომხრე ხარ, რა გსურს, რისკენ მიისწაფვი, მოდი ჯერ ეს ჩAმოწერე და მერე ვიმსჯელოთ, მოდის თუ არა შენი და კურგენიანის იდეები წინააღმდეგობაში
-
http://www.youtube.com/watch?v=sZuiIBrPPMU მოუსმინეთ ამ ჭკვიან კაცს, ვინაიდან ვერანაირ ართუ იმედს, არამედ საქართველოს განვითარების რაციოანლურ რაიმე კონცეფციას ვერ ვხედავ, ხელი ჩავიქნიე რომ საქ. რაღაც ეშველება, ასე გაგრძელდება დიდხანს დიდხანს, მდიდრები გამდიდრდებიან, ღარიბები გაღატაკდებიან, უზნეობა, უხამსობა და უნამუსობა იქნება ის ბრენდი ის უმაღლესი იდეა რითაც იცხოვრებს ქართველი კაცი, ვისაც გაუმართლებს წავა საქართველოდან, არ განვითარდება არც წარმოება, არც სოფლის მეურნეობა, არც ხელოვნება, ვიმარიაჟებთ ტურისტების რაოდენობით და მერე მივალთ იმ კრიტიკულ ზღვარზე როდესაც ეთნოსს უბრალოდ აღარ მოუნდება გამრავლება ან სრულიად მოხდება მისი შერწყმა სხვა ეთნოსებში, ქართველ ერს განვითარების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, ეს არაა თავზე ნაცრის წაყრა, ეს უბრალოდ ფაქტია, ვის ხელშია დღეს საქართველო ეგ. წოდებული ლიბერასტების და ვინაა მათი ალტერნატივა ეგ. წოდებული რეტროგრადები, რომლებსაც თავში ტვინის ნაცვლად ბოცა უდევთ, ხოდა ამ სრული გაპარტახების და უპერსპექტივობის ფონზე ეტთადრეთი ნათელი წერტილი ჩემთვის პირადად რჩება რუსეთი სადაც ხალხს კიდევ შEრჩენია აზროვნების უნარი და ძალიან მკრთალი, მაგრამ მაინც არის იმედი რომ იქ შეიქმნება რაღაც ალტერნატიული განვითარების მქონე საზოგადოება, რომელიც სამყაროს ნორმალურ ნაწილს, არა ბოტიზირებულს მისცმეს გარკვეულ იმედს, ყოველ შEმტხვევაში რუსები ფიქრობენ, რაღაცას ჯახირობენ და წვალოებენ რომ დაუპირისპირდენ გლობალიზაციის და პოსტმოდერნის შEმოტევებს, ხოლო ის საზოგადოება რომელიც იქნება მომავალში და რასაც უკვე ჩვენც ვხედავთ საქართველოში ნაციონალების სახით, გარდაუვალია, წარმოიდგინეთ წარმოიდგინეთ საქართველო სადაც იცხოვნრებენ მხოლოდ კარდუები, ლეო ნაფტები, კირკიტაძეები, სააკაშვილიები და ხერხეულიძეები, ნუ აქა იქ თარგანაძეები
-
Ucnobi ოკ, გასაგებია რახან აქ ხარ იქნებ გაიხსენო დაახლოებით როდის მოხდა ეს (თვე და წელი არაა აუცილებელი დაახლოებით)
-
ევროპოიდებს არასდროს არ ქონიათ გადადჟიშების საფრთხე და ამიტომაც არიან ასეთი ტოლერანტულები
-
რომელ ეკლესიაში შეესწარი ამას? თუ შეიძლება მღვდლის სახელი და გვარი და ამ ინფორმაციას განვათავსებ მართლმადიდებელ ფორუმზე
-
Ucnobi რა თქმა უნდა შეურაცხყოფაა იმ კონტექსტში რა კონტექსტშიც სასულიერო პირებს მოიხსენიებ, ეს არის დამამაცირებელი გამონათქვამი შენ თქვი რომ ისინი ფსიქიატრიულში უნდა განწესდნენ, ამაშია საქმე, ვიღაცას თუ გიჟად თვლი ეს შენი საქმეა, მაგრამ იმის სურვილი რომ შენთვის არასიმპატიური ადამიანები საგიჟეთში მოათავსო, ეს უკვე აგრესიაა ნუ მაშინ ტუთბერიძესგან ან აზრისგან რითი განსხვავდები? თუკი თავს მართლმადიდებლად თვლი ასეთი საქციელი უბრალოდ გაუგებარია, არსებობს კრიტიკა, არსებობს იმის სურვილი, ბუნებრივი ადამიანში რომ რაღაც ცუდი აღმოფხვრა და ვინმეს მიუთითო ნაკლი, მე პირადად არაერთხელ მართლმადიდებელ ფორუმზე ვახმილე ის მღვდლები, კონკრეტულად ვინც უღირსად იქცევა, ოღონდ გაააჩნია ადამიანს რა მოტივი გამოძრავებს, ეკლესიის დისკრედიტაციის სურვილი გაქვს თუ პირიქით მისთვის კარგი გსურს, აა, ხომ ხედავ აზრიც კი დაგეთახნმა, ეს უკვე ნიშნავს რაღაცას
-
აზრი არაფერი ისეთი, მთავარია იცი, რომ არსებობს სამი ქრისტანული კონფესია, კათოლიკები, პროტესტანტები და მართლმადიდებლები და ჩვენ ვთვლით რომ სამება - არის ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი, ხოლო რას თვლი შენ ეს შEნი პირადი აზრია და რატომ გაქვს პრეტენზია ჭეშმარიტებაზე გაუგებარია, ე.ი. ჩვენ ყველა ვცდებით და მხოლოდ შEნ ხარ მართალი არც მაინტერესებს შენი შეხედულებები, მაგრამ იმიტომ გამოგეხმაურე რომ ცდილობდი, როგორც არაერთხელ, ამჯერადაც, საკითხი ისე წარმოგედგინა თითქოს მართლმადიდებლები ვიყავით გამონაკლისნი, მართლმადიდებლის ნაცვლად "ქრისტიანი" რომ გეთქვა უფრო სწორე იქენბოდა, დიახაც ქრისტიანებს გვჯერა სამების, შეგიძლია ქრისტიანები გააკრიტიკო ასეთი შეხედულებებისთვის, მაგრამ მხოლოდ მართლმადიდებლები ეს უკვე არაკორექტულია
-
რუსი ხომ არ იყო, ეგენი არიან ასეთი პრავდორუბები
-
FRIDRIX ისე როგორ გავს შენს ავატარაზე გამოხატულ ბატონი ესკობარი ჩვენს მაღალს ხო, კი, აი მარჯვნივ რამფერი თეთრია
-
აზრი სულის უკვდავებას და სამებას აღიარებს როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ასევე კათოლიკეებიც და პროტესტანტებიც, ანუ ყველა ვინც ქრისტიანი, ხოლო ფსევდო ქრისტიანული და ქრისტიანობას მიკედლებული სექტების გარკვეული ნაწილი ამას არ აღიარებას ასე რომ უმცირესობაში ისინი არიან ვინც სამების დოგმატსა და სულის უკვდავებს ეჭვქვეშ აყენებენ
-
რას დათმობ რწმენისთვის? მცნებების შესრულება, წირვაზე სიარული, ლოცვა, მარხვა, (გადეირევა აზრი ) ამას თუ შეძლებ ალბათ მერე შეგიძლია თამამად თქვა რას დათმობ და რას არა, აპა ისე ჩემს წარმოსახვაში ყველაფერს დავთომბ, რაა ამაზე ადვილი, დათმობა ხდება ყოველდღიური როდესაც იმას არ აკეთებ რასაც ხორცი გკარნახობს ან ამპარტავნობა
-
Ucnobi მამრობითი სქესის მართლმადიდებელ სასულიერო პირებს ყველას წვერი აქვს და ასეთი ტერმინი "წვეროსანი" ზოგადად შურაცხმყოფელია იმ ადამიანისთვის ვინც თავს მართლმადიდებლად აღიქვავს რომელ მამა გაბრიელზე მეუბნები? თუკი გარდაცვლილზე მცხეთის დედათა მონასტერში რომ იყო (დედათა მონასტერში ბერი ეს თავისთავად უკვე ანომალიაა) ნანახი მყავს ეს პიროვნება და მეეჭვება ის დალაგებული ყოფილიყო, თანაც ლოთობდა და არ თამაშობდა ლოთობანას, ხო, რაც შეეეხება სულით ავადმყოფ სასულიერო პირებს და ყაჩაღებს, მოდი განვასხვავოთ, ის მღვდლები ვისაც მატერიალური მოტივაცია ძლიერი აქვთ მეეჭვება რომ ფსიქიკურად იყვნენ დაავადებულნი, ძირითადად სულით ავადმყოფები პირიქით საკმაოდ არამატერიალისტები არიან Ucnobi დასაბუთება ხდება ფსიქიატრის მიერ, თანაც იმ შემთხვევაში თუკი ადამიანი საფრთხეს უქმნის გარეშემო მყოფთ, ხოლო თუკი მღვდელი არ შეესაბამება თავის ანაფორას, ამის შესახებ უნდა იმსჯელოს სინოდმა, ან მრევლმა უნდა მიმართოს საჩივრით საპატრიარქოს, ხოლო ინტერნეტში ასეთი მოწოდებები, არანაირ ხეირს არ მოუტანს ჩვენს ეკლესიას, პირიქით უფრო გააძლიერებს იმ მიზანს რითაც დაკავებულნი არიან ეგრეთ წოდებული ლიბერასტები
-
ყველაზე ძლიერი კანონიერი ქურდი
-
ათენში ეგ. წოდებული შავები იქ მყოფ ქართველებს აწერებენ მაყუთს, ბევრს არა, 50-50 ევროს პალაჯენიისთვის რაც შეეხებათ ქართველ ქურდებს რუსეთში, ისინი 90 იანი წლებიდან გახდნენ რუსი თუ ჩეჩენი ბანდიტების მსხვერპლნი, ხოლო შემდეგ მათ რუსი ზაკონნიკებიც დაუპირისპირდნენ იაპონჩიკის ხელმძღვანელობიტ და მოიხსენებდნენ მათ ლავრუშნიკებად და აპელსინებად, ანუ, ვაჭრობით შეგროვილი ფულით გაქვთ ნაყიდი ქურდის გვირგვინიო
-
fashisti თავისი თAვის უბედურია ეს ხალხი პირველ რიგში, არ იყვნენ ცუდი ბიჭები, უბრალოდ იფიქრეს რომ მაშინ ისეთი ცხოვრება უფრო ადვილი იყო, ასეთი გარემო იყო, თორემ სხვა გარემოში რომ მომხდარიყვნენ იქნებოდნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, ექნებოდათ პროფესია, იქნებოდნენ გვრიტებივით მთელი დღე ბირჟაზე იდგნენ და იპურჭყებოდნენ, ვინც ჭკუა ისწავლა კი აქვს ეხლა მაყუთიც და სამსახურიც, ვინც არა და დარჩა ასე ბიჭად, არაფერს აღAრ წარმოადგენენ და ბერდებიან ასე
-
უფრო ნახალოვკაში დარჩა მეტ ნაკლებად ასეთი გაგება, მე როგორც მახსოვს ვაჟაზე ცხოვრობ (ასე მახსოვს შეიძლება ვცდები), ახალი თაობას ფეხებზე კიდია, თავისი ცხოვრებით ცხოვრობენ, ძველებს რაც შეეხება ჩემს თაობას, ცოლი, შვილი, სამსახური, ათასი პრობლემა, ფასელობათა გადაფასებაც გინდ დაიჯერე და გინდ არა მაგრამ რასაც ვხედავ იმას გეუბნები რაც შეეხება ეგ. წოდებულ ბოზს, ანუ ჩამშვებს, ასეთი ტიპები ძირითადად შავების წიაღში იყვნენ ვისაც მეტი ინფორმაცია ჰქონდა მათ შესახებ, ნუ, ძირითადად ნარკამანები, დაიჭერდნენ, დაამუშAვებდნენ და ამუშAვებდნენ ინფორმატორებად, თორემ პატიოსან კაცს, ვინც შრომობს და თავისი საქმეები აქვს რაში აინტრესბდა ან აინტერესებს პოლიციასთან თუ კრიმინალებთან უერთიერთობა, უბანში გამარჯობა გაიმარჯოს, რავა ხარ, დავლიოთ, მანქანა გამიფუჭდა, ფეხბურთი, სხვა რა უნდა ესაქმებოდეს შავებთან თუ მოძველბიჭო ელემენტებთან, იმათ თავისი ცხოვრება ქონდათ და მითუმეტეს ეხლა ხომ სულ ცალკე არიან