არსებობს ღმერთი? შესაძლოა ეს იყოს საკამათო, მე პირადად მწამს, მაგრამ ნუ, მის არსებობს მე ვერ დავამტკიცებ. რაც შეეხება მასონებს, არსებობენ მასონებიც რეალურად, აგერ ლაშააა ამერიკაში, არც მილაპარაკია მასთან ამ თემაზე და უბრალოდ ჰკითხე, ოფიციალურად, ლეგალურად აქვთ შენობები სადაც იკრიბებიან, აბრებიც კია გამოკრული და ოფიციალურად ყველაზე ბევრი თავისუფალი ქვის მთლელი ამერიკაში ცხოვრობს მასონები მართლაც უპირისპირდებოდნენ ორი საუკუნის მანძილზე ტრადიციულ რელიგიებს, ძირითადად კათოლიკობას, რომის პაპების ბულებიც კი არის მათ წინააღმდეგ გამოსული, რუსეთშიც საკმაოდ ძლიერები იყვნენ დეკაბრისტული მოძრაობის სულის ჩამდგმელები ანდა აიღე საფრანგეთის რევოლუცია, პირადად მე ნაღდად ვერ გავიგე რა ოხრობა უნდოდა ამ ხალხს : ბრძოლა არისტოკრატიის წინააღმდეგ? მაგრამ უამრავი არისტოკრატი იყო მასონი, ბურჟუაზიული რეფორმები? სიტყვის თავისუფლება, ლიბერალური ეკონომიკა, სინდისის თავისუფლება, ნუ რეალურად ეს მიღწეულია და ამჟამად ამ მასონური ლოჟების არსებობა ჩემის აზრით დღეს, არის მარიაჟობა და თავშესაქცევი ადგილი. მასონობა ევროპა-ამერიკაში არაა დემონიზირებული ამჟამად, თორემ წლების განმავლობაში მათზე ათასი ლეგენდა დადიოდა. რაც შეეხება ტრადიციების ნგრევას, ხინკლიიი ჭამას, სუფრა-მოლხენასა მასონერია თუ ვითომ მასონერია არც არასდროს უპირისპირდება, მაგრამ მართლაც არსებობენ რეალური ტიპები, მე მათ ძალებს არ დავარქმევ, ვისაც დიდი სურვილი აქვთ ჩაატარონ საქ. მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეგ. წოდებული რეფორმები და გახადონ ეკლესია დასავლური სტილის