Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. lasha_alo ლაშა, კლასიკური რუსული ბოლშევიზმისგან განსხვავდება ქართული ბოლშევიზმი? უდავოდ
  2. სამწუხაროდ იუთუბიზე არაა ატვირთული ზვიადის პერიოდის ვიდეო მასალები, ახალგაზრდებმა არ იციან რეალურად რა ხდებოდა მაშინ ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, დიდ დარბაზში გამოდის 9 წლის გოგონა და ამბობს ლექსს საქართველოს მოღალატეს, საქართველოს მოღალატეს, საქართველოს მოღალატეს, 30 ტყვია ამის შემდეგ დარბაზში ისმის მქუხარე აპლოდისმენტები, ამის პარალელურად მახსენდება ვიშინსკის გამოსვლა დავხვრიტოთ მოღალატეები როგროც ცოფიანი ძაღლები ესეც მქუხარე აპლოდისტმენტების ქვეშ და მიშას სიტყვები ნულოვანი ტოლერანტობა-ყველანი ციხეში, გარდა ამისა ტყუილზე აგებული პიარები http://www.youtube.com/watch?v=gEX5_b-DZI4...feature=related ნახეთ ეს კადრები, სტალინი არასდროს არ ყოფილა ბერლინში, მაგრამ ფილმი ამახინჯებს რეალობას, ისევე როგორ ნაცმოს ტელევიზიები
  3. მაგან რომ არ თქვლიფოს არ შეუძლია, მაშინაც კი როდესაც შოკურ მდგომარეობაში არაა, წესიერად ვერც ღეჭავს, ხახა ეგრე აქვს მოწყობილი, იმიტომაც თქლაფუნით ჭამს, თანაც დანაყრებას ვერ გრძნობს, როდესაც შია თავშეკავების უნარი არა აქვს, ახლობელმა მომიყვა, მოქკავშირელი იყო და თანაპარტიელები პიკნიკზე წავიდნენ ბუნ წიაღში, ხოდა მწვადისთვის გაამზადა ტიპმა ხორცი დადო თეფშზე, სამწვადედ დაჭრილი და ელოდება ეხლა ნაკვერჩხალს, პიკნკინია რა ხან ვის ელაპარაკება და დახედა თეფშს ხორცი აკლიაა, ვაააა, გაუკვირდა, მერე ვიღაცამ დაუძახა და მივიხედეო, როცა უკან შემოტრიალდა შეამჩნია რომ თეფშს კიდევ მოაკლდა ხორცი და რას ხედავს მიშიტო იქვე ახლოს ილუკმება და თვალებს აცეცებს კურდღელივით :friends:
  4. მამაკაცების უმრავლესობა რომ გამოკითხო, ქურდების პალაჟენიის განადგურებას დიიიდი უმრავლესობა დადებითად აღიქვამს, ეს სულაც არააა კარგი, გამოდის რომ წლების განმავლობაში ჩვენი საზოგადოება უბრალოდ ჩაჯმული იყო და ქურდებს პატივს კი არ სცემდა არამედ იშინოდათ? ზნაჩიტ ჩმორები ყოფილან უმრავლესობა და სულაც არაა გასაკვირი რომ ქურდობყმობის შემდეგ ნაცმოს პალაჟენიეს ასე იოლად რატომ ეგუება ხალხი, ანუ ერთი ბატონი შეცვალა მეორემ და ეგაა, გლეხი კაცი კი როგორი გასაცოდავებულიც იყო ისე დარჩა
  5. მძიმეა მონომახის ქუდი! http://geotimes.ge/index.php?m=home&ne...37&lang=geo მიხეილ სააკაშვილის მკვეთრმა გარეგნულმა სახეცვლილებამ საზოგადოებაში მისი ორეულის არსებობის ეჭვებიც კი გააჩინა: არის კი ეს ჩვენი ენერგიული და წარმოსადეგი მიშიკო?! მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პოლიტიკაში გამოჩენისთანავე ყურადღებას იქცევდა თავისი ექსცენტრიულობითა და ორიგინალობით. ჯერ კიდევ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნისას, იგი არაერთხელ შემოვარდნილა საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ნახევრად წვერგაპარსული, თმააწეწილი და აქოშინებული. ხშირად, მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები და პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები ერთად ხუმრობდნენ: რაღაც ქარიშხალი ამოვარდა, ეტყობა, მიშა მოდისო. გახშირებული ცხვირის მოხოცვის, ნერწყვიანობის და თმის აჩეჩვის ტიკებიც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. მაგრამ აგვისტოს ომის დროს მისმა გასტრონომიულმა ლტოლვამ ჰალსტუხის ღეჭვისადმი და გორში ვერტმფრენის ხმის გაგონებაზე მთავარსარდლის კუდამოძუებულმა გაქცევამ, ქართული საზოგადოების თავმოყვარე ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. მას შემდეგ მისი გარეგნული იერის, ქცევებისა და მიმიკების თვალსაზრისით სააკაშვილზე დაკვირვებაც უფრო გახშირდა და მითქმა-მოთქმაც. შეშფოთებული საუბრები "მიჰაილის" ტრანკვილიზატორებზე დამოკიდებულების შესახებ კულუარებში დიდი ხანია ისმის. იმასაც ამბობენ, სპეციალური ოპერაცია გაიკეთა, რამაც ჭარბნერწყვიანობა და ცხვირის მოხოცვის ინსტიქტი შეუმცირაო. მაგრამ ბოლო დროს მისი სახის ფერმა და თვალების შეშუპებამ კიდევ უფრო ააფორიაქა ქართული საზოგადოება. ამის შესახებ უკვე ქართული და უცხოური პრესაც აქტიურად ალაპარაკდა. "პრესკონფერენციაზე გამოვიდა ავადმყოფურად ფერმკრთალი, თმაგაწეწილი მამაკაცი, გადიდებული თვალებით. დიახ, ეს მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელიც პრეზიდენტ ილვესს ადრე სიცოცხლით სავსე, გარუჯული და სამხრეთულად ტემპერამენტიანი ესალმებოდა", _ ასე დაიწყო წამყვანმა ესტონურმა გაზეთმა "ესტ აევალეფტმა" საქართველოს პრეზიდენტის დახასიათება, როცა მიხეილ სააკაშვილისა და ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრას აშუქებდა. პრეზიდენტის გარეგნული ცვლილებები მხოლოდ უცხოური პრესისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი. საქართველოშიც, განსაკუთრებით ელიტურ საზოგადოებაში, ჩუმად, მაგრამ მაინც ბევრს საუბრობენ პრეზიდენტის ბოლო დროს აშკარად შესამჩნევ ცვლილებებზე. მიხეილ სააკაშვილის ჩაშავებული თვალის უპეები და საოცრად დაღლილი, ქანცგაწყვეტილი იერი არაერთხელ ყოფილა კულუარებში დავის საგანი. ეჭვებიც კი გაჩნდა, ნუთუ ეს ნამდვილად ჩვენი ენერგიული და წარმოსადეგი მიშიკოაო. მართლაც, ბოლო დროს პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლებს თუ კარგად დავაკვირდებით, იგი აშკარად დიდი ხნის უძინარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს... (სამწუხაროდ!) იმასაც ამბობენ, მისი დაცვის წევრებიც ვერ არიან კარგ დღეში მისი მოულოდნელობებით სავსე რეჟიმის გამოო. სააკაშვილთან საკმაოდ დაახლოებულმა პირმა "ჯორჯიან თაიმსს", მის გარეგნულ ცვლილებეზე საუბრისას, საგანგაშო ინფორმაცია მიაწოდა. წყაროს განცხადებით, პრეზიდენტი დიდი ხანია, რაც ალკოჰოლსა და დამამშვიდებელ პრეპარატებს "დაუმეგობრდა". "პრეზიდენტის შეშუპებული თვალები და მისი გამოუძინებელი სახეც ამ "დამხმარე საშუალებების" დიდი დოზით მიღების შედეგია. _ პრეზიდენტი განსაკუთრებით დიდი სტრესის ქვეშ იმყოფებოდა ომის დროს და ძალიან ხშირად პრეპარატებსა და ალკოჰოლში პოულობდა შვებას. ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ პრეზიდენტი ავად არის, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ის ნამდვილად ძალიან ხშირად სვამს და დამამშვიდებელ პრეპარატებს იღებს", _ ირწმუნება "ჯორჯიან თაიმსის" ინკოგნიტო წყარო და მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი ექიმის დათხოვნაზეც საუბრობს. მისი მტკიცებით, პრეზიდენტის ყოფილმა პირადმა ექიმმა მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და რამდენიმე თვის წინ უარი განაცხადა ამ მოვალეობის შესრულებაზე. _ პრეზიდენტს ექიმი, რამდენადაც შეეძლო, უშლიდა ყოველგვარი პრეპარატისა და ალკოჰოლის მიღებას, რასაც მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ შეხვედრებზეც კი არ ერიდებოდა. ბოლოს კი პრეზიდენტმა ახალი, უფრო "მორჩილი" ექიმი აიყვანა, რომელიც ნაკლებად რეაგირებს მიხეილ სააკაშვილის მავნე ჩვევებზე, _ ამტკიცებს "ჯორჯიან თაიმსის" წყარო. იგი ჩვენთან საუბრისას რამდენიმე ფაქტსაც იხსენებს, როცა მიხეილ სააკაშვილი შეხვედრებს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. _ განსაკუთრებით დამამახსოვრდა სენატორ მაკკეინის ვიზიტი, როცა პრეზიდენტმა ბათუმიდან ზუგდიდში გამგზავრებისას თვითმფრინავში მოწყურებულივით "გადაჰკრა", მაკკეინი პირდაღებული უყურებდა საქართველოს პრეზიდენტის ქცევას. უკრაინაში ვიზიტისას კი, მაშინ, როცა ქართული დელეგაცია იუშჩენკოს ფუტკრებზე ესაუბრებოდა, მიხეილ სააკაშვილი გამალებული სვამდა. გადახედეთ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლებს, რამდენად არაადეკვატურია მისი ქცევები და ყველაფერს მიხვდებით, _ ამტკიცებს წყარო. ამ შემაშფოთებელი ინფორმაციებისა და მოსახლეობის შეკითხვების საფუძველზე, კომენტარისათვის სააკაშვილის პრესსპიკერს, მანანა მანჯგალაძეს მივმართეთ. მას უცნაურად ეჩვენა ჩვენი შეკითხვა სააკაშვილის უსიამოვნო გარეგნობის მიზეზთან დაკავშირებით და არც ოფიციალური კომენტარის მოცემა მიიჩნია მიზანშეწონილად. კოლეგიალურად კი დაგვამშვიდა, რომ პრეზიდენტს არარეალური და საშიში მდგომარეობა ნამდვილად არა აქვს, თავს კარგად გრძნობს და მუშა ფორმაშიაო. ჩვენც გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ მისი შეცვლილი გარეგნობა მხოლოდ ქვეყნის პრობლემებზე მოფიქრალი ახალგაზრდა ხელისუფალის უძილო გამომეტყველებაა და ორგანულად არაფერი აწუხებს. ხოლო, ღმერთმა ნუ ქნას, თუ ქვეყანა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პრეზიდენტის იმედზეა, მაშინ დამშვიდების საფუძველიც არ გვქონია. მითუმეტეს, იმასაც ამბობენ, ვანო მერაბიშვილი მთვრალ სააკაშვილს ტელეფონს უთიშავს, მორიგი არაადეკვატური დავალება რომ არ მისცესო.
  6. ყველა კარტი ხელში ეჭირა, ხალხი მის მხარეზე იყო, ამერიკაც და რუსეთიც კეთილგანწყობილი, ცხინვალის რეჟიმიც მოლაპარაკებაზე მოდიოდა, მაგრამ ბოზ.. სული რომ ექნება კაცს
  7. ჩვენი ოფისიც კარგი სერიალია, რატომღაც არაა პოპულარული
  8. საინტერესო ფენომენია, ავტორიტარიზმის მხარდამჭერებს და ხარიზმატული ბელადის ფანების გარკვეულ ნაწილს რატომ ევასება აბსოლუტურად განსხვავებული ტიპაჟი
  9. მე არ მიყვარს დაბადების დღეების მოლოცვა, მაგრამ თქვენ დიდის პატივისცემით მოგილოცავთ
  10. ნიჰილიზმი რა თქმა უნდა გამოწვეული გარეშე ფაქტორებიდან ჩნდება მაშინ როდესაც ადამიანს გული უცრუვდება და აღარ სჯერა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმის რომ რაღაც შეიცვლება ქვეყანაში უკეთესობისკენ და დარწმუნებულია იმაში რომ ყველა პოლიტიკოსი ნაძირალაა, ეს იგივე პონტია გოგჩას სიყვარულში რომ არ გაუმართლებს და ყველა მამაკაცი ნაძირალა რომ ჰგონია, ნუ რა თქმა უნდა მე უხარისხო ქალბატონები მყავს მხედველობაში, +იმას დავამატებ რომ შესაძლოა დროებით ნორმალური ადამიანიც გახდეს ნიჰილიზმის მსხვერპლი, მაგრამ ხანგრძლივი ნიჰილიზმის მიზეზი, გარდა გარეშე ფაქტორებისა განპირობებულია ადამიანის არასრულყოფილებით, უუ-ფულობით, ან უ-ტვინობით, ან უ-გულობით უფულო გამარგინალებულ მასას უკვე ჰკიდია, შია და რა ქნას, უტვინო ადამიანი ვერ ხედავს სხვაობას ალასანიასა და უგულავას შორის, უგულო ხალხს კი სულ ცალ ფეხზე ჰკიდია საკუთარი კეთილდღეობის გარდა სხვა ყველაფერი, ხოდა უგულო ხალხის ხარჯზე გულაობენ უგულავები-პირველ რიგში
  11. Goddess ნორმალური კი არა, ძალიანაც ასწორებს
  12. და როდესაც ეგ. წოდებულ ოპონენტს არც ლოგიკა აქვს და არც ემოცია?
  13. ძალიან გთხოვთ ჟურნალისტების მიმართ გამოიჩინეთ კორექტულობა :malina:
  14. ევროპას რომ სილა გააწნა რუსეთმა აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციით, ეს როგორ იყო :malina: თან მერე კიდევ უფრო რომ გააწნა სილა სარკოზთან შეთანხმება რომ დაარღვია ეს მეორე სილა იყოს, :siriko:: მესამეჯერ კიდევ ესეც არ იკმარა და აფხაზეთი და სამ. ოსეთი ცნო, იტოგში ე.ი. სულ გაააბანძა ბებერი ევროპა და დადიან ასე გაბანძებულები, იტოგში დაახლოებით ასეთ რამეებს სწერდნენ ნაცმოს პროპაგანდისტები ფორუმჯეზე :nekro:
×
×
  • შექმენი...