Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. და რა პასუხისმგებლობა დაეკისრება პროვაიდერს თუკი სასამართლოს გარეშე გასცემს მაგ ინფორმაციას?
  2. მე მაინტერესებს თუკი იცი პიროვნების I.P. საიდან შEიძლება გაიგო მისი მისამართი
  3. მგონი გრეჩოს წამოწევას აპირებს პრაიმის სასტავი, ძალიანაც კარგი, მივიღებთ სამ პოლიტ. ძალას, ნაცმოურს-პროამერიკულ-მაფიოზური (საქ. დაშლა გაყიდვას) ნოღ-გრეჩიხოდოურს-პრორუსულ-კორუმპირებული (რუსულ სივრცეში დაბრუნება საეჭვო პერსპექტივებით) ალიანსი-პროდასავლურ-ქართული კარგი იქნება თუკი ფორუმსაც ვიხილავთ ალიანსისი გვერდით
  4. ნარკომანი არაა საქ. მოქალაქე? ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ცდილობენ განკურნონ ნარკომანები და გახადონ ისინი საზოგადოების წევრები, ისინი რა, ჩვენნაირი ქართველები არიან რომლებიც გზას აცდნენ და რატომ უნდა გავწიროთ, ამ სიტყვებს ქრისტიანი კაცი არ იტყოდა
  5. მოდი ჩAმოვყალიბდეთ მე ვამბობ რომ ომი არ უნდა დაგვეწყო, შენ ამბობ რომ გვაიძულეს და მაინც დავიწყეთ, მიუზედავად იმისა რომ ცხინვალის დაბომბვა იყო დანაშAული ომი მაინც უნდა გაგვეგრძელებინა და არ მიგვეტოვებინა ქართული სოფლები და კოდორი (ესაა ჩემი პოზიცია), შენ ამბობ რომ უნდა დაგვეთმო ტერიტორეიბი და ამით თავიდან აგვეცილებინა შემდგომი აგრესია, რატომ დაიწყეთ ნაცმოელებმა ომი თუკი დამარცხებაში იყავით დარწმუნებულნი? თქვენ გგონიათ რომ ახალგორის, ლიახვის ხეობისა და კოდორის ახევით დაკმაყოფილდებიან რუსები?? მათ ნახეს რომ თქვენ არაფრის უნარი არ შეგწევთ, თქვენს მიმართ ნდობაა აქვს დაკარგული ევროპასაც და ამერიკასაც და ისინი არ შეჩერდებიან, ნაწილ-ნაწილ გაააგრძელებენ სანტიმეტრობით ქართლი მიწის მიტაცებას და ამაში ბრალი მიგიძღვით თქვენ, ადამიანებს რომლებსაც პირადი კეთილდღეობის გარდა სხვა არაფერი გაწუხებთ
  6. ვისაც არ ესმის რომ ეს იყო სამარცხვინო დამარცხება და ვინც ხელისუფლების გონიერებას უკავშირებას ცეცხლის შეწყვეტას მას ღირსება არ გააჩნია, გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით ბოლომდე რამხელა ზიანი მიაყენა ამ დამარცხებამ ქართველ კაცს, მის თავმოყვარეობას, რამდენი გალოთდა განარკომანდა და რამდენმა ხელი ჩაიქნია ამ ცხოვრებაზე საბოლოოდ, ანუ ეს დამარცხება იყო დამანგრეველი ნორმალური ქართველისთვის, ხოლო არანორმალურები კი ჩვენთვის ისედაც მკვდრები არიან
  7. იომებდა ჯარი +მოხალისეები (ანუ ავღანეთ აფხაზეთ გავლილი მებრძოლები) + სხვებიც, ქართველებს ბევრი ჩმორი გვყვავას მაგამ ვაჟკაცი ბიჭებიც არიან
  8. ღრმად ვარ დარწმუნებული ომი რომ გახანგრძლივებულიყო და ქართულ ჯარს და მოსახლეობას შესაძლებლობა რომ მისცემოდა ეწარმოებინა თAვდაცვითი ომი,ჩვენ დაგვეხმარებოდნენ და არაა გამორიცხული რომ ამ დახმარებას სამხედრო ხასიათი მიეღო, არავინ არ დაუშვებდა დამოუკიდებული დემოკარტიული იმიჯის მქონე ქვეყნის განადგურებას
  9. იაფფასიანი სექტანტური დემაგოგიაა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს მორწმუნე ადამიანში, იმხელა სტატია დავდე რაზეც შენს კითხვაზე პასუხი იქნა გაცემული მაგრამ ნუ, არ გესმის, ეს შენი პრობლემაა, ნუ ოკ, ჩვენს ეკლესიაში კი ადამიანს არავინ აკისრებს საეკლესიო გადასახადს, არც სანთლების შეძენას აძალებს ვინმე. ჩვენი საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საიდუმლო - აღსარება და ზიარება ყოველგვარი საფასურის გარეშე აღესრულება. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, გაიღოს შესაბამისი მსხვერპლი ნათლობის, ქორწინების ან წესის აგებისათვის, საეკლესიო კანონების მიხედვით, მღვდელმა იგი უსასყიდლოდ უნდა აღასრულოს. ეკლესიაში სპეციალურ ყულაბაში კი ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწიროს თანხა მღვდელმსახურის, მგალობლების, ტაძრის აღდგენისა და განახლებისათვის. ის ადამიანი, ვინც მოძღვრის თვალწინ იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, ხშირად ამბობს აღსარებას, წირვა-ლოცვას ესწრება, ეზიარება, მისთვის ახლობელი ხდება. ასეთ ადამიანს აზრადაც არ მოუვა მოძღვრისთვის რაიმე თანხის გადახდა, არამედ სპეციალურ ყულაბაში ჩააგდებს შესაწირს უფლისათვის. მათ კი, ვინც გულუბრყვილოდ კითხულობს, თუ რაში სჭირდება მღვდელმსახურს ფული, შევახსენებთ, რომ მოძღვარიც ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ, და მასაც უხდება საყოფაცხოვრებო პრობლემებთან შეჭიდება ეს მითხარი რომელი რელიგიური მიმდინარეობა მიგაჩნია ქრსტიანობასთან ახლოს, რაც საზოგადოებითვის ცნობილია
  10. საბჭოთა არმიაში ჯარისკაცს უნდა შეესრულებინა ოფიცრის ბრძანება და თუკი ის წესდებას ეწმინააღმდეგებოდა მერე უნდა ეჩივლა, დასავლურ ჯარში კი ჯარისკაცს უფლება აქვს არ შეასრულოს ოფიცრის უკანონო ბრძანება, გარდა ამის ყველა ქართველი მამაკაცისთვის პირველ რიგში არსებობს ან უნდა არსებობდეს ღირსების კოდექსი, რომელიც ყველა დაწერილ კოდექსზე მაღლა დგას, თუკი ქართველ კაცს ეს დაუწერელი კოდექსი არ გააჩნია და თAვისი ღირსების დაცვა არ შეუძლია ის სხვასაც ვერ დაიცავს
  11. ევროკავშირის დროშას ხომ არ აფრიალებდნენ
  12. ფილმი სათAმაშო თუ გახსვოს, პიარ რიშარი თამაშობს, კორპორაციის მმართველი თავის მენეჯერს უბრძანებს შარვალი ჩაიხადოს და ტრუსის ამარა გავიდეს თანამშრომლებთან, მენეჯერი შარვალს იხდის, კორპორაციის მმართველი ეკითხება "ვინაა ურჩხული, მე რომელიც ასეთ დამამცირებელ რამეს გავალებ თუ შენ, ვინც თავს ამ დონემდე იმცირებ"
  13. ნურავის ნუ ეწყინება ასეთი უხეში გამოთმის და პირდაპირ რომ ვთქვა, ერის ცვედანიზაცია მოხდა
  14. საბჭოთა ჯარში მიმსახურია, იყო დედავშჩინაც, ოფიცრების განუკითხაობაც, მაგრამ თუკი ჯარისკაცს ჰქონდა იმის შნო რომ საკუთარი თავი დაეცვა-ამას ვერავინ აუკრძალავდა, მითუმეტეს 20 ქართველი, ეს წარმოუდგენელი იყო
  15. როდესაც ქვეყანაში უმუშევრობაა და ოჯახი გაქვს სარჩEნი ერთ-ორ სილას და დედის გინებას ბევრი აიტანს, მითუმეტეს რომ ამ ქვეყანაში ყველაფრის ყიდვა შეიძლება და გაყიდვა, იდეოლოგიაა ასეთი ყველაფერს თAვისი ფასი აქვს, ჩვენთან ხომ სიმართლისთვის მებრძოლი იდიოტია, კონფორმისტი კი კაცური კაცი
  16. http://www.tvali.ge/index.php?action=watch&v=160526 დზაან საბჭოური ფილმია, იმენნა ნაღდდდდ რუსეთზე, სვეტაია რუსსს, კალხოზნიკებზე, გაგიკვირდებათ და საბჭოურ პრავასლავნი ფილმია
  17. lasha1997 არააა, არაფერიც არ მოუვა, დიდის ალბათობით, ნუ მაქსიმუმ 80 წლის რომ გახდება მერე რაღაც შეაწუხებს, არავის დამბრადავი ჩვენ არ ვართ ერთი რამე იცოდეთ რააა, რუსი რომ მიაჩმორო მაინც იომებს, ჩრდილოელი ხალხი ეგეთია, ქართველს თუკი მიაჩმორებ ჯარისაკაცად ნაღდად ვერ ივარგებს
  18. სამი ბრაუზერით ვიჩალიჩე და არცერთში აფერი არაა
  19. აზრი ყველგან არის უნამუსო ხალხი მათ შორის ეკლესიაშიც და იაღოველებშიც და რა მერე, პირადად მე სიამოვნებით ვწირავ თანხას ეკლესიას, არავინ არ მაძალებს, ვისაც არ სურს საეკლესიო რიტუალის შესრულება ნუ წავა ეკლესიაში, სახში არავის ვუვარდებით მართლმადიდებლები, ეკლესია არის ჩვენი, მართლმადიდებლების და გვინდა ფულს შევწირავთ, გვინდა ვიშრომებთ მისთვის და მინდა მამაოს ფულს ვაჩუქებ და მინდა ჯიპს, ეს ჩემი სურვილისდა მიხედვით
  20. ეკლესია და შესაწირავი ეკლესიაში შესულ ადამიანს თავიდანვე თვალში ეცემა დახლი, სადაც განთავსებულია სანთლები, ხატები, ნაკურთხი ზეთები, სეფისკვერი, ჯვრები - ყოველივე ეს ტაძრის შესასვლელშივე იყიდება. თუ ადამიანს ერთხელ მაინც წაუკითხავს სახარება, მაშინვე გაახსენდება, რომ იესო ქრისტემ მოვაჭრენი ტაძრიდან გარეკა. თუ თავად არ წაუკითხავს, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდება ვინმე „კეთილისმსურველი“ რომელიმე სექტიდან, რომელიც შეშფოთებით მიუთითებს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასა და სახარებას შორის, თითქოსდა, აშკარად არსებულ შეუსაბამობაზე... მაგრამ სახარებას ხომ მართლმადიდებელი მღვდელმსახურნიც კითხულობენ? მაშინ რატომაა, რომ ჩვენს ტაძრებში ყიდვა-გაყიდვის პროცესი მიმდინარეობს? საქმე ისაა, რომ ჩვენ მეტად განსხვავებულ პირობებში ვცხოვრობთ იმ კულტურულ-ყოფითი გარემოსაგან, რომელშიც მართლმადიდებელი ცხოვრების საფუძველი ჩამოყალიბდა. ჩვენ არატრადიციულ საზოგადოებაში, არაგლეხურ თემში გვიხდება არსებობა. ჩვენი ქალაქები კი მეტად განსხვავდება პალესტინის ან საბერძნეთის ქალაქებისაგან. წარმოვიდგინოთ ის დრო, როცა ბატონობდა ე.წ. „ნატურალური მეურნეობა“. რა იყო საჭირო ტაძრის ყოველდღიური არსებობისათვის? პური და ღვინო - ზიარების საიდუმლოსათვის, ცვილი - სანთლებისთვის, ზეთი -კანდელებისთვის და საკმეველი - საცეცხლურისთვის. ეს ყოველივე სულაც არ იყო ეგზოტიკური და ძვირი სიამოვნება ქართველი, ბერძენი, სერბი ან ბულგარელი გლეხისათვის. გლეხს პური თავისი ხელით მოჰყავდა. ღვინოს საკუთარი ვენახიდან აყენებდა. ზეთისხილი კი მისივე ეზოში ხარობდა. საკმევლად ფისს იყენებდა, რომელსაც ხეებიდან აგროვებდა (უმეტესად ნაძვისა და კედრისგან). ადამიანებს ტაძარში მიჰქონდათ ნაწილი იმისა, რასაც თავად მოიწევდნენ ან შექმნიდნენ. ისინი არ ყიდულობდნენ სანთლებს ტაძარში, ვინაიდან სახლიდან თავისი ხელით გაკეთებული მოჰქონდათ. არც ზეთს ყიდულობდნენ, რადგან საკუთარი ჰქონდათ. არც სეფისკვერს ყიდულობდნენ შესაწირად - სახლში გამომცხვარი პური ან ფქვილი მოჰქონდათ. არც საკმეველს ყიდულობდნენ, რომელიც დღეს ხშირად უცხოეთიდან შემოაქვთ, არამედ თავად უზიარებდნენ ტაძარს საკუთარი ხელით მოგროვილს. ანუ, ის, რაც ჩვენ დღეს ეკლესიიდან გამოგვაქვს, ჯერ კიდევ 100 წლის წინ (ყოველ შემთხვევაში გლეხებს მაინც) ხალხს თავად შეჰქონდა ტაძარში. გლეხს კარგად ესმოდა, რომ თვითონ არ იყო თავისი მოსავლის შემოქმედი. მართალია, უდიდეს შრომას ეწეოდა, მაგრამ წვიმისა და მზის გარეშე განა გამოიღებდა ნაყოფს მისი ოფლით მოხნული მიწა?! მთელი წლის მანძილზე ის იმედით შეჰყურებდა ცას. ხოლო როცა მოსავალს მოიწევდა, სამართლიანობის გრძნობა კარნახობდა, რომ მადლიერი ყოფილიყო ზეცისა. თავისი მოსავლის, თავისი შრომის ნაწილი მას მიჰქონდა საკურთხეველთან: „უფალო, შენ მომანიჭე ეს ყოველივე, მე კი გმადლობ ამისათვის და მომაქვს საპასუხო ძღვენი, თუმცა - სიმბოლური“. სწორედ ამ აზრით იკურთხება აგვისტოში ხილი. ნაყოფი უფრო გემრიელი კი არ ხდება ტაძარში მიტანისას, უბრალოდ, ადამიანი სწავლობს მადლიერებას. როგორც ინგლისელმა მწერალმა ჩესტერტონმა აღნიშნა, „ბავშვის რელიგიური აღზრდა მაშინ კი არ იწყება, როცა მამა მოუთხრობს ღმერთის შესახებ, არამედ მაშინ, როცა დედა ასწავლის მადლობის თქმას გემრიელად გამომცხვარი ღვეზელისათვის“. ამგვარად, ადამიანებს თავიანთი შრომის ნაწილი მოჰქონდათ ტაძარში. ახლობლების სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ადამიანებს დღესაც მიაქვთ სახლიდან ხილი, შაქარი, ღვეზელი. ლოცვების დასრულების შემდეგ ძღვენის ნაწილს ეკლესიის მსახურთ სწირავენ, ნაწილს იმ ადამიანებს სთავაზობენ, ვინც ამ დროს ეკლესიაშია, დანარჩენს კი ეკლესიის გარეთ მყოფ მათხოვრებს ურიგებენ. სწორედ ამგვარად ხდებოდა უწინ უმნიშვნელოვანეს საეკლესიო მსახურებისას - ლიტურგიაზე - ადამიანებს სახლიდან მოჰქონდათ ღვინო და პური, აძლევდნენ მღვდელმსახურს და სთხოვდნენ, რომ ელოცა ძღვენის შემომწირველთათვის, ასევე მათთვისაც, ვისი სახელებიც შეიგზავნებოდა საკურთხეველში. სეფისკვერს ბერძნები „პროსფორას“ უწოდებენ, რაც ქართულად „ძღვენს“ ნიშნავს. „პროსფორა“ ისაა, რაც მიტანილია, შეწირულია ეკლესიაში და არა ის, რაც ეკლესიიდან გააქვთ. მაგრამ დღეს ადამიანები სახლში აღარც პურს აცხობენ და ხშირად არც ღვინოს აყენებენ, განსაკუთრებით ქალაქში. ისინი უკვე სხვა სამუშაოთი ირჩენენ თავს. სინდისი კი ადამიანს კარნახობს: „შრომისას იმ ტალანტებით, იმ ნიჭით, იმ შესაძლებლობებით სარგებლობ, რომელიც შემოქმედმა მოგანიჭა. თუნდაც შენი შრომის ნაწილი მაინც შესწირე მადლიერებით“. მაგრამ როგორ მიიტანოს ინჟინერმა ან ტრაქტორისტმა, ჟურნალისტმა ან მასწავლებელმა თავისი შრომის ნაწილი ტაძარში? მაგრამ ხომ არსებობს შრომის ანაზღაურება, რასაც თანამედროვე პოლიტეკონომიაში „საყოველთაო ეკვივალენტი“, ანუ ფული ეწოდება?! ამიტომ მორწმუნეს თავისი შრომის გარკვეული ნაწილი ფულის სახით მიაქვს ტაძარში და გადაცვლის ეკლესიისთვის აუცილებელ ნივთებზე: სანთლებზე, პურზე (სეფისკვერზე), ღვინოზე, საკმეველზე... გარეშე თვალისთვის აქ აშკარა სავაჭრო ოპერაცია მიმდინარეობს: ფული იცვლება საგნებზე. სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა. ადამიანმა მიიტანა თავისი შესაწირი. მაგრამ ფულის კუპიურას ხომ ვერ დაანთებ სანთლის მაგივრად, ვერც მონეტას დადებ საკმევლის ნაცვლად საცეცხლურში. ამიტომ ეკლესია წინასწარ ზრუნავს იმისათვის, რომ წირვა-ლოცვისთვის საჭირო ნივთები მზად იყოს. სანთლის საკუთარი ხელით გაკეთება სულაც აღარ არის საჭირო, მრევლს ეკლესიის ზღურბლამდე შეუძლია თავისი შესაწირი მონეტის სახით მიიტანოს, ხოლო თავად ტაძარში უკვე სანთლით ხელში შევიდეს. ამ აქტში ყიდვა-გაყიდვის პროცესი არ არის. „მესანთლის დახლი“ უბრალოდ ეხმარება თანამედროვე ცივილიზაციის ადამიანებს, რომ უმტკივნეულოდ გადაინაცვლონ უძველესი ტრადიციის სამყაროში. ზოგიერთ ტაძარში სანთლები თავისუფლად აწყვია დახლთან, მათ გვერდით კი შესაწირი ყუთი დგას. ვისაც საშუალება არ გააჩნია, უფასოდ იღებს სანთელს, მაგრამ ხშირად ადამიანები იმაზე მეტსაც კი სწირავენ ეკლესიას, ვიდრე სანთლის დამზადება ღირს, ვინაიდან კარგად ესმით, რომ აქ ფულადი ეკვივალენტის გაცვლა კი არ ხდება, არამედ უფლისადმი საკუთარი შრომის ნაწილი იწირება... ახლა უკვე გასაგები ხდება, თუ რატომ სცოდავენ ისინი, ვინც სანთლებს ქუჩის გამყიდველებთან ან ბაზრობებზე ყიდულობენ და არა ტაძარში. თუ სანთელი უფლის წინაშე ჩვენი წვისა და მისთვის გაღებული ჩვენი მსხვერპლის სიმბოლოა - მაშინ რაღა გამოდის, თუ ეს სანთელი ჩვეულებრივი გამყიდველისაგან გვაქვს შეძენილი? სანთელი ხომ ჩვენს მაგივრად არ ლოცულობს. ის მხოლოდ შეგვახსენებს იმ ლოცვით წვაზე, რომელიც უნდა ხდებოდეს ჩვენს გულში. სანთელი არ არის ეკლესიის ან ბინის კურთხევის საშუალება. ის იმ მცირედი მსხვერპლის განსახიერებაა, რომელიც ტაძარს შევწირეთ. თავად ეს მცირედი მსხვერპლი კი არის სიმბოლო იმ უდიდესი მსხვერპლისა, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიღოს უფლისათვის. ქუჩაში ნაყიდი სანთლის დანთებისას კი ჩვენი მსხვერპლი ტაძრის გარეთაა შეწირული. ასეთი სანთელი უფლის წინაშე კი არ იწვის, არამედ ჩვენს ეგოიზმისა და წვრილმანი „ეკონომიის“ წინაშე. რაც არ უნდა გვიმტკიცონ ქუჩაში სანთლის გამყიდველებმა, რომ მათი სანთლები „ნაკურთხია“, „საეკლესიოა“, არ უნდა დავუჯეროთ. ამასთან, არის შემთხვევებიც, როცა მათი სანთლები ჯადოქრებისა და მაგების მიერ არის შელოცვილი. როგორც ვთქვით, ძველად ადამიანებს თავიანთი სანთლები მოჰქონდათ ეკლესიაში, მაგრამ, გარდა ამისა, ისინი საეკლესიო „მეათედსაც“ იხდიდნენ (თუმცა ფულით კი არა, მოსავლის ნაწილით). დღეს მართლმადიდებელი ეკლესია (განსხვავებით მრავალი პროტესტანტული თემისგან) თავის მრევლს არ მოუწოდებს ესოდენ საგრძნობი - ათპროცენტიანი - მსხვეპლის გაღებისაკენ. მაგრამ თუნდაც ის მცირედი მსხვერპლიც კი, რომელსაც სანთლის დანთებით ვწირავთ, ყიდვა-გაყიდვის აქტი რომ აღარ იყოს და სულიერი ხასიათი შეიძინოს, ტაძარში უნდა იყოს შეძენილი და არა ქუჩის გადამყიდველებთან. დღეისათვის სიტყვა „მსხვერპლი“ და „მსხვერპლშეწირვა“ პოპულარული არ არის. რეკლამა და მასკულტურა დაჟინებით მოუწოდებენ ადამიანებს, რაც შეიძლება „თავიანთ გემოზე“ იცხოვრონ და „საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარს ნუ ეტყვიან“. ეკლესია კი ცდილობს, ამ არაადამიანურ მოდას დაუპირისპირდეს და ადამიანებს მსხვეპლშეწირვისაკენ მოუწოდებს. ტაძარში ვაჭრობა კი არა, სულის აღზრდა ხდება. თუ გააცნობიერებ, რომ მესანთლესთან აღსრულებული ქმედება ჩვეულებრივი სავაჭრო ოპერაციაკი არაა, არამედ მცირედი შენაწირი - მრავალი რამ შეიცვლება შენს სულში. არა მყიდველის მიერ აღსრულებული ვალის შემეცნებით უნდა დაანთო სანთელი შანდალზე, არამედ იმის გაცნობიერებით, რომ მსხვეპლშეწირვის ცეცხლით განწმიდო მთელი ცხოვრებისეული გზა. ეს მართალია, ძალიან მცირეა. მაგრამ ადამიანს იმის გასაცნობიერებლად ისიც შეეწევა, რომ სამყაროში სამსახურის გარდა, არსებობს მსახურებაც. გარდა იმისა, რაც იყიდება, იწირება კიდეც. ჩნდება კითხვა, სად მიაქვს ეკლესიას სანთლების გაყიდვით მოგროვილი ფული? სანთლები ოდესღაც აუცილებელი იყო ტაძრის გასანათებლად, დღეს იგი ელექტროენერგიით ნათდება, რაც, კარგად მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. როგორ გადაიხდის ტაძარი ელექტროობის ფულს, თუკი ადამიანები სანთლებსაც კი ქუჩის მოვაჭრეებთან იყიდიან? ეკლესიაში ყოველთვის მოიძებნება ის საქმე, რისთვისაც ფულია საჭირო, ესაა ტაძრების მშენებლობა და რესტავრაცია, მღვდელმსახურთა და მგალობელთა, დარაჯებისა და დამლაგებლების გასამრჯელოთა ანაზღაურება, ხარჯები სემინარიის, საკვირაო სკოლების, საეკლესიო გიმნაზიებისა და საავადმყოფოების, ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთული მისიებისა და წარმომადგენლობების შესანახად. საიდან უნდა ჰქონდეს ეკლესიას ესოდენ დიდი ფული? წინა საუკუნეებში ეს თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი. ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფის შემდეგ კი ეს ასე აღარ ხდება. რიგ ქვეყნებში (უწინარეს ყოვლისა გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში) იკრიბება სპეციალური საეკლესიო გადასახადი. ქვეყნის ყოველი მოქალაქე ვალდებულია, შემოსავლის გარკვეული პროცენტი საეკლესიო საჭიროებისათვის გადარიცხოს (სინდისის თავისუფლება კი იქ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რომელ კონფესიას ანდობს თავის ფულს). ჩვენს ეკლესიაში კი ადამიანს არავინ აკისრებს საეკლესიო გადასახადს, არც სანთლების შეძენას აძალებს ვინმე. ჩვენი საეკლესიო ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საიდუმლო - აღსარება და ზიარება ყოველგვარი საფასურის გარეშე აღესრულება. თუ ადამიანს არ აქვს საშუალება, გაიღოს შესაბამისი მსხვერპლი ნათლობის, ქორწინების ან წესის აგებისათვის, საეკლესიო კანონების მიხედვით, მღვდელმა იგი უსასყიდლოდ უნდა აღასრულოს. ეკლესიაში სპეციალურ ყულაბაში კი ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწიროს თანხა მღვდელმსახურის, მგალობლების, ტაძრის აღდგენისა და განახლებისათვის. ის ადამიანი, ვინც მოძღვრის თვალწინ იწყებს ქრისტიანულ ცხოვრებას, ხშირად ამბობს აღსარებას, წირვა-ლოცვას ესწრება, ეზიარება, მისთვის ახლობელი ხდება. ასეთ ადამიანს აზრადაც არ მოუვა მოძღვრისთვის რაიმე თანხის გადახდა, არამედ სპეციალურ ყულაბაში ჩააგდებს შესაწირს უფლისათვის. მათ კი, ვინც გულუბრყვილოდ კითხულობს, თუ რაში სჭირდება მღვდელმსახურს ფული, შევახსენებთ, რომ მოძღვარიც ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ, და მასაც უხდება საყოფაცხოვრებო პრობლემებთან შეჭიდება. თუკი ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა, საკურთხეველში შეგზავნილ მოსახსენებელს სეფისკვერიც შეაყოლოს, არც ესაა დიდი უბედურება. უფალმა კარგად იცის ჩვენი გული და ჩვენი ოჯახის ბიუჯეტიც. თუკი ამის უკან სიხარბე არ იმალება, ადამიანის მხურვალე ლოცვა უფლისგან შეწირული იქნება. თუკი არ შეგიძლია ფულადი შესაწირის გაღება ტაძარში, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ ძალგიძს ლოცვითი, გულითადი მსხვერპლის გაღება უფლისათვის. აღსარება თქვი, ეზიარე, ილოცე შენი ახლობლებისთვის და ასეთ ლოცვას არანაკლები მნიშვნელობა ექნება, ვიდრე შესაწირსა და დანთებულ სანთელს.
  21. დასავლეთის ქვეყნებში მართლმადიდებელი მღვდლები სხვა საქმიანობასაც ეწევიან, მრევლის სიმცირის გამო, მე თბილისში მყავს ნანახი მღვდელი რომელიც ტაქსაობდა, 8 შვილი მყავსო, ეგვიპტელი და სირიელი ბერები თავს ხელსაქმით ირჩენდნენ, რუსეთსა და საბერძნეთში არის მონასტრები სადაც ბერები სოფლის მეურნეობასა და ხელოსნობას ეწევიან, მაგ. ათონის მთაზე ბერები ძალიან ბევრს შრომობენ, საქართველოშიც არის მონასტრები სადაც სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, ხოლო ზოგიერთი მონასტერი მთლიანად შემოწირულობაზეა, ბერისგან განსხვავებით მღვდელს გაცილებით მეტი საქმე აქვს ერში ის ემსახრება მრევლს რაზეც საკმაოდ ბევრი დრო ეხარჯება, წირვა, აღსარების მიღება, ნათლობა, ქორწინება, წესის აღება, ეკლესიაში არსებული სამეურნეო საქმეებიც, ვიცნობდი ერთ მღვდელს რომელთანაც ყოველდღიურად 100- ბით ადამიანი მოდიოდა თავისი პრობლემებით, სახში კი 8 შვილი ელოდებოდა, ბუნებრივია მას სხვა საქმიანობისთვის არანაირი დრო არ დარჩებოდა
  22. irusha ბოროტებას თავად არ ჩადიხარ, მაგრამ ხარ ადამიანი რომელსაც შეგიძლია ვარდისფერი სათვალეები გაიკეთო და ღიღინ ღიღინით გაიარო შენი თანამემამულეების გვამებს შორის, ხოლო მეორე დღეს ქალაქის მერიას მადლობა გადაუხადო იმისთვის რომ გვამები გაიტანა და ანტისანიტარიისგან იხსნა ის ადგილი სადაც სეირნობა გიყვარს
×
×
  • შექმენი...