ვცდილობ ყველა ფაქტებს მოვუყარო თავი და ამ ჯოჯოხეთური დიპლომატიური ენიდან გამოვიტანოთ უბრალო მოკვდავთათვის გასაგები ინფორმაცია. რაც შევძელი აქვე გეტყვით და თქვენი აზრიც გამოთქვით. უკვე აშკარაა რომ ამერიკელები მარტო ტრაფარეტული ფრაზებით არ გამოხატავენ ჩვენს მხარდასჭერას. საკმაოდ კარგად დაემთხვა ბრაიზას ჩასვლას აფხაზეთში, ალასანიას ჩასვლა და გუშინ რუსი დეპუტატების კივილ წივილი. ჩემის აზრით არსებობს 2 გზა, რომელიც ბრაიზამ აფხაზებს უთხრა. პირველი გზაა ის სამშვიდობო შეთავაზება რაც პრეზიდენტმა აფხაზებს შესთავზა. რათქმაუნდა ამაზე წინააღმდეგობა გაწიეს. ბრაიზას მიერ აფხაზებმა მიიღეს გარანტიები, რომ ამ სამშვიდობო გეგმის განხორციელების გარანტი იქნება თავად აშშ. ამიტომ იყო, რომ ალასანია ამერიკელებმა ამ სამშვიდობო გეგმის დეტალების გასაცნობად იმყოფებოდა სოხუმში. რუსმა დეპუტატები კიდე და ალბათ, სხვა ჩინოსნებბიც აფხაზებს ეუბნებიან, რომ არ ენდონ ამერიკელებს. ასევე ლანძღავენ ბრაიზას, ვინაიდან ამერიკა უკვე ძალიან ცალსახად ერევა კონფლიქტში. ბუშის და მედვევდევის საუბარი კდევ ერთხელ ადასტურებს ამ საკითხებს. ეხლა აფხაზებზეა დამოკიდებული რას იზამენ. მეორე გზა ბრაიზასი არცთუ სახარბიელოა აფხაზებისთვის და ეს არის სამხედრო ოპერაცია აფხაზეთზე ქართველების მიერ. ამ გზაზე, რომ ისაუბრა ბრაიზამ ეს კარგად ჩანდა მის გამოსვლაში, სადაც მან აღნიშნა, რომ ამერიკელბი ქართველებს მიაწვდიან ზუსტ ინფორმაციებს სამხედრო განლაგების შესახებ აფხაზეთში, ანუ დაეხმარებიან საქართველოს სამხედრო ოპერაციის წარმოებაში. ასევე მან აღნიშნა, რომ ჩვენ არ დაგვირღვევია მოსკოვის შეთანხმება და სადაზვერვო დრონი არ არის შეიარაღებული თვითმფრინავი. ანუ ომის შემთხვევაში აფხაზები პრაქტიკულად განადგურდებიან და ეს აღნიშნული იქნებოდა საუბარში. შესაბამისად სიორენ კიერკეგორის არ იყოს "ან ან". საკმაოდ ცუდი პერსპექტივაა აფხაზებისთვის. გარდა ამისა ამ ყველაფერიში ანუ მეორე გზაში არის (სამხედრო ოპერაცია) სერიოზული დიპლომატიური ეშმაკობა ჩადებული. სამხედრო პოლიციური ოპერაცია, რომელიც დაიწყება აფხაზეთში დაერქმევა პოლიციური ოპერაცია კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად. რუსები რათქმა უნდა შეგვებრძოლებიან და ზუსტად აქ მოხდება გამოცხადება, რომ ეს ომი არის რუსეთ აფხაზეთის ომი. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს უძლიერესი დიპლომატიური დაწოლა რუსეთზე და მხარეწთა დაშორიშორების მოთხოვნა, რომელიც ამჯერად ენგურზე არ მოხდება, არამედ ფსოუზე. დაშორიშორდება რუსულ ქართული ჯარები. ამ მეორე გზაში აფხაზებს ავტონომიის საერთოდ არსებობაც ეჭვის ქვეშ დადგება და ვფიქრობ ბრაიზამ ეს პერსპექტივა დაუხატა აფხაზებს. ვსაუბრობ ომზე და გული მისკდება მის შედეგებზე, რათქმაუნდა. ეს არ იქნება არც ჩვენთვის იოლი. ერთია კიდევ სააკაშვილს ომი არ უნდა, ეს არის უკანასკნელი გზა, მაგრამ ვფიქრობ ომი არ დაიწყება, თუ არ იქნება 1000%-იანი საერთაშორისო მხარდაჭერა.