-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
-
ბესო გუგუშვილი " ვარსკვლავური საათი"
Siknadmo replied to lasha_alo's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
შეიძლება ბევრს არ ახსოვს ვინ იყვნენ ზვიადისტები, წარმოიდგინეთ ბაჩო, ოღონდ ძალაუფლების მქონე და 10 000 და 100 000 ბაჩო ერთად, ნუ იქ მწნილებად გურმა პეტრიაშვილ-ძოძუაშვილები, საშინელება იყო, ჩემის აზრით ეს იყო თბილისელების ანტიპროვინციული ამბოხება, რომელიც კეგებემ და ქართულმა კომ. ნომენკლატურამ გამოიყენა რატომღაც იუტუბიზე ზვიადისტების მიტინგების ამსახველი მასალა ძალიან მწირედ მოიპოვება და ახალგაზრდობას არა აქვს შესაძლებლობა მათი ხილვით დატკბეს -
ბაბლუანის "13" ღამის 11ზე თუ უფრო გვიან-იმედზე
-
მე მეგონა მაგარი დეშოვკა რამე იქნებოდა,
-
ბაბლუანის კომედია იჩითება იმედზე, უყურებთ?
-
აიგდეს თავი მასხრად
-
სკამი საშუალებაა ზოგისთვის ჯიბეების შევსების და პირადი ამბიციების დაკმაყოფილების, ხოლო ზოგისთვის ეს სამშობლოს სამსახურია
-
დზიდზიგურმა თქვა მაგრად, თუ გინდა ლევან ან შენ რას წავალობ ან ჩვენ რას გვაწვალებ, მიდი და ქენი
-
maka ბოკერიას არაა აქვს ჯანსაღი ფსიქიკა,
-
დიდი "მგლობალიზაცია” საქართველოში11:39 - 10.02.2010 - საზოგადოება საქართველოში “დიდი მგლობა” დაიწყო - როგრც ჩანს, ეკონომიკური კრიზისი სამხეცეთშიც აქტუალურია და მგლებმა ჩამოვაკება გადაწყვიტეს... მოკლედ, მგლები - მთაში, მგლები - ტყეში, მგლები - პოლიტიკაში... ისე, ხომ იცით, ადამიანი ადამიანისთვის მგელია და, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ოთხფეხა და ორფეხა მგლებს ერთი საერთო აქვთ: ხალხის ხარჯზე ცხოვრებენ! ოთხფეხა, ანუ ნამდვილი მგლის ადამიანზე თავდასხმის ბოლო შემთხვევა სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში რამდენიმე დღის წინ მოხდა. სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსებმა 26 წლის გია კაკაშვილის ცხედარი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს. საქართველოს მოსახლეობა მგლის გახშირებული თავდასხმების გამო, პანიკაშია და შესაბამისი ორგანოებისგან დახმარებას ითხოვს. ამ ფონზე, საქართველოს კანონმდებლობა მტაცებელთა უფლებებს, როგორც იტყვიან, კბილებით იცავს. ისე, სასაცილოა, საქართველოში ადამიანებს არაფრად აგდებენ, სამაგიეროდ, ოთხფეხებს “ხელის გულზე” ატარებენ. ასე, მაგალითად, ცნობილია, რომ უცხოელი დონორების დახმარებით, თბილსიის გარეუბანში მაწანწალა ძაღლების ფეშენებელური თავშესაფარი უნდა აშენდეს... მოკლედ, საკითხავია, რა არის მთავარი - ადამიანი თუ წითელ წიგნში შეტანილი მტაცებელი? "ჯერ იყო და, ქათმის გრიპით დაგვაშინეს, მერე, ღორი გაგვაწყვეტინეს. ჭელს, საკალანდოდ, ჩვენ სოფელში ღორი სულ ათმა ოჯახმა დაკლა. აღარ ვიცით, რა ვქნათ - სიმწრით გამოზრდილი ძროხით მგლები გამოვკვებოთ თუ თავი გადავირჩინოთ მტაცებლისგან," - აღშფოთებას ვერ მალავს გურიის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ქალბატონი. როგორ დავაღწიოთ თავი “დიდ მგლობას” და რომელი კანონი იცავს მგლის უფლებებს? ამ საკითხებზე "ქართული სიტყვა” გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის მთავარ სპეციალისტს, ნონა ხელაიას ესაუბრა. როგორც ხელაია ამბობს, ბოლო შემთხვევაში ჯერ კიდევ დაუდგენელია, 26 წლის მამაკაცის სიკვდილის მიზეზი მგლის თავდასხმა გახდა თუ მგელმა გვამზე იერიში სიკვიდილის შემდეგ მიიტანა. “გარემოს დაცვის სამინისტრო გარეული ცხოველების თავდასხმაზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. სიღნაღის შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ჯერ არ ვიცით, რისგან გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი. გასაკვირი არაა, რომ მგელი ან, სულაც, შინაური ცხოველი გვამთან მივიდა და გარდაცვლილის სხეულზე ნაკბილარებიც ამიტომ აღინიშნება,~ - ამბობს ნონა ხელაია. მანამ, სანამ პროკურატურა დაადგენს სიღნაღში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი მგლის თავდასხმა გახდა თუ არა, არსებობს ძველი, უკვე დადასტურებული ფაქტები მოსახლეობაზე მგლის თავდასხმის შესახებ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ მტაცებელთა თავდასხმებმა `დაშვებულ ზღვარს~ გადააჭარბა. როგორც ბიომრავალფერივნების დაცვის სამსახურში განმარტავენ, ამ მოვლენას მთელი რიგი მიზეზები აქვს, რაც დასაბამს თავად მოსახლეობიდან იღებს. ნონა ხელაიას თქმით, “ხშირ შემთხვევაში მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა უპატრონოდ უშვებს პირუტყვს. მგელი გარეული ცხოველია და, რასაკვირველია, უპატრონოდ დატოვებულ პირუტყვს თავს დაესხმება. ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ: არ გაუშვას პირუტყვი უპატრონოდ. სხვათა შორის, მტაცებლების თავდასხმის შესახებ მთიანი რეგიონიდან არც ერთი განცხადება არ შემოსულა, რადგან მოსახლეობა მგლისგან თავს თავად იცავს. შესაბამისად, არც ფიქრობენ, რომ მგელი უნდა გაწყვიტონ. მგლის გაწყვეტა უდიდეს პრობლემებს შექმნის. არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მგელი ხელს უშლის როგორც საქონლის, ასევე - გარეული ჩლიქოსნების დაავადებების გავრცელებას. გარდა ამისა, მგელი ლეშითაც იკვებება და ამით მრავალი ინფექციის წყაროს სპობს.” მგლების მომრავლების მეორე და ძალზე მნიშვნელოვან მიზეზად გარემოს დაცვის სამინისტროში უკანონო ნაგავსაყრელებს ასახელებენ. ნონა ხელაიას თქმით, ძველად სოფლებში ნაგავს სპეციალურად გათხრილ ორმოებში ყრიდნენ. ახლა კი ნაგავი პირდაპირ გზაზეა დაყრილი. სახელმწიფო მგლის თავდასხმის წინააღმდეგ, თუნდაც პრევენციის მიზნით, არანაირ ღონისძიებას არ ატარებს. ერთადერთი პრევენცია სპეციალური ბუკლეტების დარიგებაა, რომელშიც განმარტებულია, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მტაცებლისგან. გარემოს დაცვის სამინისტროში გავრცველებულ მოსაზრებას, რომ მგელი მომრავლდა, კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, უბრალოდ, მგლის სოფლებთან დაახლოება მოხდაო. ამიტომ, იმ შემთხვევაში, თუ მგელი ადამიანს ან შინაურ ცხოველ-ფრინველს ესხმის თავს, მისი მოკვლა კანონით ნებადართულია. სხვა შემთხვევაში კი მგლის განმგმირვა 400-ლარინაი ჯარიმით ისჯება. მართალია, აუცილებლობის შემთხვევაში, მგლის მოკვლა არ ისჯება, მაგრამ ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს სამინისტროს, გარემოს დაცვის ინსპექციას, ან ადგილობრივ თვითმმართველობას. თუკი მოსახლეობა ვერ მოახერხებს გარეული ცხოველის მოკვლას თავდასხმის მომენტში, მან უნდა მიმართოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, მიმართავს სამინისტროს, ან მის ტერიტორიულ ორგანოს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ან მოწვეული ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სამინისტროს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ხდება დაჭერილი ცხოველის მოკვლა. მსგავსი ქმედება პრევენციის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგან იმ ადგილს, სადაც მგლის მოკვლა მოხდება, დიდი ხნის განმავლობაში სხვა მგელი აღარ ეკარება. ცხოველთა დაჭერა ხორციელდება სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მინისტრის ბრძანებულების საფუზველზე. “ქართული სიტყვა” http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...5733&act=ns
-
რესპები, მემარჯვენეები და ალასანია ხო? განათლებულ-გაწონასწორებულ-პრინციპულ, ეხლა გიორგი სააკაძის ტანი არა აქვს
-
მემარჯვენეები, რესპები და ალასანია არის ყველაზე ჯანსაღი ძალა, რესპები თუ არ ევასება ქართულ საზოგადოებას ეს მისი პრობლემაა ჯერ მარტო უსუფაშვილი რად ღირს
-
რა არ არის ეგრე, ხალხს დაესხნენ მგლები და დაგლიჯეს წელს იყო რამდენიმე შემთხვევა
-
ალასანია უკვე ოფიციალურად გახდა რუსეთუმე
Siknadmo replied to shamili's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ფსიქოს წარდგენა აუცილებელია პარტიის რეგისტრაციისას? -
საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იყო ადამიანზე თავდასხმის შემთხვევები, სოფლებში, დაჟე სახლიდან ვერ გადიოდა ხალხი, ხე ტყის გაჩეხვა გადაწვამ (აგვისტოს ომში) ნადირი გააქრო და მგლებს საკვები მოუსპო ამიტომაც თავს ესხმიან ადამიანებს, გარდა ამისა, კომუნისტების დროსაც კი, როდესაც ეკოლოგია დაცული იყო, მიმდინარეობდა მგლების რაოდენობის რეგულირება, ჩემი ძმაკაცის მამა ნადირობდა მგლებზე და მგლის ტყავს 25 მანეთად იბარებდნენ და არა იმიტომ რომ მგლის ტყავს სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა არამედ საქონლის დაცვის მიზნით, მგელზე ნადირობა ძნელია, თანაც წამგებიანი იმიტომ რომ მას ვერაფერში იყენებ, ამიტომ მასზე ნადირობას მხოლოდ სახელმწიფო თუ წაახალისებს, რა თქმა უნდა ეს სპონტანურად არ უნდა მოხდეს, ეკოლოგების ზედამხედველობის ქვეშ და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსი გათვალისწინებით თორემ ისე მგელი მაგრა მევასება
-
ბელადის ტიპაჟი არააა გრეჩო, მისი ამომრჩევლებისთვის ლევანი იყო პატიოსანი ქალაქელი კაცი მათ შორის ჩემთვისაც, რომელიც უპირისპირდებოდა ძალადობრივ რეჟიმს, ალალად, როგორც შეეძლო ისე, მაგრამ ჩაისვარა, თანაც არაერთხელ, თუმცა აქა იქ ქალაქელობაზე ჩაციკლულ ტიპებს მაინც ევასებათ საქართველოში ბელადი სურთ პროვინციულ და კამსამოლსკი ტიპაჟებს, ხოლო ქალაქელისთვის, მისი ცნობიერებისთვის ბელადი არსობრივად მიუღებელია
-
გართობის მიზნით ცოცხალი არსების მოკვლა არა მგონია კარგი იყოს ადამიანისთვის, თუმცა პროფესიონალი მონადირეები მაინც უნდა არსებობდნენ, სულაც მგლები რომ დახოცონ
-
უტრაკი ყარაჩოღელიც არააა ეგ ჩემისა
-
პირველივე პოსტიდან ეს აზრი გამიჩნდა თავში დიქტატურის მსხვერპლთა ქუჩა არა ოღონდ, იქ მცხოვრებლებმა რა დაააშავეს, ვთქვათ სკვერი გაშენდეს სადაც შეკვალებულები ისეილნებენ პატარა ძეგლი, ყოველგვარი მონუმენტალიზმის გარეშე
-
რელიგია სკოლებში არ უნდა ისწავლებოდეს და არა იმიტომ რომ, არამედ იმიტო რომ, სკოლა სკოლაა სადაც ბავშვი უნდა დაეუფლოს ცხოვრების სულ სხვა პრინციპებს, რაც შეეხება ადამიანის სულიერ საკვებს, ანუ რელიგიას, ადამიანი თავად უნდა მივიდეს მასთან, მეფის რუსეთში არასწორად მიწოდებულმა რელიგიურმა სწავლებამ გამოიწვია აგრესია მოსწავლეეებში და ბევრი რევალუციონერი და ანტირელიგიურადგანწყობილი ადამიანი სემინარიის კურსდამთავრებული იყო
-
და როგორ ფიქრობ თავის ნაცნობს დაასმენს? რატომ, თბილისი პატარა ქალაქია, მერე ტატას რომ ეტყვის გრძEლი ენა გაქვსო?
-
რუსეთი არის მტრულად განწყობილი სახელმწიფო ხოდა რატომ? ამას უნდა ჰქონდეს რაციონალური ახსნა და არა ფორუჯიული-რეალტიური ჩVენი დამოუკიდებლობის ეშინიათ და რუსეთს საქ. გაშვება ენანაება... და ბლა-ბლა-ბლა პოლიტიკა პრაგმატულია
-
რა კავშირი აქვს ბაზებს დამოუკიდებლობასთAნ იარ მესმის რაა, მითუმეტეს ამერიკული ბაზები რომ გაიჩითოს რააა
-
საქართველოს შეეძლო აეშენებინა დასავლური ტიპის სახელმწიფო, არავინ არ უშლის სააკაშვილს რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი ანდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები
-
სტალინს და ორჯონიკიძეს სულ ბაირამ დუდუკზე ეკიდათ საქართველო