ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს და აცხადებდეს, რომ უყვარს სამშობლო და ამის მიზეზი უბრალოდ ის იყოს, რომ სამშობლო თითქმის ყველას უყვარს და ამდენად მისი სიყვარული სავალდებულოა. მაგრამ პიროვნებამ სამშობლო, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, რაც ღირებულია, უშუალოდ თვითონ, დამოუკიდებლად უნდა აღმოაჩინოს, თითქოს პირველმა უნდა დაინახოს და შეიგრძნოს.სხვანაირად შეუძლებელიც არის, რადგან პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი და ფასეული მხოლოდ ის ხდება, რასთანაც სიღრმისეულ, სულიერ კავშირს ამყარებს, რასაც თავისი შინაგანი გამოცდილების წყალობით უახლოვდება. სამშობლოს პიროვნულ-ინდივიდუალური განცდა რაღაც კონკრეტული ძლიერი შთაბეჭდილებებიდან იღებს სათავეს; იგი კონკრეტულ ადამიანებში, ადგილებში, ისტორიულ და კულტურულ მოვლენებში პოულობს სამშობლოს მთლიან ხატს და არსს, მათში აღმოაჩენს სამშობლოს სიძვირფასეს. ლიტერატურა, პოეზია სამშობლოს ამგვარი პიროვნული აღმოჩენის და წვდომის გამოვლინებათა მკაფიოდ და შთამბეჭდავად შორცშემსხმელია. თამაზ ვასაძე (ალბათ) კაი რამე გავჩითე და მაინც მოთავისუფლო თემააა სამშობლოს სიყვარული განცდააა, რომელიც ინტელექტუალურად ძნელია გააცნობიერო, თუმცა შეიძლება ნაწილობრივ მაინც ახსნა, ის მაინც ბავშვობაში ჩნდება, ძალიან ღრმა ბავშვობაში განცდის სახით, მძაფრი განცდაა და მერე რაღაცეები ხდება და მუქდება ხან კი ნათდება ეს გრძნობა, მაგრამ მარადიული და არ იშლება