ირაკლი წერეთელი - "ქართველი ერის ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა" "არაფერს ვაკეთებ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ან ოპოზიციამ რამე დამიფასოს. ამას ისტორია დამიფასებს. ხელისუფლების მიმართ ლოიალობა არ მალაპარაკებს. მე რადიკალური ვარ რუსეთის მიმართ და იმ აგრესიის მიმართ, რაც მან გამოხატა საქართველოსთან დაკავშირებით. ვუჭერ მხარს იმ ადამიანს, ვინც უპირისპირდება ანექსიასა და ოკუპაციას", - აცხადებს ირაკლი წერეთელი გაზეთ "ჯორჯიან ტაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი წერეთელი: ქართველი ერის ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა. "ემოციური კაცი ვარ და შეიძლება ჩემს ემოციებს ბევრი რამ გადავაყოლო, ზოგჯერ მიხეილ სააკაშვილიც ემსხვერპლება ხოლმე ჩემს ემოციებს. მერე რა? შეუძლებელია, თვალები გაახილო და ქვეყანაში ვერ დაინახო, ვინ ვინ არის? სააკაშვილი არავის ეგონოს ხელწამოსაკრავი პიროვნება. ქართველი ერის ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი მნიშვნელოვანი ფიგურაა. ოპოზიცია კი შუაზე გასკდა უტვინო აქციებით. არ მიყვარს სიტყვა "მაგარი", მიშა კი ნამდვილად მაგარია. ის საკმაოდ ძლიერი ხელისუფალი აღმოჩნდა. სხვებს რომ ჰგონიათ, მიშა დამთავრდება, სწორედ მაშინ დაიწყებს აღზევებას - საქართველოს აუცილებლად მოევლინება ძლიერი პრემიერ-მინისტრის რანგში... არავითარ კულუარულ ინფორმაციას არ ვფლობ, უშუალო ურთიერთობა ბატონ მიხეილთან არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ვიცი, ის აფასებს ჩემს როლს საქართველოს ისტორიაში. სააკაშვილის იდეები ჩემსას ემთხვევა. თუმცა ქართველი ერის ნატო-ში გაწევრიანების იდეის ავტორი მე ვარ და არა ის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი წერეთელი. "ყველა ადამიანს აქვს ნაკლი, მაგრამ არ მსურს ვილაპარაკო საქართველოს პრეზიდენტის ნაკლოვან მხარეებზე. იმდენი კაცი ლანძღავს უკვე, იმდენია მათ რიცხვში უნიჭო, ხელმოცარული, რომ აღარ მინდა მათ დავესგავსო. ხელისუფლების ლანძღვამ მიიღო ამაზრზენი და სასაცილო ხასიათი. არ მინდა სასაცილო ადამიანთა სიაში ჩავეწერო. ამას ხომ რეალურად არავითარი ფასი არ აქვს. მიშას მლანძღველები მაგონებენ იმ მითოლოგიურ პატარა ძაღლს, რომელმაც პირამიდებთან დაინახა სფინქსი, იყეფა, იყეფა და ყეფისგან გარდაიცვალა, სფინქსი კი საუკუნეებია დგას... დიდმა ფრანგმა ერმა 70 წელიწადს მეფე ლუდოვიკო მეთოთხმეტე აიტანა, რომელმაც 40 000 ადამიანი დასაჯა სიკვდილით. და 7000-ზე მეტი ქალი გააუპატიურა. მიხეილ სააკაშვილს ჯერ არც ერთი ადამიანი არ დაუსჯია სიკვდილით. ამიტომ მის ყურება ცოტა ხანს კიდევ მოგიწევთ", - აცხადებს ირაკლი წერეთელი და შეკითხვას - "იმდენად გინდათ ორიგინალური იყოთ, რომ მიშას ქებით ცდილობთ ამის გამოვლენას? - პასუხობს: "არაფერს ვცდილობ. არ მსურს, სააკაშვილი გავლანძღო. აღარ მინდა. არსად და არასდროს ამ კაცს ირაკლი წერეთელი ცუდად არ უხსენებია. კარგი რა, ნამუსი ხომ მაქვს? ეს საზოგადოება არ იმსახურებს, რომ ირაკლი წერეთელმა ამ საზოგადოების გამო ლანძღოს სააკაშვილი. მიშა იმდენად წარმატებული პოლიტიკური ფიგურაა, რომ ამ საცოდავ ხალხს, რომელიც რაღაც დროებითი მიზნების მისაღწევად იყო გაერთიანებული და რომელიც დღეს უკვე დაიქსაქსა, ეს ხელისუფლება ნამდვილად სჯობია". http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...8-20062010.html ლიცემერი: მოკლედ, ამ პატარა კომენტარით, მაგრამ დიიიდი გულით მინდა გითხრათ, რომ კიკას ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მე ვამაყობ მიშათი! შენ? მოდეე კიკაც აქ იყოს, შამილს არ ეწყინება