ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის გამართოს პრესკონფერენცია. აღნიშნულ საკითხზე ივანიშვილის პრესსამდივნო განცხადებას ვარცელებს. "ცნობილი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საზოგადოების ინტერესი ბიძინა ივანიშვილის მიმართ განუზომლად გაიზარდა. თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2", "იმედი") უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომრიდან, როგორც ეს გაცხადებული იყო, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის (ელექტრონული, ბეჭდვითი) გამართოს პრესკონფერენცია. იგი მზად არის, პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე", - ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებაში. ივანიშვილის გუნდი თავაზობს ეროვნული მაუწყებლის ხელმძღვანელებს პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელს, მოცემულ ფორმატში თანამშრომლობას. პრესსამდივნოს ინფორმაცით, ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით. ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი "თავისუფალ დემოკრატებთან" და"რესპუბლიკელებთან" გამართული შეხვედრით კმაყოფილია. ამის შესახებ ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. "12 ოქტომბერს შედგა პირველი კონსულტაცია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერთან, ირაკლი ალასანიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა ყველა ძირითად საკითხზე დააფიქსირეს პოზიციები და სრული თანხვედრა დაფიქსირდა. შეთანხმდა თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები. ამავე დღეს, ბატონი ბიძინა შეხვდა ბატონებს დავით ბერძენიშვილსა და პაატა ზაქარეიშვილს. დიდი დრო დაეთმო პრესაში "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლების მხრიდან დაყენებული საკითხების განხილვას. გამოვლინდა იდენტური ხედვა ქართულ სინამდვილეში ფსევდოოპოზიციური პოლიტიკური ძალების როლსა და ფუნქციებზე. სამწუხაროდ, დროის დეფიციტის გამო, ვერ მოხდა მედიასაშუალებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ბატონი ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილებას გამოთქვამს შეხვედრების შედეგებით და დარწმუნებულია "რესპუბლიკურ პარტიასთან" სტრატეგიული პარტნიორობის პერსპექტიულობაში", - ნათქვამია განცხადებაში. რავა პაწია იმედი ამობიბინდდა